ფედერიკო გარსია ლორკა - შავ ანგელოზებს სიკვდილისას მოაქვთ ყინული და პერანგები...

1936 წლის 19 აგვისტოს ფაშისტებმა მოკლეს 38 წლის ფედერიკო გარსია ლორკა - XX საუკუნის ესპანეთის უდიდესი პოეტი, კაცი, რომელსაც საუკუნეობით ელოდა ესპანური ლიტერატურა. 

განსაზღვრავდა რა ლორკას მნიშვნელობას, ცნობილი კრიტიკოსი დამაზო ალონსო წერდა:

„ზოგჯერ ესპანური თავისთვადობა განსაკუთრებული დაჟინებით ითხოვს გამოვლინებას. და თითქოს ამ თხოვნის პასუხად XIV საუკუნეში იბადება ხუან რუისი, XVII ლოპე დე ვეგა, ხოლო XX - ლორკა“.

***

ლორკა ამბობდა: „თუ მართალია, რომ მე ღვთისა და ეშმაკის წყალობითა ვარ პოეტი, მაშინ მე პოეტი ვარ აგრეთვე ტექნიკის, მუშაობისა და იმ ცოდნის წყალობით, თუ რა არის ლექსი“.

***

ლორკას პოეზია უაღრესად მეტაფორულია. მისი ლექსი თითქოს წარმოუდგენელი ასოციაციების ნიაღვარია. მისი სახე მოულოდნელი და განსაცვიფრებელია. კაცი, რომელსაც შეეძლო ეთქვა - სურნელოვანი ბროწეული შედედებული ვარსკვლავიანი ცაა, ქვა - შუბლია, სადაც სიზმრები კვნესიანო და ბებერი ხვლიკის გამო შეენიშნა - ნიანგის წვეთიაო, - ყოვლისშემძლეა და მას კიდევაც მიაჩნდა, რომ „პოეზია შეუძლებლობაა, რომელიც უეცრად შესაძლებლობად გადაიქცევა“.

***

1936 წელს ცნობილ ესპანელ კარიკატურისტს ბაგარიას უკითხავს ლორკასთვის: - ხომ არ ფიქრობ შენ, ფედერიკო, რომ სამშობლო ცარიელი ცნებაა, ხოლო საზღვრები უნდა აღიგავოს? ცუდი ესპანელი რატომ უნდა მიმაჩნდეს მოძმედ უფრო მეტად, ვიდრე კარგი ჩინელი?

- მე ჭეშმარიტი ესპანელი ვარ, - უპასუხა ლორკამ, - ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა ჩემი გეოგრაფიული სამანების გარეშე ცხოვრება. მაგრამ მე მძულს ის კაცი, რომელიც მხოლოდ ესპანელია და მეტი არაფერი... მე ვუმღერი ესპანეთს და მას ტვინის ყოველი უჯრედითა ვგრძნობ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მე ვეკუთვნი მთელ მსოფლიოს, მე ყველას მოძმე ვარ. ხოლო პოლიტიკუი საზღვრები მე არა მწამს..

***

საღამო ჩქარობს - მდინარის პირას სურს დაიხაროს, უგრძვნია დაღლა.

***

ძაძებით მოსილს, აივანი დარჩა ღია, მოაჯირთ შორის განთიადი განერთხო ზეცას.

***

მე თვალხილული მოვევლინე ამ ქვეყანას, მაგრამ მივდივარ უსინათლო...

***

ყვითელი ფერის ლიმონები, ლიმონები ქარში ისროლეთ.

***

სამხრეთის ქარო, შავგვრემანო, მხურვალე ქარო.

***

ალოკავს ძროხა სისხლიან გუებს და ლოდად ქცეულ ხარებსაც მკერდით დღს აღმოხდებათ გმინვა მზარავი, რადგან აწამებთ მძიმე ვარამი, რომ დედამიწა ფლოქვებით თელონ...

***

ყველაფერი, რაც მიდის ჩვენგან, არ დაბრუნდება, მთელმა ქვეყანამ იცის ეს...

***

ვარდის ფურცლებზე გადნება თოვლი, სულში კი თოვლი დარჩება ისევ. დროის ბრჭყალებში ის უნდა ალბათ - სუდარად იქცეს.

***

სასაფლაოზე თავის ქალათა, სამარეთ ზემოთ თრთის დედამიწა, ყვავილების ფეთქვას მოელის.

***

შავ ანგელოზებს სიკვდილისას მოაქვთ ყინული და პერანგები...

***

ბროწეულივით აფეთქდა შუბლი და შროშანებმა ტანი აღავსეს, ცეცხლმოდებული ჯვარი ანთია ამ ჯოჯოხეთის საზარელ გზაზე.

***

ჟანდარმებმა და მოსამართლემ ზეთისხილების გათელეს ჩრდილი. სისხლი იღვრება ჭრილობებიდან და გველისებრი სიმღერით წივის. - სინიორო ჟანდარმებო, ჩვეულებრივი საქმეა ბნელი. აქ რომაელი დაეცა ოთხი და ხუთიოდე კართაგენელი.

***

ღამე სადღაც გზაში შეჩერდა რომ ვერ მოხვიდე ჩემთან...

***

ნუ მეტყვით, თითქოს მიცვალებულთ არ ჰქონდეთ სისხლი, რომ წყალს მოითხოვს სანახევროდ გახრწნილი ბაგე.


ფედერიკო გარსია ლორკა - რჩეული
ესპანურიდან თარგმნა ნანა ხატისკაცმა