ზოდიაქოს ნიშნების აღმოსავლური სისტემა

ჯერ კიდევ ძველად ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ მათ ცხოვრებაში მიმდინარე ზოგიერთი პროცესი დაკავშირებული იყო ციურ სხეულთა მოძრაობასთან, წელიწადის დროთა ცვლასთან, დღე-ღამის მორიგეობასთან, ზღვის მოქცევა-უკუქცევის პერიოდულობასა და მზის აქტიურობის მაქსიმუმების მონაცვლეობასთან. ადამიანებმა შენიშნეს, რომ ბევრი მოვლენა გარკვეული პერიოდულობით მეორდება: დღე-ღამის, 12 თვის, 12 წლის შემდეგ და ა.შ. 


ზოდიაქოს ნიშნების აღმოსავლური სისტემა დაკავშირებულია ბუნებრივ მოვლენათა მონაცლვლეობის 12-წლიან ციკლთან.

აღმოსავლეთში მრავალი ლეგენდა არსებობს, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნების მნიშვნელობას ხსნიან. აი, ერთი ტრადიციული იაპონური ისტორია:

ერთხელ, ახალი წლის წინ, ბუდამ სამყაროს ყველა ცხოველი იხმო, თან აღუთქვა, ვინც მის პატივსაცემად მივიდოდა, დაასაჩუქრებდა - განსაკუთრებულობისა და პატივისცემის ნიშნად მისცემდა ერთ წელიწადს, რომელსაც შემდგომში ამ ცხოველის სახელი დაერქმეოდა. ბუდას მხოლოდ თორმეტი ცხოველი ეახლა შემდეგი თანმიმდევრობით: თაგვი, ხარი, ვეფხვი, კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, ცხვარი, მაიმუნი, მამალი, ძაღლი და ტახი.

ცხოველებმა თითო წელიწადი მიიღეს განკარგულებაში და საკუთარი დამახასიათებელი ნიშნები შესძინეს მათ. იაპონური თქმულებების მიხედვით, 12 წლიანი ციკლის რომელიმე წელში დაბადებულ ადამიანს შესაბამისი ცხოველის ნიშნები ახასიათებს. იმის მიხედვით, თუ რომელ წელს დაიბადა ადამიანი, შეიძლება მისი ხასიათის განსაზღვრა, ძლიერი და სუსტი მხარეების შეცნობა, მომავლის წინასწარმეტყველება.

იაპონელების თქმით, ერთ წელს დაბადებული ადამიანები, შეიძლება სხვადასხვა ნიშნებითაც ხასიათდებოდნენ, მაგრამ ეს იქნება ინდივიდუალური და არა განმსაზღვრელი ნიშნები. ციკლში წლების თანმიმდევრობა ყოველთვის ერთნაირია. (თაგვის წლით დაიწყო XX საუკუნე, შემდეგ იგი განმეორდა 1912, 1924, 1936, 1948, 1960, 1972 წლებში და ა.შ.)

ზოდიაქოს ნიშნის შესატყივის ადამიანთა დახასიათებანი:

თაგვი

იაპონელთა რწმენით, თაგვის წელს დაბადებული სხვათა თვალში მომხიბლავად გამოიყურება, ახასიათებს წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. ერთი შეხედვით, იგი წყნარი, გაწონასწორებული და მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ამ მხიარულების უკან ნერვიული და მშფოთავი პიროვნება დგას. იგი თავდაჭერილია და თავის პრობლემებს მალავს. როგორც წესი ერუდიციით არ გამოირჩევა, მაგრამ პატიოსანია და პატივმოყვარე. დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უზარმაზარი ნიჭი აქვს. უყვარს საკუთარი თავისთვის ფულის დახარჯვა. არაფერს მოიკლებს და ცდილობს, ფული არ გაასესხოს. უყვარს საზოგადოება და ხალისით ლაყბობს. უფრო მეტი ნაცნობი ჰყავს ვიდრე ნამდვილი მეგობარი. 

თაგვის წელში დაბადებული ადამიანებისათვის ცხოვრების პირველი ფაზა კარგად ეწყობა. რაც შეეხება მეორე ფაზას - მათ შეიძლება ყველაფერი დაკარგონ დაუფიქრებელი ნაბიჯის ანდა, რაც საკმაოდ ხშირად ხდება, მგზნებარე, თავდავიწყებული სიყვარულის გამო. ცხოვრების ბოლო ფაზაში მათი ცხოვრება უმთავრესად უშფოთველად მიდის.

„თაგვი“ ყველაზე კარგად ქორწინდება „მაიმუნთან“, „დრაკონთან“, ან „ხართან“, რადგანაც ისინი ან ავსებენ ერთმანეთს ან ერთნაირები არიან. ქორწინება უარესია „ძაღლთან“, „ტახთან“, ან „გველთან“, „თაგვი“ უნდა გაურბოდეს „ცხენს“. ძალიან ცუდია, თუ მამაკაცი-თაგვი შეირთავს ცეცხლოვანი ცხენის წელს დაბადებულ ქალს (ეს წელი 60 წელიწადში ერთხელ დგება). იაპონელებს სჯერათ, რომ ცეცხლოვანი ცხენის წელს დაბადებული ქალის ცოლად შემრთველი მამაკაცი იძულებითი სიკვდილით კვდება.


ხარი

ხარის წელს დაბადებული მომთმენია და არ არის ყბედი. მას შეუძლია გულახდილი გაგხადოთ, რის გამოც კარგად განაწყობს სხვებს თავის მიმართ. იგი ექსცენტრიული და საშინლად ფანატიკურია. თუ ვინმეს არ უყვარს იგი, მხოლოდ ამ მიზეზით. გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, მრისხანე და ფეთქებადი ხასიათი აქვს. მისი იშვიათი მრისხანება საშინელია, ამ მდგომარეობაში იგი ანგარიშს არ უწევს თავის საქციელს. თუმცა გულჩათხრობილია და ჩუმა, საჭიროების დროს შეუძლია მჭერმეტყველიც იყოს. შრომისმოყვარეა, მისი სახლი დუღს და გადმოდის, რადგან მარჯვე ხელები აქვს. სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. ჯიუტია. ვერ იტანს მარცხს საქმეში და დაუნდობელია მათ მიმართ, ვინც მის საქმიანობას ხელს უშლის. 

„ხარისთვის“ სიყვარული მეორეხარისხოვანია. ეს კი ოჯახურ ურთიერთობებში სერიოზულ ემოციურ სირთულეებს ბადებს. მისი ცხოვრების პირველი ფაზა ძირითადად წარმატებით მიდის, მეორე ფაზაში სირთულეები ელის ქორწინებაში ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხანდახან კარგავს იმ ადამიანებს, ვისაც ადრე უყვარდათ იგი. ასევე შეიძლება დაკარგოს იმ ადამიანთა პატივისცემა, რომლებიც ადრე მისით აღტაცებულნი იყვნენ. მესამე ფაზა შეიძლება აღმოჩნდეს მეტ-ნაკლებად მშვიდი.

„ხარისთვის“ ქორწინება საკმაოდ რთულია. ითვლება, რომ მისთვის საუკეთესო ვარიანტია „მამალი“ ან „თაგვი“. ძალიან ცუდია „ძაღლი“ და „ცხენი“, ყველაზე ცუდი კი „ცხვარი“.


ვეფხვი

ვეფხვის წელს დაბადებული მგრძნობიარეა, ემოციური, შეუძლია ღრმა განსჯა, ძლიერი სიყვარული. ჩვეულებრივ პატივს სცემენ, მაგრამ იგი ხშირად ჩხუბობს ასაკით უფროსებთან და თანამდებობით მაღლა მდგომ პირებთან. 

ჩვეულებრივ „ვეფხვს“ იმაზე მეტად აფასებენ, ვიდრე იმსახურებს. მას შეუძლია უკან დაიხიოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მანამდე, სანამ გვიან არ იქნება. იგი შეზღუდულია და არავისი არ სჯერა. გულადია და გამტანი. გარდა ამისა, ეგოისტია, ჯიუტი და ყოველთვის არ იმსახურებს ნდობას. აზიაში, განსაკუთრებით კი იაპონიაში, ვეფხვის წელი კარგ წლად ითვლება ბავშვის, განსაკუთრებით კი ბიჭის, დაბადებისთვის.

ვეფხვი მიწის სიმძლავრეს ასახიერებს. მას შეუძლია სამი უბედურება ააშოროს სახლს - ქურდები, ხანძარი და ბოროტი სულები.

„ვეფხვის“ ცხოვრების პირველი და მესამე ფაზა მშვიდია და ადვილი. მეორე ფაზაში მოუწევს ყველა სახის პრობლემის გადაწყვეტა. თუ ისინი არ გადაიჭრებიან, მაშინ თავს იჩენენ მესამე ფაზაშიც.

ვეფხვისთვის საუკეთესო ქორწინებაა „ცხენთან“ და „დრაკონთან“. ძალიან ცუდია „ხართან“, „გველთან“ და „მაიმუნთან“.


კურდღელი

კურდღლის წელს დაბადებული ბედნიერი პიროვნებაა. შეუძლია კარგი ლაპარაკი, ნიჭიერია და პატივმოყვარე. თავმდაბალი, თავშეკავებული და სათნო; უზადო გემოვნება აქვს. უყვარს საზოგადოება და საზოგადოებასაც უყვარს ის. ყოველთვის ბედი სწყალობს. უყვარს ჭორაობა, მაგრამ ამას მარჯვედ და ტაქტიანად აკეთებს - ცუდ ამბებს საოცრად უხალისოდ ყვება. ძალიან ეჩვევა მას, ვინც უყვარს, მაგრამ უცნაურად გაუცხოვებულია ოჯახისაგან: მეგობრები ურჩევნია ოჯახის წევრებს. ადვილად არ გამოდის წონასწორობიდან. წყნარია, გაწონასწორებული. განსაკუთრებით ბედი სწყალობს საქმიან სფეროში.

კურდღლის წელს დაბადებული მელანქოლიური ტიპის ტემპერამენტისაა. უხასიათობის მიდრეკილება აქვს და ხშირად ტირის კიდეც. პედანტია, მაგრამ კარგად ერუდირებული. აზარტულ თამაშებში ბედი სწყალობს, რადგანაც შეუცდომლად ირჩევს საჭირო ციფრს ან ბანქოს. რამდენადმე კონსერვატულია და წინასწარი აწონ-დაწონის გარეშე არაფერს მოიმოქმედებს. აზიის ხალხი არ ენდობა „კურდღელს“, რადგან სჯერათ, რომ ჯადოქრები ხანდახან ამ უწყინარი ცხოველის სახეს იღებენ.

„კურდღლის“ ცხოვრება, ჩვეულებრივ სამი ფაზის განმავლობაში მშვიდად მიდის, თუ უკიდურესად არახელსაყრელ პირობებს არ წააწყდა. კარგად ცხოვრობს „ცხვართან“, „ტახთან“ და „ძაღლთან“. არასასურველია ქორწინება „დრაკონთან“, ხოლო ყველაზე ცუდია „თაგვთან“ ან „მამალთან“.


დრაკონი

დრაკონის წელს დაბადებულებში ჭარბობს ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალები, აქტიურობა, მაგრამ ის ძალიან აღგზნებადია და ადვილად გამოდის წონასწორობიდან. ასევე საშინლად ჯიუტია, ნებისყოფიანი, ზნეობრივი, დიდსულოვანი: მას პატივს სცემენ, გავლენით სარგებლობს. 

დრაკონი ყველაზე დაუოკებელი ენთუზიასტია, არ ძალუძს პირფერობა და ელემენტარული დიპლომატიაც კი. მსჯელობებში გულწრფელია და მისი აზრი სარწმუნო. მუშაობს მთელი ძალით, მაგრამ კეთილი გულის გამო ადვილია მისი გადაბირება ცუდი საქმისაკენ. ხანდახან უმიზეზოდ შფოთავს. იშვიათად ქორწინდება ახალგაზრდა ასაკში, ზოგიერთნი შინაბერადაც კი რჩებიან.

„დრაკონი“ წარმატებით სარგებლობს.

„დრაკონი“ ცხოვრების პირველ ფაზაში სირთულეებს აწყდება, რადგანაც ბევრს ითხოვს ახლობლებისგან. მეორე ფაზაში აქვს ზეასვლაც და ვარდნაც. მესამე ფაზას, ჩვეულებრივ, სიმშვიდესა და სიწყნარეში ატარებს. „დრაკონი“ დაუფიქრებლად ლაპარაკობს და მისი სიტყვები ხშირად აზრს უსწრებენ, მაგრამ მის შეხედულებებს მაინც ანგარიში უნდა გაეწიოს. მამაკაცი „დრაკონი“ ბედნიერ კაცად ითვლება, მისი იღბლიანი ქორწინება ხდება „თაგვთან“, „გველთან“, „მაიმუნთან“ ან „მამალთან“. არასასურველია ქორწინება „ხართან“ ან „დრაკონთან“, ყველაზე ცუდია „ძაღლთან“.


გველი

„გველს“ პატივს სცემენ სიბრძნის, გამჭრიახობისა და ნებისყოფისათვის. მას საოცრად წყალობს ბედი. შეუძლია ყველაფერი იშოვოს. პატივმოყვარეა და ყოველთვის გემოვნებით იცვამს. ეგოისტური ბუნებისაა და ძუნწი, მაგრამ თუ ესიმპათიურებით, შესაძლოა დაგეხმაროთ. ხანდახან ისე ძლიერად მეურვეობს ვინმეს, რომ მისგან სასწრაფოდ თავის დაღწევას ცდილობენ, თუმცა ამას ვერ ახერხებენ.

„გველი“ ყოველთვის ეჭვით ეპყრობა სხვების აზრებსა და მსჯელობას, ამიტომ ამჯობინებს საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოს. დედამიწას გადააბრუნებს, ოღონდ მიზანს მიაღწიოს.

მამაკაცი-გველი მგზნებარეა და სენტიმენტალური, ქალი - შესახედავად ლამაზი. იაპონელი ქალისათვის საუკეთესო ქათინაურია სიტყვები: „მზეთუნახავი-გველი“. აღსანიშნავია, რომ „გველი“ ძალიან რომანტიკული და მერყევია. იგი ბედნიერი იქნება „ხართან“ ან „მამალთან“ ქორწინებისას, არასასურველია ქორწინება „მაიმუნთან“, ხოლო უბედურებაა „ვეფხვთან“ ან „ტახთან“.


ცხენი

ცხენის წელს დაბადებული პოპულარობით სარგებლობს. იგი მხიარულია, მოლაყბე და სიმპათიური. მარჯვედ განაგებს ფულს, კარგი ფინანსისტია. მისი გონება ადამიანთა აზრებს უსიტყვოდაც ხვდება. 

„ცხენი“ ბრძენია, აქვს ტალანტი და უყვარს საქმის საკუთარი ხელით კეთება. ამასთან ძალიან მომთხოვნია ჩაცმისა და მანერების მიმართ. „ცხენმა“ შეიძლება სიყვარულის გამო ყველაფერი გაწიროს და საზოგადოებას ანგარიში არ გაუწიოს. ამის გამო ხშირად მარცხდება ცხოვრებაში. იგი სულსწრაფია, ყოველდღიური საქმიანობა არ აინტერესებს. ბრმად მიმნდობია და მისი მოტყუება ადვილია. უყვარს სანახაობანი, თეატრი, კონცერტები, ოპერა, თავშეყრა - ყველაფერი, სადაც ხალხია.

„ცხენი“ ადვილად გამოდის წონასწორობიდან და ამის გამო ნდობას კარგავს. უკიდურესად დამოუკიდებელია, არ უჯერებს რჩევებს და თვითნებურად იქცევა.

„ცხენის“ ცხოვრების პირველი და მეორე ფაზა სავსეა პრობლემებითა და საზრუნავით, მესამეში კი ცხოვრება, ძირითადად, წყნარად და თანაბრად მიდის. ქორწინება იღბლიანია „ვეფხვთან“, „ძაღლთან“, „ცხვართან“, არასასურველია „ხართან“, ხოლო უიღბლოა „თაგვთან“.


ცხვარი

არტისტულია, კარგი გემოვნებითა და მგზნებარე ნატურით. ავლენს ხელოვნებისადმი მიდრეკილებას. პესიმისტია, მშფოთავი და მორცხვი. ცხოვრება ხშირად აგდებს საგონებელში და არ იცის, რა გზით წავიდეს; ასეთ დროს ყოველთვის სხვებს ეყრდნობა. 

სასიამოვნო მანერები აქვს, მაგრამ ხასიათით ჭირვეულია. ამასთან ერთად; ძალუძს სხვებს თავი მოაწონოს, ადვილად ეგუება ცხოვრების ყველანაირ პირობას და არ განიცდის მატერიალურ სიძნელეებს. ხშირად რელიგიურია. ხალისით უთანაგრძნობს თავისზე უბედურ ადამიანებს და არ ითხოვს ჯილდოდ მადლობას. პირიქით, მადლიერების გამოხატვა მას უხერხულ მდგომარებოაში აყენებს.

თუ „ცხვარი“ თავის ცხოვრებას „კურდღელს“, „ტახს“ ან „ცხენს“ დაუკავშირებს, ყველაფერი კარგად იქნება. უიღბლოა ქორწინება „თაგვთან“, განსაკუთრებით კი „ხართან“ ან „ძაღლთან“. ცხოვრების მეორე ფაზაში, ჩვეულებრივ, სირთულეებს განიცდის, მესამეს კი სიმშვიდესა და კეთილდღეობაში ატარებს. უიღბლოა ქორწინება „თაგვთან“, განსაკუთრებით კი „ხართან“ ან „ძაღლთან“. ცხოვრების მეორე ფაზაში, ჩვეულებრივ, სირთულეებს განიცდის, მესამეს კი სიმშვიდესა და კეთილდღეობასი ატარებს.


მაიმუნი

იაპონელებს მიაჩნიათ, რომ მაიმუნის წელიწადში იბადებიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ მოუწესრიგებელი გენიოსები. ისინი ჭკვიანები არიან, შეუძლიათ დიდი გაქანების საქმეებს მოჰკიდონ ხელი, დიდებული მშრომელები არიან ყველა სფეროში, რაც საზრიანობასა და განათლებას მოითხოვს.

„მაიმუნი“ გამომგონებელი და ორიგინალურია. საოცარი სისწრაფით შეუძლია ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრა. მაგრამ თუ მაშინვე არ დაიწყო მათი გადაწყვეტა, შეიძლება მიატოვოს. „მაიმუნი“ კარგ ურთიერთობას ამყარებს სხვებთან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველასთან კარგად არის, სინამდვილეში კი ხშირად ცუდი აზრისაა სხვებზე და თავს მათზე მაღლა აყენებს. მიუხედავად ამისა, „მაიმუნი“ უყვართ, აქებენ ნიჭის, ცოდნისა და მოხერხებულობის გამო. ინტელექტუალურია, ცოდნას დაწაფებული, უამრავი წაუკითხავს, უსასრულოდ ბევრი რამ იცის, ყველაფრის კურსშია, რაც ხდება. შესანიშნავი მეხსიერება აქვს, შეუძლია ადვილად მოიგონოს ნანახის ან გაგონილის უმცირესი წვრილმანიც კი. მგზნებარე და ძლიერი ნატურაა. ყოველთვის შეუძლია წარმატების მიღწევა, თუ იმ საქმეს მიჰყვება, რომელიც მოსწონს.

მისი ცხოვრების პირველი ნაწილი ბედნიერი იქნება, მეორე - რთული, მშფოთვარე, გეგმები ხშირად ჩაეფუშება. ქალებთან მისი ურთიერთობანი უიღბლოდ მთავრდება. „მაიმუნს“ სასურველი კავშირი შეუძლია დაამყაროს „დრაკონთან“ ან „თაგვთან“, ნაკლებ სასურველია ქორწინება „გველთან“ ან „ტახთან“, ყველაზე უბედურია „ვეფხვთან“.


მამალი

მამლის წელს დაბადებული ყოველთვის დაკავებულია და საქმით არის გატაცებული. გაცილებით მეტის გაკეთება სურს, ვიდრე ძალუძს და ისეთ ამოცანებს ეჭიდება, რომელთა გადაჭრაც არ შეუძლია. როდესაც ხედავს, რომ მარცხდება, მწარე იმედგაცრუებას განიცდის. 

იგი ექსცენტრიულია, უყვარს, რომ ყურადღება მიაქციონ. გაცილებით უფრო სასიამოვნოა საზოგადოებაში, სადაც ბრწყინავს, ვიდრე პირად ურთიერთობებში. მამალს ჰგონია, რომ ყოველთვის მართალია და იცის, რასაც აკეთებს. არავის ენდობა, მხოლოდ საკუთარი თავის მოიმედეა. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის სერიოზული საქმეებისთვის არ გამოდგება, მაგრამ ეს არ არის მართალი. უამრავი აბსურდული და განუხორციელებელი პროექტი მოსდის თავში, გმირად წარმოჩენა უყვარს, მაგრამ მეოცნებედ რჩებად. მხარჯველია, რასაც იშოვის, ყველაფერს გაფლანგავს, ამიტომ ხშირად ღატაკდება, ხდება ბანკროტი.

„მამალი“ გულადია; ამბობს რასაც ფიქრობს, მაგრამ ეს გულახდილობა გამომდინარეობს სხვების გრძნობებისა და გულისტკივილის მიმართ გულგრილობიდან. საჭირო შემთხვევაში ნამდვილად გულადი და მამაცია. ბევრს მიაჩნია, რომ იგი საინტერესო პიროვნებაა.

„მამალი“ ბედნიერი იქნება „ხართან“, „გველთან“ და „დრაკონთან“. არასასრუველია მისი ქორწინება, „თაგვთან“, „მამალთან“, ან „ძაღლთან“, ყველაზე უიღბლოა - „კურდღელთან“.


ძაღლი

იაპონური თქმულებების მიხედვით, ძაღლის წელიწადს დაბადებული ადამიანი დაჯილდოებულია ხასიათის ყველა საუკეთესო თვისებით. იგი ლოიალურია, ერთგული, პატიოსანი; განვითარებული აქვს მოვალეობის გრძნობა; იმსახურებს ნდობას, შეუძლია სხვისი საიდუმლოს შენახვა. ჩვეულებრივ „ძაღლს“ აფასებენ და ეს გამართლებულიც არის. სხვებისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც ძალუძს. მისი ერთგულება უსაზღვროა - თავგანწირვამდეც კი შეიძლება მივიდეს. საკუთარი სიმდიდრე ნაკლებად აწუხებს, დიდსულოვანია და უანგარო. თუ ფული დასჭირდა, სხვებზე ბევრს იშოვის. არ უყვარს თავშეყრა, ბრბო. გულჩათხრობილია, უკიდურესად ჯიუტი და თავნება. ხშირად ცინიკოსია, მისი ეშინიათ მკაცრი და კონკრეტული შენიშვნების გამო.

ძაღლის წელს დაბადებული ადამიანები ყოველთვის იყვნენ სამართლიანობისთვის მებრძოლნი. ნებისმიერი უსამართლობა მათში პროტესტს იწვევს და მაშინვე იჭრებიან ბრძოლაში, მათი აზრით, სამართლიანობის აღდგენისათვის. ექსცენტრულობის მიუხედავად, „ძაღლი“ იშვიათად ექომაგება უაზრო საქმეთა მკეთებლებს. კარგი ხელმძღვანელია წარმოებაში, პროფკავშირების აქტიური მოღვაწე და აღმზრდელი.

„ძაღლი“ შეიძლება ბედნიერი იყოს „ცხენთან“, „ვეფხვთან“, „კურდღელთან“, მისი ქორწინება უიღბლოა „ხართან“, „მამალთან“, ძალზე უიღბლო - „დრაკონთან“ ან „ცხვართან“.


ტახი

იაპონელებს მიაჩიათ, რომ ტახის წელს დაბადებულმა ადამიანებმა უნდა იცხოვრონ სუფთად, რადგანაც მათთვის სახიფათოა ჭუჭყისკენ მიდრეკილება. „ტახი“ დასახული მიზნისკენ უდიდესი ძალით მიიწევს. ეს შინაგანი ძალა ისეთი ძლიერია, რომ წინ ვერაფერი აღუდგება. იგი უზარმაზარი გამძლეობით ხასიათდება, არ გადაუხვევს არჩეულ გეზს. ცოტა მეგობრები ჰყავს, მაგრამ მათ უფრთხილდება და მათთის შეუძლია დიდი მსხვერპლიც გაიღოს. „ტახის“ მეგობრად ყოლა - იღბალია, ეს ადამიანები თავშეკავებულნი არიან, იშვიათად ლაპარაკობენ, მაგრამ თუ ალაპარაკდნენ, ყველაფერს იტყვიან... 

მაიმუნის წელს დაბადებულთა მსგავსად, ინტელექტუალები არიან, უდიდესი მიდრეკილება აქვთ ცოდნის შეძენისა, ბევრს სწავლობენ, მაგრამ ცოდნის სფეროში დიდ წარმატებებს ვერ აღწევენ.

იაპონური ანდაზა ამბობს: „ტახი წინიდან ფართოა, უკნიდან კი ვიწრო“.

ტახის წელს დაბადებულს ფეთქებადი ხასიათი აქვს, თუმცა სძულს ჩხუბი და კამათიც კი. ვინც უყვარს მასთან კეთილია და თვინიერი. ცოლქმრულ ცხოვრებაში ხშირად განიცდის სირთულეებს. ცხოვრების პირველ და მეორე ფაზაში მრავალნაირ სირთულეს აწყდება, მაგრამ რანაირადაც არ უნდა გაუჭირდეს, იგი, თავმდაბალი და მორცხვი, სხვის დახმარებას არ გამოიყენებს. თვითონ დაიწყებს გამოსავლის ძებნას. ბუნებით პატიოსანი, პირდაპირი და იმპულსურია, ამიტომ ხშირად აგებს მასთან, ვინც უპატიოსნო და ეშმაკია.

„ტახმა“ თავისი ცხოვრება უნდა დაუკავშიროს „კურდღელს“, ანდა „ცხვარს“. არასასრუველია ქორწინება „მაიმუნთან“, ხოლო უბედურია - „გველთან“.