ლევან ბერძენიშვილი ► ტროა |

"ჰომეროსი და ტროა - ყოველთვის, როდესაც გვესმის ეს სახელები - მშვენიერი ჰელენე, პარისი ალექსანდროსი, ჰექტორი, ენეასი, პრიამოსი, ჰეკაბე, ტროელები, სკამანდროსი, ქსანთოსი, იდის მთა და სხვა, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ წინაშეა ულამაზესი ზღაპარი, რადგან შეუძლებელია, რომ ასეთი რამ რეალურად არსებობდეს.


შეუძლებელია, რომ ვიღაცამ ქალი მოიტაცოს და დაახლოებით 60 ათასი კაცი, 1000 ხომალდით, შეიკრიბოს და 10 წლის შემდეგ ჩააკითხოს... ატყდეს 10 წლიანი ომი და ოცი წლის შემდეგ ეს ქალი სახლში დააბრუნონ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზღაპრია და ეს ყველამ იცოდა, რომ ტროა არ არსებობს, რომ ეს ომი არ ყოფილა. თანაც ტროის ომი ხომ არსად ჩანს - ისტორიულ ჩანაწერებში გვხვდებიან ხეთები, ეგვიპტელები, მაგრამ არსად - ტროის ომი. ამიტომაც იყო, რომ მთელი მსოფლიო შეთანხმდა - ჰომეროსის მიერ აღწერილი ომი რეალურად არ მომხდარა.
მსოფლიო კი შეთანხმდა, მაგრამ იყო ერთი კაცი, რომელმაც არავის დაუჯერა და ერქვა მას ჰაინრიხ შლიმანი..."


***

ლევან ბერძენიშვილი - ტროა | „ლიტერატურული ქალაქები“ ⭕️ გამომცემლობა ვანგოგენი • Vangogen Publishing წარმოგიდგენთ: 🔉ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემას ►„ლიტერატურული ქალაქები“ 🎙გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ვებგვერდ - http://www.vangogenpublishing.blogspot.com/ -ზე გამოქვეყნდება.
Posted by ლევან ბერძენიშვილი • ლიტერატურული ქალაქები on Tuesday, February 20, 2018
***
   
***


🔉ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა ►„ლიტერატურული ქალაქები“
🎙გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ვებგვერდ - http://www.vangogen.blogspot.com/ -ზე გამოქვეყნდება.