მიშელ უელბეკი - სექსი

ამონარიდები ფრანგი მწერლის - მიშეულ უელბეკის რომანებიდან: „ელემენტარული ნაწილაკები“, „პლატფორმა“, „კუნძულის შესაძლებლობა“, „ლანსაროტე“.

• ღმერთმა, რომელმაც ჩვენი ცოდვა დაიდო და მოკვდავ, არაფრისმაქნის, დაუნდობელ არსებებად შეგვქმნა, მცირე კომპენსაციის გათვლისწინა. აბა, რა იქნებოდა ცხოვრება, დროდარდრო ცოტა სექსი რომ არ ახალისებდეს?

• სიყვარულის რა მოგახსენოთ, მაგრამ სექსი ნებისმიერ ასაკში შეიძლება... მამაკაცები ასეთები არიან; ვერაფერს გააწყობ.

• ძლიერი ძალაა სექსი და საერთოდ, სექსუალურობას მოკლებული ნებისმიერი ურთიერთობა ადამიანებს შორის არასრულყოფილად და დაკნინებულად მესახება.

• დღევანდელ სამყაროში თამამად შეიძლება იყო „სვინგერი“, ჯგუფური სექსის მოყვარული, ბისექსუალი, ტრანსექსუალი, ზოოფილი, სადომაზოხისტი, მაგრამ გეკრძალება, იყო „ბებერი“.

• როცა ჟიმაობენ, რატომღაც ათიდან ცხრა ქალს ავიწყდება, რომ ყვერები მნიშვნელოვანი ეროგენული ზონაა; ნძრევის, სექსის თუ წუწვნის დროს საჭიროა, ქალი დროდადრო მამაკაცის ყვერებს შეეხოს, უბრალოდ წაეთამაშოს, სრისოს, აბურთაოს, მოეფეროს ან მოუჭიროს. სწორედ მსგავსი ჟესტებით მიხვდება მდედრი, გაივსო და გამკვრივდა თუ არა ყვერები. ეს არის და ეს. რა დიდი ფილოსოფია უნდა ახლა ამას?

• სექსუალური სწრაფვა, უპირველეს ყოვლისა, ნორჩ სხეულს აღაგზნებს და ის, რომ ცდუნებათა სივრცეს სულ მეტი და მეტი ქორფა გოგონები ავსებენ, ჩვეულებრივ მოვლენად, ან, თუ გნებავთ, ნორმასთან დაბრუნებად უნდა მივიჩნიოთ, მსგავსად იმისა, როდესაც მოულოდნელი საბირჟო ციებ-ცხელების დაცემას ფასების ძველ დონეზე დაშვება მოყვება.

• დეპრესიის მთელი საშინელება ისაა, რომ ის საგრძნობლად ამუხრუჭებს ადამიანის სექსუალური აქტისკენ სწრაფვას.

• „მასტურბაცია ნიშნავს, ესიყვარულო იმ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვარს“ - ეს ფრაზა არაერთ ცნობილ პიროვნებას მიაწერეს, ქეით რიჩარდსით დაწყებული, ჟაკ ლაკანით დამთავრებული. ასე თუ ისე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისმა ავტორმა საგრძნობლად გაუსწრო დროს.