ბუკინისტი იაშკა |

„ტფილისის ქუჩებში არა ერთხელ გენახვებათ სულით ავადმყოფი, სახელად იაშა, რომელიც განთიადიდგან შუაღამემდე ქუჩა-ქუჩა დატანტალებს ქოლგით, ჯოხით, ჟურნალ-გაზეთებით და წიგნებით ხელში.

ეს იაშა ხშირად მიჰვარდნია ქალებს და კოცნა დაუწყია. პოლიციამ იაშა არა ერთხელ შეიპყრო, მაგრამ მაინც ვერ დააშლევინეს ეს საქციელი.

ვანო ხოჯაბეგოვი - სულელი იაშკა (ბუკინისტი) 
ვანო ხოჯაბეგოვი - სულელი იაშკა (ბუკინისტი) 
პოლიციის ცდამ, რომ ქსენოსში გაეგზავნათ როგორმე ეს სულით ავადმყოფი, ამაოდ ჩაიარა, რადგანაც საავადმყოფოში ალაგი არ იყო. ეხლა-კი ქსენოსში სამის ავადმყოფის ალაგი განთავისუფლდა და კარგი იქნება, რომ ამ უბედურსაც აღმოუჩენდნენ თავ-შესაფარს.“