Posts

Showing posts from September, 2011

ფრანც კაფკას ესკიზები

Image
ფრიდრიხ ფეილი - ”ფრანც კაფკა” ფრანც კაფკას მეგობრის - მაქს ბროდის თქმით, ჩეხი მწერალი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს ხატავდა ესკიზებს მისივე ხელნაწერების კიდეებზე. ბროდმა დაარწმუნა კაფკა გამოექვეყნებინა მისი ნაშრომები, რის შედეგადაც, 1913 წლის იანვარში, გამოიცა ფრანც კაფკას ნოველებისა და ესკიზების კოლექცია, სახელწოდებით - ”მედიტაცია”.

კურტ ვონეგუტი - დროის რღვევა

Image
იშვიათია ბედნიერი დროება, როდესაც შესაძლებელია იფიქრო რაც გსურს და თქვა, რასაც ფიქრობ. - ტაციტუსი დედაჩმმა ორმოცდათორმეტი წელი იცოცხლა, მამაჩემმა - სამოცდათორმეტი, ჰემინგუეიმ - სამოცდაორი წელი. რაღაც დიდხანს შემოვრჩი! რა უნდა მექნა? პასუხი: ამეჭრა თევზისათვის საუკეთესო ნაჭრები, დანარჩენი კი გადამეყარა. ადამიანები მხოლოდ მაშინ ბრუნდებიან უკან, როცა დრო მიაყენებს დარტყმას. ”როდესაც თვისუფალი ნება შეგვიპყრობს, ჩვენსავე ძალისხმევით გადაღობილი გზისაკენ აღარ გავიქცევით”. ”ჩემო ბატონო, მეტისმეტად ბებერი და გამოცდილი ვარ საიმისოდ, რომ ჩემივე ნებით ვითამაშო რუსული რულეტი”. რა მეჩქარება. ინდური სპილოების მაკეობის ხანგრძლივობა ორჯერ მეტია, მაგრამ ჩემო მეგობრებო და თანამოქალაქენო, ოპოსუმები რომ 12 დღეში მშობიარობენ! ხშირად მითქვამს, რომ მხატვრის მთავარი მისიაა, ხალხს საკუთარი სიცოცხლის დაფასება ასწავლოს. მეკითხებიან, ვიცნობ თუნდაც ერთ მხატვარს, ვინც ამას მიაღწია? ვპასუხობ: ”ბითლზმა” შეძლო. თავისი დროის ყველაზე მახვილგონიერმა ამერიკელმა, მარკ ტვენმა, სამყაროს აღმოუჩინა, რომ სი...