ნიკოლო მაკიაველი - მთავარი
მე მსურდა მისი ნამდვილი სამკაული ყოფილიყო ან შინაარსის სიმართლე და თხრობის სიმკაცრე, ან – არაფერი. მთავრის ბუნებას უბრალო მოქალაქე შეიცნობს უფრო უკეთ. ის მთავარიც კი, რომელიც მაინცდამაინც დიდი ჭკუითა და გამჭრიახობით არ გამოირჩევა,ყოველთვის შეინარჩუნებს ძალაუფლებას,თუკი რაღაც უჩვეულო და საგანგებო ძალადობის შედეგად არ დაკარგა იგი; მაგრამ კიდევაც რომ დაკარგოს,კვლავ დაიბრუნებს მას, როგორც კი მოძალადეს რაიმე უბედურება დაატყდება თავზე. ერთი ცვლილება ყოველთვის გზას უხსნის მეორეს. ხალხს ჰგონია, რომ ახალი მთავარი უკეთესი იქნება ძველზე და ამიტომ, დროს იხელთებს თუ არა, უჯანყდება ამ უკანასკნელს რაც აგრეთვე ბუნებრივია და ჩვეულებრივი, ვინაიდან დამპყრობელი გამუდმებით ავიწროებს ახალ ქვეშევრდომთ. რაგინდ ძლიერიც უნდა იყოს მთავრის ლაშქარი, მაინც ვერ შესძლებს ამა თუ იმ ქვეყანაში შეღწევას ადგილობრივი მცხოვრებლების დაუხმარებლად. მბრძანებელი, რომელსაც ამბოხება გაკვეთილად გამოადგება, უფრო გადამჭრელ ზომებს მიმართავს თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად: არ მოერიდება არც ურჩთა დასჯას, არც ეჭ...