მაქს ფრიში - ვიქნები თუნდაც განტენბაინი
მეინახენი ენამჭევრობდნენ, უფრო სწორად, ეს გახლდათ ლაყბობა საკმაოდ მაღალ დონეზე. ეტყობა, კაცი ისე ვერ იცოცხლებს ამ ქვეყანაზე, თავის გამოცდილებას რაიმე ისტორია თუ არ მოარგო, და ხანდახან მეჩვენება, ვიღაც სხვასა აქვს მეთქი მორგებული ზუსტად ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების შესატყვისი ისტორია. რა სიჩუმეა თუ არ ეწევი! სიჩუმეა, სიჩუმე როგორც პომპეიში. ტანსაცმელი მხოლოდ ვიტრინაში ჩანს სხვანაირი. ისტორიებს ტანსაცმელივით ვიზომავ ტანზე! როცა რამე მოხდება, ყოველთვის მიკვირს, ეს მარტო ფიქრი რომ არ ყოფილა და ისე სახტად ვრჩები, თითქოს სინამდვილეს გამოეცნოს ჩემი ფიქრები, ან პირიქით, მცდარად გაეგოს რამე. თავიდან კაცი ყოველთვის აჭარბებს ხოლმე. ბრმა ვერავის განსჯის. განტენბაინს სუფრასთან დასვამენ და სუფრულ საუბარში გაანათლებენ, ბატონებს რისი დანახვა სურთ და რისი არა. მას ისე წარმოუდგენენ ქვეყანას, როგორც გაზეთებში ხატავენ ხოლმე და რაკი განტენბაინი თავს მოიკატუნებს, ასეც მჯერაო, კარიერაც განაღდებული ექნება. ნიჭისა და უნარის ნაკლებობა ნუ შეაშინებს. ქვეყანას სწორედ განტენბაინისთანა ხალ...