Posts

Showing posts from July, 2012

ოლდოს ჰაქსლი - ფეიერვერკის შემდეგ

Image
ალთუ თუ ჩოხანი - ეს არის ცხოვრების რაციონალური გზა. შემთხვევითობა გაცილებით უკეთ წყვეტს საქმეს, ვიდრე ჩვენ. ბრძენები თავიანთ მოხელეთა უმრავლესობას კენჭისყრით ირჩევდნენ. რა ბრძნულია! მორალს ვერ შემოუვლი. უმჯობესია, კარგი, ჩვეულებრივი ბურჟუა იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ბოჰემა, ან ყალბი არისტოკრატი, ან მეორეხარისხოვანი ინტელექტუალი. ჭკვიანი ხალხი ხომ ყოველთვის უარყოფითად ლაპარაკობს სიყვარულზე, დადებითად - არასოდეს. როცა ისინი უარყოფენ, ჭკვიანურად იცილებენ თავიდან ამ უხერხულობას. სინამდვილეში თავიდან იცილებენ სიამოვნებასა და ზეიმს. საცოდავი ჭკვიანი იდიოტები! გაურბიან ყველაფერს რაც ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ყოველთვის ასეა. ადამიანის სული შემწვარ თევზს ჰგავს, როცა კუდი პირში აქვს მოქცეული. ყველა პროგრესი ბოლოს უკან, თავის საწყისს უბრუნდება, ყველაზე ჭკვიანი ხალხი ყველაზე სულელები არიან, ყველაზე ინტელექტუალურები კი ყველაზე შტერები. არასოდეს შევხვედრივარ ნამდვილად კარგ მეტაფიზიკოსს, რომელიმე საკითხში მაინც რომ არ იყოს უსაზღვროდ შტერი და როგორც ნამდვილად საეკლესიო ხალხი ვარაუდობს, ყველაფ...

იოსებ ლავრეცკი - ერნესტო ჩე გევარა

Image
საუბარში ამ სიტყვის (ჩე) ხშირი ხმარებისთვის შეარქვეს კუბელმა მეგობრებმა ერნესტო გევარას მეტსახელი ”ჩე”. ბატისტას დამარცხების შემდეგ, ერნესტო კუბის ეროვნული ბანკის დირექტორად დანიშნეს; ახალგამოშვებულ ბანკნოტებზე ხელს აწერდა უბრალოდ - ”ჩე”. ”ჩემთვის - ”ჩე” ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. სხვანაირად არც შეიძლება, უამისოდ ჩემი სახელი და გვარი რაღაც მცირეა, რაღაც პირადი და უმნიშვნელოა” - ერნესტო გევარა ”ჩემი შვილის ძარღვებში ირლანდიელ მეამბოხეთა, ესპანელ დამპყრობელთა და არგენტინელ პატრიოტთა სისხლი ჩქეფდა. როგორც ჩანს, მას მემკვიდრეობით დაჰყვა მოუსვენარ წინაპართა ზოგიერთი თვისება. მის ხასიათში იყო რაღაც ისეთი, რაც შორეული ხეტიალის, საშიში თავგადასავლებისა და ახალი იდეებისაკენ იზიდავდა” - დონ ერნესტო გევარა ლინჩი ”ჩეს ვეუბნები - იცი რა, მოდი აქ (პერუ, მაჩუ - პიქჩუ) დავრჩეთ, მე ინკური წარმოშობის მდიდარ ინდიელზე დავქორწინდები, თავს პერუს იმპერატორად გამოვაცხადებ, შენ კი პრემიერ-მინისტრად დაგნიშნავ და ჩვენ მოვახდენთ სოციალურ რევოლუციას. ჩემ მიპასუხა: გაგიჟდი ძმაო, გა...

ოლდოს ჰაქსლი - სამკურნალო დასვენება

Image
მშობლიური ქვეყნის გარეთ ადამიანი ერთგვარად თავისუფალია თავისი კლასის ზნე - ჩვეულებებისაგან. მშობლიური ენასავით, ჩვეულებასაც შენი საკუთარი ხალხი გაძლევს, ამიტომაც, ადამიანის ლაპარაკითა და ქცევით ადვილად ხვდები მისი კულტურის დონეს. უცხოეთში, ცოტა არ იყოს, ძნელია ამით კაცის გამოცნობა, რადგან უკულტურო და გაუნათლებელი ადამიანიც კი თავისი მშვენიერი საქციელით შეიძლება გამოირჩეოდეს კიდეც სხვებისაგან, ამიტომაც ჰერცოგსა და დამზღვევი სააგენტოს შიკრიკს, სპეკულანტსა და ჯენტლმენს შორის განსხვავება გამოუცდელი თვალისა და ყურისათვის ძნელი გასარჩევია. პატიოსანი ხალხის უმრავლესობა ხომ ღარიბია! ქუჩაში მთვარისაგან განათებული გუბეები მიცვალებულთა ღიად დარჩენილი თვალებივით ცივად ციმციმებდნენ.