Posts

Showing posts from August, 2015

თბილისში აგებენ ცირკის ახალ შენობას

Image
თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმმა გადასწყვიტა ხელშეკრულება დასდოს სახელმწიფო ცირკების ცენტრალურ სამმართველოსთან („გომეც“) თბილისში ცირკის ახალი შენობის მშენებლობის დაწყების შესახებ. ახალი ცირკის შენობის ასაგებათ გამოყოფილია მიწის ნაკვეთი სადგურის ქუჩის და პლეხანოვის პროსპექტის კუთხეში, გეოფიზიკური ობსერვატორიის გვერდით. ცირკის შენობა აგებული იქნება საცირკო ტეხნიკის უკანასკნელი სიტყვის მიხედვით. შენობა ისე იქნება მოწყობილი, რომ ცირკის სეზონის დამთავრების შემდეგ შესაძლებელი იქნეს მისი გამოყენება კინო-თეატრადაც. ცირკის ახალი შენობის აგება, რომელშიაც სამი ათასი მაყურებელი დაეტევა, დამთავრდება ორი წლის განმავლობაში. მშენებლების უზრუნველყოფა მასალებით და მუშა-ხელით იკისრა თბილისის აღმასკომმა. მშენებლობა დაწყებული იქნება უახლოეს თვეებში. „კომუნისტი“, 22 მარტი, 1932წ.

პაბლო პიკასოს ნახატს ესპანეთში დააბრუნებენ

Image
ფრანგმა მებაჟეებმა კორსიკის პორტში პაბლო პიკასოს ნახატის კონფისკაცია მოახდინეს. 25 მილიონ ევროდ შეფასებული, 1906 წელს შესრულებული - „ახალგაზრდა ქალის თავი“ ესპანელ ბანკირ ჯეიმი ბოტინს ეკუთვნის, რომელიც ნახატის გატანას შვეიცარიაში ცდილობდა. ტილო ესპანეთის კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევა და ნამუშევრის ქვეყნიდან გატანა აკრძალულია, შესაბამისად, ფრანგი სამართალდამცავები ნახატს ესპანეთში დააბრუნებენ.  წყარო - euronews.com