Posts

Showing posts from May, 2016

ჯაბა იოსელიანი - სანიტარული მატარებელი

Image
ეს მოთხრობა შეთხზულია ცნობილი ქართველი მოღვაწის ზურაბ ავალიშვილის მოგონებების (ერთი ეპიზოდიდან აღებული ფაქტების) კვალდაკვალ. ამიტომაც მსურს გავიმეოროთ მისი სიტყვები: „ისტორიის... მოვლენათა სწრაფ თრთოლვაში საჭიროა მოვნახოთ ძირითადი თემები, მუდმივი განმეორებული მტკიცე ძაფები, ხალხთა მისწრაფება თავისუფლებისადმი, დამოუკიდებელი შემოქმედებითი არსებობისადმი, საიდუმლოებით მოცული ერთობა ეროვნული კოლექტივისა - აი, ეს არის ერთი ამ თემათაგანი, ერთი მხოლოდ მოჩვენებითი გაწყვეტილი ძაფთაგანი...“ 1917 წლის გადატრიალებამ, დამფუძნებელი კრების გარეკვის ფაქტმა, რუსეთის იმპერიის დედაქალაქში არასტაბილურმა სულიერმა და მატერიალურმა ვითარებამ ქართველთა ახალშენის უმრავლესობას სამშობლოში დაუყოვნებლივი დაბრუნების სურვილი აღუძრა. - ბატონო ლადი, რა უნდათ ამ ახალგაზრდა ქართველებს რუსეთის მთავრობაში, ან რაში ესაქმებათ მათი დავიდარაბა? ვინ არიან მერე? შუმი გლეხები, ორი ღერი რუსული არ იციან და რუსეთის ბედ-იღბლის გადაწყვეტაში ყოფენ ცხვირს! - ქალბატონო შუნია, - წარბები აზიდა ლადი ჭყონიამ, - ქართველი ადამიანის ამპა...

ჯაბა იოსელიანი - ლიმონათის ქვეყანა

Image
ვუძღვნი ქართული მშვენიერების მარგალიტებს - მედეა ჯაფარიძესა და რეზო თაბუკაშვილს ციხის გარდა, ერთადერთი ადგილი, სადაც პატიმრის „სანიტარული დამუშავება“ - დაბანა, გაპარსვა, მათი ტანსაცმლისა და ჩიხი-მახოების დეზინფექცია შეიძლება, „კეპეზეს“ აბანო გახლავთ. ციხე კი მხოლოდ დაპურებულ და „სანიტარულად დამუშავებულ“ პატიმარს იღებს. ეს თითქმის ყველამ იცის და თუ ვინმე „გულუბრყვილო“ გამოერევა, პურს ან „ბალანდას“ მოითხოვს, ზედამხედველებს სასაცილოდ არ ჰყოფნით. შეძლებულად ითვლებოდა ის პატიმარი, ვინც ამანათს - „პერედაჩას“ იღებდა, ან ფული, თუთუნი თუ რაიმე ნივთი შემოიყოლა, რომლის გაცვლა-გაყიდვა მარიფათიანი ჯარისკაცის მეხოებით, ზედამხედველის დაბმა-დაინტერესებით მოხერხდებოდა მომავალში. კომკავშირში მიღების ასაკმაც მოაწია. პირველნი - წარჩინებული მოსწავლეები უნდა ყოფილიყვნენ, შემდეგ, რასაკვირველია, ყველას ღებულობდნენ. ასეთი თავდაფასება იმით აიხსნებოდა, ვითომდა კომკავშირში მარტო რჩეულებისთვის შექმნილი და არა ახალგაზრდობის საყოველთაო ვალდებულება ყოფილიყოს. „ტროცკისტების“ შვილების მიღებაც შეიძლებოდა პრი...

მაიკლ ონდააჩი - ინგლისელი პაციენტი

Image
გოგო ყოველ ოთხ დღეში ერთხელ ბანს კაცს დამწვარ სხეულს და საქმეს მუდამ კანდამსკდარი ტერფებიდან იწყებს ხოლმე. წყლით გაჟღენთილ ტილოს წვივებზე აწურავს, ის კი სიამოვნებისგან ხვნეშის და იღიმება ზემოთ, ბარძაყებისკენ, დამწვრობა კიდევ უფრო მეტია, მთლად ძვლებამდე უწევს. უკვე რამდენიმე თვე ასე უვლის და ამ სხეულსაც კარგად იცნობს - ზღვის ცხენივით მთვლემარე ასოს, წვრილ, ხმელ თეძოებს... ქრისტესაც ასეთი ექნებოდა, ალბათ. ეს კაცი წმინდანივითაა მისთვის. გულაღმა წევს, თავქვეშ ბალიში არ უდევს. ჭერზე ნახატ ფოთოლნარს ასცქერის, ტოტების ამ აბლაბუდას და მათ შორის გამოჭყეტილ ლურჯ ცას. ყვება, როგორ გაუტარებია არაერთი კვირა უდაბნოში ისე, რომ მთვარისთვის ახედვა ერთხელაც არ გახსენებია - სწორედ ისე, როგორც ცოლიანმა კაცმა შეიძლება გაატაროს რამდენიმე დღე და ერთხელაც არ შეხედოს ცოლს სახეში, ოღონდ ამის მიზეზი გულგრილობა კი არა, მოუცლელობაა. *** ცეცხლმოკიდებული ჩამოვვარდი უდაბნოში. ჩემი დანახშირებული სხეულიც იქ იპოვეს, ჯოხებისგან საკაცე შეკრეს და ასე მათრიეს ქვიშებში. ქვიშის ზღვა გვერტყა გარშემო. ხანდახან მდინარი...