tag:blogger.com,1999:blog-32884754850726937882024-03-06T18:52:35.469+04:00ვანგოგენი | VangogenVangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comBlogger1412125tag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-81009425563019398182023-03-18T18:08:00.007+04:002023-03-18T18:08:53.973+04:00ნინო ხარატიშვილი - „უკმარი სინათლე“

ბედნიერებას მკვახე ქლიავის და ზაფხულის მტვრიანი წვიმის, აღელვებისა და გაურკვევლობის და შაქრის ფხვნილმოფრქვეული წინათგრძნობების გემო ჰქონდა.

ბებიაჩემი წარმომიდგენია ფუმფულალოყებიან გოგონად, რომელსაც ფირუზისფერი ლენტი უკეთია თმაში და ლაქის ფეხსაცმელები აცვია, სერიოზული, წელში გამართული ზის ნათელ ოთახში და ნაჭრის ცხვირსახოცზე გულწითელა ჩიტებს ქარგავს. ზუსტად ისე, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ რომ გვაქვს, ძველი ინგლისური გამოცემა, იქ რომ ხატია. მისი ნათელი და უზრუნველი ბავშვობა რომ მახსენდებოდა, ტანში მზარავდა, რადგან ბაბუდას მონაყოლიდან ვიცოდი, რომ მალე სიბნელე და წყვდიადი ჩამოწვებოდა მათ თავს, ბოროტი ჯადო გადაეფარებოდა ლამაზ, თაღებიან და მოოქრულსარკეებიან სახლს: ბოლშევიკები მოვიდოდნენ და ყველაფერს წაართმევდნენ. ჩემს ბავშვურ წარმოდგენაში ბოლშევიკები წყვდიადის ბოროტი ძალები იყვნენ, შავ მოსასხამებში გახვეულები, და ბერძნული მითოლოგიის წიგნში დახატული ციკლოპივით, ცალი თვალი ჰქონდათ.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ბოლშევიკები კი არ მოვიდნენ და წავიდნენ, არამედ მოვიდნენ და სამოცდაათ წელს დარჩნენ და რომ მეც მათ შორის ვცხოვრობდი.

ცხოვრებამ მას, ვინც მზადაა, ყოველი დღე იზეიმოს, ხელი უნდა გაუწოდოს და საცეკვაოდ გაიწვიოს. მაგრამ ცხოვრებას არ ადარდებს ხოლმე ჩვენი მოლოდინები, ოლიკოს შემთხვევაში კი, უპირველეს ყოვლისა, ბოლშევიკები იყვნენ, ვისაც არაფრად მიაჩნდა მისი ბედი.

რაც მეტი მოქალაქე კარგავდა სახელმწიფოსთან ყველაზე მნიშვნელოვან ბმას, კერძოდ, შიშს, – მით უფრო დაუბრკოლებლად იჭრებოდა „ქურდული კანონი“ საზოგადოების შუაგულში. ჩემი ბებიებიც კი, მილიციასთან შეკრულებს, „ვირთხებს“ ეძახდნენ.

დიახ, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ხიბლავდათ რობინ ჰუდობა, ანტიგმირები და სისტემის მოწინააღმდეგეები, ჩვენი ქვეყანა აღსავსე იყო თავისუფლებისათვის მებრძოლი მცირე ერის ამბოხზე ოცნებით და შეხაროდა საკუთარი უდრეკობის შესახებ შეთხზულ მითოსს. მარადიული ისტორია უბრალო კაცისა, მარტო რომ უპირისპირდება ძლევამოსილ აპარატს. ჩვენი ორმაგი სტანდარტებით მცხოვრები საზოგადოება შედგებოდა ურჩი და განზე გამდგარი ხალხისგან; ამ ხალხს არ უნდოდა, სიცრუეზე აგებული სახელმწიფოს სამსახურში მდგარიყო, აქაოდა, „ღირსება“ შემელახებაო და თან ავიწყდებოდა, რომ განზე დგომასა და დაუმორჩილებლობას, ბოიკოტს, აუცილებლად მივყავართ დანაშაულამდე.

სანამ უმრავლესობა მგზნებარე კომუნისტობას თამაშობდა და სახელმწიფოს ნაწყალობევი ნორმალური ცხოვრებით ტკბებოდა, მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ოცნებობდნენ. და აიხდინეს კიდეც ოცნება. თანაც ისე თანმიმდევრულად და იმდენ ხანს, რომ ის, რასაც ნორმალურ ცხოვრებას ვუწოდებდით, ბოლომდე გააცამტვერეს.

მე არ მისწავლია, როგორ უნდა ამეწყო ფეხი ცვლილებებისთვის, თავბრუდამხვევი სისწრაფით რომ გვატყდებოდა თავს ქვეყანაში, რომელიც თავის ჭეშმარიტ სახეს სამოცდაათი წლის განმავლობაში ნიღბის ქვეშ მალავდა.

იმედი რჩება, ცხრათავიანი დევივით, ერთ თავს მოაჭრი და მაშივე ახალი ამოსდის ტლანქ მხრებზე.

არსებობს ჩვენს ცხოვრებაში ღამეები, თითებზე ჩამოსათვლელი, რომელთა გათენების მერეც ის აღარ ვართ, რაც ვიყავით. გინდაც დაგვაფრთხონ და თავგზა აგვიბნიონ, ეს ღამეები გვაიძულებენ საკუთარ თავს ვაჯობოთ.

კაცმა რომ თქვას, მორალი კი ყველას ფეხებზე კიდია, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას აძლევთ, მაგრამ უმეტესობა არ ტყდება.

ნინო ხარატიშვილი, „უკმარი სინათლე“ | გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2022 წ.
Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-37580793228783511302023-03-17T13:55:00.004+04:002023-03-17T13:56:32.882+04:00ნინო ხარატიშვილი - ჩვენს ქალაქში. ჩვენი ეზო | „უკმარი სინათლე“

„ვერაფრით ვეტყოდი, რომ ჩვენს ქალაქში ვერ გეყვარებოდა ის, ვინც გიყვარდა. რადგან ჩვენს ქალაქში საკუთარ სურვილებს ყველანი გავურბოდით.

ჩვენს ქალაქში უარი უნდა გეთქვა ყველა ნატვრაზე, რომ ცხოვრებას უბედურებისთვის არ ეერთგულა. ჩვენს ქალაქში სწავლობდი საკუთარ თავთან გაუცხოებას და ეს იყო გადარჩენის საუკეთესო საშუალება. ჩვენს ქალაქში სიყვარული ხანმოკლე იყო და მზის ამოსვლისას გაფანტული დილის ნისლივით ქრებოდა.

ჩვენს ქალაქში ფაფუკი და სათუთი გოგოები დადიოდნენ, მათი ერთადერთი დანიშნულება საკუთარი ქმრების ღირსების დაცვა და მათთვის თბილი კერის დახვედრება იყო. გაჩენილიყვნენ, რომ უცხო სურათებად ქცეულიყვნენ.

ჩვენს ქალაქში გოგოები ოქროს თევზები იყვნენ, ბიჭები მათ აკვარიუმს უშენებდნენ, რომ შიგ ეცურავათ. ჩვენს ქალაქში გოგოები წვრილ ძაფზე გამობმული უფრთო ანგელოზები იყვნენ, მათ ის დედები, დეიდები, ბებიები აკავებდნენ, ვისაც თავის დროზე ასევე არ დაანებეს შორს გაფრენა.

ჩვენს ქალაქში ბიჭები იმ მამების, ბიძების და ბაბუების ასლები იყვნენ, ვინც მათსავით ვერ შეძლო, მანამ ეჯერა გული თამაშით, სანამ ერთბაშად დაკაცდებოდა, წვერს მოიზრდიდა და კუნთებს დაიყენებდა.

ჩვენს ქალაქში შეყვარებულები გარეულ ცხოველებს ჰგავდნენ, ყველა დანარჩენი კი მათ მოთვინიერებას ცდილობდა. ბოლოს ველურ ცხოველებს ან არჯულებდნენ, ან გალიაში ამწყვდევდნენ და სხვებისთვის ჭკუის სასწავლებლად საჯაროდ ფენდნენ. როგორ მეთქვა ნენესთვის, რომ თბილისელი შეყვარებულები სულ დევნილები იყვნენ“.

ჩვენი ეზო

„ბავშვობაში ჩვენთვის მთელ სამყაროს უდრიდა ეზო, რომელიც თბილისის ყველაზე მთაგორიან და ჭრელ უბანში მდებარეობდა. „სოლოლაკის არსებობას გარშემორტყმული მთების წყალუხვ ნაკადულებს უნდა ვუმადლოდეთ, ერთ დროს გორაკებს შორის ჩახლართული უბანი საუკუნის განმავლობაში პრესტიჟულ და მრავალფეროვნებით გამორჩეულ ადგილად ჩამოყალიბდა“.

ფოტოს ვაკვირდები და მამაჩემის ხმა ჩამესმის, ხშირად და ბევრს მიყვებოდა ჩვენს უბანზე, ხელჩაკიდებული რომ დავყავდი ქალაქის ამ ნაწილის ვიწრო შუკებში. „არაბების ბატონობისას ბევრი წყალი სჭირდებოდათ ციხე-სიმაგრის ბაღების მოსარწყავად, ამიტომ გაიყვანეს არხი, რომელშიც წყალი სოლოლაკის გორაკებიდან ქვევით, ხეობაში მიედინებოდა. მოგვიანებით, როდესაც თურქებმა გადაიბარეს ქალაქზე ბატონობა, ისინიც იყენებდნენ იმ წყალს. თურქულად წყალს სუ ჰქვია და ასე გადავიდა ეს თურქული სიტყვა ქალაქის ამ ნაწილის ქართულ დასახელებაში, უ კი იქცა ო-დ.

მეცხრამეტე საუკუნეში ბევრი მდიდარი ქართველი დასახლდა ამ მიდამოებ- ში და რადგან ბაღები მათაც გააშენეს, წყალს მერეც გადამწყვეტი როლი ენიჭებოდა. ამგვარად გაფართოვდა სოლოლაკი და იქცა ქალაქის პრესტიჟულ უბნად, მალე კი მისი ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩები ელეგანტურმა, ჭრელფანჯრებიანმა და ხის კოლორიტულაივნებიანმა ვილებმა დაამშვენა“.

მე რომ დავიბადე და ჩვენს ბნელ, მუდამ ნესტიან ბინაში მიმიყვანეს ვაზის ქუჩაზე, რომელიც ენგელსის გრძელ ქუჩასა და თონეთის მოედანს შორის მდებარეობდა, მაღალი თანამდებობის პარტიული მუშაკები უკვე სხვა უბნებში ცხოვრობდნენ, ხოლო სოლოლაკის ერთ დროს მდიდრულ ვილებს სახელმწიფომ დანიშნულება შეუცვალა. ახლა მობინადრეები ეგრეთ წოდებულ თბილისურ ეზოებში სახლობდნენ. ისევ ჩამესმის ყურში მამაჩემის მონოტონური, მშვიდი ხმა: „ბინების ნაკლებობის გამო ამ ეზოებში ბევრი ოჯახი შეასახლეს, მეზობლები კი სულ უფრო მეტს საქმიანობდნენ გარეთ და იყო ერთი ალიაქოთი. და რადგან იტალიური ნეორეალისტური ფილმების დრო იდგა, უმალ იტალიას მიამსგავსეს აქაური ხმაური. ასე დაერქვა თბილისურ ეზოებს იტალიური ეზოები“.

თვალწინ მიდგას ეს ეზოები, ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებში დავხეტიალობ და ვაზის ქუჩის 12 ნომერში ვუხვევ, იქ იწყება ჩემი ცხოვრება. ეს უბანი მაშინ ჩემთვის მთელ მსოფლიოს უდრიდა. წარმოსახვით დავსეირნობ ბოტანიკური ბაღის გაყოლებაზე, ჯვრის მამის ეკლესიასთან და ენგელსის ქუჩაზე, სადაც ჩვენი სკოლა იყო; მთაწმინდის ზედა ფერდობებზე, სადაც ფუნიკულიორია, სატელევიზიო ანძა და გასართობი პარკი; ოქროყანის გორაკებზე გადავდივარ, ვაზის ფოთლებში ჩაფლულ იდუმალ ქუჩებში და ხის კიბეებზე, აივნებსაც ვაზი მოსდებია; ვიწრო და პატარა, მიხვეულ-მოხვეულ შუკებს ჩავუყვები და ლენინის უზარმაზარ მოედანზე გავდივარ, მერიასთან ჩავუვლი ჭორიკანა დედაკაცებს და მუდამ „კამაზის“ რეცხვაში გართულ კაცებს, მოფარფატე სარეცხსა და პატარა წყაროებს – აქ, ამ ადგილებში გათამაშდა ჩემი ყველა ტრაგედია და კომედია, აქ ავიდგი ფეხი, აქ განვიცადე სამყაროს დასასრული, ფართოდ თვალებდაჭყეტილმა და ძვალ-რბილში შიშგამჯდარმა.

თვალწინ მიდგას ჩვენი ოთხკუთხა ეზო. ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარი ორი სახლი, გამიჯნული ერთი ციცქნა, ღობეშემოვლებული ბაღით, ხელმარჯვნივ ხიმინჯებზე შემდგარი, პატარა ორსართულიანი ქვის ნაგებობა, ნაკლებად ფერადოვანი და ნაკლებად ლამაზი, მოგვიანებით ისე უშნოდ მიაშენეს, გეგონებოდა, რუსული ზღაპრიდან გადმოხტა თავისი ქათმის ფეხებითო.

ჩეხოსლოვაკიური თუ ავსტრიული პავლაჩების სახლებისგან განსხვავებით, ჩვენთან არა მხოლოდ ქუჩის მხრიდან, სადარბაზოს დამრეცი ხის კიბით ადიოდი ბინებში, არამედ ეზოდანაც შეგეძლო აჰყოლოდი ხვეული კიბის დაბრეცილ საფეხურებს. ცალკეული საცხოვრებელი ბლოკები ერთმანეთს ხის თაღოვანი ტალანებით ებმოდა. ჩვენი კორპუსი სამსართულიანი იყო და ყველაზე ჩახუჭუჭებული ტალანები ჰქონდა, ჩვენ წინ მდებარე აგურის ორსართულიანი სახლი მოგვიანებით, საუკუნეების გასაყარზე იყო აშენებული და ეზოს ყველაზე სოლიდურ შენობას წარმოადგენდა – მთლიანად სუროს დაეფარა, ყვავილის ორნამენტებიანი, რკინის აივნები ამშვენებდა.

სამივე სახლის ბინადართა ცხოვრება მიხვეულ-მოხვეულ ტალანებსა და ეზოში მიედინებოდა. იქ თამაშობდნენ ნარდსა და დომინოს, იქ უზიარებდნენ ერთმანეთს კერძების რეცეპტებს, იქ ინახავდნენ დიასახლისები ზამთრისთვის მოხუფულ ქილებსა და ბავშვების მოყირჭებულ სათამაშოებს; მწვანილს ფქვილზე ცვლიდნენ, ჯანმრთელობას თუ უჩიოდნენ, სნეულებებს განიხილავდნენ, ცოლქმრული უთანხმოებებიც იქ თამაშდებოდა და სასიყვარულო ურთიერთობებიც იქ ცხადდებოდა. თითქმის ყველა ბინას შუშის სარკმლიანი ხის კარი ჰქონდა, ასე რომ, ეზოში ყველამ იცოდა, რომ განმარტოება თავიდანვე ილუზიას წარმოადგენდა. ყოველთვის აღმოჩნდებოდა ერთი უძილობით გატანჯული მეზობელი, რომელიც, როგორი გვიანიც უნდა ყოფილიყო, ყველას წასვლა-მოსვლას აღნუსხავდა, ყველა ჩხუბი ესმოდა და ყველა ვნებიან შერიგებაზე გამზადებული ჰქონდა კომენტარი. ეზო იყო ორგანიზმი, ცალკეული საცხოვრებელი ბინები კი – მისი ორგანოები, ყველა ერთმანეთთან დაკავშირებული, ყველა საჭირო, რომ მთელ სხეულს ეცოცხლა.

მოგვიანებით გამიჩნდა ეჭვი, ეტყობა, კომუნისტებმა ბინების განაწილებისას შეგნებულად შეასახლეს ამ მიკროკოსმოსში რაც შეიძლება ბევრი განსხვავებული პროფესიის ადამიანი – ერთმანეთს რომ დაეხმარებოდნენ და სახელმწიფოს ნაკლებად დასწოლოდნენ ტვირთად: ავად თუ გახდებოდა ვინმე, ეზოშივე უმკურნალებდნენ, დახლქვეშ გადამალული წინდები თუ ენდომებოდა ვინმეს, იქვე იშოვიდნენ, უნივერსიტეტში მოსახვედრად საჭირო ნიშნების ჩაწყობაც კი შეიძლებოდა მეზობლობაში. ეზო იყო სახელმწიფო სახელმწიფოში. თანაც, ერთი შეხედვით, სამაგალითოდ სოციალისტური: ყველა თანასწორი, ერთი და იმავე უფლებებით, მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა და სქესისა, მაგრამ, რასაკვირველია, ესეც მოჩვენებითი რეალობა იყო. კაცმა რომ თქვას, ყველას თავისი ადგილი ეკავა ამ კონსტრუქციაში და ყველამ იცოდა საკუთარი პრივილეგიების ფასი“.

ნინო ხარატიშვილი, „უკმარი სინათლე“ | გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2022 წ.
Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-1775294969089545512023-03-17T13:37:00.008+04:002023-03-17T13:41:22.599+04:00დავით წერედიანი - ფედერიკო გარსია ლორკა

არაერთისაგან მსმენია: ლორკა მიყვარს, ოღონდ „ბოშური რომანსეროს“ გამოკლებით. ადვილი მისახვედრია, სიტყვა „ბოშური“ და სიტყვა „რომანსი“ აფრთხობთ, რუსულ „ციგანშჩინაში“ ერევათ, რომელიც ძალიან მაღალი გემოვნების გამოხატულებადაც არ არის მიჩნეული.

არადა, ამ პატარა წიგნში – იგი ლორკას პოეტურ ხილვათა მწვერვალია – ვერც ბოშურ ეგზოტიკას წავაწყდებით და ვერც თაბორული რომანსების მოტკბო-მობანალურო ქვითინს. რომანსი ესპანურენოვან ტრადიციაში ბალადური წყობის ხალხურ ან ხალხურთან მიახლოებულ ლექსს აღნიშნავს, მისი ჟანრული სახელწოდებაა. ვთქვათ, ჩვენი „ყივჩაღის ლექსი“ რაღაც სასწაულით ესპანური რომ გამხდარიყო, მას, არც მეტი, არც ნაკლები, „ყივჩაღის რომანსი“ ერქმეოდა. ხოლო ბოშურობა აქ არსებითად პოეტური პირობითობაა, ლექსების შემკვრელი და ერთ ციკლად გამაერთიანებელი. ამ ლექსთა ბოშები ესპანელებისაგან არაფრით განირჩევიან, არც სახელებითა და გვარებით, არც ქცევებითა თუ ცხოვრების ნირით.

თვითონ პოეტის სიტყვით, კრებულის მთავარი პერსონაჟი ანდალუზიური ნაღველია. რაში მდგომარეობს ანდალუზიური ნაღვლის სპეციფიკა, ძნელი მისახვედრია, მით უფრო უცხოელისათვის, მაგრამ მთელი წიგნი უჩვეულოდ გადამდები ნაღვლით რომ არის განმსჭვალული, ეს ცხადზე უცხადესია. ერთადერთი ლექსი, რომელიც უშუალოდ ბოშურ თემას ეძღვნება, არის „რომანსი ესპანეთის ჟანდარმერიაზე“, მაგრამ ვერც აქ შევხვდებით ეგზოტიკურსა და რუსული „ციგანშჩინის“ ბოშებს. ლექსის დაწერამდე ორიოდე წლით ადრე ესპანეთის პოლიციამ სასტიკად დაარბია სრულიად ნამდვილი ბოშები და ნამდვილზე ნამდვილი უბედურება დაატრიალა. ამ ნაწარმოების გამო ლორკა დაკითხვაზეც კი დაიბარეს, რასაც, გასაგებია, არავითარი გაგრძელება არ მოჰყოლია, მაგრამ პოლიციის გაღიზიანება მის მიმართ ძალიან დიდი იყო – ლექსი მეტისმეტად გახმაურდა.

კრებულის ბოშური თემატიკა, ფაქტობრივად, ამით ამოიწურება. დანარჩენი ლექსები მხოლოდ ნომინალურად არიან ბოშურნი. ვთქვათ, „მთვარის რომანსში“ ბიჭს ბოშას დავარქმევთ თუ რაიმე სხვა სახელს, ამით აბსოლუტურად არაფერი, არც ერთი ნიუანსი, არ შეიცვლება. ზოგ მათგანში კი ბოშების კვალი საერთოდ გამქრალია. „ეს არის ჩემი სიმღერა ანდალუზიაზე, ბოშები მხოლოდ რეფრენად არიან გამოყენებული“. ბოშურს, ჩემი შეგრძნებით, აშკარად მავრული სჭარბობს, ეს მომენტი ტექსტში ალაგ-ალაგ საგანგებოდაც არის აქცენტირებული. მავრულმა კულტურამ ანდალუზიაში ბევრი სილამაზე დატოვა. მოკლედ, შევთანხმდით, რომ ბოშური აქ არაარსებითია.

ახლა ორიოდე სიტყვა იმაზე, არსებითი რაც არის. ლორკას პოეტური ბიოგრაფია ავანგარდიზმისკენ განუწყვეტელი სწრაფვაა. ვერც კი წარმოუდგენია, ჩვეულებრივი კარგი ლექსი დაწეროს. მაგრამ ის ამავე დროს სისხლითა და ხორცით ესპანელია, ზეპირსიტყვიერებაზე შეყვარებული და გონგორასეული ტრადიციით გაჟღენთილი. უცნაური საქმეა, ისევ და ისევ მელოდიური ლექსითა და ძველებური მასალით – ჩიტებითა და ყვავილებით, ქარებითა და ვარსკვლავებით, გიტარებითა და ტორეროებით ლამობდა ახალი მეტაფორისტიკისა და, შესაბამისად, ახალი პოეზიის შექმნას. და განუწყვეტლივ ამ დანის პირზე დადიოდა. დროდადრო სასურველ შედეგსაც თუ აღწევდა, უფრო უნიკალური პოეტური ხმის ხარჯზე, ვიდრე იმ თავისი ავანგარდიზმისა, რატომღაც სიურრეალიზმად რომ ესახებოდა.

იგი ზომიერად წარმატებულ პოეტად მიიჩნეოდა, როგორც მისი თაობის სხვა ნიჭიერი პოეტები, ხორხე გილიენი თუ ლუის სერნუდა. მერე კი მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, ან, უფრო სწორად, აუცილებელი სულაც არ იყო, რომ მომხდარიყო. მოხდა უიშვიათესი რამ, როცა ავანგარდიზმი და მაღალი კლასიკა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს და ხმაშეწყობით აჟღერდა. მან პოეზიის რომელიღაც შიშველ ნერვს მიაგნო. მისმა ყვავილებმა და ქარებმა, მდინარეებმა და ვარსკვლავებმა სრულიად კონკრეტული, ყოფითი მნიშვნელობაც დაიბრუნეს, ხოლო ავანგარდისტულმა კონსტრუქციებმა სიცივისა და სიმშრალის ნაცვლად სათქმელს მეტი ბრწყინვა და ემოციური სიღრმე შესძინა. და თავად მთვარეც, ყოვლად აუცილებელი მთვარე, დაკონკრეტდა და ლამის ღამეული შარა-შუკებიც კი გაანათა. სხვაგან და სხვა დროს, რამდენადაც ვიცი, არასოდეს ყოფილა, რომ ავანგარდისტული ლექსების კრებული სახალხო წიგნად ქცეულიყო. სულ მალე იგი უკვე ზეპირად იცოდნენ არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ ესპანურენოვან ამერიკაშიც. მაგრამ სასწაული ამით არ დამთავრებულა – „ბოშურმა რომანსერომ“ ესპანურენოვანი ბარიერიც სულ იოლად გაარღვია და ლორკა ბევრ ქვეყანაში უსაყვარლეს უცხოელ ავტორად აქცია.

მუსიკალური პოეტები ძნელად ან საერთოდ ვერ ითარგმნებიან, მაგრამ ლორკა მხოლოდ მუსიკა არ არის, უპირატესად მეტაფორაა, მეტაფორული ეფექტი კი, როგორც ლორკასავე მაგალითიდანაც ჩანს, ერთი ენიდან მეორეში ნაკლები დანაკარგებით გადადის. ეს პოეზია ყველაზე მდარე თარგმანშიც ინარჩუნებს თავის განსაკუთრებულობას. ლორკას, ცხადია, აქვს არაერთი სხვა შედევრიც, მაგრამ ასეთი შთამბეჭდაობისათვის აღარასოდეს მიუღწევია. და მისი სახელი, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უპირველესი ლირიკოსისა, არსებითად ამ პატარა კრებულს ემყარება. შთაგონება? რასაკვირველია. მაგრამ ამ თვრამეტ ლექსს სამი თუ ოთხი წლის შრომაც დასჭირდა. წიგნად გამოიცა 1928 წელს. როცა ჯერ ისევ პოეზიის დარი იდგა.

ფედერიკო გარსია ლორკა, „ბოშური რომანსერო“ | დავით წერედიანის თარგმანი
Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-61436188056720284532023-02-06T17:18:00.000+04:002023-02-06T17:18:32.319+04:00#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - ტომას სტერნზ ელიოტი

„მხატვრობით, სკულპტურით, არქიტექტურით, მუსიკით შეიძლება დატკბეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხედავს და ვისაც ესმის, მაგრამ ენა, განსაკუთრებით კი პოეზიის ენა, – სულ სხვა შემთხვევაა.

შეიძლება კიდეც მოგვეჩვენოს, რომ პოეზია უფრო მეტად აშორებს ადამიანებს, ვიდრე აერთიანებს. მეორე მხრივ კი, უნდა გვახსოვდეს, თუკი ენა წარმოშობს ბარიერებს, სწორედაც რომ პოეზია უწყობს ხელს ამ ბარიერების გადალახვას. დატკბე პოეზიით, რომელიც უცხო ენაზეა დაწერილი, ნიშნავს, დატკბე იმ ხალხის გაგებით, ვისაც ეს ენა ეკუთვნის, გაგებით, რომელსაც სხვაგვარი გზით ვერ მივაღწევთ.“

ტომას სტერნზ ელიოტს „თანამედროვე პოეზიაში დიდი ნოვატორული წვლილისათვის“ ნობელის პრემია 1948 წელს მიენიჭა.

ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-49172553684023465692022-06-21T15:11:00.002+04:002022-06-21T15:11:32.514+04:00ხორხე ლუის ბორხესი, „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“, ოქსიმორონი. ტრადიციის დაბადება სიცრუიდან | მათე წიკლაური

„ყველაფერი იგივე იყო, ოღონდ უფრო პატარა, ყველაფერი იგივე, მაგრამ უფრო გაბრტყელებული, მხოლოდ ხალხი იყო განსხვავებული…“, – მარიო ვარგას ლიოსა, „საუბარი კათედრალში“

ანტიკური ხანის ბერძენი პოეტი და ფილოსოფოსი კრეტადან, ეპიმენიდესი, ამბობდა: „ყველა კრეტელი მატყუარაა“. პარადოქსის ერთ-ერთი განმარტება გულისხმობს, რომ ესაა გამონათქვამი, რომლის ჭეშმარიტება ცხადია, თუმცა წინააღმდეგობისკენ მივყავართ. ამ ცნების ერთ-ერთ სახედ შეგვიძლია, ოქსიმორონი მივიჩნიოთ, რაც გონებამახვილურ სისულელს ნიშნავს. ოქსიმორონი ერთგვარი მხატვრული ფუნქციაა, რომელიც ერთმანეთთან შეუთავსებელ, ურთიერთგამომრიცხავ ცნებებს აკავშირებს.

არგენტინელი მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის „მსოფლიო მზაკვრობის ისტორია” პატარ-პატარა ამბების კრებულია, რომელიც „შესანიშნავ გაიძვერებზე“, „ბრწყინვალე იდიოტებსა“ და სხვა ამ ნიშნით გამორჩეულ საინტერესო პერსონაჟებზე მოგვითხრობს. ალეგორიულ-მითოლოგიური სიუჟეტებით გაჯარებული ეს კრებული პირველად 1935 წელს გამოიცა, ხოლო ავტორის მიერ შესწორებული ვერსია მკითხველისთვის ხელმისაწვდომი 1954 წელს გახდა.

აღსანიშნავია, რომ ოქსიმორონი ბორხესის ერთ-ერთი საყვარელი ტროპული სახეა. ის ძალიან ცბიერი ავტორია და ამიტომაც, შემთხვევითი სულაც არაა, რომ მისი ავტორობით არარსებულ რომანებზე ვხვდებით რეცენზიებს, ვიგებთ ისტორიას კაცზე, რომელმაც დონ კიხოტეს შესახებ გვიამბო, მაგრამ ბორხესთან ეს სერვანტესი არ არის. ავტორის ირონია და ცბიერება ტექსტების ბოლოს მიწერილი არსაიდან მოსული წყაროებითაც ჩანს, ბორხესი, ცხადია, შეგნებულად ატყუებს მკითხველს და საკუთარ ფანტაზიაში დაბადებულ ისტორიებს, ხშირად, ამა თუ იმ ბიბლიოთეკასა და სახელმძღვანელოს მიაწერს. კრებული რამდენიმე ისტორიისაგან შედგება და მკითხველს პერსონაჟებს სრულიად განსხვავებული ნიშნით აცნობს – ამ ადამიანებს ისე მიენიჭათ რეალური საზოგადოების სტატუსი, რომ ამის შესახებ არაფერი იციან, ამდენად, მათ მზაკვრულ ბუნებასა და ცბიერებას არ აქვს საზღვარი და ისინი სურვილებსა და მისწრაფებებში უსაზღვროდ თავისუფლები არიან, თავისუფლები – სიკვდილამდე.

„ნიღბიანი მღებავი ჰაქიმი მერვიდან“ – ეს გახლავთ ისტორია კაცზე, რომელმაც ღმერთად, სამყაროს ბატონად, ქცევა განიზრახა და ამის ასეთი მეთოდი გამოიგონა: გააგდო ხმა, რომ არავის არ უნდა დაენახა, თორემ დაბრმავდებოდა. თავიდან ადამიანებს სასაცილოდ არ ეყოთ ეს ისტორია, მაგრამ უცბად ლეოპარდი დაბრმავდა და ხალხმაც იწამა ჰაქიმისა. გადიოდა დრო, ჰაქიმი ბატონობდა, ჰარემი მოეწყო, სადაც ყველა ქალი ბრმა იყო და თავს ღმერთად აცხადებდა, მაგრამ ერთხელაც გაირკვა, რომ ჰარემში ყველა ქალი ბრმა არ ყოფილა, ვიღაცამ დაინახა, რომ ჰაქიმს ფრჩხილები და თითი აკლდა და ნიღაბი ჩამოგლიჯა გაღმერთებულ მზაკვარს. ნიღბის მიღმა კეთროვანი სახე იმალებოდა… მისი ბოლო სიტყვები იყო: „თქვენი ცოდვების გამო არ შეგიძლიათ ჩემი ბრწყინვალების დანახვა“, თუმცა ეს სიტყვები არავის გაუგია, ისე განგმირებს შუბით.

ოქსიმორონს მთელ სიცხადეს ამ ამბების კრებულში იუმორი სძენს. ბორხესი დასცინის პერსონაჟებსაც და მკითხველსაც, რადგან ზუსტად იცის, რომ პერსონაჟები ვერასდროს გაიგებენ, რომ ისინი მან გამოძერწა და არც მკითხველი გადაამოწმებს, თუ რამდენად რეალური და სწორია მითითებული წყაროები. „ამბავი ორი კაცისა, რომელთაც ესიზმრათ“, ამ იუმორის ფანტასტიკური ნიმუშია. კაცს დაესიზმრა, თუ როგორ შთააგონეს და მიასწავლეს ადგილი სადაც განძი უნდა ეპოვა: „შენი ქონება სპარსეთშია, ისპაჰანში, წადი მის საძებრად“. და კაციც წავიდა. ადგილზე მისულს ჩაეძინა და იქაურების ხელში აღმოჩნდა, გაიროზგა, ორი დღე ციხეში ცემით გათიშულს ეძინა, შემდეგ კაპიტანს მიუყვანეს, რომელმაც მთავარ გმირს დასცინა და თავისი სიზმრის შესახებ უამბო. ამ სიზმარშიც განძზე იყო მითითება, წამოვიდა ფულის მაძიებელი, მივიდა იმ ადგილას, რომელზეც კაპიტანი ყვებოდა (საკუთარი სახლი) და განძი იპოვა. ზევით აღვნიშნეთ, რომ მსგავსი ისტორიებით ბორხესი დასცინის მკითხველსა და პერსონაჟებს და ახლა, ვფიქრობ, რომ მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით – ბორხესი დასცინის სამყაროსაც.

ბორხესმა ზუსტად იცის, რომ პარადოქსებზე წერის მთავარი დასაყრდენი მხოლოდ იუმორი ვერ იქნებოდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ის „უბადლო მატყუარებზე“, ქალ მეკობრეზე, „კეთილშობილ მტერზე“, „სასტიკ მხსნელსა“ და „გულრგრილ მკვლელებზე“ მოგვითხრობს. ამიტომაც, გადაწყვიტა, რომ სიმძაფრე ტექსტში ერთი პატარა ფრაზით გამოეწვია. ბილ ჰარიგანზე, ამ გულგრილ მკვლელზე, ის ამბობს, რომ ისეთი შესახედაობა ჰქონდა, როგორც მკვდრებს აქვთო და მკითხველის თვალწინ დგება მთელი ის დაახლოებით ოცი წელიწადი, რომელიც ბილმა დედამიწაზე გაატარა.

ნათელმხილველი, როგორც მას მარგარეტ იურსენარი უწოდებს, ყოველგვარ ზღვარს შლის სინამდვილესა და წარმოსახვას შორის. თეოლოგი მელანჩტონი საიქიოში ხვდება და ისეთ ოთახში იდებს ბინას, სადაც ყველაფერი ზუსტი ასლია იმისა, რაც სიცოცხლეში გააჩნდა, მეტიც, მას არ აქვს შეგრძნება, რომ გვამია. ეს არის დასტური იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი თემაა ბორხესისთვის წარმოსახვისა და სინამდვილის თანაარსებობა. მელანჩტონზე ვიგებთ, რომ სათნოებაზე ლაპარაკი არ უყვარდა, რაც ანგელოზებთან დაპირისპირების მიზეზი გახდა. მას მიაჩნდა, რომ სულს ფონს გასვლა სათნოების გარეშეც იოლად შეუძლია. ამ სიტყვების შემდეგ მელანჩტონის ოთახიდან ავეჯმა გაქრობა დაიწყო და მან მალევე ეჭვიც შეიტანა საკუთარ ფილოსოფიაში. ანგელოზებს გული მოუბრუნდათ და შინ დაბრუნების უფლება მისცეს. გავიდა ხანი და მელანჩტონმა რწმენის ქებას კვლავ სათნოების დაკნინება დაუმატა. თეოლოგს უცნაური არსებები გაუჩნდა მრევლად, ისინი აქებდნენ მელანჩტონს და ამბობდნენ, იმ ზომამდეც კი მიიყვანესო, რომ კაცს ისევ სათნოების ქება დაუწყია, მაგრამ რწმენის გარეშე, ამიტომაც იშლებოდა ყოველ ახალ დღეს წინა დღის ნამუშევარი. ეს ისტორია აქ არ მთავრდება, მაგრამ ოთახის სიღრმეში ნაპოვნ გრძნეულთან დადებული გარიგების გარეშეც ცხადია, თუ როგორ წაშალა აბსოლუტურად ყველა საზღვარი ფანტაზიასა და რეალობას შორის ხორხე ლუის ბორხესმა.

ბორხესის გენიალურობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ, მიუხედავად ირეალური სამყაროს შექმნისა, ის არ ემიჯნება და არ უგულებელყოფს ლიტერატურულ კანონებს. კრებულში არსებულ ყველა ჩანაწერს თან სდევს კვანძის შეკვრა-გახსნის ფაზა და ავტორი ამას ხშირად ერთ არასრულ გვერდშიც კი ასწრებს. რამდენჯერაც არ უნდა გაგაფრთხილონ, რომ ტყუილს კითხულობ, რომ ყველაფერი ეს მხატვრული ლიტერატურისთვის, ბორხესისთვის დამახასიათებელი ტექნიკაა, მაინც ყოველთვის წაიკითხავ ამ პატარა ისტორიებს, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, რადგან კითხვის პროცესში ყველაფერი, თითქოს, ერთი ხელის გაწვდენაზეა, თითქოს, შენ მაინც შეგიძლია შეცვალო რაღაც, მაშინაც კი თუ სიუჟეტი ანგელოზების გარშემო, ან წარსულში ვითარდება.

ბორხესის ჩანაფიქრის გამორკვევა უმთავრესი ამოცანაა ამ კრებულის ლაბირინთიდან თავის დასაღწევად. ეს არ არის ტექსტი, რომელსაც ერთხელ წაკითხვა ჰყოფნის. თურმე სომერსეტ მოემი ამბობდა, რომ მე ერთსა და იმავე წიგნს მეორედ ვერაფრით ვერ წავიკითხავო, მაგრამ მოემისტური მიდგომა ბორხესთან არც ისე შესაფერისად მიმაჩნია. ერთი მხრივ, აქ ყველაფერი მარტივადაა, მოცულობა მცირეა, ხშირად იმდენად მცირეც, რომ ბორხესის ათი გვერდი უკვე ბევრად გვეჩვენება, მაგრამ სირთულე სწორედ ისაა, რომ ამ უმცირესი ზომის ტექსტებს რამდენჯერმე და დაკვირვებით წაკითხვა სჭირდება.

ავტორის ჩანაფიქრს რომ მივუბრუნდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბორხესი აქაც ოქსიმორონს ირჩევს. რა თქმა უნდა, ავტორთა უმრავლესობა მზაკვრობის ისტორიის ენციკლოპედიის შექმნას არ განიზრახავდა სიკეთის და სიმართლის გამარჯვების გამოსახატავად. ამ წიგნში ყველა მზაკვარი კვდება, იმიტომ, რომ აქ ტყუილი და ბოროტება ერთი და იგივეა და დაუშვებელია, რომ ცბიერებამ, ტყუილმა, ბოროტმა ძალამ კეთილზე გაიმარჯვოს. მიუხედავად პერსონაჟთა გონებამხვილობისა და რიგ ეპიზოდებში მიღწეული განუზომელი წარმატებისა, ბორხესი არ ინდობს არავის – მიწასთან ასწორებს ბოროტების იდეას.

არაერთხელ ვახსენეთ, რომ ბორხესი წყაროებს იტყუება და ეს ახალი ამბავი სულაც არაა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამის დიდოსტატი იყო იტალიელი მწერალი, უმერტო ეკოც. ორივე მათგანი წარმოსახვაში შექმნილ ისტორიებს, ზოგჯერ ძალიან გაკვრით, აყრდნობდა რეალურ ქრონიკებს, მაგრამ არასდროს ანიჭებდა მათ სიზუსტეს. უფრო ზუსტად კი, სადმე შეიძლება მართლაც წერია მსგავსი ისტორია, მაგრამ ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება მკითხველის მხრიდან, თუ ის გადაწყვეტს გადავიდეს წყაროდ მითითებულ მისამრთზე. ბორხესმა ტრადიციად დაამკვიდრა ტყუილი და ამით შემოიჭრა ლიტერატურაში. ის ბოროტებას ბოროტებითვე უღებს ბოლოს, მზაკვრობას–მზაკვრობით და თავიდან ბოლომდე აკონტროლებს საკუთარ პერსონაჟთა ბედს, ბედს, რომელიც ყველამ შეგვიძლია წინასწარ ამოვიცნოთ – ბოროტება დამარცხდება.

„მსოფლიო მზაკვრობის ისტორია“, როგორც ეს სათაურიდან ჩანს, არაერთ მზაკვარს აერთიანებს, მაგრამ ერთმანეთს რომ შეადარო, ძალიან რთული იქნება გაარჩიო, ვინ უფრო სასტიკია, ვინ უფრო ვერაგი, ვის უფრო უყვარს ტყუილი ან ძალაუფლება…

ერთადერთი მზაკვარი, რომელიც ტექსტებს მიღმაა დამალული, თვითონ ავტორია, ის ყველაზე გონიერი, კეთილი გაიძვერაა და ბოროტებას ბოროტებითვე სპობს, თანაც ისე, რომ არცერთი მკვლელობის, არცერთი ჩხუბის, არცერთი კონფლიქტის მონაწილე არ არის, მაგრამ ყველაფრის შემქმნელია, რომელსაც, როგორც აღზევებულ მღებავზე ვკითხულობთ, „თუ შეხედავ დაბრმავდები“.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე დიდი მკითხველი სამყაროში, მთელი ცხოვრება ბრმავდებოდა და მის შემოქმედებაში სიბრმავე მხოლოდ მენტალური არაა. ბუენოს აირესში ჩატარებულ სალექციო კვირეულზე, მან ერთ-ერთი ლექცია სიბრმავის შესახებ წაიკითხა და თქვა, რომ, რაღაც გაგებით, „უსინათლო წყვდიადშია ჩაფლული“, ბორხესმა ამ აზრის დასტურად შექსპირის სიტყვები მოიშველია: „Looking on darkness which the blind to see“ – „შემყურე სიბნელისა, რომელსაც ხედავს ბრმა“. მოიშველია რა აღნიშნული ფრაზა, დასძინა: „თუკი სიბნელეს სიშავედ მივიჩნევთ, შექსპირის სტრიქონი უმართებულოა“.

ბორხესი მთელი თავისი შემოქმედების განახლების პროცესში გვატყუებდა, გვაბრმავებდა, გვიგონებდა ათასგვარ ხრიკებსა და ოინებს, მაგრამ იმიტომ, რომ, როცა მზერა დაგვიბრუნდება, უფრო ცხადად შევიგრძნოთ სამყაროს არსი და თავისებურება.

ალბათ, ყველაზე მეტად, განსაკუთრებით ბოლო წლებში, სურდა, რომ ყველაფერი დაენახა და ამიტომაც გადაწყვიტა ეცადა მკითხველისთვის თვალების ახელა. მან გადაწყვიტა ის უნარი მოეცა ჩვენთვის, რომელიც თვითონ დაკარგა და ამის ერთ-ერთი დასტურია ყველა ის ტექსტი, რომელშიც ბორხესი ბოროტებას ამარცხებს.

არგენტინელი ავტორისთვის, სიბრმავე ახალ სამყაროში გადასვლა იყო, რომელშიც სიბნელე არ უნდა დაინახო და ის უბრალოდ შავ ფერად აღიქვა, ასე ყველას მოატყუებ... ასე ბრმა არ იქნები... ასე უფრო შეძლებ ბოროტების იდეის ჩაკვლას.

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-22102855637053292182022-04-19T15:29:00.001+04:002022-04-19T15:35:04.676+04:00ხავიერ მარიასი და მისი „ბერტა ისლა“ | ქეთევან გოჩიტაშვილი

ხავიერ მარიასი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი მწერალია. მისი ნებისმიერი რომანი უმალ ექცევა ხოლმე მკითხველის ყურადღების ქვეშ და ბესტსელერად იქცევა. ავტორი სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პრემიებით და ნათარგმნია დაახლოებით 50 ენაზე. ქართულენოვან მკითხველს დღემდე არ ჰქონდა შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე გასცნობოდა დიდი ესპანელი მწერლის შემოქმედებას. სულ ახლახან კი გამომცემლობა „ინტელექტმა“ უდიდესი საჩუქარი გაუკეთა ქართველ მკითხველს – ქართულ ენაზე ითარგმნა მარიასის ყველაზე ცნობილი რომანი „ბერტა ისლა“ (მთარგმნელი ლანა კალანდია).

როგორც ყველა დიდი წიგნის შემთხვევაში, „ბერტა ისლას“ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა – ძნელია, მოკლედ ილაპარაკო, რის შესახებ არის წიგნი. რაც არ უნდა თქვა, როგორც არ უნდა მოინდომო, მხოლოდ შიშველი ჩონჩხი გვრჩება, სიტყვებისგან შედგენილი მატრიცა, რომელიც ბევრს არაფერს გეუბნება... ხშირად წერენ, რომ ეს არის რომანი ჯაშუშის გასაიდუმლოებულ, ორმაგ ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, მარიასი მოგვითხრობს ჯაშუშის ცხოვრების შესახებ, მაგრამ, რეალურად, ეს არ არის დაფარულად, გასაიდუმლოებულად წასვლის ბანალური დრამა თუ დეტექტივი. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ბევრჯერ არის მინიშნება თუ ღია ტექსტიც კი, ეს არ არის დრამა არც საიდუმლო აგენტის პროფესიის მორალურ არჩევანზე. მარიასს, უპირველეს ყოვლისა, აინტერესებს, როგორ უმკლავდებიან, ებრძვიან, ეჩვევიან ადამიანები მოლოდინს, გაურკვევლობას, საკუთარი თავის უმნიშვნელობისა თუ, პირიქით, მნიშვნელობის გააზრების მტკივნეულ პროცესს, სრულ უცოდინრობას გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ, ან იმდენ ცოდნას, რამდენიც ადამიანის პირად კომფორტსა თუ კეთილდღეობას სჭირდება; სხვის მოტყუებასა და თავის მოტყუებაში ცხოვრებას. მთელი წიგნის განმავლობაში ის ვირტუოზულად აღწერს თავისი პერსონაჟების ყოფას სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა პრობლემების წინაშე მდგარ გმირებს, რომლებიც ვერ თუ არ ხვდებიან, საით მიჰყავს ისინი ცხოვრებას, ზოგჯერ თითქოს არც უნდათ ამის ბოლომდე გაგება, რათა შემდეგ ეს გაურკვევლობა გამოიყენონ, როგორც თავშესაფარი, თავდაცვის იარაღი. შემდეგ კი იგივე იარაღი საკუთარ ნაჭუჭში აქცევს მათ ანდა გადაულახავ დაბრკოლებად ექცევათ, რომ იცნობდნენ ერთმანეთს (მათ შორის უახლოეს ადამიანებს) და, პირველ რიგში, საკუთარ თავს.

რა თქმა უნდა, ძნელია მარიასის რომანი რომელიმე ლიტერატურული ჟანრის ფარგლებში მოაქციო. ეს არც უცხოა თანამედროვე ლიტერატურისათვის და არც გასაკვირი. ჩემი აზრით კი, ეს არის ვირტუოზულად დაწერილი ინტელექტუალური ტრილერი თავისი ყველა დამახასიათებელი ელემენტით: მოლოდინით, დაძაბულობითა და მღელვარებთ, რომელშიც ავტორი მკითხველის განწყობაზე „თამაშობს“ , ითრევს ამ თამაშში , ასტიმულირებს როგორც შეგრძნებებს, ემოციებს, განცდებს, ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის ფიქრებს.

მთელი რომანის კითხვისას არ გტოვებს დაუსრულებელი და მღელვარე მოლოდინის შეგრძნება, გაურკვევლობა, ერთიმეორეზე მოულოდნელი სიურპრიზების მოლოდინი, შფოთვა, არაპროგნოზირებადი არა მხოლოდ ფინალი, არამედ ნებისმიერი შემდგომი ქმედება, გმირების არჩევანი, გადაწყვეტილებები. ფაქტობრივად, ეს არის განუწყვეტელი „დანაღმულ ველზე“ სიარული, რომელზეც მკითხველი თავისი სურვილით დადის და არასოდეს უჩნდება სურვილი, თავი დააღწიოს. ეს არის ერთგვარი ინტელექტუალური, პროვოკაციული „ლიტერატურული მაზოხიზმი“. კრიტიკოსები აღნიშნავენ კიდეც, ტექსტი ჰიჩკოკის ფილმების სიუჟეტს ჩამოჰგავსო. შესაძლოა, არის ამაში გარკვეული სიმართლე, მაგრამ მთავარი, რაც მას საშინელებათა ფილმებისა თუ ტრილერებისაგან განარჩევს, ეს არის ეგზისტენციალური საკითხებით ჟონგლიორობა, თამაში. ამ ნაწარმოებში მარიასი ლიტერატურისა და ისტორიის ლაბირინთებში ხეტიალით გვაფიქრებს რთულ ფილოსოფიურ და ეთიკურ საკითხებზე: სად გადის ზღვარი მორალსა და ამორალობას შორის, ტყუილსა და მართალსა შორის, წარმოსახვასა და რეალობას შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის.

„ტექსტუალური ხეტიალი“, – ასე ახასიათებს მარიასი თავის შემოქმედებით პროცესს. „მე ვმუშაობ კომპასით და არა რუკით“, – ესეც მისივე სიტყვებია. ხეტიალი ყოველთვის შეიცავს რისკს, რომ არასწორ გზაზე აღმოჩნდე, რუკით კი ბევრად უფრო გარანტირებული გაქვს, რომ დანიშნულების ადგილს უმტკივნეულოდ მიაღწიო, მაგრამ მარიასს უყვარს მოქმედება, ექსპერიმენტი, აღმოჩენა, ინტრიგა, ხოლო მისი, როგორც მწერლის, დიდოსტატობა იმაშია, რომ არასოდეს ასცდენია იმ ხაზს, რომლის ცალ მხარეს „ლიტერატურული თუ ლინგვისტური“ უგემოვნობაა და მეორე მხარეს – პირიქით, დახვეწილობა და რაფინირებულობა. ამ ძიებების პროცესში ის უდიდესი მწერლური ალღოთი ეჭიდება ყველაზე ძირითადს, სასაფუძვლოს. მისი ღრმად ინტელექტუალური ნაწარმოები არის საუკეთესო, ბუნებრივი, ორგანული სინთეზი მწერლური ტალანტისა, უდიდესი ინტელექტისა და საუკეთესო განათლებისა, რაც მას საშუალებას აძლევს, ურთულესი ფილოსოფიური საკითხები უაღრესად საინტერესოდ და ძალდაუტანებლად მიიტანოს მკითხველამდე.

ალბათ, ყველას გამოგვიცდია, რას ნიშნავს ტექსტის „ერთ ღამეში“ თუ „ერთ გადაფრენაში“ წაკითხვა. რა თქმა უნდა, ასე ჩათრევა მხოლოდ განსაკუთრებულ ნაწარმოებებს შეუძლიათ, თუმცა, როგორც წესი, ამ ფრაზის ქვეშ უფრო სხვა, შედარებით მსუბუქი ჟანრის ნაწარმოები იგულისხმება ხოლმე. „ბერტა ისლაც“ „ერთი ამოსუნთქვით“ წასაკითხი ტექსტია, ოღონდ სხვა მიზეზით – ის ნამდვილად „წყალივით იკითხება“, ოღონდ აქ, თუ შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მისი „ლიტერატურული და ლინგვისტური მაგიაა“ და არა ტექსტის სიმსუბუქე. ეს ჯადოქრობა კი საკმაოდ ვრცელი ტექსტის არც ერთ მომენტში არ ღალატობს ავტორს. ტემპი, რიტმი, ემოციური მუხტი, საუკეთესოდ შერჩეული ლექსიკური ერთეულები, ფრაზები, მხატვრული ფიგურების არცთუ ხელგაშლილად, მაგრამ ზუსტად საჭირო დროს გამოყენება ზუსტად ისეთივე მაღალი კულტურის ნიშანია, როგორიც სწორად შერჩეული სამკაული ქალის სხეულზე.

„ბერტა ისლა“ უძირო საბადოა მკვლევრებისათვის – იქნებიან ესენი ლინგვისტები, თარგმანმცოდნეობის სპეციალისტები, ლიტერატორები, ფსიქოლოგები თუ სხვა. ამჯერად ჩვენს რამდენიმე დაკვირვებას შემოგთავაზებთ:

ბერტა ისლა თავის სიყვარულს, უფრო სწორად, შეყვარებულობის პირველ ეტაპს პრიმიტიულს უწოდებს. შემდეგ კი ჩვენ თვალწინ ეს პრიმიტიული გრძნობა უკიდურესად რთულ, კომპლექსურ ურთიერთობად გარდაიქმნება. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ პარალელის გაკეთება, მაგრამ ამ რომანის ენაც ასეთია – თვითმიზნური „პრიმიტიულობიდან“ კომპლექსურობამდე – როგორც ბერტას სიყვარული. აქ შეგხვდებათ უაღრესად დახვეწილი, რთული ენა და, ასევე, ზედმეტად პრიმიტიული ლექსიკა, შორისდებულები, სკაბრეზი, რომლებსაც ერთი და იგივე ადამიანი ერთსა და იმავე დიალოგში პარალელურად იყენებს მათ. ზოგჯერ ეს პრიმიტივიზმი შეიძლება აიხსნას იმით, რომ უკიდურესად დაძაბულ დიალოგებს ინდივიდუალიზმსა და, მე ვიტყოდი, ჰუმანურობასაც კი ანიჭებს.

ლინგვისტიკაში საყოველთაოდაა გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი ავტორიც თავის ლინგვისტურ არჩევანს სხვადასხვა ძალიან მძლავრი ფაქტორის მიხედვით აკეთებს – კულტურული, სოციალური, ფსიქოლოგიური გამოცდილების მიხედვით და ეს არჩევანი თუ ლინგვისტური არსენალი ხშირად სისტემური და სტაბილურია და სხვადასხვა დროსა და საკომუნიკაციო სიტუაციაშიც კი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის (იაკოვლევი, მილინი). მარიასის ენა ამ თვალსაზრისის სრულიად საპირისპიროს მაგალითია – აქ ერთი და იგივე პიროვნება ან ერთი და იმავე კულტურული თუ სოციალური ბექგრაუნდის მქონე ადამიანები ძალიან განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ, რაც აფერადებს და ამრავალფეროვნებს ტექსტის ენას.

გრძელ წინადადებებს ხავიერ მარიასის „საფირმო ნიშანსაც უწოდებენ“ – ზოგჯერ ავტორი ერთი წინადადების ფარგლებში თავის თავს ეწინააღმდეგება, ეთანხმება, აზუსტებს, კითხვებს უსვამს, ეკამათება. საკმაოდ ხშირად ცალკე აღებული თითოეული წინადადება ცალკეული ამბავია. ცნობილია, რომ სწორედ ასეთ გრძელ წინადადებებს იყენებს მარიასი იმ შემთხვევაში, როცა უნდა, რომ საყოველთაოდ აღიარებული თუ გაზიარებული, ზოგჯერ სტერეოტიპული შეხედულებები მორალზე, ღალატზე, ერთგულებაზე, ცუდზე, კარგზე, სოციალურ ნორმებზე, სიყვარულზე, მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე პროვოკაციულად ჩამოაქციოს. ამიტომ ყოველი სიტყვა, წინადადება აქ აფთიაქარის სიზუსტით უნდა შეირჩეს, რომ აზრი არ ზუსტად გადმოიცეს, რადგან ერთმა მცირე ნიუანსმა, არასწორად დასმულმა აქცენტმა შეიძლება თავდაყირა დააყენოს მთელი ტექსტი. ლანა კალანდიას თარგმანის ღირსება ის არის, რომ თხრობა, ეს ზერთული წინადადებები და აბზაცებიც კი, თავიანთი ნიუანსებიანად, იმდენად ზუსტად არის ნათარგმნი, იმდენად ორგანულად, ხავერდოვნად გადადის ერთმანეთში, რომ მკითხველს ოდნავადაც ვერ იაზრებს, რეალურად რამდენად რთულ ტექსტს კითხულობს.

ხავიერ მარიასი „ბერტა ისლაში“ წერს: „ესაა ბილინგვიზმის ნიშანი, ორივე ენა ერთნაირად ტივტივებს გონებაში, ხანდახან – ერთდროულადაც“. ეს ხაზი მთელ ტექსტს მიჰყვება:

ვარიაცია ენაში ბუნებრივი ფენომენია – ნებისმიერ ენაში არსებობს ამა თუ იმ ლინგვისტური ერთეულის გამოყენების სხვადასხვა ვარიანტი. გარკვეულ ვარიანტებს სოციალური ღირებულება აქვთ, სოციალურად მარკირებულია. შესაბამისად, ზოგიერთი ენობრივი ვარიანტი უფრო „პრესტიჟულად“ და „სწორად“ აღიქმება, ხოლო ზოგი – პირიქით. სწორედ ეს პრესტიჟულობა უნდა იყოს მარიასის არჩევანი, ხშირად გამოიყენოს, ესპანურენოვან გარემოშიც კი, ინგლისური ლექსიკური ერთეულები, საგანგებოდ გამოყენებული ბარბარიზმები, რომლებიც ქართულ ტექსტშიც სრულიად გამართლებულად არის შენარჩუნებული.

ნიშანდობლივია, რომ ტომასი (ბერტაც) ლაპარაკისას ინგლისურენოვან ავტორებს (ელიოტს, შექსპირს...) იმოწმებს, პირადად მე არ მახსენდება, რომ რომელიმე ესპანურენოვანი ავტორის ციტატა მოეყვანოს, თუმცა თავად თავს ესპანელად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, ესეც არ უნდა იყოს მწერლის შემთხვევითი არჩევანი – დომინანტური კულტურა, „პრესტიჟული“ კულტურა თუ სხვა მოტივი? ესეც ერთ-ერთი საინტერესო აქცენტია და მისი მარტივად ახსნა ძნელია – ესპანურიცა და ინგლისურიც ე.წ. „დონორ“ კულტურებს მიეკუთვნებიან, არც ერთი არ არის მეორეზე „დიდი“ ან „პატარა, რომ ამ ავტორს ნიშნით მიენიჭებინა უპირატესობა რომელიმესთვის.

1971 წელს ვინოგრადოვმა გამოთქვა თვალსაზრისი და მისი შესაბამისი ტერმინიც შექმნა – „ავტორის სახე“, რაც ნიშნავს, რომ „ბიოგრაფიულ ავტორსა“ და გმირს შორის არსებობს მესამე – ის, ვინც თხრობის ფოკუსია, ვისი თვალსაწიერიდან თუ ცნობიერიდანაც გადმოიცემა მხატვრული რეალობა. „ბერტა ისლას“ „ავტორის სახე“ ასე შეიძლება დავახასიათოთ: ის არასოდეს არ ასიმილირდება გმირთან, თუმცა მისი პოზიცია ყოველთვის ჩანს. არსებობს თითქოს მოუხელთებელი, ძალიან ვიწრო ზღვარი ავტორსა და გმირს შორის, მაგრამ ის არ არის გულგრილობის ზღვარი, ავტორი ემპათიურია თავისი გმირების მიმართ მათი ცხოვრების წუთში, ყოველ მონაკვეთში, როცა სწორად იქცევიან და მაშინ, როცა ცდებიან. ახსნა არ სჭირდება, რამდენად რთულია ენობრივად ამ დამოკიდებულების ასახვა და შემდეგ სხვა, აბსოლუტურად სხვა სტრუქტურის ენაში გადატანა. ავტორმაცა და მთარგმნელმაც შესანიშნავად გაიარეს ამ „ბეწვის“ ხიდზე.

ენათმეცნიერებაში არსებობს მოსაზრება, რომ ლიტერატურა არ უნდა იყოს ლინგვისტიკის კვლევის საგანი, რადგან ნაწარმოებებში მოცემული ენა არასოდეს არის „სანდო“ და „ზუსტი“ (სალივანი, 1980; სევიჩი, 1999). სწორედ ეს პოზიცია ავირჩიეთ მთარგმნელმაცა და მეც, როგორც ტექსტის რედაქტორმა, როდესაც რომანზე საბოლოო მუშაობის დრო მოვიდა – მიზანი არ ყოფილა, ტექსტი გაგვეხადა „ზუსტი“ და „სანდო“. ეს არ არის ტექსტი, რომელიც მკაცრ ფორმალურ არტახებში მოქცევას იგუებს. ტექსტის „გარანდვა“ თუ „გაპრიალება“ მას ბუნებრივობას, ავთენტურობას უკარგავს, ამიტომაც მივეცით საშუალება ტექსტის ენას, რომ „ესუნთქა“, მივეცით „შეცდომებს“ საშუალება, რომ ტექსტის ორგანული ნაწილი გამხდარიყვნენ, რადგან ზოგ შემთხვევაში შესწორება იგივე იქნებოდა, გალაკტიონისათვის სტრიქონში „ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ“ პირველი სიტყვა „ახლათი“ ჩაგვენაცვლებინა.

მარიასის გმირები, როგორც არაერთხელაა აღნიშნული, ფიქრობენ, მსჯელობენ, სასოწარკვეთილებამდე ღელავენ იმაზე, რა იციან, რა არ იციან, რის ცოდნა არ შეუძლიათ და რის ცოდნა არ უნდათ. ეს განუწყვეტელი ფიქრი და შფოთი მარიასის ლინგვისტური და აზრობრივი გადახვევებისა და „ხეტიალის“ ერთ-ერთი მიზეზი უნდა იყოს. მისი გმირები შორდებიან, ქვეყნის ოთხივ კუთხით იკარგებიან და შემდეგ კვლავ ერთმანეთს უბრუნდებიან, მიუხედავად იმისა, უნდათ თუ არა ეს განაჩენივით მკაცრი ერთად ყოფნა. ბედისწერამ ეს გმირები ერთმანეთისათვის „გაწირა“ თუ „შექმნა“. და მაინც, ვინ ჭედავს ადამიანის ბედისწერას, სად იწერება მისი ხვედრი? ჩვენი ცხოვრება ჩვენივე არჩევანია თუ განსაზღვრულობა? – ეს სამყაროსავით ძველი შეკითხვები ამ რომანის წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ შეახსენებს მკითხველს თავს.

ბოლოს კი მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არსებობენ იღბლიანი წიგნები და უიღბლო წიგნები. ამ წიგნსაც და ქართველ მკითხველსაც გაუმართლათ, რომ მარიასის რთულ, წინააღმდეგობებითა და შეკითხვებით აღსავსე სამყაროში ლანა კალანდია უმეგზურებს. როგორც ყოველთვის, მისი არაჩვეულებრივი თარგმანი, გარწმუნებთ, მოლოდინს არ გაუმტყუნებს ლიტერატურის მოყვარულებს.

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-77423371210657932562022-04-12T13:55:00.001+04:002022-04-12T13:55:45.100+04:00#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - ბობ დილანი

„როდესაც განსაცვიფრებელი ახალი ამბავი გავიგე, გზაში ვიყავი და რამდენიმე წუთზე მეტი დრო დამჭირდა, რომ სათანადოდ გამეაზრებინა. დავიწყე ფიქრი უდიდეს მწერალზე – უილიამ შექსპირზე. ვფიქრობ, ის თავს დრამატურგად მიიჩნევდა. ის აზრი, რომ იგი ლიტერატურას ქმნიდა, ალბათ თავში არც კი მოსდიოდა. მისი სიტყვები სცენისთვის იწერებოდა. საჭირო იყო მათი ხმამაღლა წარმოთქმა და არა კითხვა.

დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც „ჰამლეტს“ წერდა, ბევრ რამეზე ფიქრობდა: „რომელი მსახიობები გამოდგებიან ამ როლებისთვის?“ „როგორ უნდა დაიდგას?“ „მოქმედება ნამდვილად დანიაში უნდა ხდებოდეს?“ თავისი შემოქმედებითი ხედვა და ამბიციები, უდავოდ, ყველაზე მეტად აწუხებდა, მაგრამ არსებობდა ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებდა. „გვეყოფა თუ არა ფული?“ „საკმარისად კარგი ადგილები გვაქვს სპონსორებისთვის?“ „სად ავიღოთ თავის ქალა?“

შემიძლია ნაძლევი დავდო, რომ ყველაზე ბოლო რამ, რაზედაც შექსპირი შეიძლება დაფიქრებულიყო, იყო კითხვა: „ეს ლიტერატურაა?“

და არასოდეს ცხოვრებაში მე არ მქონია დრო საკუთარი თავისთვის დამესვა შეკითხვა: „ჩემი სიმღერები – ეს ლიტერატურაა?“

ბობ დილანს „ახალი პოეტური ექსპრესიის შექმნისათვის ამერიკის დიდ მუსიკალურ ტრადიციაში“ ნობელის პრემია 2016 წელს მიენიჭა.

ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-37853944932702032332022-04-11T11:40:00.005+04:002022-04-11T11:40:52.912+04:00ვარლამ შალამოვი - სხვისი პური

ეს იყო სხვისი პური, პური ჩემი ამხანაგისა. ის მხოლოდ მე მენდობოდა, დღის ცვლაში სამუშაოდ წავიდა, პური კი დამრჩა პაწია ხის სკივრში. ახლა ასეთებს აღარ აკეთებენ, მაგრამ ოციან წლებში მოსკოველი ლამაზმანები თავს იწონებდნენ მაგით – აი, ამგვარი სპორტული ჩემოდნებით დერმატინის „ნიანგის“ ტყავისგან. ამ პაწია სკივრში იდო პური, ერთი ულუფა პურისა. თუკი ხელით შეანჯღრევდი, პური გადაგორ-გადმოგორდებოდა შიგნით.

სკივრი თავქვეშ მედო. დიდხანს ვერ დავიძინე. მშიერ კაცს დაძინება უჭირს. მაგრამ მე სწორედ იმიტომ ვერ დავიძინე, რომ თავქვეშ მედო პური, სხვისი პური, პური ჩემი ამხანაგისა. წამოვჯექი საწოლზე... მეგონა, რომ ყველანი შემომცქეროდნენ, რომ ყველამ იცოდა, რასაც ვაპირებდი. მორიგე ფანჯარასთან იდგა და რაღაცას აკერებდა. კიდევ ერთი კაცი, ვისი გვარიც არ ვიცოდი, ჩემსავით ღამის ცვლაში მუშაობდა და ახლა იწვა სხვის ადგილზე ბარაკის შუაგულში, ფეხებით – თბილი რკინის ღუმლისაკენ. სითბო ვერ აღწევდა ჩემამდე. ეს კაცი იწვა გულაღმა, მივუახლოვდი – თვალები დახუჭული ჰქონდა. ზემოთა ნარებს ავხედე – იქ, ბარაკის კუთხეში, ვიღაცას ეძინა ანდა უბრალოდ იწვა, ძონძების გროვა გადაეფარა ტანზე.

ისევ დავწექი ჩემს ადგილზე, მტკიცედ გადავწყვიტე, დავიძინო-მეთქი, ათასამდე დავითვალე და ისევ წამოვდექი. გავაღე სკივრი და გამოვიღე პური. ეს იყო ფიცარივით ცივი სამასგრამიანი ულუფა. ცხვირთან მივიტანე და ნესტოებმა იყნოსეს ოდნავ შესამჩნევი სუნი პურისა. ისევ ჩავდე სკივრში და მერე ისევ ამოვიღე. გადავაბრუნე სკივრი და ხელისგულზე გადმოვიფანტე რამდენიმე პურის ნამცეცი. ენით ავლოკე, პირი მყისვე ნერწყვით გამევსო და ნამცეცები გამიდნო. მეტი აღარ მიყოყმანია, მოვციცქნე სამი პაწაწკინტელა, ნეკის ფრჩხილის ტოლა ლუკმა, ჩავდე პური სკივრში და დავწექი. ვციცქნიდი პურის იმ ნამცეცებს და ვწუწნიდი.

და ჩამეძინა გაამაყებულს იმით, რომ არ მოვპარე პური ამხანაგს.

ვარლამ შალამოვი, „კოლიმური მოთხრობები“ | რუსულიდან თარგმნა თამაზ ნატროშვილმა | გამომცემლობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-32497719412850188252022-03-09T22:03:00.000+04:002022-03-09T22:03:33.846+04:00#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - ალბერ კამიუ

„მწერლის როლი განუყოფელია უმძიმეს ადამიანურ მოვალეობათაგან. დღეს მას არ ძალუძს იმათ მსახურებდეს, ვინც ქმნის ისტორიას, – პირიქით, იგი სამსახურში უდგას იმათ, ვის თავზედაც ტრიალებს ისტორიის ბორბალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მარტოობა და ხელოვანებიდან მოკვეთა ელის; და ტირანიის ურიცხვი არმიები თავიანთი მილიონიანი ლაშქრითურთ ვერ გამოიხსნიან მარტოობის ჯოჯოხეთიდან, მაშინაც კი – მეტადრე მაშინ – თუ ხელოვანი დათანხმდება, ამ არმიებს აუწყოს ფეხი.

მაგრამ ერთი ყველასათვის უცნობი, საწამებლად და სასიკვდილოდ განწირული ტუსაღის დუმილიც კი სადღაც, ქვეყნიერების დასალიერს, კმარა საიმისოდ, რომ მხატვარი გათავისუფლდეს გაკიდეგანების სატანჯველისაგან, – ყოველ შემთხვევაში მუდამჟამს, როცა კი შეძლებს თავისუფლებისაგან ბოძებული პრივილეგიებით აღჭურვილმა გაიხსენოს ეს დუმილი და თავისი ხელოვნების ძალით იგი ყველას წილხვედრი გახადოს“.

ალბერ კამიუს „ადამიანური სინდისის მნიშვნელობის წარმოჩენისათვის“ ნობელის პრემია 1957 წელს მიენიჭა.

ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-58684087862425295342022-03-04T20:36:00.002+04:002022-03-04T20:38:59.828+04:00„ნიუორლეანური ჩანახატები“, - ანუ ხელოვანის გამოსვლა თვითიზოლაციიდან | უილიამ ფოლკნერის პორტრეტი ახალგაზრდობისას

ამა თუ იმ ნაწარმოებით აღტაცებულ მკითხველს სულ აქვს ფიქრი, თუ როგორ იბადება ესა თუ ის სიუჟეტი, ესა თუ ის აზრი, ესა თუ ის მელოდია ავტორის თავში და შემდეგ როგორ გადმოდის ის ფურცელზე. ყოველივე ამის აღმოჩენას მწერლის შემოქმედების გასაღების პოვნას ვუწოდებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ შემდეგ უფრო ცხადი და ნათელი ხდება ყველაფერი.

ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ინტელექტმა“ გაბრიელ გარსია მარკესის „საუკუნის სკანდალი“, რეპორტაჟების, ჩანაწერებისა და მცირე ზომის ესსეების კრებული, გამოსცა. ამ წიგნმა ქართველ მკითხველს ცხადად დაანახა, თუ როგორ დგამდა პირველ ნაბიჯებს ჟურნალისტიკიდან დიდ მწერლობაში კოლუმბიელი კლასიკოსი. აღნიშნულ ტექსტებში ვიგებთ, თუ როგორ დაიბადა დიდი მწერლის გონებაში ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა, მაკონდო, როგორია მისი თვალით დანახული ერნესტ ჰემინგუეი და ის სხვა საკვანძო თემები, რომლებიც მარკესის გენიალურობას წარმოაჩენს. ყველა დამეთანხმება, რომ ამ კრებულის წაკითხვის შემდეგ მარკესის მწერლობა უფრო გასაგები და დიდებული გახდა, ხოლო ჩვენ კი - მის ლიტერატურულ სიღრმეებსა და ლაბირინთებში გზა უფრო მარტივად გავიკვლიეთ.

სწორედ ამ მნიშვნელობის წიგნია კვლავ „ინტელექტის“ გამოცემული უილიამ ფოლკნერის „ნიუორლეანური ჩანახატები“, რომელიც ბრწყინვალედ თარგმნა მედეა ზაალიშვილმა და ქართველ მკითხველს ამერიკელი კლასიკოსი კიდევ უფრო ახლოს გააცნო.

წიგნი პირველად 1925 წელს გამოიცა. ამ დროს უილიამ ფოლკნერი სულ რაღაც ოცდარვა წლისაა და პირველ ნაბიჯებს დგამს დიდ ლიტერატურაში. მკაფიო მეტაფორები, იუმორი, სევდა და პოეტური სული. სწორედ ეს ცნებები იმალება ფოლკნერის ჩანახატების მიღმა. აქ წარმოდგენილი თემები და ჩანაფიქრები შემდეგ იმ გენიალურ რომანებად იქცა, რომელსაც მკითხველი დღემდე აღტაცებაში მოჰყავს.

კრებულის საწყის ჩანახატებში ამერიკელი კლასიკოსი ახალგაზრდული რომანტიზმითაა სავსე, ის სამყაროს ბედსა და კაცობრიობის არსს დაეძებს. ჩვეული სევდითა და სხვადასხვა ემოციების შერევით შეგვახსენებს, რომ: „მზე ამოდის და ჩადის; კაცობრიობის ეპოქები იბადებიან, განიცდიან სიხარულს, იბრძვიან, ტირიან და ქრებიან“. ამ სიტყვების წარმოთქმისას ფოლკნერი მდიდარი ებრაელის მანტიას იხურავს, ოქროს, მარმარილოსა და ძოწეულის, როგორც ბრწყინვალების, სიმტკიცისა და ფერის მოტრფიალედ გვევლინება. კრებულში მის პიროვნებაში ჩამალულ მღვდელს, მეზღვაურს, მეწაღეს, შეყვარებულ ახალგაზრდას, ღმერთთან მოსაუბრე ჭაბუკს შევხვდებით. ავტორი თითოეული მათგანის სამყაროს ძალიან მხატვრულად წარმოგვიჩენს და თან მიგვითითებს, რომ მასში ეს ყველა ხასიათი, ყველა თვისება ცოცხლობს. ჩვენთვის უცხო სულაც არაა, რომ უილიამ ფოლკნერი აღწერების უბადლო ოსტატია. „ნიუორლეანურ ჩანახატებში“ ის ამ უნარს ძალიან ხშირად იყენებს და საოცრად მხატვრულ, მომაჯადოებელ შედარებებსა და პეიზაჟებს გვთავაზობს: „საღამო ჰგავს მდუმარებით მოცულ მონაზონს, საღამო ქალწულსა ჰგავს, რომელიც კედელ-კედელ მიიპარება სატრფოს შესახვედრად…“

ადამიანებს მცირე აღმოჩენების გაკეთება ძალიან უყვართ. საუბარი მარკესის ესსეების კრებულით დავიწყეთ და, მახსოვს, როგორი სასიამოვნო იყო ჩანაწერებში არსებული იდეების ამოცნობა, დაჭერა და „მარტოობის ას წელიწადთან“, ან გნებავთ მარკესის სხვა რომანებთან, დაკავშირება. ფოლკნერის ჩანახატებში ასეთი არაერთი სცენაა. უმალ გვახსენდება „აგვისტოს ნათელი“, როცა მტვირთავის მოგონებას ვკითხულობთ, როცა ვიხსენებთ, რომ ქალისთვის ხელის დარტყმა და გაგორებული კასრი ფოლკნერის წიგნში უკვე შეგვხვედრია.

„ნიუორელანურ ჩანახატებში“ გვხვდება ხატვის სცენა. მხატვარი სპრეტლინგი ქალს მისი ესკიზის დახატვის ნებართვას სთხოვს და თავიდან არ ხატავს მის სახეს. ქალის შენიშვნაზე, რომ მხატვარს ესკიზი არ დაუსრულებია და სახე დასახატი დარჩა, ხელოვანი აგრძელებს ხატვას და ბოლოს აღმოჩნდება, რომ სახის ესკიზს ზუსტად ისეთივე გამომეტყველება აქვს, როგორიც მონა ლიზას. უილიამ ფოლკნერი ეპიზოდის ბოლოს დაასკვნის, - მიუხედავად იმისა, რომ მარადიულობას ასაკი არ აქვს, ქალების შემთხვევაში ეს ასე სულაც არაა, მეტიც - მხოლოდ ქალებს გააჩნიათ მარადიული ასაკი. აღნიშნული მომენტი უილიამ ფოლკნერის შემომქედების განვითარებაზე საუბრისას, ვფიქრობ, ყურადღებამიუქცეველი არ უნდა დაგვრჩეს, რადგან ჩანახატების კრებული ავტორის შემოქმედების ის პირველი ეტაპია, რომელზეც სახის დახატვამდე იყო ესკიზი. ვფიქრობ, მკითხველს შეუძლია თამამად დაასკვნას, რომ როგორც ქალის ესკიზმა მიაღწია მოცემულ ტექსტში მარადიულობას, სწორედ ისე აღწევს ავტორი სრულყოფილებას, ლიტერატურულ მწვერვალს სწორედ მაშინ, როცა ახალგაზრდული ჩანაწერებიდან ფანტასტიკური თხრობის ხერხებით გაჯერებულ რომანების წერაზე გადადის.

რასაკვირველია, „ნიუორელანურ ჩანაწერებზე“ ძალიან ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. აქ ხომ სრულად იშლება ყველა ის ხაზი, რომელიც უილიამ ფოლკნერმა რომანების მთავარ თემებად არჩია, მაგრამ კიდევ არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფოლკნერი ცხენების დიდი მოყვარული იყო და ამ ემოციამ მისსავე შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. „ღმერთო, გული მტკივა, როცა კარგ ცხენს ვხედავ, რომელსაც პატრონი ისე კლავს, როგორც ეს კაცი მოიქცა“. ერთი მხრივ, მართლები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ეს ფრაზა მხოლოდ ადამიანზეა, რომელსაც ცხენები უყვარს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ამ ერთი პატარა წინადადების მიღმა უზარმაზარი ქვეტექსტია დამალული. ეს გახლავთ, მწერლის სულის ოხვრა, მეტიც მთლიანად ჩანაწერების კრებულია ფოლკნერის განცდებზე. აქ პრიორიტეტი ფოლკნერისთვის მხოლოდ განცდების ფურცელზე გადმოტანაა, განცდებისა, რომელიც მას იმ სახლისკენ აბრუნებს, რომლის კედლებიც ტყავის სუნითაა გაჟღენთილი, რომელიც ჩაბნელებულია და რაღაც პატარა სინათლე თუ აღწევს მხოლოდ „გაურეცხავი ფანჯრებიდან“. ფოლკნერის თქმით, ამ ფანჯრებს იქით სამყაროს დინამიკა და დიდი, დაუსრულებელი ხმაურია, რომელშიც ავტორს გასვლა, თითქოს, ძალიან უნდა, მაგრამ არის რაღაც, რაც უწყვეტს კავშირს სამყაროსთან. ამ ტექსტებში, ერთი მხრივ, სამყაროდან გაქცევის მსურველ უილიამ ფოლკნერს ვხედავთ, ხოლო, მეორე მხრივ, ახალგაზრდული ჟინით სამყაროსთან შეერთების, მასში არევის და მასზე გამარჯვების მსურველ კაცს, რომელშიც სევდა და ქარიშხალი მუდამ ენაცვლება ერთმანეთს. ამ კარჩაკეტილობაში ათასი ქაოტური ფიქრი იბადება: ფიქრი კეისარზე, ფიქრი შემოქმედებაზე, ფიქრი ცხენზე, ფიქრი ხელოვანის როლზე, ფიქრი გაქცევასა და მერე ისევ უკან, ბნელ კედლებში დაბრუნებაზე.

ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, რაც ამ კრებულში უნდა დავინახოთ, ავტორის განცდათა რადიკალური ცვლილებაა. ვხვდებით მონაკვეთებს, რომლებშიც ფოლკნერი ქარიშხალზე უფრო მრისხანე, სწრაფი და აღელვებულია, მაგრამ მთელ რიგ ეპიზოდებში ის მშვიდდება და წერს, რომ სურს მოიპოვოს სილამაზის ის ნაწილი, რომელიც დედამიწიდან არასოდეს გაქრება და ამაში მეგობრულ ურთიერთობებსა და სიყვარულს გულისხმობს. მერე უცბად თავის თავს უბრუნდება, ისევ საკუთარ თავთან მართავს დიალოგს და, თითქოს, უკიდურესად მატერიალისტი ხდება, მაგრამ კრებულის სრულად წაკითხვის შემდეგ, ჩვენ ვგრძნობთ, თუ როგორ ანგრევს ახალგაზრდა ხელოვანი საზღვრებს, როგორ გამოდის დიდ ლიტერატურულ ასპარეზზე და როგორ ატყვევებს მკითხველს ფანტასტიკური ლიტერატურული ხერხებით.

დასასრულ, გვერდს ვერ ავუვლით, უილიამ ფოლკნერის თვალით დანახულ მის საკაცობრიო სურვილსა და მისიას. იმის აღმოჩენა, თუ რა აქცევს ამერიკელი კლასიკოსის ტექსტებს გენიალურად, რა თქმა უნდა, რომ მისსავე შემოქმედების არსის გასაღების პოვნას გულისხმობს. ალბათ, ყველას გვიფიქრია, თუ როგორ წერდა ამ საოცარ ამბებს, როგორ შეეძლო, ასეთი ენითუთქმელი სცენების მკითხველის გულებამდე მიტანა. აქ და ახლა „ნიუორლეანურ ჩანახატებში“ ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემულია: „…ვერასდროს მივცემდი სამყაროს იმას, რაც ჩემში იყო - თავისუფლების მოპოვების ყიჟინა“.

ეს ახალგაზრდა ხელოვანის ფიქრებია, ამ ფრაზის მიღმა ახალგაზრდა ხელოვანის პორტრეტი იმალება, მაგრამ დღეს, როცა ის ცოცხალი აღარ არის, როცა მისი ყველა ნაწარმოები ცნობილია, როცა ყველაფერი დაწერილია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ უნარის გამო იყო ის ყველაზე დიდი. ალბათ, გახსოვთ „დაუმარცხებლებში“ ძია ბაკ მაკქასლინს გულის ჯიბეში ერთი ყლუპი ვისკი აქვს გადადებული და გამარჯვების აღსანიშნავად ინახავს. აქ კი ყოველთვის ჩნდება კითხვა: „და რა არის ის ომი?“, „სად უნდა გაიმარჯვოს ბაკ მაკქასლინმა?“ - ის ომი ჩაკეტილი სივრცის გამონგრევა, თავისუფლების მოპოვება და სხვათათვის გაზიარებაა. უილიამ ფოლკნერმა ამ საოცარი ტექსტებით შესძახა თავისუფლების მოპოვების ყიჟინა და მიუტანა ის ხალხსაც და სწორედ ამიტომაცაა იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო.

მათე წიკლაური

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-91683305084216910142022-02-27T23:03:00.000+04:002022-02-27T23:03:13.426+04:00ზურაბ კიკნაძე - ავტობიოგრაფია 7 წინადადებით

„მკითხეს, ავტობიოგრაფიას რომ წერდეთ შვიდი წინადადებით, რას დაწერდით აუცილებლად?

1. არ ვწერ, მაგრამ, რომ ვწერდე, დავწერდი დაბადების წელს და გამუდმებულ სინანულს, რომ ვერ შევესწარი 1918 წლის 26 მაისს, მაგრამ არ ვითვალისწინებდი, თუ სამი წლის შემდეგ რაოდენი წუხილის გადატანა მომიხდებოდა;

2. მამას მოჰქონდა საჩუქრად სამთვლიანი ველოსიპედი, მე კი, ოთახში მყოფი, კედლის გაღმა ტროტუარზე ვხედავდი ორივეს – მტვირთველს და ტვირთს, რამაც ტრანსცენდენტურის არსებობის რწმენა გამიღვივა;

3. დავწერდი, ორი რუხპერანგიანის თანხლებით სახლს უკანასკნელად რომ ტოვებდა, მამა ჩაბნელებული წინა ოთახიდან უკანა ოთახში ქუდის ასაღებად შემობრუნდა, დაიხურა და წავიდა;

4. აღვწერდი ორ სიზმარს, – ერთში გამოცდას ვაბარებ, მეორეში შინდაბრუნებულს სახლში ვიღაც დიდი ხნის უნახავი, მონატრებული მელოდება, – როგორც წუთისოფლის გამოცანა, თან მსდევდა.

5. დავწერდი, რომ ვერასოდეს მივხვდები, რამ გამხადა ესოდენი სიყვარულის ღირსად.

6. ვერ შევუსრულე აღთქმა მეგობარს, საფლავში ჩაგძახებ, აღსრულდა-მეთქი;

7. დავწერდი, რომ ყველაფერი სიცოცხლესთან ერთად დასრულდა...

ამიერიდან მხოლოდ სინანული რჩება წასულებთან ჩვენი ურთიერთობის ენად“.

ზურაბ კიკნაძე, „ამარგი“ / „ალუდას ნახტომი“ | გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წ.

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-58409191740491867822022-02-25T14:31:00.000+04:002022-02-25T14:31:02.041+04:00არტურ კოესტლერი - მზის დაბნელება

არტურ კოესტლერის მთავარი წიგნი „მზის დაბნელება“ გასაოცარი ძალის ანტიტოტალიტარული ნაწარმოებია. იგი კლასიკური დისტოპიის ჟანრშია დაწერილი, სადაც არც ქვეყანა, სადაც რომანის მოქმედება ხდება და არც ისტორიული პირები დასახელებულნი არ არიან, თუმცა ის მაინც გამოკვეთილი ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია. კერძოდ იგი ეძღვნება საბჭოთა კავშირში 1936-1938 წლების „დიდ წმენდას“ – იმას, თუ როგორ ჭამს და ანადგურებს რევოლუცია თავის შვილებს, რომელთაც ქვეყნის განვითარებაზე პარტიული ხელმძღვანელობისგან განსახვავებული შეხედულება აქვთ.

ვერ ახერხებდა თავის თავისთვის დაეძალებინა რომ N1 შესძულებოდა. იგი ხშირად შესცქეროდა თავის საწოლის თავზე ჩამოკიდებული N1-ის პორტრეტს და მის შეძულებას ცდილობდა. თანამებრძოლთა შორის მრავალი სახელით მოიხსენიებდნენ მას, თუმცა საბოლოოდ N1 შერჩა.

მთელი უბედურება, რაც N1-ისგან მოდიოდა, იმაში მდგომარეობდა, რომ შესაძლოა იგი მართალი იყო. ყველა, ვინც მან დახოცა, კეფაში ჩაჭედებული ტყვიითაც კი იმას იტყოდა, რომ იგი შესაძლოა მართალი იყო. მაგრამ არც ამის მტკიცე რწმენა არსებობდა. ერთადერთი, გასასაჩივრებლად თუ მიმართავდა კაცი ცინიკოს მისანს, ადამიანები ისტორიას რომ უწოდებენ და, რომელსაც თავისი განაჩენი მაშინ გამოჰქონდა, როცა მომჩივანის ძვლები უკვე დიდი ხანია, მტვრად ქცეულიყო...

ფიქრებში ერთი წამითაც ვერ წყდებოდა N1-ს, საწერ მაგიდასთან უძრავად მჯდომს და მოკარნახეს, რომელიც თანდათან მისი საწოლის თავზე დაკიდებულ პორტრეტს ემსგავსებოდა - ყველასთვის ნაცნობ პორტრეტს, მთელი ქვეყნის საწოლებისა და კომოდების თავზე რომ ეკიდა და თავისი გაყინული მზერით, დღისით თუ ღამით, განუწყვეტლივ აკვირდებოდა ადამიანებს.

რევოლუციონერებმა არ უნდა იფიქრონ სხვების ტვინით. ან იქნებ სწორედაც რომ მათ უნდა იფიქრონ? როგორ უნდა შეცვალოს კაცმა სამყარო, თუკი ყოველი ადამიანის ტვინით იფიქრებს? და სხვანაირად როგორ უნდა შეცვალო იგი? ვინ გაიგებს ან ვინ შეიწყნარებს, თუ სად ვპოულობ ჩემი ქმედების მოტივებს? და თუ ვერ ვპოულობ? ისე დამხვრეტენ, რომ არავის დააინტერესებს ჩემი ქმედების მოტივები.

არაფერი ისე საშინელი არ არის საპყრობილეში, როგორც საკუთარი უდანაშაულობის შეგნება. იგი აბრკოლებს აკლიმატიზაციას და ძირს უთხრის მორალს.

პარტია არ შეიძლება ცდებოდეს. შენ ან მე შეიძლება ვცდებოდეთ – მაგრამ პარტია არა. პარტია, ამხანაგო, მეტია ვიდრე შენ და მე და ათასობით ჩვენნაირი. პარტია ისტორიაში რევოლუციური იდეის განსახიერებაა. ისტორია არსაით იხრება და არც ანგარიშს უწევს რაიმეს. იგი მძიმედ და ურყევად მიემართება თავისი მიზნისკენ. ყოველ მოსახვევში იგი ახვავებს ღორღს, ტალახსა და წყალწაღებულთა გვამებს. მაგრამ მან იცის თავისი გზა. ისტორია არ ცდება. ვისაც ეს სავალდებულო რწმენა არ აქვს პარტიის მიმართ, იგი არ შეიძლება მის რიგებში იყოს.

სასოწარკვეთით და მგრძნობიარობით საერთოდ არანაირი პოლიტიკის კეთება არ შეიძლება. პარტიის კურსი მკაცრად არის განსაზღვრული. ეს არის ლარივით სწორი გზა მთაში. ვინც ერთ არასწორ ნაბიჯს გადადგამს მარცხნივ ან მარჯვნივ, გადაიჩეხება. ჰაერი გაუხშოებულია და ვისაც თავბრუ დაეხვევა, დაიღუპება...

სიკვდილთან ყოველი კონფრონტაცია სააზროვნო მექანიზმს ცვლის და მოულოდნელ რეაქციებს იწვევს, ისევე, როგორც კომპასის ისარი იწყებს მოძრაობას მაგნიტურ პოლუსთან მიახლოებისას.

მხოლოდ ის წამებაა მართლაც საშინელი, როდესაც კაცმა არ იცის, რას უპირებენ, რადგან საზომი არ გააჩნია, რომლითაც საკუთარი წინააღმდეგობის გაწევის უნარს შეაფასებს და ვერც იმას განჭვრეტს წინასწარ, რა რეაგირებას მოახდენს მასზე. მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც შიშია: შიში იმისა, რომ ისეთ რამეს იტყვის ან იზამს, რასაც მერე ვეღარასდროს გამოასწორებს...

ჩვენი ყველა პრინციპი სწორი იყო, მაგრამ შედეგები მცდარი მივიღეთ. ეს სნეული საუკუნეა. ჩვენ მიკროსკოპული სიზუსტით შევიცანით ავადმყოფობა და მისი სტრუქტურა, მაგრამ იქ სადაც გამოჯანსაღების მიზნით დანით ჩავერიეთ, ახალი წყლულები გაჩნდა. ჩვენი სურვილი სუფთა და ძლიერი იყო, ადამიანებს ჩვენ უნდა ვყვარებოდით, მაგრამ მათ ვძულვართ ჩვენ. რით დავიმსახურეთ სიძულვილი?

ჩვენ თქვენთან მოგვქონდა ჭეშმარიტება, მაგრამ ჩვენს ბაგეთაგან იგი ისე ჟღერდა, როგორც სიცრუე. ჩვენ თქვენთან მოგვაქვს თავისუფლება, მაგრამ ჩვენს ხელთ იგი მათრახივით გამოიყურება. ჩვენ თქვენთან მოგვაქვს სისხლსავსე ცხოვრება, მაგრამ იქ სადაც ჩვენი სიტყვა ისმის, ხეები ხმებიან და დამჭკნარი ფოთლები შრიალებენ. ჩვენ თქვენ გახარებთ საოცარ მომავალს, მაგრამ ჩვენი ხარება, ჟღერს როგორც ბრიყვული ბლუკუნი ან ველური ყეფა.

ბევრი იყო ისეთი, ვისაც სიტყვა ჰქონდა სათქმელი. მაგრამ მოძრაობა სხვათა აზრს ვერ მიიღებდა მხედველობაში. იგი შეუპოვრად მიაგორებდა ზვირთებს მიზნისკენ და თავისი კალაპოტის ხვეულებში დამხრჩვალთა გვამებს ლექავდა. რამეთუ მისი გზა მკვეთრი მოსახვევებით იყო სავსე, ასე მოითხოვდა მისი კანონი. და ვინც ამ დაკლაკნილი გზის მიყოლას ვერ შეძლებდა, ნაპირზე უნდა გარიყულიყო. ასე ითხოვდა მისი კანონი. მას არ აინტერესებდა ცალკეულის მოტივები. მას არ აინტერესებდა ცალკეულის მორალი. სულ ფეხებზე კიდა, რაც მის თავსა და გულში ხდებოდა. მხოლოდ ერთ დანაშაულს ცნობდა იგი: კურსიდან გადახვევას და მხოლოდ ერთ სასჯელს ცნობდა იგი: სიკვდილს. მოძრაობისთვის სიკვდილი სულაც არ წარმოადგენდა მისტერიას. სიკვდილს არ ჰქონდა ამაღლებული ასპექტები. იგი მხოლოდ პოლიტიკური შეუთანხმებლობის ლოგიკური შედეგი იყო.

თუკი ვინმე საბოლოოდ მართალი აღმოჩნდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მანამდეც მუდამ მართალი იყო და მუდამ მართალ საქმეს აკეთებდა. ხოლო ვინ იყო მართალი, ეს მხოლოდ მოგვიანებით ხდება ცხადი. მანამდე კი ყველანი კრედიტით ვმოქმედებთ: იმ იმედით, რომ ისტორია ცოდვებს მოგვიტევებს...

ვინც ცდება, მან უნდა ზღოს, ხოლო ვინც მართალია, მას ცოდვა მიეტევება. ეს არის სწორედ ისტორიული კრედიტის კანონი. ეს იყო ჩვენი კანონი...

მე ვიფიქრე და ვიმოქმედე, ისე, როგორც უნდა მეფიქრა და მემოქმედა. მე ერთ-ერთი ჩვენგანი ვიყავი. მე გავანადგურე ისინი, რომლებიც ჩემი ახლობლებიც იყვნენ და ძალაუფლება მივანიჭე ისეთებს, რომლებიც არ მიყვარდნენ. ისტორიამ იმ ადგილზე დამაყენა, რომელიც დავიკავე. კრედიტი, რომელიც ისტორიამ მომცა, გავხარჯე. თუ მე არ შევმცდარვარ, მაშინ არაფერი მაქვს მოსანანიებელი და თუ ვცდებოდი, მაშინ საფასურის გადახდა მომიწევს...

Factum est: მე აღარ მჯერა ჩემი უცოდველობის. გამომდინარე აქედან, ჩემი საქმე წასულია.

ისტორიას თითქმის ყოველთვის მორალის არმქონე მშენებლები ჰყავდა, რომელიც დუღაბს ტყუილის, სისხლისა და განავლისგან ზელდა...

თუნდაც ერთი მაგალითი თუ გახსენდება ისტორიიდან, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მერე რომელიმე ქვეყანას მართლაც ქრისტიანული პოლიტიკა გაეტარებინოს? ერთსაც ვერ დამისახელებ. განსაკუთრებულ შემთხვევაში - და პოლიტიკა პერმანენტულად განსაკუთრებული შემთხვევაა - ქვეყნების მმართველებს მუდამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჰქონდათ გამზადებული, რომლებიც თავდაცვის გამონაკლის ღონისძიებებს შეიცავდნენ. ერები და კლასები მათი გაჩენის დღიდან ერთმანეთისაგან თავდაცვის მდგომარეობაში ცხოვრობენ, რაც მათ აიძულებთ ჰუმანიზმის საბოლოო სუფევა მუდამ სამომავლოდ გადასწიონ...

ჩვენ ყველას გვეგონა, რომ ისტორიას ისე უნდა მივდგომოდით, როგორც ფიზიკის ექსპერიმენტს. განსხვავება ისაა, რომ ფიზიკის ექსპერიმენტის გამეორება ათასჯერ შეიძლება, ხოლო ისტორიისა - მხოლოდ ერთხელ.

მე - საეჭვო განზომილება იყო. პარტია ამგვარი ერთეულების არსებობას არ ცნობდა. ინდივიდის განსაზღვრება ასე გამოითქმოდა: რაოდენობა, რომელიც მიიღება მილიონის მილიონზე გაყოფით.

პარტია უარყოფდა ინდივიდის თავისუფალ ნებას და, იმავდროულად, თავგანწირვისთვის აბსოლუტურ მზადყოფნასა და ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვდა მისგან. იგი უარყოფდა მის უნარს, ორ ალტერნატივას შორის გაკეთებინა არჩევანი და, იმავდროულად, მოითხოვდა, რომ მუდამ მისი აზრით, სწორი ალტერნატივის სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება. იგი უარყოფდა მის ნება-სურვილს, კეთილსა და ბოროტს შორის გაეკეთებინა არჩევანი და, იმავდროულად, პათეტიკურად დანაშაულსა და ღალატზე ჩიოდა.

პარტია ამტკიცებდა, რომ ინდივიდი, ეს პატარა ბორბალი საათის რთულ, შეუჩერებლივ მოწიკწიკე მექანიზმში, ეკონომიკურ ფატალურობას იყო საუკუნოდ და შეუქცევადად დაქვემდებარებული; მაგრამ, იმავდროულად, მოითხოვდა რომ ბორბალი საათის წინააღმდეგ ამბოხებულიყო და მისი სრბოლა შეეცვალა. ანგარიშში სადაც შეცდომა გაპარულიყო და ამიტომაც არ იხსნებოდა ამოცანა.

გერმანული ორიგინალური ხელნაწერიდან თარგმნა გიორგი შატბერაშვილმა

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წ.

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-14265658318759836322022-02-21T20:40:00.000+04:002022-02-21T20:40:42.352+04:00#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - მარიო ვარგას ლიოსა

„ეს ამაღელვებელი საოცრება, წერა რომ ჰქვია, იმ პარალელურ სამყაროში ამოგაყოფინებს თავს, მძიმე წუთების დროს თავის შეფარება რომ შეგიძლია; შენ თვალწინ ამ დროს ბუნებრივი ამბები საოცრებად გარდაიქმნება, უჩვეულო ამბები კი ბუნებრივად წარმოგიდგება, წერისა და კითხვის პროცესი ფანტავს ქაოსს, ალამაზებს სიმახინჯეს, მარადიულს ხდის წამს და სიკვდილს დროებით მოვლენად აქცევს.

ნაღდი ლიტერატურის გარეშე, ბევრად უარეს თვისებებს გამოვავლენდით, უფრო კონფორმისტულები, მორჩილები და ნაკლებად ზეშთაგონებულები ვიქნებოდით; აღარ იარსებებდა პროგრესის მაუწყებელი კრიტიკული აზროვნება. ისევე როგორც წერა, კითხვაც ერთგვარი პროტესტია, როდესაც შეგიძლია შენს წარმოსახვაში შეეწინააღმდეგო ცხოვრების ნაკლოვანებებს და ეძებო ის, რაც რეალურად არ არსებობს.“

მარიო ვარგას ლიოსას „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისა და ამბოხებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის ხატოვანი ასახვისათვის“ ნობელის პრემია 2010 წელს მიენიჭა.

ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-26394949719402205192022-02-21T20:38:00.005+04:002022-02-21T20:38:46.538+04:00ოთარ ჭილაძე - პოეტის გზა

პოეტის გზა ოდისევსის გზასა ჰგავს თავისი ხიფათებითა და მოულოდნელობით. ეს გზა პოეტისგან, რა თქმა უნდა, უდიდეს ენერგიასა და თავგანწირვას მოითხოვს, მაგრამ შემოქმედებით მოპოვებული სიამოვნება და სიამაყე იმდენად დიდია და საპატიო, ღირს იმ გზაზე ხეტიალი.

მაგრამ პოეტს – ოდისევსს – თავისი პენელოპეც ჭირდება, რომელიც მზადაა უსასრულოდ უცადოს მას და დააფასოს პოეტის აუწონავი შრომა და სამსახური.

პოეტი კი ადამიანის მსგავსია; ის ადამიანის სულის გასუფთავებასა და განათებას ემსახურება. დღევანდელ მსოფლიოს განსაკუთრებით ჭირდება თბილი და აზრიანი სიტყვა პოეტისა, რათა უფრო მშვიდად და გონივრულად განჭვრიტოს მომავალი.

ქართული თანამედროვე პოეზიის მიზანიც ესაა. მე შემეძლო უფრო კონკრეტულად და ვრცლად მელაპარაკა ჩემს ქართველ კოლეგებზე, რადგან ისინი იძლევიან ამის საშუალებას, მაგრამ ამჟამად ასეთი ზოგადი გაცნობაც კარგია.

საერთოდ პოეტებს ხალხების გაცნობისა და დაახლოების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით. ჭეშმარიტ პოეზიას მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია.

ინტერვიუ სკოპიეს რადიოსთვის, 1969 წელი | ოთარ ჭილაძე, „ცა მიწიდან იწყება“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2015 წ.

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-13459453501163083262022-02-20T14:15:00.002+04:002022-02-20T14:15:38.294+04:00#ნობელიანტები ყველა ქვეყნისა - პაბლო ნერუდა

„წიგნებში ვერ მიპოვია რეცეპტი, თუ როგორ იწერება ლექსები და ამიტომაც, არანაირ რჩევებს არ მოგცემთ. მომავალ პოეტებს ვერ დავუტოვებ მითითებებს მანერასა და სტილზე, რათა ჩემი სავარაუდო სიბრძნის ერთი წვეთი იგემონ.

ვფიქრობ, რომ პოეზია – წარმავალი თუ ამაღლებული, ქმედებაა, რომელშიც თანაბრად მონაწილეობენ მარტოობაც და ერთობაც, გრძნობაცა და ქმედებაც. პოეტის შინაგანი სამყარო და ადამიანის შინაგანი სამყარო ბუნების ფარული გულწრფელობაა. ასევე ღრმად მწამს, რომ ეს ყველაფერი – ადამიანი და მისი ჩრდილი, ადამიანი და მისი საქმიანობა, ადამიანი და მისი პოეზია – ერთმანეთს ერწყმის. მჭიდროდ არის გადახლართული ურთიერთქმედებაში, სადაც მუდმივად ჩაბმული ვართ რეალობასა და ოცნებასთან, რამეთუ, პოეზია ამ გზით აერთიანებს.“

პაბლო ნერუდას „პოეზიისათვის, რომელიც სტიქიური ძალმოსილებით ასახავს მთელი კონტინენტის ბედსა და ოცნებას“ ნობელის პრემია 1971 წელს მიენიჭა.

ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2018 | გამომცემლობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-45239408556213346252022-02-16T16:55:00.006+04:002022-02-16T16:55:50.619+04:00ბლიცერატურა #7 - ვახტანგ ჯავახაძე

ლიტერატურული ბლიც ინტერვიუ ვახტანგ ჯავახაძესთან...

პირველი მხატვრული წიგნი...

ოვანეს თუმანიანის მოთხრობა „გიქორ“.

წიგნი, რომელმაც სხვებზე მეტი მხატვრული ცოდნა მომცა...

არტურ შოპენჰაუერის „აფორიზმები და მაქსიმები“.

პერსონაჟი, რომელიც მუდამ ჩემთანაა...

Ჩემი „უცნობის“ მთავარი გმირი – გალაკტიონ ტაბიძე.

პერსონაჟი, რომელსაც ჩემ თავს ვამსგავსებ...

გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.

წიგნი, რომელსაც ფილმად გადავიღებდი...

გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“.

ყველაზე მუსიკალური ნაწარმოები...

გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „სასაფლაონი“.

ნაწარმოები, რომლის ფინალსაც შევცვლიდი...

ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“.

წიგნი, რომლის შინაარსსაც დავივიწყებდი, თავიდან რომ წამეკითხა...

ჯოისის „ულისე“ – წიგნი-გამოცანა.

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2022 წ.

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-12127020011046749792022-02-03T11:44:00.007+04:002022-02-03T11:45:21.123+04:00გაბრიელ ტანიე - ქანაანის შვილები

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საზოგადოებას ომი გამოუცხადეს, თითქოს ყველანი სხვადასხვა ნაპირზე აღმოვჩნდით... მე არ მინდა ხალხთან დაპირისპირება, მეც ამ საზოგადოების ჩვეულებრივ წევრად მივიჩნევ თავს. როგორც ექიმი, ინჟინერი, ჟურნალისტი, მუშა და მძღოლი...

ეს ყველაფერი ფრთხილად და საკმაოდ მოზომილად დავაფიქსირე და იმ შენობიდან, სადაც ჩვენი უმაღლესი სასულიერო იერარქები ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ბჭობენ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოღალატის სახელით გამოვედი.

არხოტი პირდაპირ ესაზღვრება რუსეთს. იქით ინგუშები ცხოვრობენ. კი უყვართ ინგუშებს ხევსურები, მაგრამ რუსს საერთოდ არ აინტერესებს ეს შენი სითბო-სიყვარულები. დაინახავს, ყველა წავიდაო, იხელთებს დროს და დაარჭობს თავის ორთავიანი არწივის გერბით „დამშვენებულ“ ბოძს და რაღას ვიზამთ მერე?!.

ერთხელ მაინც თუ აგიხედავთ ცაში, ისე, უბრალოდ, არაფრის გამო...

ბავშვობაში ცას ყველა ვუყურებთ და უამრავ რამეს ვხედავთ, მაგრამ როცა დიდები ვხდებით, მაშინ თუ აგვიხედავს, ისე, უბრალოდ და არაფრის გამო.

როცა გავიზარდე, აღარც მე ამიხედავს.

ცაში ყურება რომ შევწყვიტე, მაშინ თურმე ბავშვობაც დამთავრდა.

ძალიან საშიშია ადამიანი საიდუმლოს გარეშე, მხეცს ემსგავსება, ნადირს, რომელსაც არაფერი ენაღვლება და არაფერზე ფიქრობს.

წინათგრძნობა საშინელებისა რატომღაც ძალიან განვითარებული გრძნობაა ადამიანში. ის ბორგავს, ნერვიულობს, აღგზნებულია და აზრები ერთმანეთში ერევა, თუმცა ვერ ხვდება რატომ. ხოლო როცა მოსახდენი მოხდება, მერე ერთიანად ეშვება და ძალაგამოცლილი და აპათიაშეპყრობილი უაზროდ შეჰყურებს და ეგუება თავსდატეხილ უბედურებას.

ადამიანის სულს გარშემო უამრავი, კვანძებისგან მჭიდროდ შეკრული უცნაური და უფორმო მასა შემოხვევია. ადამიანი მთელი ცხოვრება ამ კვანძების ნელ-ნელა გახსნას უნდება და საბოლოოდ, სიკვდილის წინ, როცა უკანასკნელ კვანძსაც გახსნის, სული უთავისუფლდება და ადამიანიც შვებით ამოისუნთქავს.

შეუყვარდა ადამიანს და ერთი ნასკვიც გაეხსნა, გაიზიარა სხვისი ტკივილი ან სიხარული და კიდევ ერთიც გაიხსნა, ანუგეშა, დაეხმარა ვინმეს და კიდევ ერთიც. მერე და მერე კი ისე გატკბილდება ეს გახსნა-გათავისუფლების პროცესი, რომ ეშხში შევდივართ და სულში სულ უფრო მეტი და მეტი კვანძების აღმოჩენა და გახსნა გვინდება.

ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენში, ჩვენგან მალულად ჩადო, დარწმუნებულმა იმაში, რომ ვიპოვით და ამ პოვნით გამოწვეულ სიხარულს მივანიჭებთ საკუთარ თავს და ამით კიდევ ერთხელ გავძლიერდებით.

აი, სწორედ ამ აღმოჩენით ფრთაშესხმულები ვიწყებთ კვანძებისგან გათავისუფლებას.

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წ.

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-19012447672382807462022-01-10T08:36:00.009+04:002022-01-10T08:36:49.253+04:00გაბრიელ ტანიე - ანგელოზთა საკითხავი

- რომ ნახავ, მოგეწონება... თუ არ მოგეწონა, უარი თქვი, არავინ გაძალებს.

კალათა მიწაზე დავდგი და უსიტყვოდ შევხედე.

- ხმა ამოიღე, ადამიანო! გათხოვებთ.

ნერვიული ხმით მითხრა და თვალებში ჩამხედა.

- დედა, ჩითილებია დასარგავი, ხვალ ცუდი ამინდი იქნებაო, ამბობენ...

სკამზე რომ დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, ეს ორი გამხდარი გრძელი ფეხი ერთმანეთს ისე შეერწყა და შეეხლართა, რომ ექსკურსიაზე ნანახი ალავერდის ტაძრის ფასადზე ამოკვეთილი ვაზის ყლორტები გამახსენდა, შარვლის ნაკეცები ზუსტად იმეორებდნენ მისი წვივების მოხაზულობას.

შემდეგ ხელები ამოიღო ჯიბიდან. ხელის მტევნები კიდევ უფრო ლამაზი და ნატიფი ჰქონია ხუდია ჯაფაროღლუს, სანთელივით ჩამოქნილი კანის ზედაპირზე ცისფერი სისხლ-ძარღვები ვარდის წვრილი ფესვებივით მიუყვებოდნენ მტევანს და უსასრულობაში იკარგებოდნენ.

მერე ხელები ჯვარედინად დაიწყო გადაჯვარედინებულ მუხლისთავებზე და მორცხვობანარევი უტიფრობით შემომხედა.

მე კიდევ ტახტზე ვიჯექი, ზურგით ხალიჩაზე მიყრდნობილი. ჩემი ლილისფერი კაბის წითელი მაქმანები კარგად ეხამებოდნენ ბებიაჩემის, დიდი არზუ ეთირმიშლის, ხალიჩის მწვანე და ლურჯ ორნამენტებს. ჩუმად გავხედავდი სასიძოს და სულაც არ ვგრძნობდი თავს მორცხვად.

მგონი, მომეწონა ეს აყლაყუდა, წითური ხუდია.

დილიდან საღამომდე იმდენი საქმე გაკეთებულა და ისეთი გადაწყვეტილებები მიღებულა, სამყაროს მიმართულება თუ არა, სურვილები და შეხედულებები მაინც შესცვლიათ, ძველი დავიწყებიათ და ახლის ძიებაში საკუთარი თავი კიდევ ერთხელ და მრავალგზის აღმოუჩენიათ...

ლაზარე უსიტყვოდ უსმენდა. ერთი კი გაიფიქრა, ავუხსნი, ვეტყვი, რომ ეს განაჩენი კი არა, დროებითი გადაწყვეტილებაა, რომ ამგვარი არგუმენტი - კედელზე გაჩენილი გამოსახულება ნამდვილად ღვთისმშობლისაა და ამის გამო ადამიანი თავისი საკუთრებიდან უნდა გამოაგდო - ყველანაირ სამართლებრივ ნორმებს ეწინააღმდეგებაო. ფიქრობდა, მაგრამ... გადაიფიქრა.

ზამთრობით აღარც გათბობაა და აღარც საჭმლის ნარჩენები. თუ ვინმე რამეს სახლიდან გამოიტანს და ნაგვის ურნაში ჩააგდებს, იქვე ტროტუარზე მომლოდინე ადამიანები სხედან, რომლებიც შიმშილისგან თვალებგამოღამებულები და სიცივისგან გაბოროტებულები, ვინც საჭმლის ნარჩენებში შეეცილებათ, მზად არიან შუაზე გაგლიჯონ. არც ძაღლების ეშინიათ მშიერ ადამიანებს.

ძაღლებს თავიდან ძალიან უკვირდათ ასეთი მეტოქეების გამოჩენა. ნაგვის დიდ ურნებთან ჩაცუცქულები გაოცებულები შესცქეროდნენ თავიანთ ორფეხა კონკურენტებს, მერე შეეჩვივნენ და გვერდს როცა აუვლიდნენ ხოლმე, ზოგჯერ თანაგრძნობის ერთი-ორ მზერასაც არ იშურებდნენ.

კიდევ ბევრ რამეს აკვირდებიან და უკვირთ მოწანწალე ძაღლებს, მაგალითად, ვერ გაუგიათ, რამ გააბრაზა ასე ადამიანები. ადრე სულ სხვანაირად იყო. ყოველი მეორე ან მესამე ქუჩაში შეჩერდებოდა, თავზე ხელს თუ არ გადაუსვამდა, ალერსიან მზერას მაინც გააყოლებდა ან, ბოლოს და ბოლოს, საერთოდ არ მიაქცევდა ყურადღებას, ახლა კი ადამიანებს თვალებში ისეთი ზიზღი და სიძულვილი აქვთ, ჯობია სწრაფად გაეცალო.

ერთმანეთის გაყოლებაზე ხუთი ჭადრის შემდეგ რომ მხოლოდ ერთი იასამანია დარგული, ნეტავ რა ხასიათზე იყო მათი დარგვისას მებაღე? ეს კითხვა ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა, სკოლაში რომ სწავლობდა და პირველად რომ შეუყვარდა... მერე გადაავიწყდა, კი უნდოდა ვინმესთვის ეკითხა, მაგალითად, დედისთვის ან რომელიმე მეზობლისთვის, მაგრამ გადაავიწყდა, რადგან ის გოგო აღარ უყვარდა.

როდესაც გვიჭირს ღვთის გაგება, უფრო სწორად, ჩვენი შეხედულება როდესაც ეწინააღმდეგება ჩვენთვის მიუღებელს, იმწამსვე ადამიანურ ლოგიკას მივმართავთ და ამით გამოსავალს ვპოულობთ. რამდენჯერ მოგვიკლავს ღმერთი ჩვენივე ადამიანური ლოგიკით... ჩვენ ხომ ყოველ წუთს და ყოველ წამს ადამიანური ლოგიკით ვსჯით, ერთი შეხედვით სწორი, მართალი ლოგიკით.

გავა დრო და ყველას მიავიწყდები, აშუღ-ყერიბ. მხოლოდ გვერდითა კორპუსებიდან საავადმყოფოს ეზოში შემოსული ბავშვები შეეჯიბრებიან ერთმანეთს შენთვის ქვის სროლაში, მაგრამ ვერც ერთი მოგარტყამს, აშუღ-ყერიბ, იმიტომ, რომ ჯერ მათ პატარა ხელებს ქვის შორს სროლა არ შეუძლიათ, რომ გაიზრდებიან, ალბათ, შეძლებენ, მაგრამ იმ დროისთვის შენ უკვე აღარ იქნები...

ყველაფერს თავისი დრო აქვს, დაბადებას, სიკვდილს, განშორებასაც და დაბრუნებასაც! მარტო სიყვარულს არა აქვს დრო.

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წ.

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-22883089044220298352021-09-26T16:37:00.002+04:002021-09-26T16:37:23.897+04:00ერნესტო საბატო - გვირაბი

ზოგჯერ მგონია, რომ აზრი არაფერს აქვს. ამ ციცქნა პლანეტაზე, რომელიც მილიონობით წელია არარაში ბრუნავს, ტკივილით ვიბადებით, ვიზრდებით, ვიბრძვით, ვავადმყოფობთ, ვიტანჯებით, ვტანჯავთ, ვყვირით, ვკვდებით, კვდებიან და ამ დროს, იბადებიან სხვები, რათა ეს უსარგებლო კომედია ხელახლა წამოიწყონ... ჩვენი ცხოვრება მართლაც უცნობ კივილთა სერიაა გულგრილ ვარსკვლავთა უდაბნოში?

თვითმკვლელობა გხიბლავს იმით, რომ ადვილად სპობს: ერთი წამი და მთელი ეს აბსურდული სამყარო, როგორც გიგანტური სიმულაცია, ისე ჩამოიშლება, თითქოს მისი ცათამბჯენების, ჯავშანტრანსპორტიორების, ტანკებისა და ციხეების სიმტკიცე მხოლოდ ფანტასმაგორია იყოს, ისეთივე სიმტკიცისა, როგორც ცათამბჯენები, ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები და ციხეები კოშმარულ სიზმარში.

ასე თუ მივუდგებით, ცხოვრებაც გრძელ კოშმარს ჰგავს, რომლისგანაც თავის დახსნა სიკვდილით შეიძლება, რაც გარკვეულწილად, გამოღვიძებასავითაა. მაგრამ რისთვის უნდა გამოიღვიძო? თავის მოკვლის ყველა განზრახვა, რაც კი მქონია, შეუკავებია ჭოჭმანს, რომ აღმოვჩნდები აბსოლუტურ და მარადიულ არარაში.

ყველაფრის მიუხედავად, ადამიანი ისეა მიჯაჭვული საკუთარ არსებობაზე, რომ საბოლოოდ, ურჩევნია აიტანოს მისი სიმახინჯით გამოწვეული არასრულყოფილება და ტკივილი, ვიდრე საკუთარი ნებით დაასრულოს ეს ფანტასმაგორია.

ამასთან, ხშირად, როცა სასოწარკვეთის იმ ზღვარს ვუახლოვდებით, რომელიც თვითმკვლელობამდე დგება, ვინაიდან უკვე ამოვწურეთ ყოველივე ავის ინვენტარი და მივაღწიეთ იმ წერტილს, სადაც ბოროტება დაუძლეველია, სიკეთის ნებისმიერი ელემენტი, რაც უნდა მცირე იყოს, განუზომლად დიდ ღირებულებას იძენს, ხდება გადამწყვეტი და მას ისეთი სასოწარკვეთით ვებღაუჭებით, როგორც ნებისმიერ ბალახს უფსკრულში გადაჩეხის საფრთხის წინ.

ადამიანს წამებისა და სიკვდილისგან გაქცევა არ ჰყოფნის, რათა კმაყოფილმა იცხოვროს: როგორც კი დაიბრუნებს ახლებურ თავდაჯერებულობას, სიამაყე, ამპარტავნობა და ქედმაღლობა, ის, რაც ერთი შეხედვით სამუდამოდ გამქრალი ჩანდა, ხელახლა იჩენს თავს, მსგავსად იმ ცხოველისა, რომელიც მანამდე შიშისგან გაქცეულიყო. გარკვეულწილად, ეს თვისებები ხელახლა იჩენენ თავს, ოღონდ მეტი თავდაჯერებულობით, თითქოს რცხვენოდათ, რა დონემდე იყვნენ მანამდე დაშვებული. ასეთ შემთხვევებში, უმადურობისა და უვიცობის მოწმენი იოლად ვხდებით.

ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ | გამომცემლობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-41839044362885437582021-09-24T15:39:00.002+04:002021-09-24T15:39:55.867+04:00გურამ პეტრიაშვილი - კაცი და მისი უცნაური პიანინო |

ღამით, როცა ყველას სძინავს, ერთი კაცი დადის ქალაქში. დადის და შესცქერის ვარსკვლავიან ცას. განათებული დიდი ქუჩიდან ვარსკვლავები არა ჩანს. ამიტომ კაცი ძველ, ვიწრო ქუჩებს ირჩევს სასიარულოდ.

დადის, თუ რომელიმე აივანზე ქოთნებით გამოდგმულ ყვავილებს ნახავს, მათ სურნელს შეისუნთქავს და ეღიმება.

თუ შეამჩნევს, აივანზე სარეცხის თოკზე ბავშვების ტანსაცმელი ჰკიდია, ჩაიყოფს ჯიბეში ხელს, ამოიღებს რაიმე სათამაშოს და ააგდებს აივანზე...

დადის ასე, ხან ვარსკვლავებს უყურებს, ხან აივნებს აკვირდება...

ხანდახან ეს მაღლა ცქერა ისე გაიტაცებს, ვეღარაფერს ამჩნევს, წამოჰკრავს ფეხს და ცხვირით ეცემა მიწაზე. ამიტომაც ცხვირი აქვს გასიებული და ზოგი ნაცნობი ზურგს უკან დიდცხვირასაც ეძახის...

ახლა, რაც მთავარია, იმას მოგიყვებით:

ამ კაცს მთელი სიცოცხლე სჯეროდა, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად სასწაული მოხდებაო.

სულ სასწაულს ელოდა...

...ერთ დილით, შინ რომ ბრუნდებოდა, შევიდა კაცი თავის ეზოში და რასა ჰხედავს: ეზოს შუაგულში პიანინო დგას.

მივიდა ახლოს. დააკვირდა. პიანინო ძალიან ძველია და მთლად დანჯღრეული. ალაგ-ალაგ ლაქიც გადასცლია.

სხვა ალბათ მოჰყვებოდა სირბილს მეზობლებში, ხომ არ იცით, ვისია, ვინ მოიტანა, ეს სანაგვეზე გადასაგდები პიანინო რაღა ჩვენს ეზოში დადგესო.

ამ კაცმა კი გაიღიმა და იფიქრა:

მოხდა სასწაულიო.

მიაწვა პიანინოს და წვალებ-წვალებით შეიტანა თავის ოთახში.

მოიწმინდა ოფლი კაცმა, მიიდგა სკამი პიანინოსთან, დაჯდა და თქვა: ახლა კი დავუკრათო.

ახადა კლავიატურას, ასწია ხელები, უნდა დაჰკრას თითები კლავიშებს და უცებ შეყოყმანდა: მოაგონდა, დაკვრა რომ არ იცოდა.

დაუშვა ხელები, ზის, უცქერის პიანინოს ნაღვლიანი...

ამ ცქერაში შეამჩნია, რომ წინა კედელზე პიანინოს პატარა კარი ჰქონია.

გამოაღო კაცმა კარი და ჰხედავს: იქ პატარა თახჩაა, თახჩაში კი ფერადყდიანი

წიგნი დევს.

თხელი, ძალიან თხელი ფურცლებია. ფურცლებზე ნახატებია. ზოგზე რა ხატია და ზოგზე რა: ბავშვები, კაცები, ქალები, ყვავილები, ცხოველები, ქოლგები, ქუდები და ათასი სხვა რამ. ყოველ ფურცელზე თითო ლამაზი ნახატია.

ათვალიერა კაცმა წიგნი, ათვალიერა და თქვა: მგონი, რაღაცას მივუხვდიო.

გადაშალა წიგნი ერთ-ერთ გვერდზე.

ასწია ხელები ნამდვილი პიანისტივით, თავი უკან გადაიქნია, ერთხანს გაშეშდა ასე და მერე დაჰკრა კლავიშებს...

და მოხდა სასწაული: თუმცა კაცმა მანამდე დაკვრა სულ არ იცოდა, ახლა მშვენივრად დაუკრა.

ჯერ თვითონაც გაუკვირდა, შეჩერდა ერთ წამს, მერე განაგრძო ისევ დაკვრა.

უცქერის წიგნის ფურცელს, უკრავს ლამაზად...

უცებ საიდანღაც დიდი თეთრი პეპელა გაჩნდა ოთახში.

კაცმა შეჰხედა პეპელას და გაუღიმა. განაგრძო დაკვრა.

იმ პეპელას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე... და მალე უამრავი პეპელა აფარფატდა ოთახში...

უკრავდა კაცი.

კიდევ და კიდევ ჩნდებოდნენ თეთრი პეპლები...

მერე კაცმა შეწყვიტა დაკვრა.

იმავ წამს ის თეთრი პეპლები ფურცლებად იქცნენ და ნელ-ნელა დაეფინნენ იატაკს.

დაჰხედა კაცმა ფურცლებს: ზედ რაღაც ეწერა.

კაცს გული აუძგერდა სიხარულით.

დააწყო ფურცლები რიგზე და კითხვას შეუდგა.

ფურცლებზე ზღაპარი ეწერა.

ეს იყო ზღაპარი ცაში მფრინავ პატარა ვეშაპზე და მის მეგობარ პატარა გოგონაზე.

ახლა ყველაფერს მიხვდა კაცი:

თურმე ზღაპრებს უკრავდა ის პიანინო.

წიგნის იმ ფურცელზე, დაკვრის დროს რომ უცქეროდა კაცი, ღრუბლებში მონავარდე პატარა ვეშაპი ეხატა.

გოგონა კი ამ ზღაპარში ალბათ იმიტომ მოხვდა, რომ ეს კაცი ერთ ძალიან კარგ პატარა გოგონას იცნობდა. ის გოგონა ახლა შორს იყო და მასზე ნაღვლობდა კაცი...

წაიკითხა კაცმა ზღაპარი ბოლომდე.

ვაშაო, – დაიძახა. სიხარულით ყირაზე დადგა და რამდენჯერმე შემოუარა პიანინოს. მერე წამოხტა და თქვა: დრო არ უნდა დავკარგო, პიანინო იცდისო.

მიუჯდა პიანინოს.

გადაშალა წიგნი სხვა ფურცელზე და დაიწყო დაკვრა.

და კვლავ აფარფატდნენ ოთახში დიდი თეთრი პეპლები...

აი, ასე ცხოვრობს ის ბედნიერი კაცი ქალაქში.

გამოდის ღამით, დადის, უცქერის ვარსკვლავებს, აკვირდება აივნებს...

სახლში კი ელოდება დანჯღრეული ძველისძველი პიანინო.

პიანინო, რომელიც უკრავს ზღაპრებს!

თურმე ამაოდ არ მოელოდა კაცი სასწაულს!

თქვენ? თქვენ გჯერათ სასწაულების?

შეგმთხვევიათ სასწაული?

თუ არ შეგმთხვევიათ, ალბათ იმიტომ, რომ არა გჯერათ სასწაულებისა.

ალბათ იმ პიანინოს ამბავიც საეჭვოდ გეჩვენათ.

თუ გნებავთ, მე შემიძლია დაგეხმაროთ მის ნახვაში.

როდესაც ქალაქში დიდი თოვლი მოვა, ადექით შუაღამისას, წადით ქალაქის ბაღში და დათოვლილი კარუსელის შორიახლოს დაიმალეთ.

იქ მალე აუცილებლად მოვა ის კაცი და კარუსელის დათოვლილ ცხენებს დაუწყებს საუბარს, დაუყვავებს და მოეფერება.

კარუსელის ცხენებზე ხომ სულ ბავშვები სხედან დაზამთრებამდე. ჰოდა, დიდთოვლობისას ცხენებს ენატრებათ ბავშვების ჟრიამული და ძალიანა ნაღვლობენ.

კაცი ცხენს რომ ელაპარაკება, მიდით თქვენც ახლოს და ჩუმად გაჩერდით.

თქვენ ის ცხენები თუ გეცოდებათ, კაცი მაშინვე მიხვდება და, როცა ცხენებს დაემშვიდობება, წაგიყვანთ თავის სახლში.

გაჩვენებთ პიანინოს.

დაუკრავს თქვენთვის და მერე ზღაპარსაც გაჩუქებთ.

წამოიღებთ ფურცლებს უბით, ივლით თოვლში და სულ ისეთი გრძნობა გექნებათ, რომ თეთრი პეპლები გისხედან უბეში...

მაგრამ, თუ კარუსელის დათოვლილი ცხენები არ გეცოდებათ, ბევრიც რომ იწუწუნოთ და ოხვრა-კვნესასაც მოჰყვეთ, მაინც ვერ მოატყუებთ იმ კაცს.

და ვერც პიანინოს ნახავთ:

იმ კაცმა თვითონ თუ არ მიგიწვიათ სახლში, მასთან რომ შეიპაროთ კიდეც, ვერ დაინახავთ იმ პიანინოს.

ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ისიც მითხრათ, რა პიანინო, რის პიანინო, არც ის კაცია ქვეყანაზე, ვიყავით, ბატონო, შუაღამისას იმ სულელურ ხის ცხენებთან, მაგრამ ტყუილად გავიყინეთ, არავინ მოვიდაო.

აბა რა გითხრათ, შეიძლება იმ ღამეს ძალიან გაერთო დაკვრაში ის კაცი და ვეღარ წავიდა ცხენების სანუგეშებლად.

და საერთოდ, თქვენი ნებაა, გინდათ, დაიჯერეთ იმ კაცის არსებობა, გინდათ, ნუ დაიჯერებთ. მაგრამ თუ არ დაიჯერებთ, თქვენთვისვე იქნება ცუდი: ყოველთვის, როცა გვიან ღამით რაღაც გაიხმაურებს აივანზე, თქვენ გულგახეთქილი წამოვარდებით, ქურდები შემოიპარნენ სახლშიო; იქვე, პაწია საწოლებში მძინარ ბავშვებს კი გაეღიმებათ, რადგან ძილშიც მიხვდებიან, რომ დილით სათამაშოს იპოვიან აივანზე.

თაკო ბაქრაძის ილუსტრაციები

გამომცემლობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-78671412429933492332021-09-24T12:06:00.000+04:002021-09-24T12:06:01.444+04:00ვენედიქტ ეროფეევი - მოსკოვი-პეტუშკი |

იმას უნდა შეეგუო, ვნეიკო, რომ შენი სული უფრო მეტს იტევს, ვიდრე ტვინი. ან რად გინდა რო ეს ტვინი, როცა სინდისი და მეტიც, გემოვნება გაგაჩნია? სინდისი და გემოვნება ერთად - ეს უკვე იმდენს ნიშნავს, რომ ჭკუა პირდაპირ ზედმეტია.

„მსოფლიო სევდა“ ძველი ლიტერატორების მიერ შეთხზული ფიქცია არ გახლავთ, რადგანაც ამ სევდას სულ თან ვატარებ. ვიცი რაც არის და არც მის დამალვას არ ვცდილობ. უნდა მივეჩვიო, რომ ადამიანებს გაბედულად, თვალებში ყურებისას მოვუყვეთ საკუთარი ღირსებების შესახებ. განა ჩვენივე თავზე უკეთ ვინ იცის, თუ რა კარგები ვართ სინამდვილეში?

აი - ქალი, რომლის მკერდი დღევანდელამდე წინათგრძნობების მეტს არაფერს შეუკუმშავს. აი - ქალი, რომელსაც ჩემამდე პულსის გასასინჯადაც კი არ შეხებია არავი. ო, მთელ სხეულსა და სულში აღძრულო ცდუნების დაუოკებელო ჟინო!

ის კი ადგა და კიდევ ასი გრამი დალია. მდგომიარემ, პინისტივით თავგადაწეულმა. დალია და ყველაფერი გარეთ გამოისუნთქა - ყველაფერი, რაც წმინდა იყო მასში.

განა ადამიანის ცხოვრებაში დაცემა-ამაღლებისა და ტანჯვა-ბედნიერების ცვლაც ასევე არ არის მოკლებული ყოველგვარ სტაბილურობას?

სხვისი სულის სიღრმეებს პატივი უნდა ვცეთ, თუნდაც იქ, იმ სიღრმეებში საერთოდ არაფერი, ან ნაგვის მეტი არაფერი იყოს - მაინც: უყურე და პატივი ეცი, უყურე და არ შეაფურთხო...

ადამიანი მარტოსული არ უნდა იყოს - ასეთია ჩემი აზრი. ადამიანმა თავისი თავი ადამიანებს უნდა მიუძღვნას, იმ შემთხვევაშიც კი თუ იმათ ეს არ უნდათ. ხოლო თუ მაინც მარტოსულად გრძნობს თავს, მაშინ ვაგონებში უნდა გაიაროს, სხვა ადამიანები უნდა იპოვოს და უთხრას მათ: „აი, მე მარტოსული ვარ და მთელი ჩემი თავი, ნარჩენების გარეშე თქვენთვის მომიძღვნია...“

როცა გულიდან ბახუსი გადის, მის ადგილს შიში და ძრწოლა იკავებს.

განა ადამიანის ცხოვრება რამე სხვაა, სულის წამიერი დაყვინთვისა და ჩაბნელების გარდა? ჩვენ ყველანი თითქოს დავმთვრალვართ, ოღონდ ყველა თავისებურად: ზოგი ნაკლებად, ზოგი - მეტად. და ვისზე როგორ მოქმედებს: ერთი პირში დასცინის ამ სამყაროს, მეორე კი მის მკერდზე ქვითინებს.

რუსულიდან თარგმნა დავით ცინცაძემ

„აკრძალული წიგნების თარო“, გამომცემლობა „ინტელექტი“

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-65710865919705492482021-09-13T18:35:00.000+04:002021-09-13T18:35:10.609+04:00ფერიდე | ზვიად კვარაცხელია

1

არა, გაგიჟდები კაცი და ეგაა! ბალიშიდან თავს წამოვყოფ თუ არა, ეგრევე ფარდას უნდა ვეცე – არც წყალი მინდა, არც მოფსმა და გაზმორება – წამოვხტები, ფარდას გადავწევ და ისე აგიხდეს ყველაფერი კარგი: აი ასე, ყოველ დილით, დაადებს თავს და გაუთავებლად წრეს ურტყამს სტადიონს. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, სულ რომ წვიმა უშენდეს და ტალახიანი თოვლი არ წყდებოდეს, ერთსა და იმავე დროს, მისჯილივით, მოუბეზრებლად – მიდიიი!

თავიდან ვერთობოდი, იმასაც კი ვითვლიდი, რამდენ წრეს დაარტყამდა. ინტერესის ამბავია, თუნდაც ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით რამდენს გაქაჩავს შუახნის ასაკს გადაცილებული ქალი, თავის დღეში რომ სტადიონზე არ ყოფილა. საერთოდ საქმე იმსგავსებს ხოლმე ადამიანს: ჩვენი უბნის „საპოჟნიკს“, თუ კარგად დააკვირდები, თავისი პაწაწინა ჯიხურის მაგიდაზე ჩამწკრივებულ ფეხსაცმლებს მიუგავს სიფათი, თითქოს გაცვეთილი ან გარღვეული ნივთები კი არა, თავისი ორეულები ულაგიაო; ის ქალიც, ფუფუნებას და კულტურულ მიდი-მოდის ჩვეული, ვერასდროს წარმომედგინა, სტადიონისკენ თუ იზამდა პირს. არა, გასაგებია, ვარჯიშს და ფიზიკურ დატვირთვას ითხოვს ორგანიზმი – ტვინი რომ გადაიღლება, კუნთები უნდა აამუშავო, მაგრამ რაღა ამ სიბერეში მოუნდა თავის გამოჩენა?! ეს ჩვენი მეზობლის ქალები ლამის არის შურით გასკდნენ, სიბრაზისგან გული ამოუჯდებათ და ერთმანეთში ანთხევენ მისთვის სათქმელ ოქროს სიტყვებს.

ჰო, ფერიდე ჰქვია. არავის არ ელაპარაკება და არც არავის იმჩნევს. კიდე კარგი, მახსოვს, ის და მისი ქმარი, ოცდაათი თუ მეტი წლის წინ აქ რომ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, თორემ უეჭველად დავიჯერებდი, რომ ეს ქალი ამქვეყნისა აღარაა და მოსაზღვრე ცივილიზაციიდან შემოგვტენეს.

ბინების განაწილება იყო მაშინ, პლატოზე ახალი კორპუსები ჩადგეს და დედაწულიანად მიესია უბინაოდ დარჩენილი ხალხი. მეც, მათ შორის. გაძრომ-გამოძრომა თუ არ შეგეძლო, ერთოთახიან „ხრუშჩოვკაში“ ამოგძვრებოდა სული. ამიტომ სანამ საბჭოთა სოციალისტური სისტემა გიხმარდა ბოლომდე, შენ, ამ შუალედებში, დრო უნდა გეპოვნა და რაღაც ადამიანურს გამორჩენოდი.

გუგუნავები 84-ში გადმოვიდნენ მგონი. როგორც ყველამ, მაგათაც შავი კარკასიდან დაიწყეს და „ნოვოსელია“ რომ ჰქონდათ, სულ რამდენიმე კაცი დაგვპატიჟეს. დიდი ქეიფი არ ყოფილა: ორი შვილი ჰყავდათ და ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. ფერიდემ გემრიელი „ოსტრი“ გააკეთა, ღრმა თეფშებით ჩამოარიგა, მწვანეწიწაკამოყრილი კიტრი-პომიდვრის სალათიც ჩადგა მაგიდის შუაში, ღვინოც ჩამოასხა და მერე, – ბოდიში, მოსწავლეები მოვიდნენ და ცოტა ხნით დაგტოვებთო.

ფერიდე რეპეტიტორი იყო, ქართულში ამზადებდა ბავშვებს და ერთი-ორჯერ მეც ვთხოვე ჩემი ახლობლებიც ჩაესვა ჯგუფში. ფული კი მივუტანე წლის ბოლოს, მაგრამ ცოცხალი თავით არ გამომართვა, როგორ გეკადრებათო. თითქოს არ უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა. ისეთი მეზობლები ჩვენ არ ვიყავით, უერთმანეთოთ რომ ვერ ძლებენ და მერე კიდე ეს რეპეტიტორობაც რა ჯოჯოხეთი იყო, ზეპირად ვიცოდი. მოკლედ, არაო, მითხრა და ოცდახუთმანეთიანებით სავსე კონვერტი მომაჩეჩა უკან. ახლადჩასმული რკინის კართან ვიდექით.

2

კარი ხომ დავკეტე? კი, დავკეტავდი. კი თუ არა. კი თუ არა. ჯანდაბა! აბაზანის კარი რომ დავკეტე და შუქიც ჩავაქრე, მახსოვს. გაზიც გამოვრთე. ყავას რომ სამზარეულოში ვსვამდი, „ბუდელნიკმა“ მაშინ დარეკა. კი, ეგრე იყო. ერთ წრეს ორწუთნახევარი უნდა. თავიდან გიჭირს, ცივი ჰაერი ფილტვებს ავიწროვებს, ძვლები ჯერ არ გამთბარა. გული გიცემს, სახეში ქარი გირტყამს. კორპუსები მრავლდება, მალე კორპუსების ქალაქი ვიქნებით და ამ მინი სტადიონსაც, თავისი თეთრად შეღებილი კარებითა და ახალდაგებული საფარით, დედას უტირებენ. კაციშვილი ხმას არ ამოიღებს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ლაჩრები! სამაგიეროდ, ორი ტუალეტი ხომ გვაქვს და მანქანაც გვემსახურება! ცენტრალური გათბობა, გაუმჯობესებული პირობები. მესამე წრეზე ნაბიჯს უნდა ავუჩქარო, ოღონდ ფრთხილად. მეორე კორპუსს ორმოცი ფანჯარა აქვს, გუშინ დილით რომ დავითვალე, ორმოცდაორი ჰქონდა, ორი სად წავიდა? ხომ არ ამოაშენეს ამ უნამუსოებმა?! ეგეც დიდი რამეა, ერთ ღამეში ამოავსებდნენ ბეტონით და შელესავდნენ. არა, რაზე უნდა ელაპარაკო, ვის უნდა ელაპარაკო. 84-ში, ჩვენ რომ გადმოვედით, კიდე რაღაცას გავდა აქაურობა, ბავშვს ჩამოიყვანდი ეზოში, გაასეირნებდი, ხალხიც სხვა იყო, ადამიანები კორპუსებზე მეტი იყვნენ, ვერ იგრძნობდი, მარტო თუ იყავი. „წიოწია Фერიდე, წიოწია Фერიდე“ – კვირა არ გავიდოდა, ის ქურთის აუტანელი გოგო რომ არ მოსულიყო. ზაფხულში მალინას ყიდიდა, ოქტომბერში კარტოფილს და ფეიხოას, ზამთარში – კაბებს. ისე არ წავიდოდა, ნისია არ წაეყოლებინა, მერე მოსაბრუნებელი პირი რომ ჰქონოდა. ჩემს ქმარს ძლივს ვაწყნარებდი, გოგოებსაც ყელში ყავდათ ამოსული. „წიოწია Фერიდე, წიოწია Фერიდე“ – მეორე დაძახებაზე კარს ვუღებდი, სამზარეულოში შემომყავდა, ამოალაგებდა თავის საქონელს და მთელი ორი საათი, მთელი ორი საათი... „სამმანეთნახევარში მომეცი!“ „არა, კლიანუს, ნი მაგუ“. „მაშინ არ მინდა“. „კარგი, იყოს“. „ორ კაბას ავიღებ და თუმანი უნდა დამიკლო“. „არა, წიოწია Фერიდე, მაგ ფასში მაქვს აღებული“. „უნდა დამიკლო“. „არა, არა! კლიანუს, მორჩა. ეს ის არა არ არის, ჯერ არა და მერე კი, ეს არის არა და არა“. – ბრაზდებოდა სონია და ოთახში ბოლთას სცემდა. ბავშვების მეცადინეობისგან გამოტვინებული ამ ქურთის გოგოსთან ვცოცხლდებოდი. ყავა თუ ჩაი? შოკოლადი მაქვს უგემრიელესი. მამაჩემმა იცოდა ცხონებულმა, ჭამე, სანამ ეგეც სანატრელი გაგხდომიაო. წუნიობას რომ დავიწყებდით ხოლმე, არც გაბრაზდებოდა, ხმასაც არ აუწევდა. ჭამე, სანამ ეგეც სანატრელი გაგხდომია. არ გაგვიხდა თუ რა! შოკოლადი და ნაირ-ნაირი კი არა, პური რომ ამოგვეტანა, ხან მე, ხან ჩემი ქმარი, უფრო ჩემი ქმარი, კილომეტრიან რიგში ვდგებოდით. რიგების ქვეყანა. რიგების ქალაქი. რიგაში ვიყავით „სვადებნიზე“. როდის იყო, ვის ახსოვს. „სვადებნი“ და კაი დრო. ბერდები და ტკბილი მოგონებებიც გრჩებაო. არაფერიც! ჩხუბი, წვალება და „ასკოლკები“ უფრო გრჩება. რიგში ვიდექით. სიცივე, შიმშილი, უძილობა, ბრაზი – ყველაფერი ერთად. ვიღაცას გამოელაპარაკები, ისიც იმიტომ, ქალის და ადამიანის სახე რომ შეგრჩეს. საღამოხანია. დილაუთენია გამოსული ხალხი ცოტაც და იფეთქებს. ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო. უცებ საშინელი ყეფა და წკავწკავი ისმის. ღმერთო, ასე რატომ გაგვიმეტე! რიგი ვიწროვდება, შუაზე იხლიჩება და იმ საძაგელი ქალის საძაგელი ძაღლები მისდევენ ერთმანეთს აწყვეტილები. ერთი და ორი კი არა, ათი, მეტიც. Фუ, Фუ, არ გიკბენთ, ნუ გეშინიათო, – და ჩვენც დავიჯერეთ. არა, მე არა, ბრიყვი კი არა ვარ, შვილები მყავს. როგორია, დილაუთენია ბავშვებს სკოლაში უშვებ, კარაქიან პურს ატან და სადარბაზოსთან დაყუნცული ძაღლების ხროვა რომ ხვდებათ. მშიერი მაწანწალა ცხოველების. ლამის იყო თმებით ვითრიე ეგ ჩვენი ჰუმანიზმის განსახიერება. მეზობლებმა გამაკავეს. ან ამათ აქედან წაასხამ ან მილიციას გამოვიძახებ, წაათრევენ და გემრიელად ჩახოცავენ-მეთქი. გაფითრებული და გაკვირვებული იყო. რას გიშლით, ქალბატონო, უპატრონო საცოდავი ძაღლები არიანო. მეთქი შენ ეტყობა ვერ ხვდები, საშიშებიც რომ არიან და ნებისმიერ დროს, ღმერთმა არ ქნას ვინმეს კბილი გამოსდონ, აქ ცოდვის კითხვა დატრიალდება-მეთქი. ქალი მოკვდა და არ დარჩა, ხმა არ მოუღია, დაძაბული მისმენდა. ხვალიდან, არა, ხვალიდან არა, ორშაბათიდან ერთიც რომ ვნახო ამ სადარბაზოსთან, ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ-მეთქი. ეგრე, ეგრეო, – სხვებიც კვერს მიკრავდნენ და მაქეზებდნენ, ზოგი გაჩუმებულიყო, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, მე კიდე, ამით წაქეზებული, – კეთილს ინებებ და ორშაბათამდე ამ მაწანწალებს მოაშორებ აქედან. ორშაბათამდე დროა. სამ დღეს მოვითმენთ როგორმე, სამი დღე წყალში ჩადგება კაცი. აგერ მთელი დღე რიგში ვდგავართ ორი კინკილა პურისთვის, მაგას ვითმენთ, ამ დაცინვას ვიტანთ, შენც როგორმე გაგიჭირვებთ-თქო. ეგრე, ეგრეო, ჩესნად უთხარი, ნაღდი ხარ, ფერიდეო, – გულს მიმაგრებდნენ ქალები, – კაცი ვერ ეტყოდა ამას, ამის გაკეთებას შენნაირი ყვერებიანი ქალი უნდაო. ასე კი მითხრეს, მაგრამ გულში მაინც ჩამრჩა იმ საწყალი ძაღლების ცოდვა. ვინ იცის, სად წაათრიეს, რომელ ორმოში და ჯანდაბაში უკრეს თავი. ჩემს სოფელში, ძაღლი ლეკვებს რომ დაყრიდა, ერთ ან ორ ხვადს დაიტოვებდნენ, დანარჩენებს ტომარაში ჩაყრიდნენ და პლანტაციაში ტოვებდნენ უპატრონოდ. ბავშვი ვიყავი, მეცოდებოდა ეს ლეკვები, მათი ბედი მეფიქრებოდა და ბებოს ვეწუწუნებოდი, ვეხვეწებოდი, ჩვენ რომ ლეკვები გვეყოლება, ტომარაში ხომ არ ჩავყრით-მეთქი. შემპირდი-მეთქი. არა, არაო, ბებო გენაცვალოსო. ბერდები და ტკბილი მოგონებები გრჩებაო. ეგეც შენი ტკბილი მოგონება. შრომა, წვალება და ნაწყენი ხალხი გრჩება. ხომ ვითომ მაქეზებდნენ, ნახევარი კორპუსი მლანძღავდა თურმე ზურგსუკან. ეგ ბოროტი და უმოწყალო ქალი, მაგან ბავშვებს რა უნდა ასწავლოს, სამი-ოთხი ძაღლი ვერ აუტანიაო. ხალხი ეძახე შენ. ორპირი და უპრინციპო ადამიანების ჯოგი. თავის სიტყვაზე ვერ დამდგარან, საპონივით კვირაში ერთხელ იცვლიან აზრს. ფეხებსაც ვერ მომჭამენ! – ვთქვი და გადავწყვიტე. ამისთანების არც გამარჯობა მინდა, არც გაღიმება, არც მეგობრობა და მეზობლობა. სულ მარტო რომ დავრჩე, ხმის გამცემი რომ არ მყავდეს, არა, არ მინდა. ამისთანების გამოა, კორპუსების ქალაქად რომ ვიქეცით. მალე, ძალიან მალე, მაგასაც მოვესწრები, ამ სტადიონსაც ახვეტავენ... ამ ფანჯრებსაც რა ჭირი ეტაკათ ამისთანა: გუშინ დილით ორმოცდაორი იყო, რომ დავითვალე, ახლა ორმოცია. ამოაშენებდნენ, ერთ ღამეში ამოლესავდნენ, ამათი ამბავი რომ ვიცი.

3

მორჩა, როგორც იქნა. ზოგჯერ ისე შეყვება, ბოლო აღარ იცის, ტრიალებს და ტრიალებს წრეზე. ხანდახან ნაბიჯს აუჩქარებს, გამოღებული ფანჯრიდან მესმის მისი საწვიმარი შარვლის შარიშური.

რაც მარტო დარჩა და გათხოვილი გოგოებიც არ იკლავენ თავს დედის გულისთვის, მგონია, რომ უფრო ჩაიკეტა. გუგუნავები დიდი მისვლა-მოსვლის ხალხი არც ყოფილან არასდროს, მაგრამ ამ ფერიდემ, ერთხელ, ძაღლებზე რომ დაცხეს მეზობლებმა და ლირა შავიშვილთან მოუწია დატაკებამ, იმ დღიდან პირში წყალი ჩაიგუბა და ეზოში ჩამომჯდარს ვერ ნახავ კაცი. ავი ენები ამბობენ, მოსწავლეებიც აღარ ჰყავს და სულ რამდენიმე საათი რომ ჰქონდა უნივერსიტეტში, იმაზეც უარი უთქვამს შარშანწინ, დავბერდი, დავიქანცე, თავს ხომ არ შევაკლავო. ერთი ეგ საქმე შერჩა სხვების დასანახი – დილაობით, შვიდს რომ წუთები აკლია, სტადიონზე გამოდის (მეც მაგ დროს მეღვიძება), დაადებს თავს და გაუთავებლად ურტყამს წრეებს.

აი, ახლაც, ხმაურით მიხურა სტადიონის რკინის ჭიშკარი, საკეტი ორ-სამჯერ ჩააბრუნ-ამოაბრუნა და აუჩქარებლად გადმოვიდა გზისკენ.

ჩვენს სადარბაზოსთან უნდა ამოიაროს, ზედ ჩემს ფანჯარასთან, შემიმჩნევია, რამდენიმე წამით შეყოვნდება, ღრმად ამოისუნთქავს და ჩაისუნთქავს. ერთთავად წინ იყურება, გვერდზე არასოდეს გაექცევა მზერა.

ახლაც ასე, თითქოს წამზომზე მომართულაო, გამოერკვევა წამიერი გარინდებიდან, ორ ნაბიჯს გადადგამს და... ელდანაცემივით გაიყინება ერთ ადგილზე.

ბოხუების აივანზე ჩიხუახუას ლეკვი გადმომდგარა, წკავწკავებს და რკინის მოაჯირს ეხლება, გასაძრომი რომ იპოვოს. ხან ორ ფეზე აიტოტება, ხანაც თავს გაყოფს რგოლში და უცნობ ქალს უღრენს, უყეფს, ეტანება. ფერიდე ჯერ შემკრთალი დგას, დაბნეული, შემდეგ დაძაბული სახე გაეხსნება, მოულბება და იღიმის.

ბოხუების ჩიხუახუა მოაჯირს აწყდება, ნამიან კაფელზე ფეხი უცურავს, რიკულებს ეხლება, წკავწკავებს და ქალისკენ იწევს. ფერიდე გაქვავებული დგას, აივანს ამოჰყურებს და ღიმილი ჯერაც არ წაშლია სახიდან.

4

– ალო, ქალბატონო ლირა, ფერიდე ვარ... დიახ, მესამე კორპუსიდან. თქვენთან დალაპარაკება მინდა.

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-31059150989545531582021-09-05T16:39:00.001+04:002021-09-05T16:39:02.678+04:00გაბრიელ გარსია მარკესი - ბუენდიების სახლი

[სავარაუდო მონახაზი რომანისთვის]

სახლი გრილია; მიუხედავად ზაფხულისა - ღამით ნესტიანი, დგას შემაღლებულ ადგილზე, სოფლის ერთადერთი შარაგზის უკიდურესად განაპირას, ჩრდილოეთით. ნაშენია ცემენტით, წირთხლი მაღალია, შიდა კიბე არ აქვს. მცირეავეჯიანი დარბაზი შთამბეჭდავი სიგრძისაა. ორი დიდი ფანჯარა - იატაკიდან ჭერამდე - ქუჩის მხარესაა გაჭრილი: სწორედ ეს ფანჯრები გამოარჩევს ამ სახლს სხვა სახლებისგან. კარი არავის ახსოვს დღისით დაკეტილი. არავის ახსოვს, არავის უნახავს. შუა დარბაზში კვადრატულად განლაგებული ოთხი ლერწმის საქანელა სავარძელი არავის უნახავს ადგილშეცვლილი. თითქოს დასვენების პროპორციულობა უკან მოიტოვეს და ახლა უმაქნისი ფუნქცია აკისრიათ - დეკორატიულობა.

კუთხეში პატარა ინვალიდი გოგონა გრამოფონთან ახლოსაა. ადრე, საუკუნის დასაწყისში ეს სახლი უკაცრიელი იყო, მდუმარებაში ჩაძირული. სოფელიც ჩუმი და უკაცრიელი. უზარმაზარ დარბაზს ოდნავ ავსებდა ოთხი [...] (ახლა კუთხეში გოგონას ადგილზე მეთუნის ყავისფერი თიხის დაზგა იდგა). გვერდით ერთადერთი საძინებელი ოთახია, კედელზე ჰკიდია სამგლოვიარო ლენტშებმული ორი ძველი სურათი. აქ ჰაერიც კი მკაცრია, მაგრამ ჯანსაღი, როგორც კარის წირთხლზე მიკიდებული დედის მოკრძალებული კაბა. ან ქუჩაში გამავალ კარშიგნიდან ლამაზად მზირალი ალოე.

აურელიანო ბუენდია სოფელში რომ დაბრუნდა, ომი უკვე დამთავრებული იყო. ეტყობა, ახალ პოლკოვნიკს ისღა დარჩენოდა, პილიგრიმობისთვის მიეყო ხელი. შერჩა სამხედრო წოდება და თავისი უგუნურების გამო ტალღასავით მოვარდნილი მარცხი; ასევე შერჩა უკანასკნელი ბუენდიას ნახევრად სიკვდილი და მთელი ულუფა შიმშილი; შერჩა ნოსტალგია ოჯახზე, სიწყნარეზე (არავითარი ომი!), სახლზე, რომელსაც ექნება ფანჯარა მზისკენ და ორ სვეტს შორის გაბმულ ჰამაკზე პატიოში.

სოფელში მდგარი მისი წინაპრების სახლი პოლკოვნიკს და მის ცოლს ნაცარტუტად ქცეული დახვდა. ნაყარი მიწის ბორცვს, ეტყობა, ქარი ნელ-ნელა ხვეტდა. არავინ დამიჯერებს, რომ აქ ოდესღაც სახლი იდგა, „ისეთი ნათელი, ისეთი სუფთა იყო ყველაფერი“, - თქვა პოლკოვნიკმა. მაგრამ იმ ადგილას, სადაც პატიო იყო, ნაცარში კვლავ თავი ამოეყო ნუშის ხეს; ქრისტეს გამოსახულებაც ხომ სამშენებლო ნარჩენებში იპოვეს. ხის პატარ-პატარა ოთახებივით ჩამწკრივებულ ოთხ ფეხსალაგთან ახლოს. ნუშის ხე - წინათ, ძველი ბუენდიების დროს - ერთ მხარეს ნახევარი პატიოს ჩრდილავდა, მეორე მხარე სახლის სახურავზე იყო გადაფენილი სამგლოვიარო ყვავილებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ნახევარი ხე შემოდგომაზე ისხამდა ნაყოფს, ნახევარი კი - გაზაფხულზე.

პოლკოვნიკი იხსენებდა აწ იავარქმნილი სახლის წარსულის ფერებს: მრავალხმოვან მუსიკას - ერთად შეკრულ ყველა ხმაურს - რომელიც აქ სუფევდა სახლის დანგრევამდე. იხსენებდა ღრმა სიჩუმით დამძიმებულ და მჟავე სუნად ამძაღებულ ფეხსალაგს, მის გარშემო გადაბალახებულ სივრცეს, ბარიკადებივით აღმართულ ნანგრევებს, სადაც დონია სოლედადმა იპოვა ცალფრთამოტეხილი თაბაშირის წმ. რაფაელი და ლამპა. გადაწყდა, სახლი აშენდებოდა აქ, მზის გულზე, იმ ადგილის მოპირდაპირე მხარეს, სადაც განსივენებენ ომში დაღუპული ბუენდიები.

დამთავრდა თუ არა წვიმების სეზონი, მაშინვე შეუდგნენ სამშენებლო სამუშაოებს წინასწარ გამზადებული ყოველგვარი გეგმის გარეშე, სიცარიელეში. ამოთხარეს ოთხი ორმო, ჩასვეს პირველი სვეტი და ზედ მოათავსეს თაბაშირის წმ. რაფაელი, ესეც ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე. რას იფიქრებდა პოლკოვნიკი, ასე თუ მოუწევდა შრომა: ნახაზების ზედ მიწაზე გაკეთება ნუშის ხესთან და ფეხსალაგთან ახლოს. სადაც ისეთივე ჩასქელებული გრილი ჰაერი იყო, როგორც წინათ, როცა ამ ადგილას პატიო იწონებდა თავს. ამგვარად, ოთხი ორმო რომ ამოთხარეს, თქვეს: „აქ იქნება სახლი, აქ იქნება დიდი ოთახი ბავშვებისათვის, თავისუფლად ითამაშებენ“. ამაზე უკეთესი რა იქნება!.. თითქოს ჰაერიც აიზომაო, კაცებმა სახლის ნიშნულიც დაადგინეს ზუსტად. ეს იყო ადგილი, სადაც მთავრდებოდა პატიოს სიჩუმე. როდესაც ოთხი საყრდენი სვეტი ჩადგეს, სივრცე როგორღაც გახდა სუფთ და გრილი. როგორიც არის ახლა. შიგნით დარჩა ხის სიგრილე, უფრო სწორად , ჩრდილი და მისტიკური სიჩუმე ფეხსალაგის, გარეთ დარჩა სოფელი, სიცხე და ხმაური.

სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, როდესაც სახლი გადახურეს, კედლები ამოაშენეს, კარ-ფანჯრები ჩადგეს, - ინტერიერი ახლაც პატიოს-მაგვარია.

3 ივნისი, 1954, ჟურნალი „კრონკიკა“, ბარანკილია

თარგმნა ელზა ახვლედიანმა, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წ.

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-51126832287468515782021-08-26T17:21:00.003+04:002021-08-26T17:27:43.890+04:00სტაინბეკი კომუნისტების ქვეყანაში | დავით ხიზამბარელი

ამერიკული ლიტერატურა მოგზაურობის ლიტერატურაცაა და თითქმის არ დარჩენილა მწერალი, რომელსაც მოგზაურობის თემაზე ერთი რომანი, ან მოთხრობა მაინც არ დაეწერა. მოგზაურობა ამერიკული ცხოვრებისა და ხასიათის სიმბოლოა და შესაბამისად, მათი ლიტერატურაც მუდმივად გზას გაჰყურებდა, იქნებოდა ეს პურიტან პირველმოსახლეთა ჩანაწერები, ტყვეობის ნარატივები, მე-19 საუკუნის დიდი ამერიკული რომანები, მოდერნისტული ნაწარმოებები, თუ თანამედროვე დისტოპიური ტექსტები (მაგალითად კორმაკ მაკარტის „გზა“).

მაგრამ მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად ამერიკაში ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო ე.წ. სამოგზაურო ჩანაწერები, რომელიც ამ ბოლო დროს ცალკე ჟანრად (დისციპლინად) ჩამოყალიბდა და უკვე არაერთი კვლევა თუ სტატიების კრებული მიუძღვნეს მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა. თავდაპირველად ეს ჩანაწერები ევროპისთვის იწერებოდა, ახალ კონტინენტზე ჩასული ბებერი სამყაროს შვილები მოგზაურობდნენ, იწერდნენ ყველაფერს რაც თვალსაწიერში ხვდებოდათ და დანარჩენებსაც აქეზებდნენ გეზი ახლადაღმოჩენილი დასავლეთისკენ აეღოთ. ვაშინგტონ ირვინგიც კი, ვინც პირველი, მეტ-ნაკლებად ავთენტური ამერიკული მოთხრობები და პერსონაჟები შექმნა, ძირითადად სამოგზაურო ნარატივების წერით იყო დაკავებული და მისი თხზული თუ არათხზული ნაწარმოებები კვლავ ევროპელთა დაინტერესებას ემსახურებოდა. დროთა განმავლობაში იცვლებოდა მოგზაურობის მიზანი და მიმართულება. თუკი ირვინგი და ძმანი (და დანი) მისნი ამერიკის ბუნებრივ სიმდიდრეს აღწერდნენ და თავიანთ აღფრთოვანებას ევროპას უზიარებდნენ, მომდევნო თაობებმა თავად დაიწყეს ევროპაში მოგზაურობა და ძველი ცივილიზაციის მონაპოვარს აცნობდნენ თავიანთ, ასე ვთქვათ, ჩამორჩენილ უზარმაზარ ქვეყანას, რომელიც სიმდიდრეს კი იხვეჭდა, მაგრამ კულტურულად ბევრად ჩამოუვარდებოდა ბებერ კონტინენტს.

ერთი სიტყვით, სამოგზაურო ჩანაწერები მუდმივად ცირკულირებდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროებში და როგორც წესი, საკუთარი მკითხველებისთვის უცხო და უცნობი სამყაროებისა, თუ საზოგადოებების აღმოჩენასა და აღწერას ემსახურებოდა. ასე იყო პირველმოსახლეთა შემთხვევაში, ასე იყო ირვინგის შემთხვევაში, ასე იყო ორთქლმავალი გემით მისისიპიზე მოგზაური მარკ ტვენის შემთხვევაში, მეოცე საუკუნის დასაწყისში საკუთარი ქვეყნის კულტურით უკმაყოფილო, ევროპაში გადახვეწილი მწერლებისა და ჯონ სტაინბეკის შემთხვევაშიც, ვინც მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად, ჟურნალისტურ საქმიანობასაც მისდევდა და სპეციალური რეპორტაჟების მოსამზადებლად სხვადასხვა ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა, მათ შორის საბჭოთა კავშირშიც.

ამერიკასა და საბჭოეთს შორის ვითარება ნელ-ნელა ისევ ფუჭდებოდა. ორიოდ წლის წინ ერთ ბანაკში მყოფი მოკავშირეები 1947 წლისთვის ცივი ომის პირას იდგნენ; და სწორედ ამ წელს ახსენა ჩერჩილმა თავის ცნობილ სიტყვაში ევროპის შუაგულში დაშვებული რკინის ფარდა. საზღვრები საგულდაგულოდ დაიგმანა, ორ სამყაროს შორის მიმოსვლა თითქმის შეუძლებელი გახდა და როგორც ხდება ხოლმე, ინფორმაციული ვაკუუმი ნელ-ნელა დაუჯერებელმა ჭორებმა და ისტორიებმა ჩაანაცვლა. თუმცა ის რაც (წიგნის მიხედვით) სტაინბეკს აბსურდი, ჭორი და მონაჩმახი ეგონა, სინამდვილეში საბჭოეთში მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობა იყო.

სტაინბეკს რიგითი ამერიკელები აფრთხილებენ, რომ რკინის ფარდის მიღმა ადამიანები ქრებიან, რომ გადაკვეთს თუ არა წითელი იმპერიის საზღვარს მაშინვე ააორთქლებენ და ა.შ. რაც მწერალს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. ცხადია, ხანდახან ამერიკელებიც მიემგზავრებოდნენ საბჭოთა კავშირში და შემდეგ წიგნებსაც წერდნენ, მაგრამ ეს წიგნები უმეტესად მმართველობის სტილსა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო უბრალო ადამიანების ისტორიები მათი თვალთახედვის მიღმა რჩებოდა, მაშინ როცა სტაინბეკის მიზანი სწორედ ომგამოვლილი საზოგადოებისა და ინდივიდების ნამდვილი სურათების ჩვენება იყო. და რაკი სურდა ყველაფერი ფოტოგრაფიული სიზუსტით აესახა, იმ დროისთვის უკვე ლეგენდად ქცეული ფოტოგრაფი, რობერტ კაპაც დაიმგზავრა. კაპა თავადაც აღმოსავლეთ ევროპიდან იყო წარმოშობით და სახელი ესპანეთის სამოქალაქო ომში გადაღებული ფოტოებით გაეთქვა.

სტაინბეკისთვის, როგორც უკვე ითქვა, უცხო არ იყო ასეთი რეპორტაჟები, მაგრამ იმ წიგნის დაწერა, რომელიც ჟურნალისტური ტექსტისა და ფოტორეპორტაჟის უცნაური ნაზავი იქნებოდა, ახალი ფურცელი უნდა გამხდარიყო მის სამწერლო კარიერაში. ასე რომ, მწერალიცა და ფოტოგრაფიც სიამოვნებით დათანხმდნენ გამოწვევას და ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ საბჭოეთის გზას გაუყვნენ. თუმცა, მხოლოდ პროფესიული ინტერესი არ ამოძრავებდათ, სტაინბეკსაც და კაპასაც ცხოვრებასა და შემოქმედებაში კრიზისული პერიოდები ედგათ და იმედოვნებდნენ მსგავსი მოგზაურობა მათთვის წარსული პრობლემების მოგვარებისა და ახალი ეტაპის დაწყების წინაპირობა გახდებოდა.

ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, კაპამ და სტაინბეკმა მოსკოვში ჩააღწიეს. მგზავრობა რთული გამოდგა, რამდენიმე თვითმფრინავი გამოიცვალეს და ის ბოლო, რომელმაც მოსკოვში ჩაიყვანა ყველაზე გაუმართავი და ბინძური აღმოჩნდა. და საერთოდ, გაუმართავი ტექნიკა და ელემენტარული კომფორტის არარსებობა, წიგნის მიხედვით, საბჭოთა კავშირის მთავარი ნიშანია. წითელი იმპერია ბევრად ჩამორჩება თავის დასავლელ მეტოქეს; რაც ამერიკაში მოძველებულად ითვლება, საბჭოეთში სიახლეა. თუნდაც ფორდის კონკრეტული მოდელი ავიღოთ - ამერიკაში ჩამოიწერა და აღარ უშვებენ, მაგრამ მოსკოვში მოსწონთ, ყიდულობენ ჩამოწერილ დანადგარებს რომელიც იმ ავტომობილებს უშვებდა და შედეგად, ლამის მთელი საბჭოთა ნომენკლატურა ფორდის მანქანებს უზის საჭესთან. მაგრამ, როცა ხალხი თავისი ქარხნებითა და ტექნიკით ამაყობს, წამდაუწუმ ეკითხება სტაინბეკს, აბა, ასეთები ამერიკაშიც თუ გაქვთო, არადა, ფორდის ავტომობილების მსგავსად, იმ ქარხანა-ფაბრიკების დანადგარები ამერიკისგან აქვთ ნაყიდი. იქ ვერ გაიგებ ციფრებს, რადგან ციფრები არ უყვართ, რამდენჯერაც არ უნდა იკითხო, წელს რამდენი ერთეული აწარმოეთო, აუცილებლად გეტყვიან, წინა წელთან შედარებით ამდენი და ამდენი პროცენტით მეტიო.

როგორც წესი, საბჭოთა მოსახლეობას ყველაფერი აკლია, მაგრამ მომავალს მაინც იმედის თვალით შეჰყურებს და სიამაყით აცხადებს, აი, მომავალ წელს ჩამოდით და ნახეთ უკვე რა კარგად ვიცხოვრებთო. აკლიათ ფუფუნების საგნები, აკლიათ ტკბილეული და სხვა დანარჩენი, რაც ნორმალური, ცივილიზებული ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება, მაგრამ საბჭოთა მოსახლეობამ იცის, რომ დეფიციტი დროებითია, რომ ჯერ პირველადი, აუცილებელი მოხმარების საგნები უნდა აწარმოონ და როცა ამ მხრივ ყველა დაკმაყოფილდება, მერე ფუფუნების საგნებითაც მოამარაგებენ.

სტაინბეკის თვალით დანახულ საბჭოთა ხალხს უყვარს ტექნიკა, აგუგუნებული ფაბრიკა-ქარხნები, გიჟდება ავტომობილებზე და სჯერა, მალე ყველას თავისი ფორდი ეყოლება. თუმცა, მწერლისთვის მაინც დიდ გამოცანად რჩება, რატომ რთავენ მძღოლები 60 კმ/სთ-ით მიმავალი ავტომობილების ძრავს და მანამ არ ქოქავენ, სანამ მანქანა ღოღვით არ დაიწყებს სიარულს; და ვერც ის გაუგია ბოლომდე, რატომ უნდებიან რესტორნებში შეკვეთის მოტანას ორი-სამი საათი.

სტაინბეკი და კაპა საბჭოეთში მოგზაურობის ტრადიციულ მარშრუტს გადიან: მოსკოვი, კიევი, თბილისი და ისევ მოსკოვი. ასე რომ, რაც მეტად შორდებიან იმპერიის დედაქალაქს, მით მეტი თავისუფლებას ხედავენ. მოსკოვი ზედმეტად სერიოზული ქალაქია, ხალხი მუდამ დაძაბული, საქმიანი იერით დაიარება და არასდროს იცინის. მაგრამ ამერიკელ სტუმრებს განუმარტავენ, რომ სხვა რესპუბლიკებში მეტი მხიარულებაა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტაინბეკი უმეტესად ყველას რუსებად მოიხსენიებს) და მართლაც, უკრაინასა და საქართველოში სტუმრობისას საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ომგამოვლილ ხალხს ჯერაც შერჩენია ცხოვრების ხალისი და ამქვეყნიური სიამეებით ტკბობის მოთხოვნილება. თუმცა ამ ორ „ბედნიერ“ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე სტალინგრადს სტუმრობენ, ქალაქს, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა ორი წლის წინ დასრულებული ომის შედეგები და იქვეა მისი განსხეულებაც - სანაგვეში მცხოვრები ჭკუიდან გადასული გოგონა და მისი გამომეტყველება, რომელსაც კაპა სასწრაფოდ ფირზე აღბეჭდავს, რადგან ომისა და საბჭოთა რეჟიმის მთავარ სახე-ხატს მასში დაინახავს.

იშვიათი ეპიზოდების გარდა, სადაც ხალხისა, თუ ტერიტორიების მშრალი აღწერილობებია, წიგნი კარგად იკითხება, მაგრამ ქართველი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო მაინც მეშვიდე და მერვე თავები იქნება - „რუსული დღიურის“ ეს ვრცელი მონაკვეთი სტაინბეკის საქართველოში მოგზაურობას შეეხება. სადაც არ უნდა წასულიყო სტაინბეკი, ყველგან საქართველოზე უამბობდნენ და ქართველებს უხასიათებდნენ, როგორც სუპერმენებს, დიდებულ მსმელებს, დიდებულ მოცეკვავეებს, დიდებულ მომღერლებს, დიდებულ მშრომელებსა და საყვარლებს; ერთი სიტყვით, აცნობდნენ პოპულარულ მითს, რომელსაც აქტიურად ამკვიდრებდა საბჭოთა ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის შესახებ, თითქოსდა ყველა რუსი ოცნებობს საქართველოში ჩასვლაზე, რომ რუსების რწმენით სიკვდილის შემდეგ სამოთხის ნაცვლად საქართველოში მოხვდებოდნენ და ა.შ.

სტაინბეკი ყველაფერს დამკვირვებლის თვალით აღწერს და თავისი „უცოდინრობით“ ისტორიასაც ამახინჯებს. ვინაიდან საქართველოში მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებები არ გამართულა - არც გერმანელები შემოსულან და არც ბომბები ჩამოცვენილა - ჰგონია საქართველო ყველაზე ნაკლებად დაზარალდა, მაგრამ ის კი არ იცის, (ვინ ეტყოდა?) რომ მოსახლეობის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი ამ ომში საქართველომ დაკარგა. თუმცა, სხვა მხრივ საინტერესო აღმოჩენებსაც აკეთებს: შავი ზღვის სანაპირო კალიფორნიას აგონებს, ოღონდ ეგაა, ჩვენი ზღვა უფრო მოსწონს, უფრო მშვიდია და სასიამოვნო; თბილისი, დღევანდელი გადმოსახედიდან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ყველაზე სუფთა აღმოსავლურ ქალაქად მიაჩნია; თბილისში თავს შინაურულად გრძნობს, რადგან ქალაქი იმთავითვე მიჩვეულია ტურისტებს და მათი დანახვა არ უკვირთ; ქართველი ხალხი უფრო ლაღი, მხიარული და ფიცხია; რუსებს სურთ ქართველებს ჰგავდნენ; როცა საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში კერპებს სცემდნენ თაყვანს საქართველოში ქრისტიანულ ეკლესიებს აგებდნენ; ქართველების გატეხვა არცერთ დამპყრობელს არ გამოსდის; საქართველო ჯადოსნური ქვეყანაა; თუ საქართველო არ გინახავს, საბჭოთა კავშირში არაფერი გინახავს; ქართველი ქალების ხელები ჩაის კრეფისას პატარა ჩიტებივით დაფრთხიალებენ; ამერიკულ ჯაზსა და სვინგს საქართველოსა და საბჭოეთში უბრალოდ ვერ უკრავენ; სტალინის მუზეუმში ისეთი მოწიწება სუფევს, დამთვალიერებლები ლამის ფეხის წვერებზე დადიან და ჩურჩულით ლაპარაკობენ; და ქართველი მწერლები ძალიან უცნაურ ინგლისურს ფლობენ.

სტაინბეკის „რუსული დღიურის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლური ყაიდის მწერლებისა და საბჭოთა მწერლების შედარებაა. პირველ ყოვლისა, სტაინბეკს უჭირს ქართველ და ზოგადად საბჭოთა მწერლებს აუხსნას, რომ ამერიკაში მწერლობა ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული პროფესიაა („სელაპებზე ოდნავ მაღლა და აკრობატებზე დაბლა დგანან“) და ვერაფრით ერგება სტალინურ განმარტებას, თითქოსდა მწერალი ეს „სულის არქიტექტორია.“ თუ საბჭოთა მწერლის წმინდათა წმინდა მოვალეობა თავისი „ქვეყნის“ მთავრობის ქება-დიდებაა, კარგი ამერიკელი ან ინგლისელი მწერალი უფრო მოდარაჯე ძაღლს ჰგავს, რომლის მიზანი საზოგადოების სისულელის სატირიზება, უსამართლობის გაკიცხვა და დანაშაულისთვის დაღის დასმაა, რის გამოც არც მთავრობა სწყალობს და არც საზოგადოება.

სტაინბეკი და კაპა, რკინის ფარდის მიღმა მოგზაურობას გარკვეულწილად, ეპიკურ მოგზაურობად აღიქვამენ და ნიშანდობლივია, რომ კაპა სტაინბეკსა და საკუთარ თავს, დონ კიხოტესა და სანჩო პანსას ადარებს. თუმცა, „რუსული დღიურის“ კითხვის პროცესში უფრო სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“ გახსენდება. სტაინბეკი ზუსტად იმ სტილში აღწერს საბჭოთა მოსახლეობას, როგორც გულივერი ლილიპუტებს - როგორ ცხოვრობენ, როგორი მმართველობა, როგორი განათლების სისტემა აქვთ, რა მოსწონთ და ა.შ. - ოღონდ, სვიფტისგან განსხვავებით, ამერიკელი მწერალი ცალსახად კეთილგანწყობილია უბრალო ხალხის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით მათ მკვდარ და ცოცხალ ბელადებზე. სტაინბეკი ცდილობს რაც შეიძლება ობიექტური დამკვირვებლის როლი ითამაშოს და ისევე აღწეროს მოვლენები, როგორც მისი „საჭურველთმტვირთველი“ კაპა აღწერს ფოტოაპარატით; და ხშირად მიზანმიმართულად ცდილობს თავი პოლიტიკაში ჩაუხედავ კაცად გაგვაცნოს. როცა საბჭოთა ადამიანები ამერიკაზე ეკითხებიან, სტაინბეკი განუწყვეტლივ უმეორებს, რომ პოლიტიკურად გაუნათლებელია და ბევრი არაფერი ესმის, მაგრამ საბჭოთა მუშები და გლეხები, მისდა გასაკვირად, მშვენივრად ერკვევიან ამ სფეროში და მწერალს იმის აღიარებაც უწევს, რომ რაც არ უნდა ნაკლოვანი იყოს თავისი ამერიკა, უცხო ქვეყანაში მის კრიტიკას არ დაიწყებს. ეს ყველაფერი კი ძალიან ჰგავს გულივერის ლილიპუტებისა და გოლიათების ქვეყანაში მოგზაურობას.

სინამდვილეში სტაინბეკს პოლიტიკაც მშვენივრად ესმოდა და სოციოლოგიაც, უბრალოდ „რუსული დღიური“ მან სხვა ამერიკული რეპორტაჟებისგან განსხვავებულ ტექსტად ჩაიფიქრა და სულ იმის ცდაშია, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტებისგან თავისუფალი წიგნი დაწეროს. წიგნი ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე და არა იმის თაობაზე, თუ რამდენი კაცი იმსხვერპლა ოქტომბრის რევოლუციამ, როგორ დაიპყრეს დამოუკიდებელი სახელმწიფოები, როგორ შეათრიეს გაკულაკებული მდიდარი გლეხები კოლექტივში, როგორი რეპრესიები მოაწყო სტალინურმა რეჟიმმა, რა მეთოდებით მოიგო ომი გენერალისიმუსმა და როგორია საბჭოთა ტერორი. მანამდე არსებული წიგნები საბჭოთა კავშირზე უმეტესად ამ საკითხებს შეეხებოდა და სტაინბეკისთანა მწერლისგან შესაძლოა მეტს მოელოდეს მკითხველი (ამერიკელებიც მოელოდნენ), სურდეს „მრისხანების მტევნების“ ავტორმა საბჭოთა სისტემის აღწერისას მთელი თავისი შემოქმედებითი უნარები ჩართოს, მაგრამ სტაინბეკი ამჯერად მხოლოდ დამკვირვებელია და მხოლოდ ხანდახან გვახსენებს რამხელა რანგის მწერალთან გვაქვს საქმე. მავზოლეუმის აღწერისას თავს ვერ იკავებს და XVIII-XIX საუკუნეების კლასიკური ინგლისური ჰუმორისტივით დასცინის ლენინსა და მისდამი კერპთაყვანისმცემლობას. სტალინის კრიტიკასაც დიდ დროს უთმობს, მაგრამ ისევე როგორც ლენინთან, აქაც შედარებით შეფარული კრიტიკით იფარგლება, რათა რუსული დღიურის ზოგად სტილში დისონანსი არ შეიტანოს. და ალბათ ამიტომაც ითქვა ამ წიგნის შესახებ ამერიკულ გაზეთში: შესაძლოა სტაინბეკის ეს ნაწარმოები სხვა მსგავს ტექსტებზე უკეთაა დაწერილი, მაგრამ მათზე ბევრად ზედაპირულიაო.

და მაინც, ამერიკელი მიმომხილველები ცოტა უსამართლოები არიან „რუსული დღიურის“ მიმართ, რადგან სტაინბეკმა საბჭოთა კავშირში მოგზაურობის აღწერისას, რამდენიმე საბჭოთა მოქალაქესთან ერთად, მთავარ გმირად ხელოვანი კაცი გამოიყვანა - რობერტ კაპა - და მის მაგალითზე გვაჩვენა რას ნიშნავს წითელ იმპერიაში ცხოვრება. მწერალი ბევრს ცდილობს ობიექტურ დამკვირვებლად დარჩეს, მაგრამ სისტემა თავს მაინც არ მალავს. სავარაუდოდ არცერთ სხვა ქვეყანასა თუ იმპერიაში ისეთი რთული არ იქნებოდა ფოტოს გადაღება როგორც საბჭოთა კავშირში. ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ საბჭოთა უშიშროებამ სულ ზეპირად იცოდა ამ ორი მოგზაურის მარშრუტი, თითოეული ადამიანი რომელსაც გაესაუბრნენ, რა ითქვა ამ საუბრების დროს; და დიდი ალბათობით, დამშეულ „იმპერიაში“ ამერიკელი სტუმრებისთვის გამართული ბარაქიანი ნადიმებიც დადგმული უნდა ყოფილიყო. ერთი სიტყვით, მკაცრად აკონტროლებდნენ რა ინფორმაციას წაიღებდა სტაინბეკი ამერიკაში და ამ მოგზაურობის ფოტოებით გამყარება მათ გეგმებში არ შედიოდა. ამიტომ, როცა კი კაპა ფოტოაპარატს მოიმარჯვებდა, მაშინვე ჩნდებოდნენ მილიციელები, მათი ზემდგომები, იმათი ზემდგომები და მხოლოდ შემდეგღა აძლევდნენ გადაღების უფლებას. ეს კი ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა იმ ფოტოხელოვანისთვის, რომელმაც მეოცე საუკუნის ბევრი საკვანძო ეპიზოდი, მათ შორის ნორმანდიის სანაპიროს ცნობილი სისხლიანი ბრძოლა გადაიღო და მისი ბუნდოვანი ფოტოები ლამის მეორე მსოფლიო ომის ყველაზე იკონურ გამოსახულებებად იქცა. სტაინბეკის თვალით დანახული კაპა გამუდმებით ნერვიულობს, წრიალებს, უმეტესად უხასიათოდაა, ხშირად იპარავს ინგლისურენოვან წიგნებს, საათობით წევს აბაზანაში და წამდაუწუმ ილანძღება. მწერალი ქმნის გმირს, ძერწავს იმ პიროვნებას, რომელსაც მთავარი დარტყმა უნდა მიაყენოს რეჟიმმა, თითქოს ის არ კმარა, რომ ფოტოგრაფს ფოტოების გადაღებას უშლიან.

ხანგრძლივი, დამქანცველი, მაგრამ ინფორმაციითა და ემოციებით სავსე მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება, ბარგი ჩალაგებულია, კაპა უკმაყოფილო ჩაჰკირკიტებს ნეგატივებს, თუმცა უარესი წინ ელოდება. საბჭოთა უშიშროება იოლად იმ ფოტოებსაც არ თმობს, რომლებიც მათი ნებართვით იქნა გადაღებული. ნეგატივებს ლუქავენ და მიაქვთ. უკან რომ დაუბრუნებენ თითქმის ყველაფერი ხელუხლებელი აღმოჩნდება, მაგრამ ის მთავარი ფოტო, რომელზეც სტალინგრადელი შეშლილი გოგონა იყო აღბეჭდილი - ქრება და დიდი ალბათობით, საბჭოთა უშიშროების საიდუმლო არქივებში, ან სულაც ნაგვის ურნაში ინაცვლებს.

მოგზაურობიდან დაბრუნებული სტაინბეკი მალე „ედემის აღმოსავლეთზე“ დაიწყებს მუშაობას, საბჭოთა ადამიანებზე კი დაწერს: „დასკვნებს ჩვენ ვერ გამოვიტანთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რუსებიც რომ სხვა ხალხებს ჰგვანან. იქაც ურევია ცუდი, უმეტესობა კი იქაც კარგია.“

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-3288475485072693788.post-52189618979866767692021-07-01T11:22:00.009+04:002021-09-21T12:38:24.617+04:00როგორც შერიგების მანიფესტი | ინტერვიუ თეონა დოლენჯაშვილთან

თეონა, მინდა ინტერვიუ რომანის მთავარი თემის - აფხაზეთის ომის განხილვით დავიწყოთ. ჩემი ოჯახიც აფზახეთიდან დევნილია და ყოველთვის მაინტერესებდა ამ ომის რეპრეზენტაცია ლიტერატურაში. თუმცა, როცა ტრადიციას გადავხედე, აღმოჩნდა, რომ უახლეს ქართულ მწერლობაში ეს თემა ძალზე ფრაგმენტულადაა დამუშავებული, თუ არ ჩავთვლით, მაგალითად კრებულს „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“. ამდენად, რომანის „ჩიტი არ გამოფრინდება“ ღირებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი აზრით, როგორ მოხდა რომ აფხაზეთის ომი ნაკლებად აისახა ქართულ მწერლობაში?

ჩვენ ყველანი პირდაპირ თუ ირიბად იმ ამბების მონაწილენი ვართ. მოვლენების, რომელიც ნამდვილად არ არის დიდი ხნის წინანდელი. ეს თემა ჯერ კიდევ ცხელია და ამდენად, ჭრილობებიც ჯერ კიდევ ღიაა და მტკივნეული. შესაძლოა კიდევ რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ უკეთ შევაფასოთ წარსული. თუმცა, უახლესი ისტორიის შემოქმედებით მასალად ქცევისთვის დრო საკმარისზე მეტიცაა, 30 წელი არ არის ცოტა. და ჩვენ ვალი გვაქვს იმ ადამიანების, რომლებმაც ეს ომი გამოიარეს და ჩემსავით ტელევიზორის ეკრანიდან არ უნახავთ. ამიტომ უფრო სიღრმისეულად, უფრო მძაფრად და უფრო მასშტაბურად უნდა ავსახოთ ეს თემები. და არამხოლოდ ლიტერატურაში. თუ კარგად დავაკვირდებით, არც ქართულ კინოში ასახულა ეს თემა შესაბამისად, თუ არ ჩავთვლით „გაღმა ნაპირს“ და „მანდარინებს“. მაგრამ ეს ფილმებიც კი არ გვიჩვენებენ უშუალოდ ომის სიმძაფრეს, ომის გენეზისს, მის ტენდენციებსა და პერიპეტიებს. თუნდაც, ჭუბერზე გადმოსვლას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მტკივნეული ამბავია; ან კონფლიქტის პროცესს, იმას, რაც ზოგადად მოხდა იმ დროს აფხაზეთში. ორივე ფილმი, რომელთაგან ერთი ნუგზარ შატაიძის გენიალური მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული, რასაკვირველია ეხება ამ თემას, მაგრამ უკვე ომის შედეგს. „მანდარინები“ კი ზოგადად ამ ადამიანებს შორის თანაცხოვრებას აღწერს და ერთგვარი მეტაფორაა, ჩვენი რთული ურთიერთობის მოდელი.

მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ აფხაზეთის ომი დასაწერი, გასააზრებელი თემაა. გასაანალიზებელია ის შეცდომები, რომლებიც ამ კონფლიქტში, თუნდაც აფხაზებთან დავუშვით. წარსული გადასაფასებელია და ძალიან კრიტიკულები უნდა ვიყოთ, ჩვენი შეცდომებიც ვაღიაროთ და ზუსტი დიაგნოზი დავსვათ. ომის სრული სურათი უნდა შევქმნათ და შემოქმედებით, სახელოვნებო ფილტრში გავატაროთ. ჩვენ ეს გვევალება. პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტები თვალით დანახული ომი სხვაა, ანალიზია, სტატისტიკაა, ჩვენი კიდევ სხვაა, რადგან ერთი კონკრეტული ადამიანის ისტორია, დრამა თუ ტრაგედია განსაკუთრებით გვეხება და გვანჯღრევს. ჩვენ უნდა გვქონდეს ღიად, გახსნილად საუბრის შემძლეობა, სიმართლის გააზრებისა და თქმის გამბედაობა, რადგან ჩვენგან, მწერლებისგან სწორედ ამას ელიან. მე ბევრი აფხაზი და ოსი მეგობარი მყავს და დამიჯერეთ, მათთვის ჩვენგან გაგზავნილი თითოეული სიტყვა უფრო მისაღები და ყურადსაღებია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის განცხადება თუ საჯარო აქტი.

თავად როდის და როგორ მიხვედით რომანის ამ იდეამდე?

ჩემი პირველი მოთხრობაც „ფიდაი“ ტერორიზმზე იყო. ყოველთვის მაინტერესებს როგორ იქცევა ადამიანი ყველაზე რთულ და კრიტიკულ ვითარებაში, მაინტერესებს მისი არჩევანი, ან თუნდაც ის მდგომარეობა, როცა არჩევანი შეუძლებელია. როცა ოთხი წლის წინ ამ რომანის წერა დავიწყე, ინსპირაცია და საფუძველი თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებული დევნილთა ბანაკები იყო. ორ ბანაკში ვიყავი: კილისისა და ნიზიპის, სადაც სირიიდან, ომის სისასტიკიდან დევნილ ადამიანებს შევხვდი; ადამიანებს, რომლებიც აფეთქებულ, მიწასთან გასწორებულ ქალაქებსა და ომის ქაოსს გამოექცნენ. ისინი თავიანთ ისტორიებს მიყვებოდნენ და ეს ყველაფერი საოცრად მძაფრი და შთამბეჭდავი იყო. მაშინ, შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა, ომზე, ISIS-ის ტერორიზმზე, სირიის კონფლიქტზე წერა დავიწყე. მაგრამ წერის პროცესში მივხვდი, რომ სხვის ომზე ვწერდი. ამიტომ ჩემი პერსონაჟი – ნატა გახდა ის, ვისაც საკუთარი ომის გამოცდილება აქვს და სწორედ სხვის ომში იწყებს საკუთარის გახსენებას და გააზრებას, გადაფასებას და მასში დაბრუნებას. სირიის ომში, სადაც ის ფოტორეპორტიორადაა მივლენილი, იხსენებს დევნილობის იმ გზას, რომელიც თავად 6 წლის ასაკში გამოიარა და მერე მთელი ცხოვრება ამ ტვირთის ტარება მოუწია. წარსულის გაცოცხლება პარალელური ისტორიების საშუალებით გადავწყვიტე. პარალელური თხრობა მარტივი არ იყო, რადგან პერსონაჟები, რომელთაც ნატა ხვდება, მუდმივად მის ამბავთან უნდა იკვეთებოდნენ, ერთგვარი ღუზები უნდა იყვნენ ომის უკიდეგანო ოკეანის ნაპირებზე. ნატა ფოტოებს უღებს მათ და ამგვარად მის წარსულთან ერთად სირიელთა ისტორიებიც ცოცხლდება.

რაც შეეხება თავად წერის პროცესს, 2016 წელს დავიწყე, მაგრამ შემდეგ 2 წლით შევწყვიტე, რადგან ემოციურად ძალიან რთული იყო მისი წერა. მკითხველებიც მეუბნებიან, რომ ემოციურად მძიმეა, მძაფრია. მე, როგორც მწერალი, მედიატორი ვიყავი, საკუთარ თავში გავატარე ნატას, ნინოსა და მისი მშობლების თუ მარიამის, აბულასა და ისიდას ამბავი. ამიტომაც იყო ჩემთვის ემოციურად საკმაოდ მძიმე. მაგრამ მე არ მინდოდა ეს წიგნი სიკვდილსა და ომზე ყოფილიყო, მინდოდა ეს წიგნი მშვიდობის, შერიგების, სიცოცხლის, სიყვარულის ერთგვარ მანიფესტად ქცეულიყო. იმაზე, თუ ყველაზე მძიმე წუთებში როგორ შევძლოთ ცხოვრება სხვისთვის; იმაზე, თუ როგორ უნდა გადავრჩეთ და დავრჩეთ ადამიანებად.

თეონა, ნატას სირიაში მოგზაურობა და წარსულთან მიბრუნება ახსენეთ. ნატასთან ერთად, ჩვენც, მკითხველიც ვბრუნდებით წარსულში და თავიდან ვიაზრებთ მას. რისთვისაა საჭირო წარსულის ახლებურად გააზრება და როგორ გვეხმარება ამაში რომანი „ჩიტი არ გამოფრინდება“?

მე თვითონ, როგორც ადამიანს, როგორც მწერალს, როგორც მოქალაქეს ძალიან ბევრი კითხვა მაქვს წარსულთან დაკავშირებით. მაეჭვებს თუნდაც ჭუბერის ამბავი. საკუთარ ქვეყანაში ადამიანებს გზა ჩაუკეტეს და სიკვდილის უღელტეხილი გამოატარეს. დღემდე არ მაქვს პასუხი ეს როგორ მოხდა. ზუგდიდი ხომ აფხაზებს ან რუსებს არ ჩაუკეტავთ. ქართველებმა ჩაკეტეს. მინდა, რომ პასუხი ამგვარ კითხვებს გაეცეს.

ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ასევე კონფლიქტთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მისი თავიდან აცილება, თუ ჩვენც უფრო ფრთხილად ვიქნებოდით. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არა რიგითმა ადამიანებმა, არამედ იმ დაჯგუფებებმა, რომლებსაც ხელში ქვეყნის მართვის ბერკეტები ჩაუვარდათ. ამიტომ, წარსულის გააზრება, პირველ ყოვლისა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, პასუხების ძიება, სიღრმეებში ჩასვლა, დიაგნოზის დასმაა. დიაგნოზის გარეშე მკურნალობას ვერ შევძლებთ.

იმავეს ვთხოვ აფხაზებისაც, მათ მხარეს მყოფ მწერლებსაც, რომ გაიაზრონ, მიუბრუნდენ, გადააფასონ. შემდეგ კი აუცილებლად შეგვეძლება ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვეძებოთ.

ხელოვნებას, ლიტერატურას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ეს, მწერლებმა, სიტყვის ხალხმა. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიები არ დაგვიკარგავს, ადამიანები დავკარგეთ. ამიტომ ამ ადამიანების დაბრუნებაა აუცილებელი.

თუმცა, არის კიდევ ერთი გარემოებაც. წიგნის ინსპირაციის წყარო რეალური ისტორიებია. ჩემს მეგობრებთან, დევნილებთან მოსმენილი ცალკეული ამბები. და ამ ამბების მოსმენისას ვგრძნობდი, რომ აფხაზეთი თითქოს მხოლოდ მათ დაკარგეს, ჩვენთვის, დანარჩენებისთვის ყველაფერი პლაკატური, ფასადური დარჩა. ესეც უნდა გავიაზროთ. რამდენად გვტკივა? შევეგუეთ? მორჩა? თუ ისევ ვფიქრობთ, ისევ გვახსოვს და განვიცდით? ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ჩამოჭრილი, ამპუტირებული კიდური, რომლის ტკივილი ფანტომურია, აღვადგინოთ, თორემ უხელებოდ ცხოვრება წარმოუდგენელია.

საზოგადოების ფასადურ დამოკიდებულებას შეეხეთ, რაც რომანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ნატას ოჯახის გამოცდილებით გვიჩვენებთ პროცესს, თუ როგორ ხდება დევნილთა მარგინალიზება საზოგადოებაში. რამ განაპირობა ფაქტი, რომ ნატა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა აფხაზეთიდან დევნილი უცხოდ იქცა საკუთარ ქვეყანაში?

ძალიან ბევრი ამბავი ამომიტივტივდა წერის პროცესში. თუნდაც, ნატას მაკარონისადმი ზიზღი – ეს ჩემი ერთ-ერთი ნაცნობის მონათხრობი ისტორიაა, რომელსაც დედა ატყუებდა ჭუბერის გზაზე მიმავალს, გაყინულს და მშიერს, იხარშება და გაჭმევო... ისევე როგორც კოცონთან გათბობის ამბავი. ესენი პატარა დეტალებია, რომლებიც ძალიან ბევრს მეტყველებენ.

ხშირად მახსენდება როგორ ვსაუბრობდით დევნილებზე. თან მაშინ ლტოლვილებს ვეძახდით და ამ სიტყვაშიც კი იყო რაღაც დამამცირებელი, დამაკნინებელი. ეს ყველაფერი წერის პროცესში ახლებურად გამიცოცხლდა. თუმცა ვერ ვიხსენებ რატომ ვერ ვიღებდით ადამიანებს, რომლებმაც სახლი დაკარგეს, ახლობლები დაკარგეს, და იმის ნაცვლად რომ დავხმარებოდით, ძალიან ცივად, ძალიან ქედმაღლურად მოვექეცით, დევნილებმა, რომლებიც სასტუმროებში და სხვადასხვა შენობაში შესახლდნენ, თითქოს რაღაც სამარცხვინო ისტორიული ფაქტის წინაშე დაგვაყენეს.

ქვეცნობიერად იქნებ გვრცხვენოდა კიდეც ამ დამარცხების და წაგებული ომის და მათაც როგორც ამ ომიდან გამოსროლილი ყუმბარის ნარჩენს, თვალს ასე ვარიდებდით ამ ყველაფერს. თითქოს მათი ბრალი იყო. რომ არ დაიცვეს საკუთარი მიწა, საკუთარი თავი, ახლა კი ჩამოვიდნენ და აქ რაღაც ჩვენსას გვართმევენ. ძალიან სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი და ეს ცალკე ტრაგედია და პრობლემაა - დამოკიდებულება, რომელიც საზოგადოებას ამ ე. წ. „ლტოლვილების“ შესახებ გვქონდა. ამგვარ დამოკიდებულებას ხელს ხელისუფლებაც უწყობდა. წლების განმავლობაში არ მისცეს საცხოვრისი, ასახლებდნენ იმ დანგრეული შენობებიდანაც კი, ელემენტარულ ადამიანურ პირობებს ვერ უქმნიდნენ.

ბოდიში გვაქვს მოსახდელი ამგვარი დამოკიდებულებისთვის.

სიუჟეტთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. რომანში ორი სიუჟეტური ხაზი ვითარდება, რომელთაგან პირველი და მთავარი ხაზი აფზახეთის ომსა და ნატას გამოცდილებაზე მოგვითხრობს, ხოლო მეორე - სირიის კონფლიქტსა და მასში მონაწილე ადამიანებზე. როგორ იკვრება ეს ორი სიუჟეტი და რა აკავშირებს ორ ომს, განსხვავებული დროის, ადგილისა და მასშტაბის მიუხედავად?

რთულია იმაზე საუბარი, რამდენად ჰგავს ომები და ისტორიული უბედურებები ერთმანეთს. თუმცა, ეს ორი სიუჟეტური ხაზი და ორი ომი გაერთიანებულია ერთი მთავარი თემით: ომს შენ არ ირჩევ, შენ ხვდები ომში და მისი ბოროტების ფასი უდანაშაულო ადამიანმა უნდა გადაიხადო. და აქ იწყება ძალიან დიდი კრიზისი, სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა, ახლობლებზე დარდი და სიკვდილის შიში. ეს ძალიან წინააღმდეგობრივი თემებია. მითუმეტეს, თანამედროვე ადამიანისთვის, მაშინ როცა მთელი მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების თემებზე მუშაობს.

ძალიან კარგად თქვა ლაშა ბუღაძემ ამ წიგნზე საუბრისას და მოდით, აქვე გავიმეორებ – ჩვენ, ქართველებს, ხშირად გვიწევდა სხვის ომში ბრძოლა საკუთარი მშვიდობის დაცვისთვის. ნატასთვისაც ომი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ის თითქოს ეძებს კიდეც ცხელ წერტილებს, რადგან პასუხი უნდა გასცეს ღიად დარჩენილ კითხვებს და ეს მისი არჩევანია. ამიტომ, ორი ომის პარალელური ისტორია მხატვრული ხერხი იყო იმისთვის, რომ მეჩვენებინა ჩვენი ომის პრობლემა და ამავე დროს აღმეწერა თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესი და მისი შედეგები. რომანს საფუძვლად დოკუმენტური ფაქტები უდევს, ნამდვილი ამბები. მარიამის, სირიაში მცხოვრები ქრისტიანი გოგოს ისტორია, რომელსაც ჯიჰადის პატარძლად ამზადებენ. პალმირას მცველის, რომელიც დაეშელებმა მოკლეს, მისი თავი კი სარზე წამოაცვეს. სირიაში ვნახე ასევე 18 წლის ბიჭი, რომელიც აბულას პერსონაჟად იქცა და რომელმაც საშინელი რამ მითხრა, – ჩემი ცხოვრების მანძილზე, გაცილებით მეტი მკვდარი მინახავს, ვიდრე ცოცხალიო.

ნატა და მისი ძიების პროცესი ახსენეთ. ძალიან ძლიერი ხასიათის პერსონაჟია და ამავდროულად ერთადერთია რომანში, ვინც გადარჩენა მოახერხა. როგორ?

ნატა ის ადამიანია, ვისაც გაუტეხელი, აფხაზი დედის სახით გმირი ქალის მაგალითი ჰქონდა. გარდა ამისა, მას მფარველი ანგელოზი ჰყავს დის, ნინოს სახით, რომელმაც პურის გადაცემით, სიმტკიცის, სიცოცხლისთვის ბრძოლის და გადარჩენის პირობა ჩამოართვა. საკუთარი წილიც დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად განშორდა, სიცოცხლე მასში განაგრძო.

სხვათა შორის, ნინოს ამბავიც ნამდვილია. სადღაც, ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე მის შესახებ; წავიკითხე პატარა გოგოზე, რომელიც ჭუბერის გავლით გადმოჰყავდათ, მაგრამ გზაზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. თუ შესაძლებელია, რომ სრულიად უმანკო, უდანაშაულო ადამიანებს ლიტერატურაში ძეგლი დაუდგა, უპირველესად ნინო იმსახურებს ამას. რომანში მისი შემოყვანა რეალური ამბის გამოძახილი იყო.

ნინოს საპირწონედ, ნატა განასახიერებს ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გადარჩნენ; რომლებიც მიუხედავად ომის დასრულებისა, მაინც ომში არიან და იქამდე განაგრძობენ ბრძოლას, ვიდრე მშობლიურ მიწაზე ფეხს არ დადგამენ.

ნატა ექვსი წლისა უკვე დიდი იყო, ისევე როგორც ისიდა, პატარა სირიელი გოგო, რომელიც ომის მწერალი და შემრიგებელი უნდა გახდეს. და მათ ორივეს ევალებათ სიყვარული და სხვისთვის ცხოვრება, რაც ამ გმირების მთავარი მისიაა ამ წიგნში.

თქვენი პერსონაჟები რეალობიდან გარბიან? თითქოს, თითოეულ მათგანს ალტერნატივა აქვს. ისიდა, პატარა სირიელი გოგო, გადარჩენისთვის ამბების თხრობას იწყებს და კედელზე ჩანაწერებს აკეთებს, აბულა საკუთარ კინოს ჰქმნის, რომელშიც გმირის როლს თავად ასრულებს, ნატასთვის რეალობიდან გაქცევის საშუალება ფოტოგრაფიაა, მარიამისთვის - ხატვა, ხოლო რიჰმანისთვის კულტურასთან, ხელოვნებასთან მიბრუნება. ხელოვნება თქვენი პერსონაჟებისთვის თვითგადარჩენის საშუალება და ალტერნატიული რეალობაა?

რა საინტერესოა, მე თვითონ ასე დალაგება არ მიფიქრია. რომ ჩამოთვალეთ, ახლა მივხვდი, რომ ყველას თავისი თავშესაფარი აქვს.

რა თქმა უნდა, ყველა პერსონაჟს აქვს ალტერნატიულ სამყაროში გადასახლების თუ რეალობიდან გაქცევის სურვილი. თითოეული მათგანი ომის საშინელების დავიწყებას ან ომის შემოქმედებით იმპულსად გარდაქმნას ცდილობს. ისიდასთვის ომი შემოქმედებითი მასალაა, იგი ანე ფრანკის დღიურებივით აკეთებს ჩანაწერებს, თუმცა კედელზე. ნატასთვის ფოტოგრაფია ომის სისასტიკის და რეალობის ასახვაა, ისტორიისთვის შემონახვა. რიჰმანიც, რა თქმა უნდა, კულტურის ძეგლების, უდიდესი საგანძურის გადარჩენასა და დაცვას ცდილობს.

ნამდვილად ასეა, ხელოვნება მათთვის გადარჩენის საშუალებაა. ვერავინ გაუძლებს ომის საშინელებას, თავშესაფრის, დროებითი მოსასვენებლის პოვნის გარეშე. და ამავდროულად, ეს პერსონაჟები, ხელოვნების დახმარებით ამქვეყნად რაღაცას ტოვებენ, საკუთარ სიცოცხლეზე უფრო გამძლეს.

და ბოლოს, სათაურთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. რომანი საკმაოდ იმედისმომცემი დასასრულით ხასიათდება, თუმცა სათაური გვეუბნება, რომ ჩიტი არ გამოფრინდება. რატომ? რა დატვირთვა აქვს ჩიტის სიმბოლოს?

რა თქმა უნდა, მთავარი ალუზია ფოტოგრაფისაა, ნატა ფოტორეპორტიორია და ეს ჩვენი ბავშვობის ილუზიაცაა, რომ კამერიდან ჩიტი გამოფრინდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არასდროს ხდება. ეს დანგრეული ბავშვური ოცნებების ერთგვარი ილუზიაა, ბედნიერების ლურჯი ფრინველის... და რა თქმა უნდა, საკმაოდ პესიმისტურადაც ჟღერს. თუმცა ფინალში ჩიტი, რომელიც არ გამოფრინდება, სიკვდილის ჩიტადაც ვაქციე. და ორმხრივი დატვირთვა აქვს.

არ მინდოდა სათაურში სიკვდილი და ომი ყოფილიყო. ჩიტი ომში არ გამოფრინდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი, როგორც თავისუფლების, სიყვარულისა თუ თუნდაც გაზაფხულის სიმბოლო ფრენას შეწყვეტს. საბოლოოდ რომანში და იმედი მაქვს ცხოვრებაშიც, სიყვარული და სიცოცხლე იმარჯვებს.

ესაუბრა ქეთევან გახოკია

Vangogen • ვანგოგენიhttp://www.blogger.com/profile/07246725511427776815noreply@blogger.com