ჯორჯ ორუელი - 1984

ომი - მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება – ძალა.

მშვიდობის სამინისტრო დაკავებულია – ომის საკითხებით, ჭეშმარიტების სამინისტრო – სიცრუით, სიყვარულის სამინისტრო – წამებით, დოვლათის სამინისტრო კი შიმშილით.

უინსტონი დღიურის წერას აპირებდა, ეს აკრძალული არ იყო, (არაფერი არ იყო აკრძალული, რაკი კანონები აღარ არსებობდა) მაგრამ თუ უპოვნიდნენ, სიკვდილით დასჯა, ან ოცდთახუთწლიანი შრომა – გასწორებითი ბანაკი არ ასცდებოდა.

რაც უინსტონს სახეზე ეწერა, შესაძლოა მართლმორწმუნეობის ნაკლებობა კი არა, გონიერება იყო.

დანაშაულს, თავის თავში რომ მოიცავდა ყველა სხვა ბოროტმოქმედებას, აზრკრიმინალი ერქვა.

ტომ პარსონსი იმ მონათაგანი იყო, არასდროს არც – ერთ კითხვას რომ არ სვამენ, სწორედ მისი მსგავსები უზრუნველყოფდნენ პარტიის სტაბილურობას.

ადამიანური მემკვიდრეობა გრძელდება არა იმით, თუკი შენს ხმას სხვებს გააგონებ, არამედ თუნდაც ნორმალურ ადამიანად დარჩენით.

თუ პარტია იტყოდა, რომ ესა თუ ის მოვლენა არასდროს მომხდარა, მაშინ ყველასთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ეს არასდროს მომხდარა.

“ვინც წარსულს აკონტროლებს, აკონტროლებს მომავალს”, ღაღადებდა პარტიის ლოზუნგი.

რა გამართლება აქვს იმ სიტყვის არსებობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უპირისპირდება სხვა სიტყვებს?! სიტყვა თავის თავშივე მოიცავს მის საწინააღმდეგოს.

წლიდან წლამდე შემცირდება სიტყვების რაოდენობა და შესაბამისად აზროვნების დიაპაზონიც.

მართლმორწმუნეობა ნიშნავს არაზროვნებას, აზროვნების არსაჭიროება, მართლმორწმუნეობა – არაცნობიერებაა.

ვიდრე პროლები არ შეიგნებენ, არასდროს აჯანყდებიან და ვიდრე არ აჯანყდებიან ვერაფერს შეიგნებენ.

“პროლები და ცხოველები თავისუფალნი არიან”.

იქნებ გიჟი, უბრალოდ, ერთკაციან უმცირესობას ნიშნავდა?!

ასეთი რწმენა მარტო მას ჰქონდა, მარტო კი ნიშნავდა შეშლილს.

უინსტონს შეშლილად ყოფნის იდეა სულ არ აწუხებდა, საშინელება ის იყო, ვაითუ ცდებოდა.

თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე როგორც ორს მიმატებული ორი უდრის ოთხს. თუ ამას დავუშვებთ, დანარჩენი თვითონ მოვა.

სიცოცხლე ყოველწამიერი ბრძოლაა შიმშილთან, სიცივესთან, უძილობასთან, აყმუვლებულ მუცელთან და ატკივებულ კბილთან.

თუ პატარ – პატარა წესებს დაიცავდი, შეგეძლო დიდები დაგერღვია.

ცხოვრება მარტივი რამეა, ადამიანს დროსტარება უნდა, “ისინი” (პარტია) ამას გიკრძალავენ და შენც ისე არღვევ წესებს, როგორც შეგიძლია.

ყველას სურს ჰქონდეს ადგილი, სადაც დროდადრო განმარტოვდება და თუ მავანი ასეთ თავშესაფარს იპოვის, უბრალო თავაზიანობის საკითხია, რომ ვინმე სხვამ, ვინც ამის შესახებ იცის, ეს ამბავი თავისთვის შეინახოს.

რა უცნაურად აკითხავდა ადამიანის ცნობიერებას ფიქრი გარდაუვალ საშინელებაზე! ის იყო მომავალში და ისევე უსწრებდა წინ სიკვდილს, როგორც რიცხვი 99, რიცხვ 100-ს.

დასაწყისი შეიცავდა დასასრულს, თუმცა ეს მაინც დამზაფვრელი იყო, უფრო სწორად ეს სიკვდილის დაგემოვნებას ჰგავდა, ანუ ცოტათი უფრო ნაკლებ სიცოცხლეს.

1914 წლამდე არსებულ მსოფლიოსთან შედარებით, დღევანდელი მსოფლიო შიშველი, მშიერი ნახევრად დანგრეული და კიდევაც უარესია, თუ მას შევადარებთ წარმოსახვით მომავალს, რომლის ახდენასაც იმ პერიოდის ხალხი ელოდა.

იერარქიული საზოგადოების არსებობა სიღარიბისა და უმეცრების საფუძველზეა შესაძლებელი.

ომი სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ შთანთქას ყოველგვარი ზედმეტი დოვლათი, რომელსაც კი შეეძლო ეარსება ადამიანთა უშუალო საჭიროების შესაწყვეტად.

“ოკეანეაში” სოციალური ატმოსფერო ისეთივეა, როგორიც ალყაშემორტყმულ ქალაქში იქნებოდა, სადაც ერთი ნაჭერი ცხენის ხორცი უკვე სიმდიდრე – სიღარიბის განმასხვავებელი ნიშანია.

ფილოსოფიაში, რელიგიაში, ეთიკაში, თუ პოლიტიკაში ორჯერ ორი შეიძლება ხუთი ყოფილიყო, მაგრამ თოფის ან თვითმფრინავის გამოგონების დროს მაინც ოთხი უნდა მიიღოთ.

დღევანდელი მოქალაქე ჰგავს ვარსკვლავთშორისი სივრცის მკვიდრს, რომელიც ვერანაერად ვერ განსაზღვრავს სად არის “მაღლა” და სად “დაბლა”.

დაუმთავრებელი ხასიათის შეძენით “ომმა” არსებობა შეწყვიტა.

უთანასწორობა ადამიანური ცხოვრების უცვლელი წესია.

სიმდიდრე და პრივილეგია ყველაზე კარგად მაშინ არის დაცული, როცა მათ გაერთიანებული ძალებით ფლობენ.

არსებობს მმართველი ჯგუფის შეცვლის ოთხი გზა: ის ან გარედან მარცხდება, ან ისე არაეფექტურად მართავს, რომ მასები ჯანყდებიან, ან დაუშვებს იმას, რომ შეცვლილ იქნას ძლიერი და უკმაყოფილო საშუალო ჯგუფით, ან თვითონვე კარგავს თვითრწმენას და მართვის შინაგან ნებას.


მასების შეხედულებებს პარტია სრულიად ინდეფერენტულად უყურებს. მათ შეიძლება მიეცეს ინტელექტუალური თავისუფლება, რადგან არავითარი ინტელექტი არ გააჩნიათ.


თუ წარსული შეიცვალა მოცემული მომენტის საჭიროების მიხედვით, მაშინ სწორე დეს ახალი ვერსიაა წარსული და არავითარ სხვა წარსულს არ შეიძლება ეარსება მანამდე.

მსოფლიოს დაპყრობის ყველაზე მტკიცედ მათ სჯერათ, ვინც იცის, რომ ეს შეუძლებელია.
ძველ დესპოტიზმთა ბრძანება იყო - “შენ აღარ იარსებებ”, ტოტალიტარებისა – “შენ იქნები”, ხოლო პარტიის ბრძანება არის – “შენ ხარ”.

დიქტატურას იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმისათვის, რომ დიქტატურა დამყარდეს.

ბრძოლა კეთილად დამთავრდა, უინსტონმა საკუთარ თავზე გაიმარჯვა, მას დიდი ძმა უყვარდა!

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში