ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი

„კაპიტალიზმი კომუნიზმს გადაურჩა. რა გაეწყობა, ისღა დარჩენია, საკუთარი თავი თვითონვე ამოჭამოს“ - ჩარლზ ბუკოვსკი

„კაპიტანი სასადილოდ გავიდა და მეზღვაურები გემს დაეპატრონნენ“ - ჩარლზ ბუკოვსკი

როგორ უნდა მიხვდე, რომ მაინცდამაინც დღევანდელი დღეა შენი ცხოვრების უკანასკნელი დღე? არადა, სულ გგონია, რომ დრო კიდევ გაქვს!

ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი იყიდება. ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა.

სიახლის უპირატესობა ის არის, რომ მუდმივად იცვლება.

როგორ მოხდა, რომ ეპოქაში, რომელშიც ცინიზმმა თავისი აყვავების მწვერვალს მიაღწია, რეკლამა მსოფლიოს მბრძანებლის ტახტზეა წამოსკუპებული?!

სისტემამ თავის მიზანს მიაღწია: დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა.

მონსტრები ყოფილი კეთილი ადამიანები არიან.

ადოლფ ჰიტლერის ფრაზა ამომიტივტივდა გონებაში და მერე კარგა ხანს ვეღარ ამოვიგდე თავიდან: „თუ გინდათ მასების სიმპათია დაიმსახუროთ, მათ ყველაზე სულელური და ორიგინალური რამეები უნდა უთხრათ“.

საერთოდ კი, როცა კაცი იძულებული ხდება სიმართლე გითხრას, ეს ნიშნავს, რომ უკვე ძალზე დაგვიანებულია.

სნობებს უფრო ხშირ-ხშირად უმატებენ ხელფასს.

ადამიანები განწირულები არიან და სასოწარკვეთილები ფართხალებენ, რომ არ გაგიჟდნენ და როგორმე სიცოცხლის გაგრძელება შეძლონ.

კაი დრო დაგჭირდა იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს, მიმხვდარიყავი რა გინდოდა ცხოვრებაში: მარტობაა, სიწყნარე, სმა, კითხვა, ნარკოტიკები, წერა და დროდადრო სექსი ლამაზ ქალებთან, რომლებსაც მერე აღარასოდეს ნახავდი.

თანამედროვე ადამიანის პრობლემა მისი ბოროტება და სიავკაცე არ გახლავთ. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, წმინდა პრაქტიკულ მოსაზრებათა გამო, ადამიანი ცდილობს კეთილიც კი იყოს. იგი, უბრალოდ, ვერ იტანს მოწყენას. მოწყენილობა კაცს თავზარს სცემს; თუმცა, სინამდვილეში არაფერია უფრო კონსტრუქციული და კეთილშობილური, ვიდრე ერთი კაი ყოველდღიური დოზა უქმად დაკარგული დროისა, საუკუნედ გაწელილი ცარიელი წამებისა, კოშმარად ქცეული საყოველთაო გამოთაყვანებისა.

როდესაც ტყუილი მთავრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სიმართლე იწყება.

ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან, უბრალოდ, თამასას აღარ სწევენ ძალიან მაღლა; უფრო შემწყნარებლები ხდებიან, საკუთარ მარცხზე დაუფარავად ლაპარაკობენ და ყველაფერს აღიქვამენ ისე, როგორც არის; სიცოცხლის ყოველ წუთს უფრო მეტად აფასებენ.

რა უნდა ქნა, რომ გაიღვიძო, როცა არ გძინავს?

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ერთადერთი გართობა უგანდონო სექსია.

იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.

არასოდეს აძლევენ ძალაუფლებას იმას, ვისაც ხალხის საკეთილდღეოდ შეუძლია პოსტის გამოყენება.

იცით, რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს, რომ „ნაიკები“ იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან „ნაიკებს“, რომ ნარკოტიკები იყიდონ.

როდესაც ადამიანებს დაჟინებით ვუმეორებთ, რომ მათ სიცოცხლეს აზრი არა აქვს, რაღც მომენტში ისინი მიდიან, აქეთ-იქით აწყდებიან და ცოფიანებივით იღრინებიან. არაფრით არ უნდათ იმის დაჯერება, რომ მათი არსებობა სრულიად უაზროა. როდესაც ამაზე დაფიქრდები, მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ არაფრისთვის არ დაბადებულხარ, დაიბადე მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მომკვდარიყავი. ეს არის და ეს. ამის მერე აღარ არის გასაკვირი, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტ-ნაკლებად გარეკილია.

თანამედროვე სამყაროს ალტერნატივა არა აქვს.

იმისათვის, რომ არ მოკვდე, არ უნდა იცოცხლო, კონტაქტი უნდა შეწყვიტო, გახდე ბირთვული წყალქვეშა გემი ოკეანის უფსკრულში გაუჩინარებული, აღარაფერს იწონიდე, იცურაო ანგელოზებსა და სირინოზებს შორის; იცურო ცაში; იფრინო ზღვაში. ყველაფერი აღსრულდა. პირველი იყო სიტყვა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში