ფილიპ კ. დიკი - კაცი მაღალ კოშკში

ვუძღვნი მეუღლეს, ენს, რომლის დუმილის გარეშე ეს წიგნი არასოდეს დაიწერებოდა.

ახალგაზრდები, ახალი თაობა, რომელსაც არ ახსოვს ომამდელი დღეები ან თავად ომიც კი - ისინია კაცობრიობის იმედი. მათთვის თანამდებობას მნიშვნელობა აღარ ექნება. ეს დასრულდება - ოდესმე. თანამდებობის მნიშვნელობა... აღარ იქნებიან მმართველები.

არასოდეს ინანო ჩადენილი.

მსოფლიოს მართავენ ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან ძველი დროის კაციჭამიებისგან. „მილიონი წელი დაგვჭირდა, რომ მათგან თავი დაგვეღწია, - და, აჰა, ისინი დაბრუნდნენ. მაგრამარა როგორც მოწინააღმდეგეები... არამედ როგორც ყველაფრის ბატონ-პატრონები“.

რასაკვირველია კარგია, როცა სხვას მიჰყავხარ და არა შენ მიგყავს. როდესაც, თუნდაც დროებით, თავს სხვაზე აღმატებულად გრძნობ.

აუცილებლად უნდა მოძებნოს მონა, თუნდაც ამისთვის ერთი საათი დახარჯოს. თუნდაც შეხვედრაზე დააგვიანოს. წარმოუდგენელია, რომელიმე მონამ დაინახოს, თავად როგორ მიათრევს ბარგს. ასეთი შეცდომა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას; სხვები აღარასოდეს მიიჩნევენ თანასწორად, იმის მიუხედავად, თუ რას აკეთებს.

ნაცისტების წარმატების საფუძველი მეცნიერება, ტექნოლოგია, არნახული ნიჭიერება და მძიმე, მუხლჩაუხრელი შრომაა; გერმანელები თავს დასვენების უფლებას არასოდეს აძლევენ და როდესაც რაღაც საქმეს ჰკიდებენ ხელს, ის აუცილებლად ბოლომდე მიჰყავთ.

იქნებ, როდესაც იცი, რომ შესლილი ხარ, სინამდვილეში სრულებით არ ხარ გიჟი. ან ბოლოს და ბოლოს, გამოჯანმრთელდები.

ნაცისტებს სურთ ისტორიის აგენტები იყვნენ და არა მსხვერპლნი. საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ღმერთის ძალაუფლებასთან ახდენენ და სწამთ, რომ ღმერთს ჰგვანან. ეს არის საბაზისო სიგიჟე. რაღაც არქეტიპის მსგავსით არიან მოცულები; მათი ეგო იმდენად შიზოფრენიულად გაფართოვდა, რომ თავადვე უჭირთ მისი საზღვრების დადგენა. ეს არ არის მედიდურობა, არც სიამაყე; არამედ „მეს“ ისეთი უსაზღვრო გაფართოება, რომ ის ჩაიკარგა მათ სურვილებში და ახლა სურვილებსაც ვეღარ პოულობენ. ადამიანს არ ჩაუყლაპავს ღმერთი, პირიქით მოხდა.

ვისაც ღმერთები ხედავენ, მას ანადგურებენ კიდეც. იყავი პატარა... და მათ დამანგრეველ ეჭვიანობას გადაურჩები.

წვრილფეხობას მცირე თანხაც აკმაყოფილებს - მათთვის ეს მთელი ქონებაა.

რაღაცის უნდა გვწამდეს, შეუძლებელია ყველა შეკითხვაზე ვიცოდეთ პასუხი. ვერ შევძლებთ მომავლისკენ ცქერას, თუ არ გვწამს.

- ეს „შეესია კალია ქვეყანას“ აღმოსავლეთ სანაპიროზე ხომ აკრძალულია? [...] ამ წიგნისთვი ხომ ხალხს ხვრეტენ...
- ეროვნებას გააჩნია. და - სამკლაურის ფერის.
აი, თურმე რა: სლავები, პოლონელები, პუერტო-რიკოელები უფრო შეზღუდულები არიან უფლებების თვალსაზრისით, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეუძლიათ წაიკითხონ, რა გააკეთონ, რას მოუსმინონ. ანგლო-საქსების მდგომარეობა უკეთესია; მათ სკოლები აქვთ, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების მონახულება შეუძლიათ, კონცერტებზე სიარული. და მაინც... „კალია“ დაშვებულთა რიცხვში სრულებით არ შედიოდა; პირიქით, ის სრულიად გარკვევით იყო აკრძალული, თანაც ყველასთვის. [...] - კითხვა სწორედ იმიტომ დავიწყე, რომ აკრძალულია.

ალბათ, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ადამიანების უმთავრესი ნიჭიერება სწორედ ეს არის, კარგი ადამიანი პირველივე შეხვედრისთანავე უნდა ამოიცნო. ადამიანების ინტუიტიურად შეცნობა უნდა სეგეძლოს. ჯანდაბამდის გზა ჰქონია ყველა ცერემონიას და ეტიკეტს. გულით უნდა იგრძნო.

ბოროტება ჩვენი განუყოფელი ნაწილია. მთელი სამყაროსი. ფესვები გაიდგა ჩვენში, ჩვენს სხეულებში, გონებაში, გულებში, ქვაფენილშიც კი.

დაო ის არის, რაც სინათლეს ასხივებს, წყვდიადს განდევნის. სამყაროს ორი ძირითადი ძალის ურთიერთქმედებაა და ეს ძალები მარადიულად განახლდება ხოლმე. ეს ის არის, რაც სამყაროს ნგრევისგან იცავს. სამყარო არასოდეს განადგურდება, რადგან საკმარისია წყვდიადმა მოიცვას, რომ სადღაც, მისი ქვესკნელის კუნჭულებში აღმოცენებას იწყებს სინათლის ნერგი. ეს არის გზა. როდესაც თესლი გაღვივდება მიწაში, ასე ნელ-ნელა, თვალისთვის შეუმჩნევლად ამოიზრდება ნიადაგიდან.

ლიდერის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი ყოველთვის კრიტიკული ხანაა ტოტალიტარული საზოგადოების პირობებში. ამაზე გავლენას ახდენს ტრადიციის და იმავდროულად, საშუალო კლასის არარსებობა.

სასარგებლოა შეხვედრა ადამიანებთან, რომლებისაც გერიდება. და იმის აღმოჩენა, რომ სინამდვილეში სხვანაირები არიან. შენი მორიდებაც გაქრება.

რა უცნაურია გამონაგონის ძალა, თუნდაც იაფფასიანის, რომელსაც ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია.

ადაპტაცია - ეს თვითგადარჩენისთვის აუცილებელი წესია. თვალები გაახილე და ისე შეაფასე შენ გარშემო რა ხდება. ხელიდან ნუ გაუშვებ შესაძლებლობას. იყავი საჭირო დროს საჭირო ადგილზე.

სახელმწიფო ბუნება: ეჭვიანობა, შიში, სიხარბე.

შეუძლებელია სახელმწიფო მის მმართველზე უკეთესი იყოს.

პასუხისმგებლობა, საკმარისია ერთხელ აიღო საკუთარ თავზე და მერე მთელი სიცოცხლე ვეღარ მოიშორებ. სიმძიმედ დაგაწვება.

სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა. ხელოვნება კი, და ყველაფერი ის, რაც სიცოცხლეზე მაღლა დგას - ხანგრძლივი, დაუსრულებელი, უბერებელი, როგორც ჭია, ბეტონის კედელს რომ ღრღნის. ჩემ წინ ბრტყელი, თეთრი, უხეში კედელია აღმართული, მასში ან მასზე უნდა გავიარო. დამთავრდა, აღარ ვიდგები ამ კედლის წინ.

საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის მომიზეზებითაც კი, თუ გვაქვს უფლება ბოროტების ხელისუფლებაში მოსვლა დავუშვათ? განა ეს არ არის მთელი დღევანდელი მდგომარეობის პარადოქსი?

გერმანული ტოტალიტარული საზოგადოება სიცოცხლის იმგვარ ფორმას ჰგავს, რომელიც შეცდომით გაჩნდა. მისი ყოველგვარი გამოვლინება ამაზრზენია. უაზრობათა კასკადი.

იქნებ სამყარო ადამიანების გარეშე უკეთსიცაა.

ზოგჯერ რაღაც ახალი უნდა სცადო. ეს სრულებით არ არის სამარცხვინო. პირიქით, მდგომარეობის მართებულად შეფასების, სიბრძნის ნიშანია.

სწორედ ეს არის ხელოვანის ნაწარმოების უპირატესობა. დიახ, ეს ხელოვანის შრომის შედეგია: დედამიწის ქვესკნელიდან ამოტანილი უტყვი მინერალისგან სინათლეზე მოკაშკაშე, ზეციური ნაკეთობა დაამზადოს. მან სიკვდილი სიცოცხლედ აქცია. მკვდარი და ჩამქრალი - სინათლით აავსო. წარსული მომავალს დაუმორჩილა.

შეუძლებელია, ძალით ჩასწვდე რაიმეს.

ჩვენი ცხოვრების საზარელი დილემაა. რაც გინდა მოხდეს, მაინც ბოროტების თანამონაწილე ხდები. მაშ, რა საჭიროა წინააღმდეგობის გაწევა? რა უნდა აირჩიო, თუ ყველა შესაძლებლობა ერთნაირია. და მაინც, ჩვენსას გავაგრძელებთ, როგორც ყოველთვის. დღიდან-დღემდე. დღეს ეს არის ბრძოლა ოპერაცია „ბაბუაწვერას“ წინააღმდეგ. მოგვიანებით პოლიციის ძალაუფლების დამხობას ვეცდებით. მთელი ბოროტების ერთბაშად აღმოფხვრა შეუძლებელია. ეს ხანგრძლივი პროცესია. ოღონდ თითოეული ნაბიჯის გადადგმისას სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. და იმედი არ უნდა დავკარგოთ. ყველ შემთხვევაში, ვეცადოთ.

იდეალური საზოგადოება არ არსებობს, ისეთი, როგორიც გვინდა, სადაც ადვილად გასაგებია, რა არის მორალური, იმიტომ, რომ მისი შეგნებაა გაადვილებული. საზოგადოება, რომელშიც ადამიანს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, ისედაც ცხადია, მართალი რომ არის.

სიმართლე - სიკვდილივით საზარელი ჭეშმარიტება... მაგრამ მისი აღმოჩენა უფრო ძნელია.

მთარმგნელი ეკატერინე სუმბათაშვილი
გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, 2015წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში