ჯორჯ ორუელი - ცხოველების ფერმა

ჩვენი ცხოვრება, საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ და ბოლოს როცა აღარ ვჭირდებით, ყველას ამაზრზენი შეუბრალებლობით გვხოცავენ.

გააქრეთ ადამიანი და ამით საბოლოოდ გააუქმებთ შიმშილსა და მონური შრომის უმთავრეს მიზეზს.

ნათელი არ არის ამხანაგებო, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა ყველა ბოროტება ადამიანის ტირანიიდან მოდის?!
ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის იღწვის.

ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი მეგობარი.

არცერთმა ცხოველმა არასდროს არ უნდა დაჩაგროს და არ უნდა მოკლას თავისივე მსგავსი. ყველა ცხოველი თანასწორია.

“ანიმალიზმის” შვიდი მცნება:
I. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.
II. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.
III. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.
IV. არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში.
V. არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს.
VI. არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს.
VII. ყველა ცხოველი თანასწორია.


ფრინველის ფრთა წინსწრაფვის ორგანოა და არა მანიპულირების, ამიტომ ის ფეხად უნდა ჩაითვალოს, ადამიანის განმასხვავებელი ნიშანი კი ხელია, იარაღი, რომლითაც ის მავნებლობს.

ჩვენ ღორები დღედაღამ თვალმოუხუჭავად ვდარაჯობთ თქვენს კეთილდღეობას, სწორედ თქვენს გამო ვსვამთ რძეს და თქვენი გულისთვის ვჭამთ ვაშლს; იცით რა მოხდება, თუკი ჩვენ ვეღარ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას? – ჯოუნზი დაბრუნდება ამხანაგებო, დაიხ ჯოუნზი.

“არავითარი სურვილი არა მაქვს ვინმეს სიცოცხლე წავართვა, ადამიანსაც კი! – ბოქსერი”

ცხოველები ორ ფრაქციად დაიყვნენ, ორივეს თავისი ლოზუნგი ჰქონდა: “ხმა მიეცით სნოუბოლს და მიიღებთ კვირაში სამ სამუშაო დღეს”, “ხმა მიეცით ნაპოლეონს და მიიღებთ სავსე საკვებურს”.

ბენჯამინი (ვირი) აღმოჩნდა ერთადერთი ცხოველი, რომელიც არცერთ ფრაქციაში არ გაწევრიანდა. “ცხოვრება კვლავ ისე იდინებს როგორც დიოდა, ანუ ცუდად”.

“არ გეგონოთ ამხანაგებო, რომ მმართველობა სიამოვნებაა და მჯერა, რომ ყველანი დააფასებთ იმ მსხვერპლს, რომელიც ამხანაგმა ნაპოლეონმა გაიღო ამხელა ტვირთის თავის თავზე აღებით. არავის სჯერა ამხანაგ ნაპოლეონზე მეტად, რომ ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ თქვენ შეიძლება შეცდეთ გადაწყვეტილების მიღებისას და სადამდე მიგვიყვანს ეს?! – ჯოუნსი დაბრუნდება.

დისციპლინა ამხანაგებო, რკინის დისციპლინა, აი სადღეისო ლოზუნგი.

“თუ ამას ამხანაგი ნაპოლეონი ამბობს, ესეიგი მართალია, ნაპოლეონი ყოველთვის მართალია” – ბოქსერი.

აუცილებელია, რომ ღორებს, ფერმის ტვინსა და გონებას საფიქრელად მყუდრო საბინადრო ჰქონდეთ – ხელმძღვანელის ღირსებას სახლში ცხოვრება უფრო შეჰფერის, ვიდრე უბრალო საღორეში.

“ვირები დიდხანს ცხოვრობენ” – ბენჯამენი.

ჰიმნში ჩვენ გამოვხატეთ ლტოლვა მომავალი და უკეთესი საზოგადოებისაკენ. ამჟამად ეს საზოგადოება უკვე შექმნილია და სიმღერამაც თავისი ფუნქცია შეასრულა.

ხშირად გაიგონებდით, როგორ ეუბნებოდა ერთი ქათამი მეორეს – “ჩვენი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ექვს დღეში ხუთი კვერცხი დავდე”.

საჯაროდ გამოცხადდა, რომ თოფს ორი დღესასწაულის გარდა ნაპოლეონის დაბადების დღეზეც გაისვრიდნენ.


წარსული უარესი იქნებოდა, მათ ეს რწმენა სიამოვნებდათ, გარდა ამისა ახლა თავისუფლები იყვნენ მაშინ კი მონები.

დღეს მათი ცხოვრება დამშეული და ოფლში გაღვრილი იყო, განა სწორი და სამართლიანი არ იქნებოდა, რომ სადღაც უკეთეს ქვეყანას ეარსება?!

ჭეშმარიტი ბედნიერება მკაცრ შრომასა და მომჭირნე ცხოვრებაში მდგომარეობს.

არაფერი შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ, რადგან შიმშილი, სიძნელეები თუ გულისაცრუება, ცხოვრების მარადუცვლელი წესია.

ახლა კედელზე ერთადერთი მცნება ეწერა: “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები.

ღორებისა და ადამიანების ინტერესები არასდროს დაპირისპირებიან და არც უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

1943 - 1944

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში