უილიამ ბლეიკი 1757-1827

ინგლისელი მხატვარი, პოეტი და ლითოგრაფი დაიბადა ლონდონში 1757 წელს. მისი მხატვრული ნიჭი ცხოვრებაში არ დაფასებულა. მას ამ კუთხით დღემდე არ იცნობენ და დღემდე პოეტად თვლიან. ის რომანტიზმის უდიდესი წარმომადგენელია და ყველაზე ცნობილი პოემაა "უმანკოების წინათგრძნობა".

უილიამ ბლეიკის, როგორც მხატვრის ნამუშევრები სავსე იყო უფრო რელიგიური შეხედულებებით, ვიდრე სუბიექტებით ყოველდღიური ცხოვრებიდან. მისი ეს ხედვა, რომელიც მხოლოდ მის გენიალურობაზე მიგვანიშნებს, იმ დროს ძალიან ცოტამ დააფასა, უსაშინლეს სიღარიბეში ცხოვრობდა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღიარეს. თუმცა, დღეს ბლეიკი აღიარებულია, როგორც ინგლისური ხელოვნების და ლიტერატურის უდიდესი მოღვაწე.

ბლეიკს პოპულარობა მოუტანა ილუსტრირებამ წიგნისა ”ძველი აღთქმა.”. ის ბევრს შრომობდა სხვის ნაწარმოებებზე და სწორედ ის სხვები ღებულობდნენ ჯილდოებს. ბლეიკი ღარიბი იყო, მხოლოდ თავისი სურვილით, საკუთარი არჩევით ახდენდა წიგნების ილუსტრირებას და არ მუშაობდა დიდი გამომცემლების დაკვეთებზე.

ინგლისელი მხატვარი და პოეტი ემანუელ შვედებორგისეული ხედვის მიმდევარია, რომელიც თავის ხელოვნებაში ქრისტიანობის ნაზ და მისტიკურ ინტერპრეტაციას ასახავს. ბლეიკის ნახატი, ”უმანკოების სიმღერები”(1789 წ.), გვიჩვენებს ცხოვრებას, როგორიც ესახება უმანკო ბავშვს. ”გამოცდილების სიმღერაში”(1794 წ.) გამოხატულია მოწიფული ადამიანის რეალიზაცია სამყაროში, რომელიც სავსეა ტანჯვით და ტკივილით. ”მილტონი”(1804-08 წ.) და ”იერუსალიმი”(1804-20წ.) შედარებით უფრო გრძელვადიანი და ბუნდოვანი ნამუშევრებია.

უილიამ ბლეიკი 1827 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა.

”საყვარლების შფოთვა”
”სატანა ებრძვის”
ნაბუქოდონოსორი
”ადამის და ევას მიერ ნაპოვნი აბელის სხეული”
”ღვთისმგმობელი”
”მადლიანი დღე”
”ანტიკური დღეები”
”ურიზენის წიგნი: ცრუ რელიგია”


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში