ვასილი კანდინსკი 1866-1944

”შავი ფერი სიკვდილის შემდეგ არსებულ სხეულს ჰგავს, რომელიც ცხოვრებასთნ ახლოსაა”

აბსტრაქციონიზმის და თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი რუსი მხატვარი, ვასილი კანდინსკი -დაიბადა მოსკოვში, ბავშვობა ოდესაში გაატარა.
მისი მშობლები ფორტეპიანოზე უკრავდნენ, კანდინსკიმ კი თავისით შეისწავლა. შემოქმედებაში მუსიკის ზეგავლენა იგრძნობა ფერწერული ტილოების იმპროვიზაციებში, შთაბეჭდილებებში, კომპიზოციებში.

მოსკოვის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას და ეკონომიკას სწავლობდა და თავის პროფესიაში საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა 30 წლისამ მიუნხენში გამგზავრება და ხატვის შესწავლა გადაწყვიტა.

კანდინსკის ნამუშევრების უმეტესობა აბსტრაქციაა, განსხვავებით პიონერი იპმრესიონისტებისგან. მისი განსხვავებული ხედვა აკადემიაში სწავლის დროსაც გამოჩნდა, როცა ამბობდა: ”ვეცდები ავამღერო ტილოზე ფერები იმდენად, რამდენადაც ამას შევძლებ”.

ახლა კი აბსტრაქტული ხელოვნების დამფუძნებლად ითვლება. 1903 წლიდან მისი ნამუშევრები მთელს ევროპაშია გამოფენილი. კანდინსკის შემოქმედება ზე ხშირად კამათობენ საზოგადოებაში, ხელოვნებათმცოდნეებში.

კანდინსკი აქტიური მონაწილე იყო ყველაზე გავლენიანი და წინააღდეგობრივი მე-20 საუკუნის ხელოვნების მიმართულების. ფრანც მარკთან ერთად დააფუძნა ”ლურჯი მხედარი”, რომელშიც მოგვიანებით რამდენიმე ცნობილი მხატვარიც გაწევრიანდა. კანდინსკი შემდგომაც განაგრძობდა გამოეხატა თავისებული ხელოვნების ახლებური ხედვა მის თეორიულ წიგნებში. მისი ნამუშევრების მხარდამჭერი მოგვიანებით სოლომონ გუგენჰაიმი გახდა.

1933 წელს მიატოვა გერმანია და პარიზში დასახლდა. მისი ფერწერა ისევ დაპირისპირების საგანი გახდა. მიუხედავად ამისა, არაერთი პარიზელი ხელოვანი და ახალგაზრდა მხატვარი აღმერთებდა კანდინსკის შემოქმედებას.

კანდინსკი სიცოცხლის ბოლომდე, 1944 წლამდე ხატავდა. ახალმა ფორმებმა, რამაც თანამედროვე ფერწერას ახლებური მიმართულება მისცა, აბსტრაქციონიზმს უმნიშვნელოვანესი საფუძველი ჩაუყარა.

მუსიკა და მხატვრობა კანდინსკის შერწმული აქვს თავის ნახატებში. ერთხელ თქვა: ”ფერი კლავიშებია, თვალები ჰარმონია. სული არის პიანინო ბევრ საკრავთან ერთად. მხატვარი ხელია, რომელიც მუსიკას ასრულებს. სხვადასხვა კლავიშთან შეხება სულში ვიბრაციას იწვევს”.

ის ასევე ამბობდა, რომ როცა დაინახა ფერი, იგრძნო მუსიკაც.


”შემოდგომა ბავარიაში” - 1908
”შავი ლაქა” - 1912
”შავი და იისფერი” - 1923
”თეთრზე” - 1923
”კონტრასტული ხმები” - 1924 წ
”ყვითელი, წითელი, ლურჯი” - 1925წ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში