ფრენსის ბეკონი 1909 - 1992

ირლანდიელი მხატვარი ცნობილია მკაცრი, გაბედული, გრაფიკული და გაღიზიანებული, შიშის მომგვრელი ნამუშევრებით. ბეიკონის ნახატებში ხშირად ჩნდება აბსტრაქტული, გეომეტრიული ფიგურები.

ხატვა 20-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და მის მუშაობას არ ჰქონდა მუდმივი ხასიათი 30-იანი წლების დასაწყისამდე. ბეიკონი სასტიკად უარყოფდა, რომ მისი ნამუშევრები საკუთარი ცხოვრების ამსახველი ნახატები იყო. თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები ხშირად უკავშირებდნენ მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას ერთმანეთს.

მის ცხოვრებაში უდიდესი ტრაგედია იყო საყვარლის, ჯორჯ დაიერის თვითმკვლელობა. დაიერის გარდაცვალებიდან ძალიან მალე - 1971 წელს მხატვარმა თავის ნამუშევრები პარიზში გამოფინა. ბეიკონის ცნობილ ტრიფტიკზე ასახულია სამი ნამუშევარი, რომელზეც მისი მეგობრის თვითმკვლელობის სამი სცენაა წარმოდგენილი.








ტრიფტიკი



Popular posts from this blog

შოთა რუსთაველი - ვეფხისტყაოსანი, მხატვრის წიგნი

ნინო ხარატიშვილი - „უკმარი სინათლე“

ზვიად გამსახურდია - XX საუკუნის ამერიკული პოეზია