ვან გოგი - საძინებელი არლში

ვინსენტ ვან გოგის ნამუშევარზე, სახელწოდებით "საძინებელი არლში", 2010 წლის იანვარში დაწყებული რესტავრაცია დასრულდა.

ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმს ის დღეს დაუბრუნდება, იუწყება Associated Press.

მუზეუმის კურატორმა ლეო იანსენმა განაცხადა, რომ ამჟამად ნამუშევარი კიდევ უფრო მეტი სიმშვიდის მატარებელია და ისეთია, როგორიც ვან გოგს უნდოდა რომ ყოფილიყო…

ვან გოგმა "საძინებელი" დახატა 1888 წელს, როდესაც საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ არლიში ცხობრობდა. ამ პერიოდს მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორედ ამ დროს შექმნა მან ცნობილი "მზესუმზირები". ამასთან, "საძინებელი" მისი უსაყვარლესი ნამუშევარი იყო.

ამ ნახატის შესრულებიდან ძალიან მალე ნამუშევარი ნესტმა ძალიან დააზიანა და კიდეებზე საღებავმა ცვენა დაიწყო. იმისათვის, რომ ნესტის ზემოქმედება შეემცირებინა, მხატვარი იძულებული გახდა მასზე გაზეთები დაეფარებინა, რის გამოც ნახატზე ტიპოგრაფიული საღებავის კვალი გაჩნდა.

"საძინებელს" რესტავრაცია რამდენჯერმე გაუკეთეს. მისი სრული რესტავრაცია უკანასკნელად 1930-იან წლებში მოხერხდა.

ახალი სარესტავრაციო სამუშაოების აუცილებლობის შესახებ ცნობილი გახდა 1980-იან წლებში, თუმცა სპეციალისტების მოთხოვნა მხოლოდ 20 წლის შემდეგ დააკმაყოფილეს. დღეიდან ეს ნამუშევარი ამსტერდამის მუზეუმის დამთვალიერებელს განახლებული სახით დახვდება.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში