რიუნოსკე აკუტაგავა - ჰიოტოკოს ნიღაბი | ცხვირი

ჰიოტოკოს ნიღაბი - დეკემბერი, 1915 წ

ჰეიკიტი მარტო ფიზიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი არ სვამს.თუმცა თვითონ ასე ამბობს.მას არ შეუძლია სმის მიტოვება ფსიქოლოგიური მიზეზებოს გამოც.მხოლოდ შექეიფიანებული თამამდება და არავისი აღარ რცხვენია. სურს ცეკვა -იცეკვებს. სურს ძილი-დაიძინებს. არავის შეუძლია მას უსაყვედუროს. ხოლო ჰეიკიტისათვის ეს ყველაზე მთავარია. რატომაა მთავარი? თვითონაც არ ესმის.

მან მხოლოდ ის იცის, რომ როცა დალევს, სხვა ადამიანი ხდება. ცეკვით იჯერებდა და, როცა გამოფხიზლდებოდა, ზოგჯერ ეტყოდნენ: ,, აი, გუშინ ბლომად დალიე”.. მას, რა თქმა უნდა
ძნელი წარმოსადგენია, რომ გუშინდელი და დღევანდელი ჰეიკიტი- ერთი და იგივე პიროვნებაა. რომელია მათგან ნამდვილი, თვითონაც ვერ გაუგია. იშვიათად სვამს, უფრო ხშირად ფხიზელია. როგორც ჩანს, ფხიზელი ჰეიკიტია სწორედ ნამდვილი, მაგრამ უცნაური ის გახლავთ, რომ თვითონ ჰეიკიტი ვერ დაუდგება თავდებად ვერც ერთს. ღმერთ იანუსს ორი სახე აქვს და არავისთვისაა ცნობილი, რომელი მათგანია ნამდვილი. ასეა ჰეიკიტიც.

ჰეიკიტის მაღაზიაში მუშაობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, რაღაც უეცარი გრძნობას აყოლილი პატრონის ცოლი ახალგაზრდა ნოქართან ერთად გაიქცა.

ჰეიკიტი დაუახლოვდა ერთ ქალს, რომელმაც შესთავაზა, ერთად მოეკლათ თავი, მაგრამ შეეშინდა. მალე კი გაიგო, რომ ქალმა სამი დღის შემდეგ ლითონურ ნაკეთობათა სახელოსნოს მუშასთან ერთად დაამთავრა სიცოცხლე. ის მამაკაცი, რომელსაც ეს ქალი ჰყვარობდა, სხვა დიაცთან წავიდა და ამის პასუხად, სურდა პირველსავე შემხვედრთან მოეკლა თავი.

ჰეიკიტის ოცი წელი რომ შეუსრულდა, მამა მოუკვდა. ნოქარმა, რომელიც მამის სიციცხლეშივე მუშაობდა, ახალგაზრდა პატრონს სთხოვდა წერილი დაეწერა. ნოქარი ორმოცდაათიწლის, ზედმიწევნით წესიერი კაცი იყო. იმხანად მას მარჯვენა ხელის თითები დაზიანებოდა და წერა არ შეეძლო. ჰეიკიტიმაც თხოვნა შეუსრულა და დაწერა: ,,საქმე კარგადაა, მალე ჩამოვალ”. წერილის ადრესატი ქალი იყო.

სამი დღის შემდეგ ნოქარი სახლიდან გადის, იბარებს, რომ მყიდველებთან მიდის შეკვეთებზე და აღარ ბრუნდება. ანგარიშის შემოწმებისას კი აღმოჩნდა დიდი დანაკლისი. წერილი, ყველა ვარაუდით, საყვარელს გაუგზავნა.

ცხვირი - თებერვალი, 1916 წ

ბერი ვერ ხედავდა ადამიანებს, ის ამჩნევდა მხოლოდ ცხვირებს... მაგრამ ცხვირები საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ კეხიანი იყო, ისეთი ცხვირი კი, როგორიც მას ქონდა, არ შეხვედრია. ბერი დღითიდღე სულით ეცემოდა.

ბერი ფიქრობდა:,,ახლა მე ვგავარ სიღარიბეში ჩავარდნილ ადამიანს, რომელიც მალავს ძველებურ დიდებას.

ადამიანთა გულში დავანებულია ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა, არ არის ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც მოყვასის უბედურებას არ თანაუგრძნობდეს, მაგრამ საკმარისია ამ მოყვასს შეუმსუბუქდეს მდგომარეობა, რომ მაშინვე გაჩნდება რაღაც უკმაყოფილების გრძნობა. ოდნავ თუ გავაზვიადებთ, შეიძლება იმის თქმაც, რომ ჩნდება სურვილი კიდევ ჩავაგდოთ ეს მოყვასი იგივე უსიამოვნო მდგომარეობაში მაშინვე იბადება მტრობა თუმცა პასიური ამ მოყვასისადმი...

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში