რიუნოსკე აკუტაგავა - უსიერ ტყეში | შუნსო ჰიშიდა | ჯოჯოხეთის სურათები

უსიერ ტყეში

ჭეშმარიტად, რა თვალის დახამხამებაში ქრება ადამიანის სიცოცხლე, თითქოს ცვარი იყოს ან ელვა. ოო, წარმოუდგენელია, ადამიანის ენამ მოახერხოს იმის გამოთქმა, თუ რა სავალალოა ყველაფერი ეს.

გადავწყვიტე, დამემორჩილებინა ქალი, თუნდაც ამისათვის მისი ქმრის მოკვლა დამჭირვებოდა. თქვენ ეს საშინელებად მიგაჩნიათ, არა? პირიქით, სასაცილოა. მამაკაცის მოკვლა ჩვეულებრივი ამბავია. როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. ოღონდ მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ; თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის საშუალებით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი ჩანს, მაგრამ ის თქვენი მოკლულია და ვინ იცის, კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაული უფრო მძიმეა, თქვენი თუ ჩემი (ირონიული ღიმილი).

უიარაღოდ დარჩენილ ყველაზე ვაჟკაცურ ქალსაც კი არაფერი შეუძლია.

შუნსო ჰიშიდა

მეცოდებიან კეთილბუნებოვანი ადამიანები, მათ ხომ აღარა უწყიან, როგორად გასახარია ქმნა სიკეთისა, ბოროტების ნაცვლად.

ო, დედაო-წმინდა მარია-სამა! ხვალ, გამთენიისას მომკვეთენ თავს. დაგორდება თავი მიწაზე, სული კი ფრინველივით შენკენ გამოქროლდება. ვინ იცის, ნაცვლად პარაისოს (სამოთხე)ნეტარებისა, შთავვარდე ინფერუნოს (ჯოჯოხეთის) გეენას შინა. არას ვნაღვლობ, ვილხენ მთელი სულითა და გულით, ოცი წელია, ჯერ არ გამიხარია აგრერიგად.

მარტი, 1922წ.

ჯოჯოხეთის სურათები

ერთხელ, როცა მისმა ბრწყინვალებამ გახუმრება ინება, შენ, როგორც ჩანს, სიმახინჯე გყვარებიაო, მან ასაკისდაშეუფერებელი წითელი ტუჩებით უსიამოდ გაიღიმა და თვითკმაყოფილმა უპასუხა, დიახ, ვერც ერთი ეს ზერექვერე მხატვარი ვერ გაიგებს სიმახინჯის სილამაზესო.

ივლისი, 1918 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში