ჟაკ რეში

ჟაკ რეში - 1946 წელს საფრანგეთში დაბადებული მხატვარი, რომელიც აფრიკაში გაიზარდა. 

ხატვა ბავშვობაში დაიწყო. 4 წლის იყო, როდესაც დედამ მისი ნახატი კონკურსზე გაიტანა, სადაც გაიმარჯვა კიდეც.

7 წლის ასაკში ხატვის კურსებზე შეიყვანეს. რეში შეხვდა ცნობილ მხატვარსა და მასწავლებელს - რეიმონდ ბესილს, რომელმაც ხატვის კურსებზე სიარულის შეეწყვიტა ურჩია. მასწავლებლის აზრით ჟაკს უკვე ჰქონდა უდიდესი ნიჭი ხატვისა ამიტომაც, სხვა პროფესიის შესწავლა ურჩია.

გაითვალისწინა რა ბესილის რჩევა, ფიზიკის და ქიმიის შესწავლასთან ერთად, პარალელურად ხატავდა კიდეც.

1981 წელს ცნობილ პარიზულ სალონში რეშის ნახატებიც გამოიფინა.

მხატვარს მოგვიანებით შექმნილ ნახატებში წინა პლანზე აფრიკის თემაა წამოწეული. მის ნამუშევრებში იგრძნობა თანამედროვე ტექნიკის და მსოფლიო პოლიტიკის გავლენა. აღმერთებს Bosch-ის შემოქმედებას, რადგან Bosch-ი თავის ნამუშევრებში იყენებს სიზმრებს, რომელიც ადამიანური სულის თავგადასავალში ეხვევა, მის ნახატებში ეშმაკის მიერ ადამიანის სულის ცდუნებებს ასახავს.

ფრანგი მხატვრის შემოქმედებაზე აშკარა გავლენა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიას, როგორიცაა - ინტერნეტი, ტელევიზია.

ჟაკ რეშის შემოქმედების ქვაკუთხედს თანამდეროვე, ყოველდღიური პრობლემები - ჭუჭყი, სიღარიბე, სიღატაკე და ომი წარმოადგენს.










Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში