ერნესტ ჰემინგუეი - კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალი

_ სხვაზედაც უნდა იფიქრო.
_ მადლობა ღმერთს, ჩემი დღე და მოსწრება მეტი არაფერი მიკეთებია.

_ ასეა ხოლმე, რაც ჩემთვის სულ ერთია, შენთვის არ არის სულერთი.

მორჩა, ვეღარასოდეს დაწერს იმას, რასაც ამდენი ხანი ელოლიავებოდა და მხოლოდ დროსღა უცდიდა, რათა უფრო ხეირიანად გასცნობოდა და კარგად დაეწერა. სამაგიეროდ მარცხსაც არ გამოსცდის. იქნებ სულაც არა ხარ ამის დამწერი და ამიტომაც სდებ და სდებ ვერა და ვერ გაგიბედავს დაწყება. ვინ იცის.

_ რას ამბობ, ჰარი? სულ დაკარგე ჭკუა?!
_ არა. რაც არ მქონია, რას დავკარგავდი!

_ კარგი ერთი, თუ ღმერთი გწამს, მოეშვი მაგ ტრაბახს.

ქალს შეხედა და ნახა, რომ ტიროდა.

_ მოიხედე,უთხრა მან,შენ გგონია, მე მსიამოვნებს! თვითონაც არ ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას. სხვასა კლავ, რომ საკუთარი სიცოცხლე შეიგრძნო, ალბათ, ეს არის მიზეზი. როცა ლაპარაკი დავიწყეთ, არავითარი ცუდი განზრახვა არა მქონია. ახლა კი ლამის გავცოფდე და შენც ასე გაწამებ.
ახლაც ჩვეულებრივ იცრუა. ეს აჭმევდა პურს.

ცრუობდა, ცრუობდა, ეს კიდევ არაფერი, უფრო დიდი უბედურება ის იყო, რომ სიმართლე აღარც ჰქონდა სათქმელი.

ცდილობდა, არ ეფიქრა, და მაშინ მართლაც დიდებულად იყო საქმე. გულში მაინც ამბობდი, როცა იქნება, ამ ხალხის ამბავს დავწერო, სიმდიდრისაგან გაზულუქებული ხალხის ამბავს. შენ თვითონ არასოდეს ყოფილხარ იმათი მოდგმისა. მაგრამ მზვერავივით იყავი მათთან. მერე მიატოვებდი, დაწერდი, და ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა საკუთარი თვალით დანახულ და განცდილ სინამდვილეს აღწერდა კაცი. მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოჰკიდა კალამს ხელი. არ ეწერებოდა, ყოველი დღე ფუფუნებით იყო სავსე, და ეს გულს ურევდა, ნიჭს უჩლუნგებდა, წერის სურვილს უდუნებდა, ისე რომ, საბოლოოდ სულაც გაანება თავი წერას.

თვითონვე დაიღუპა ნიჭი უსაქმურობით, საკუთარი თავისა და რწმენის ღალატით, ლოთობით, რამაც აღქმის უნარი დაუჩლუნგა, სიზარმაცით, გაზულუქებით, სნობიზმით, პატივმოყვარეობითა და კუდაბზიკობით, ჯანდაბითა და ოხრობით.

ან მისი ნიჭი რას წარმოადგენდა? ნიჭს არა უშავდა რა, მაგრამ გამოყენების მაგივრად ვაჭრობდა ხოლმე ამ ნიჭით და იმის ნაცვლად, რომ ეთქვა ესა და ეს გავაკეთეო, იმასღა ამბობდა ამის გაკეთება შემეძლოო.

უეცრად მარტოობის მწვავე შიშმა მოიცვა, მაგრამ ისეთი კაცი უნდოდა, ვისაც პატივსა სცემდა.

ის ხერხები, რითაც მან კაცი დაისაკუთრა და ბოლოს შეიყვარა კიდეც, უკუპროპორციულ პროგრესიასა ჰგავდა ქალი თავისთვის ახალ ცხოვრებას იშენებდა, კაცი კი თავისი ძველი ცხოვრების ნარჩენებს ჰყიდდა.

ვკვდებიო, გაუელვა.უცებ მოასკდა ეს. არა როგორც ქარი და ნიაღვარი, არამედ როგორც მყრალი სიცარიელე, და უცნაური ის იყო, რომ ამ სიცარიელის კიდეზე აფთარი მიცოცავდა.

ამ ქალთან მაინცდამაინც არასოდეს არ უჩხუბია, იმათთან კი, ვინც გულით უყვარდა, იმდენს ჩხუბობდა, რომ ჩხუბის ჟანგმა სულ შეჭამა, რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ. ძალიან მაგრად უყვარდა, ძალიან ბევრს მოითხოვდა და ბოლოს და ბოლოს სულ გამოიფიტა.

პირი გაუმწარდა, თითქოს სპილენძის ფულებით ჰქონოდეს გამოტენილი.

მის თვალწინ იცვლებოდა ქვეყანა, და არა მარტო დიდ-დიდი მასშტაბებით,თუმცა ეგეც ბევრი ნახა, და ბევრ ხალხს გაეცნო,უფრო პატარა ცვლილებებსაც ამჩნევდა, და ხედავდა, როგორ სულ სხვადასხვანაირი იყო ხალხი სხვადასხვა დროს.

ეს ყოფილა სიკვდილი. ჩურჩულით მოდის, რომ არაფერი გაიგონო.

სიკვდილმაც ისევე მომაბეზრა თავი, როგორც სხვა ყველაფერმაო, გაიფიქრა.
_ მოსაბეზრებელია,თქვა მან ხმამაღლა.
_ რა, ჩემო ძვირფასო?
_ ყველაფერი, რაც გაჭიანურდება.

_ ერთადერთი, რაც ისევ შემრჩა და არ დამიკარგავს_ცნობისმოყვარეობაა,_უთხრა კაცმა.

_ ისეთი არ გეგონოს, როგორც წარმოუდგენიათ ხოლმე - გაძვალტყავებული, ცელმომარჯვებული, უთხრა კაცმა ქალს,სულ ადვილი შესაძლებელია ველოსიპედებზე გადამჯდარი ორი პოლიციელი იყოს, ან ჩიტი. ან არადა აფთარივით ჩაჭყლეტილი დრუნჩი ჰქონდეს.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში