ერიკ - ემანუელ შმიტი - ნოეს შვილი

ერთადერთი რაც ჩემი ჩექმების ფეხსცმლად ჩათვლის უფლებას მაძლევდა, არც მეტი, არც ნაკლები იყო ფაქტი, რომ ისინე ფეხზე მემოსა.

ნუ მკითხავთ, როგორ გამოიყურებოდა დედაჩემი, ნუთუ შეიძლება მზის ახწერა?

- შენც ებრაელი ხარ?
- არა. მე ბელგიელი ვარ.
- მეც ბელგიელი ვარ!
- კი, შენც, მაგრამ მე ქრისტიანი ვარ.
- ქრისტიანები, ეს ისინი, ვინც ებრაელების წინააღმდეგ არიან განწყობილნი?
- ებალეთა წინააღმდეგ ნაცისტები არიან განწყობილნი.
- ქრისტიანებს არ აპატიმრებენ?
- არა.
- ესეიგი იყო ქრისტიანი უკეთესია?
- ვისთვის როგორ.

მამის ცრემლებისაგან განსხვავებით, რომლებიც უხერხულობას მიქმნიდნენ, დედის ცრემლები გულს მტკენდა.

აქამდე მე არასოდეს მომცემია საშუალება დავკვირვებოდი საღამოს ცას, რადგან ჩვენი ნახევრად სარდაფის ტიპის ბინიდან, მხოლოდ გამვლელთა ფეხსაცმელი, ძაღლები და პროდუქტის სავსე პაკეტები ჩანდა.

- ჟოზეფ, მე მომიწია შენთვის გამემხილა ერთ-ერთი ჩემი საიდუმლო ქალური ხრიკებიდან.
- რომელი?
- შეუტიე, ნაცვლად იმისა, რომ თავი დაიცვა. თავის მართლების ნაცვლად ბრალი დასდე, მოკლედ უკბინე პირველმა და მწარედ.

მე ძალზედ მინდოდა შეხვედრა ადამიანთან, რომელიც იყო, ან ითვლებოდა ყველა სულიერის მამად მსოფლიოში.

როცა მადმუაზელ მარსელი კითხვას სვამდა, მასზე პასუხის გაცემა უაზრობა იყო, რადგან კითხვას ის მხოლოდ საკუთარ თავს უსვამდა და მხოლოდ მისგან ელოდა პასუხს.

თითოეულმა ჩვენგანმა ერთმანეთის საიდუმლოში შეხწევა შევძელით. ჩვენ უკვე შეგვეძლო ერთ აზრზე ვყოფილიყავით.

გული სავსე მქონდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. მე შევისუნთქე ღმერთი ფილტვებით და გონების დაკარგვის ზღვარზე ვიყავი.

- ჟოზეფ, იცი ვინ იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი კოლექციონერი?
- არა!
- ნოე, მან უფლის ყველა ქმნილება გადაარჩინა.
- რატომ ნოემ და არა ღმერთმა? მისთვის სულერთი იყო, თუ შვებულებაში იყო გასული?
- ღმერთმა სამყარო ერთხელ და სამუდამოდ შექმნა. მან ჩაგვინერგა ინსტინქტები და გონება იმისათვის, რომ დამოუკიდებლად შევძლოთ მის გარეშე გაძლება.
- ღმერთს არ შეუძლია ადამიანებს აუხსნას, თვითონ რას ფიქრობს ამაზე?
- მთავარი ის კი არ არის, რას ფიქრობს ამაზე ღმერთი, მთავარია რა აზრისა ვართ ამ საკითხზე ჩვენ.

- ჟოზეფ, გინდა იცოდე, რომელია ორი რელიგიიდან ჭეშმარიტი? არც ერთი მათგანი! არ არსებობოს ჭეშმარიტი, ან მცდარი რელიგია, ის უბრალოდ ცხოვრების წესს გვთავაზობს.

- საინტერესოა, პატივისცემით უნდა მოვეპყრა ამ რელიგიებს იმისდამიუხედავად, რომ ერთ-ერთი მათგანი მცდარია?
- თუ მზად ხარ პატივი სცე ჭეშმარიტებას, მაშინ მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დაიმსახურებს შენს პატივისცემას. ორჯერ-ორი ოთხია, სულ ეს არის.

იტყუები? – მიეცი ტყუილის თქმის შანსი სხვასაც, ამაშია ჩვენი ხსნა.

გერმანელი ოფიცერის ასეთი საქციელის შემდეგ, მე ვიგრძენი თავი მშვენივრად, რადგან დამიბრუნდა ადამიანობის რწმენა.

- ადამიანები თავად აყენებენ ერთმანეთს ზიანს და ღმერთი აქ არაფერ შუაშია. მან ადამიანები თავისუფლებად შექმნა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვიხარია, ან განვიცდით, ჩვენი ღირსებებისა და ნაკლოვანებებისგან დამოუკიდებლად.

- ქრისტიანი ისაა, ვინც იგონიებს, ებრაელი კი იმედოვნებს?
- გამოდის, რომ ქრისტიანი ებრაელია, რომელმაც შეწყვიტა ლოდინი?
- დიახ, ებრაელი კი იესომდელი ქრისტიანია.
- იუდეველთა რელიგია დაფუძვნებულია პატივისცემაზე, მაშინ როცა ქრისტიანული – სიყვარულზე. ჩემი აზრით პატივისცემა სიყვარულზე მეტად ძირეული და რეალური გრძნობაა. გიყვარდეს მტერი შენი, თუ ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორე მიუშვირე – ამას გვთავაზობს იესო. მართალია ეს ყველაფერი გასაოცარია, თუმცა ნაკლებად რეალური და პრაქტიკული.

რაც უფრო მეტი ზიზღი დამყარდება ორ ბანაკს შორის, მით მეტად გაძნელდება მშვიდობის დამყარება.

ებრაელი და პალესტინელი ბავშვების ორი მტრული დაჯგუფება ერთმანეთს ქვებს უშენდა. ყოველთვის მიზანში როდი არტყამდნენ. ერთ-ერთმა მიწაზე დაგდებულ მომცრო ძელს ხელი დასტაცა, გაექნა და იქვე ახლო მდგომ მოწინააღმდეგეს მთელი ძალით სთხლიშა თავში. პასუხმაც არ დაახანა. რამდენიმე წამში ორივე მოქიშპე კლანის ფიცრებითა და ჯოხებით შეიარაღებული ბავშვები დაუნდობელ ორთაბრძოლაში ჩაებნენ. ბრძოლის ველისკენ ყვირილით გავქანდი. ვითომ დაფრთხნენ ჩემ დანახვაზე, თუ უბრალოდ უცხოს ჩარევით ისარგებლეს და ჩხუბი შეწყვიტეს?! დავიხარე, ძირს ბავშვების ჩხუბის დროს ჯიბეებიდან ამოცვენილი ნივთები ეყარა. ებრაულ ქიფასა და პალესტინურ თავსაბურავს დავავლე ხელი, ერთი მარჯვენა ჯიბეში ჩავიჩურთე, მეორე მარცხენაში.

- რას აკეთებ? დაინტერესდა რუდი.
- კოლექციის შექმნას ვიწყებ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში