ერნესტ ჰემინგუეი - მოხუცი და ზღვა

აფრას ბევრგან ჰქონდა დაკერებული ფქვილის ტომრის ნაჭრები და როცა დაახვევდნენ, იგი კაცს სამუდამოდ დამარცხებული ჯარის დროშას აგონებდა.

ეს იარები ძველი იყო, როგორც დიდი ხნის უწყლო უდაბნოს დახეთქილი მიწა.
მოხუცი ერთობ გულმართალი იყო და არ დაფიქრებულა იმაზე, როდის გახდა მოკრძალებული. მაგრამ იცოდა, რომ მოკრძალებას მისთვის არც სირცხვილი უჭმევია, არც ადამიანური ღირსება შეულახავს.

უწინ კედელზე მისი ცოლის ფერადი ფოტოგრაფიული სურათიც ეკიდა, მაგრამ შემდეგ მოხუცმა სურათი შეინახა, რადგან მისი ყურება სევდას ჰგვრიდა. ახლა ფოტოსურათი თაროზე იდო, კუთხეში, სუფთა პერანგის ქვეშ.

_ შეიძლება წავიღო სასროლი ბადე?
_ რასაკვირველია!
სინამდვილეში ბადე სადღა იყო; ბიჭს მშვენივრად ახსოვდა, როდის გაყიდეს იგი. მაგრამ ორივეს ისე ეჭირა თავი, თითქოს მოხუცს ბადე ისევ ჰქონდა. არც ერთი ჯამი ყვითელი ბრინჯი და თევზი ჰქონია, _ ბიჭმა ესეც იცოდა.

ვცდილობ, ვალი არ ავიღო. სესხებიდან მათხოვრობამდე მოკლე მანძილია.

მოხუცმა თვალები გაახილა და რამდენიმე წამს თითქოს სადღაც ძალიან შორიდან ბრუნდებოდა.
_ დიდი მწვრთნელი იყო, _ თქვა ბიჭმა, _ მამაჩემისაგან გამიგონია, ყველა მწვრთნელს სჯობდა ქვეყანაზეო.
_ ეს იმიტომ, რომ სხვებზე ხშირად იმას ხედავდა, _ თქვა მოხუცმა. _ დიუროშეს რომ ევლო ჩვენთან ყოველ წელიწადს, მამაშენი იმას ჩათვლიდა ყველაზე დიდ მწვრთნელად ქვეყანაზე.

_ იქნებ ძალა იმდენი აღარ მომდევდეს, რამდენიც გული მერჩის, _ თქვა მოხუცმა.
რატომ იღვიძებენ ბებრები ასე ადრე? ნუთუ იმიტომ, რომ თუნდაც ეს დღე გაიხანგრძლივონ?

მოხუცი ფიქრობდა: «ჩიტებს ჩვენზე უფრო უჭირთ ცხოვრება, თუ ორბებსა და დიდ, ძლიერ ფრინველებს არ ჩავაგდებთ სათვალავში.
ზოგჯერ ზღვით მოხიბლული ადამიანებიც ამბობენ ცუდ რამეს ზღვაზე, მაგრამ მას ყოველთვის იხსენიებენ, როგორ, ქალს.
მოხუცი კი მუდამ ფიქრობდა ზღვაზე, როგორც ქალზე, რომელიც ან დიდად გწყალობს, ან უარს გეუბნება. ხოლო თუ ზოგჯერ ბოროტად ან უკეთურად იქცევა, _ რა ვუყოთ, ასეთია მისი ბუნება. «მთვარე ისე აღელვებს ზღვას, როგორც ქალს», _ ფიქრობდა მოხუცი.

«მე ხომ ჩემს ანკესებს ყოველთვის კარგად ვუშვებ წყალში. _ გაიფიქრა მოხუცმა, _ ეს არის, რომ ბედი არა მწყალობს. თუმცა ვინ იცის? იქნებ დღეს ბედმა გამიღიმოს. ყოველი დღე ერთმანეთს ხომ არ ჰგავს. ცხადია, კარგია, როდესაც კაცს ბედი სწყალობს. მაგრამ მე მაინც მირჩევნია, ჩემს საქმეს მარჯვედ ვაკეთებდე, ხოლო როდესაც ბედი გამიღიმებს და ბედნიერება მეწვევა, მზად შევხვდები მას».

ადამიანთა უმეტესობა უგულოდ ეპყრობა კუს, იმიტომ, რომ კუს გული დიდხანს ძგერს იმის შემდეგაც, როდესაც მოკლავენ და ნაჭრებად დაკეპავენ ხოლმე. «მაგრამ მეც ხომ ასეთი გული მაქვს, _ ფიქრობდა მოხუცი, _ ჩემი ხელები და ფეხები კი ძალიან ჰგავს მათ კიდურებს».

მოხუცი უკვე ვეღარ იხსენებდა, როდის დაიწყო პირველად თავის თავთან ხმამაღლა საუბარი.

«ახლა ბეისბოლზე ფიქრის დრო არ არის, _ უთხრა თავის თავს მოხუცმა. _ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრის დროა, სახელდობრ, იმაზე, რისთვისაც ვარ გაჩენილი.
შესაძლოა, სადმე, თევზების ამ გუნდის გვერდით ცურავს ჩემი დიდი თევზიც.

«სიბერეში ადამიანი მარტო არ უნდა რჩებოდეს, _ ფიქრობდა მოხუცი, _ მაგრამ ამას ვერ გაექცევი.

«მისი ხვედრი იყო ოკეანის ბნელ სიღრმეში ყოფნა, შორს ყოველგვარი მახეების, სატყუარებისა და ადამიანთა ვერაგობისაგან. ჩემი ხვედრი კი ის იყო, რომ მარტო წავსულიყავი დასაჭერად და მეპოვა იქ, სადც ჯერ არცერთ ადამიანს არ გაუჭაჭანებია, არც ერთ ადამიანს დედამიწის ზურგზე. ახლა შუადღის აქეთ გადაბმული ვართ ერთმანეთზე და არავინ არის არც ჩემი, არც მისი მშველელი».


_ კარგად დაისვენე, ჩიორა, _ თქვა მოხუცმა. _ მერე გაფრინდი ნაპირისაკენ და იბრძოლე, როგორც იბრძვის ყოველი კაცი, ფრინველი თუ თევზი.

მოხუცი მიხვდა, რომ ზღვაზე ადამიანი არასდროს არ არის მარტო.

მადლობა ღმერთს, თევზები ისე ჭკვიანები არ არიან, როგორც ადამიანები, რომლებიც მათ კლავენ; თუმცა თევზებს ბევრად მეტი ძალა და კეთილშობილება აქვთ».

ვიქნები. ნეტავ, თევზი ვყოფილიყავ და ყველაფერი მქონოდა, რაც მას აქვს, და არა მარტო ნებისყოფა და გონება».


_ ღმერთი არ მწამს, _ თქვა მან, _ მაგრამ ათჯერ ვიტყვი «მამაო ჩვენოს» და ამდენჯერვე ვიტყვი «ღვთისმშობელო ქალწულოს», ოღონდაც ეს თევზი დავიჭირო. აღთქმას დავდებ, რომ სალოცავად წავალ კობრენის ღვთისმშობელთან, თუ ამ თევზს მართლაც დავიჭერ. სიტყას ვიძლევი.

_ ბიჭს ხომ ვუთხარი, სულ სხვა ბერიკაცი ვარ-მეთქი, - თქვა მან. _ ახლა დადგა დრო, რომ ეს დავამტკიცო.

მოხუცმა ეს ათასჯერ დაამტკიცა, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ახლა ხელახლა უნდა დაემტკიცებინა. ანგარიში ყოველთვის თავიდან იწყებოდა; ამიტომ, როდესაც რამეს აკეთებდა, მოხუცი არასდროს არ იგონებდა წარსულ ნამოქმედარს.

ყველა სწრაფმავალ თევზს, ბნელ სიღრმეში რომ დაცურავს, რატომ აქვს იისფერი ზურგი, ხშირად კი იისფერი ზოლებიცა და ლაქებიც? მხოლოდ სკუმბრია მოჩანს მწვანედ, რადგან ნამდვილად ოქროსფერია. მაგრამ როდესაც სკუმბრია ძალიან მშიერია და საჭმელს დაეძებს, გვერდებზე, მარლინის მსგავსად, იისფერი ზოლები უჩნდება ხოლმე. ნუთუ ეს ბოღმისაგან ემართება? თუ იმისგან, რომ ამ დროს ჩვეულებრივზე სწრაფად დაცურავს!»

რა კარგია, რომ ვარსკვლავების მოკვლა არა გვჭირდება!
«აბა, წარმოიდგინე: კაცი ყოველდღე ცდილობდეს მთვარის მოკვლას! მთვარე კი გაურბოდეს მას. ანდა, რა იქნებოდა, რომ კაცი ყოველდღე მზეს დასდევდეს მოსაკლავად? არა, რაც გინდათ, თქვით, ჩვენ - ადამიანებს _ მაინც იღბალი გვაქვს», _ გაიფიქრა მან.

«მე ბევრი არაფერი მესმის, _ გაიფიქრა მან, _ მაგრამ, რა კარგია, რომ მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს არ დავსდევთ მოსაკლავად! ისიც კმარა, რომ საჭმელს ვტაცებთ ზღვას და ჩვენსავე ძმებს ვკლავთ.

«ახლა გონება ნათელი მაქვს, _ გაიფიქრა მან, _ ძალიან ნათელიც. ისეთივე ნათელი, როგორიც ჩემი ძმები _ ვარსკვლავებია, მაგრამ, სულ ერთია, უნდა წავიძინო. ვარსკვლავებსაც სძინავთ, მთვარესაც სძინავს, მზესაც სძინავს, თვით
ოკეანეც იძინებს ზოგჯერ, იმ დღეებში, როდესაც დინება არ არის და სრული სიწყნარე სუფევს».

«დაბადებიდანვე რატომ არ გამომყვა ორი კარგი ხელი? _ ფიქრობდა მოხუცი. _ შესაძლოა, დამნაშავე ვარ, რომ მარცხენა ხელს თავის დროზე არ ვასწავლე მუშაობა, როგორც საჭირო იყო. მაგრამ, ღმერთი მოწმეა, თვითონაც მშვენივრად შეეძლო ესწავლა! კაცმა რომ თქვას, ღამით ამ ხელს არცთუ ისე უღალატია; კრუნჩხვა მხოლოდ ერთხელ მოუვიდა, კრუნჩხვა თუ განმეორდება, მაშინ ისა სჯობს, სულ წამაცალოს ეს ხელი თოკმა».

_ აბა, თავო, გონს მოდი! _ თქვა ისე ჩუმად, რომ ძლივს გაიგონა საკუთარი ხმა.

_ მაგრამ ადამიანი დამარცხებისათვის არ არის გაჩენილი, _ თქვა მან, _ ადამიანი შეიძლება მოსპოთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.

_ არ არის საჭირო ფიქრი, ბერიკაცო, _ თქვა მან ხმამაღლა. _ მიჰყვევი ქარს და დახვდი უბედურებას, როცა კარზე მოგადგება.
არ არის საჭირო ვიფიქრო ცოდვასა და უცოდველობაზე. ახლა ამაზე ფიქრი უკვე გვიანაა, თანაც ცოდვების საქმე დაე, მათ არკვიონ, ვისაც ამისათვის ფულს აძლევენ. დაე, მათ იფიქრონ იმაზე, თუ რა არის ცოდვა. შენ კი მეთევზედ დაიბადე, როგორც თევზი დაიბადა თევზად.

«ბევრი რამ უნდა წამოგეღო, ბერიკაცო, _ გაიფიქრა მან, _ მაგრამ არ წამოიღე. ახლა გვიანღაა იმაზე ფიქრი, რაც არა გაქვს. იფიქრე, რაც გაქვს, როგორ გამოიყენო».

ლოგინში ჩაწოლა _ დიდი საქმეა. გულზეც როგორ მოგეშვება, როცა დამარცხებული ხარ!
მოხუცმა იგრძნო, რა სასიამოვნოა, როცა გარდა საკუთარი თავისა და ზღვისა, არის კიდევ ვინმე, ვისაც შეგიძლია გაესაუბრო.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში