ვოლფგანგ ბორჰერტი - იესო ჩვენთან აღარაა | საათი, რომელიც სამზარეულოში ეკიდა

იესო ჩვენთან აღარაა

სამარე როგორც ყოველთვის საკმაოდ ვიწრო იყო, ისეთი ვიწრო, რომ მუხლებმოხრილი იწვა.

ადგომის დროს ახლად დაკერებული ხელთათმანი შუათითზე კვლავ დახეულიყო. იქიდან გაყინული წითელი თითისწვერი მოჩანდა. იესომ შეხედა თავის ხელთათმანს და დანაღვლიანდა.

მზე ხდიდა თოვლს ასე აუტანლად თეთრს.

გროვა მიცვალებულების იყო. ისე დაგრეხილიყვნენ, დანაღვლიანებულიყვნენ, დაღვრანჭნილიყვნენ, თითქოს ველური ცეკვის რიტმს შეეპყროთ.

იესომ ნიჩაბი ნელა და ფრთხილად მკვდრების გროვის გვერდითდადო. შეეძლო იქით დაგაეგდო კიდეც, ვეღარაფერს დაუშავებდა მათ, მაგრამ მან ნელა და ფრთხილად დადო, თითქოს არ უნდოდა რომელიმესთვის ხელი შეეშალა ან გაეღვიძებინა.

მაინც რატომ ქვია იესო? გაიღრიჭა მეორე.

ოჰ, არც ღირს საფიქრელად. მოხუცი ყოველთვის ასე ეძახის, იმიტომ რომ ის ასე სათუთია, ნაზი.

საათი, რომელიც სამზარეულოში ეკიდა

მართალია, სახე მობერებოდა, მაგრამ ოც წელზე მეტის არ უნდა ყოფილიყო.

თეფშივით მრგვალი, თეთრი საათის ციფრებს ნაზად უცაცუნებდა ხელს.

დედაჩემი უეცრად დამადგებოდა თავზე - ფეხშიშველი, შალის ჟაკეტზე წითელ მოსასხამმოგდებული და თავის მიერვე ანთებული შუქისგან თვალმოჭუტული.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში