Posts

Showing posts from January, 2011

ეჟენ ანრი პოლ გოგენი 1848- 1903

Image
მშობლები: მამა - კლოვის გოგენი, გაზეთ ”ნასიონალის” რედაქტორი.  დედა - ალინა შაზალი, ცნობილი რევოლუციონერ -პროპაგანდისტის - ფლორა ტრისტანის ქალიშვილი. 1849 წელს გოგენების ოჯახი, ალინა შაზალის ბიძასთან, ლიმის მეფისნაცვალ - დონ პიოსთან გაემგზავრა. 1850 წელს კლოვის გოგენი ზღვის ციებ-ცხელებისგან გარდაიცვალა. 1862 წელს პოლი პანსიონში მიაბარეს, 1864 წელს ოჯახი ორლეანში გადადის, პოლი კი კოლეჯში იწყებს სწავლას. 17 წლის ასაკში სამგზავრო გემზე მუშაობს. 1871 წელს პარიზში ბრუნდება და ბროკერად იწყებს მუშაობას. 1873 წელს 25 წლის პოლი ცოლად ირთავს დანიელ გუვერნანტ ქალს - მეტე სოფი გადს. პოლსა და მეტეს ხუთი შვილი ეყოლათ. ქორწინებიდან ათი წლის შემდე გოგენი სამსახურს ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება -მხატვრობაა. გოგენის მხატვრული ნიჭი -კამილ პისარომ აღმოაჩინა 1876 წელს გოგენის ნამუშევარი პარიზის ერთ-ერთ სალონში გამოიფინა. გამოფენის შემდეგ გოგენი მანეს მის ნახატს აჩვენებს და დასძენს - ”მე მხოლოდ მოყვარული ვარ”. ”არა,მოყვარულები მხოლოდ ისინი არიან, რ...