ეჟენ ანრი პოლ გოგენი 1848- 1903

მშობლები: მამა - კლოვის გოგენი, გაზეთ ”ნასიონალის” რედაქტორი. 
დედა - ალინა შაზალი, ცნობილი რევოლუციონერ -პროპაგანდისტის - ფლორა ტრისტანის ქალიშვილი.


1849 წელს გოგენების ოჯახი, ალინა შაზალის ბიძასთან, ლიმის მეფისნაცვალ - დონ პიოსთან გაემგზავრა.

1850 წელს კლოვის გოგენი ზღვის ციებ-ცხელებისგან გარდაიცვალა.

1862 წელს პოლი პანსიონში მიაბარეს, 1864 წელს ოჯახი ორლეანში გადადის, პოლი კი კოლეჯში
იწყებს სწავლას.

17 წლის ასაკში სამგზავრო გემზე მუშაობს.

1871 წელს პარიზში ბრუნდება და ბროკერად იწყებს მუშაობას.

1873 წელს 25 წლის პოლი ცოლად ირთავს დანიელ გუვერნანტ ქალს - მეტე სოფი გადს.
პოლსა და მეტეს ხუთი შვილი ეყოლათ.

ქორწინებიდან ათი წლის შემდე გოგენი სამსახურს ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება -მხატვრობაა.

გოგენის მხატვრული ნიჭი -კამილ პისარომ აღმოაჩინა

1876 წელს გოგენის ნამუშევარი პარიზის ერთ-ერთ სალონში გამოიფინა.

გამოფენის შემდეგ გოგენი მანეს მის ნახატს აჩვენებს და დასძენს - ”მე მხოლოდ მოყვარული ვარ”.

”არა,მოყვარულები მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც ცუდ ფერწერას ქმნიან” - პასუხობს მანე.

1880 წელს კრიტიკოსი გეისმანი ყურადღებას ამახვილებს გოგენის რამდენიმე ნახატზე, მათ შორისაა - ”თოვლის ეფექტი”

1886 წელს გოგენი 19 სურათს წარადგენს იმპრესიონისტების მერვე გამოფენაზე და ცნობილი კრიტიკოსის - ფელიქს ფენეონის საუკეთესო შეფასებას იმსახურებს.

1886 წელს პოლი ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად პატარა ქალაქ პონტ -ავენში გადადის სამუშაოდ.
ახალგაზრდები მას წინამძღოლად და ”სინთეზიზმის სკოლის თავკაცად თვლიან.

1887 წელს მხატვარ შარლ ლავალთან ერთად მიემგზავრება პანამაში, სადაც ციებ ცხელებით დაავადდება.

1888-1889 წლამდე , ვან გოგის მიწვევით იმყოფება ქალაქ არლში.

1889 წლის პარიზის პოსტიმპრესიონისტთა და სინთეზისტთა ”ჩავარდნილი” გამოფენის შემდეგ გოგენი ტაიტიზე მიემგზავრება.

,,მივემგზავრები ტაიტზე და ალბათ სიცოცხლესაც იქ დავამთავრებ“ - ატყობინებს პოლი ოდილონ როდენს.

ტაიტიზე გატარებული 1891-93 წლები აღინიშნება დრამატიზმით და კოლონიურ სინამდვილესთან კონფლიქტით.

ტაიტიდან მხატვარი ორი წლით ისევ პარიზში ბრუნდება, თუმცა თავისი იდეალების ერთგული რჩება და 1895 წელს ისევ საოცნებო კუნძულებისაკენ მიეშურება.

1901 წლამდე გოგენი ტაიტიზე რჩება, იქიდან მარკიზის კუნძულებზე, დაბა- დომენიკზე გადადის, სადაც 1903 წლის 8 მაისს, ათაშანგით დაავადებული იღუპება.

ალინა შაზალი
ფლორა ტრისტანი
დონ პიო

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში