დიმიტრის პაპაიოანუ - სცენის ბერძენი ჯადოქარი

დიმიტრის პაპაიოანუ - ბერძენი ავანგარდისტი რეჟისორი და ქორეოგრაფი, დაიბადა ათენში, 1964 წლის 21 ივნისს.

პირველად, ხელოვანმა ყურადღება,როგორც მხატვარმა, ილუსტრატორმა და კომიქსების შემქმნელმა, 19 წლის ასაკში მიიქცია.

საერთაშორისო მედიის აღიარება დაიმსახურა 2004 წელს, ათენის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის რეჟისურისათვის.

დიმიტრის პაპაიოანუს ეკუთვნის ”ედაფოსის ცეკვების თეატრის” ყველა დადგმა.

1993 წელს რეჟისორის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნაშრომმა - ”მედეა”, მოიპოვა საბერძნეთის ნაციონალური ჯილდო.

დადგმებმა - ”ადამიანის წყურვილი” (1999) და ”სამუდამოდ” (2001), მიიღეს წლის ნაწარმოების პრემია.

2005 წელს, საბერძნეთის პრეზიდენტმა, ხელოვნების სფეროში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის, დიმიტრის პაპაიოანუ ოქროს ჯვრის საპატიო ორდენით დააჯილდოვა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში