ბორის აკუნინი - თურქული გამბიტი

ვოლონტიერმა საჭიროდ ჩათვალა განმარტება:

— ომი, ვარვარა ანდრეევნა, — საშინელი საზიზღრობაა. იქ არც მართლები არსებობენ და არც დამნაშავენი; ხოლო კარგები და ცუდები ორივე მხარეს არიან. ოღონდ კარგებს ჩვეულებრივ პ-პირველ რიგში კლავენ.

— მაშინ რატომღა წახვედით სერბეთში მოხალისედ? — მღელვარედ ჰკითხა, — იქ ხომ არავინ გაგდებდათ?


— ეგოისტური მოსაზრებებით. ავად ვიყავი, მკურნალობა მჭირდებოდა.
ვარიას გაუკვირდა:

— განა ომში მკურნალობენ?

— ჰო, სხვისი ტ-ტკივილის დანახვა ადვილად გადაგატანინებს შენსას.

— აგერ ისიც, თქვენი ბ-ბუცეფალი, — მიუთიტა ვოლონტიერმა მურა სახედარზე — უშნოა, სამაგიეროდ, არ გადმოვარდებით.

— შორია ცარევიცამდე? — ჰკითხა ვარიამ და თან გაბანჯგვლულყურებიანი სატრანსპორტო საშუალების მოკლე ნაბიჯების ტაქტზე ირწეოდა.

— მე, ვარვარა ანდრეევნა, ერთი უცნაური თვისება მაქვს. ვერ ვ-ვიტან აზარტულ თამაშებს, მაგრამ როცა თამაში მომიწევს, აუცილებლად ვიგებ. ლეს ცაპრიცეს დე ლა ფ-ფორტუნე (ფრანგულად „ბედის ახირება“). მე თავისუფლებაც კი ვიდინის ფაშას ნარდში მოვუგე.

— თუკი ს-სახელმწიფოში ცხოვრობ, საჭიროა, ან გაუფრთხილდე, ანდა გაემგზავრო — სხვანაირად პარაზიტიზმი გამოდის და ლაქიური ჭორიკნობა.
— მესამე შესაძლებლობაც არის, — მიუგო „ლაქიური ჭორიკნობით“ გამწარებულმა ვარიამ, — უსამართლო ხელისუფლება შეიძლება დაანგრიო და მის მაგივრად სხვა ააშენო.
— სამწუხაროდ, ვარვარა ანდრეევნა, სახელმწიფო ს-სახლი არ არის, არამედ უფრო ხეა. არ აშენებენ, თავისით იზრდება, ბუნების კანონებს ემორჩილება და ეს დიდი ხნის ამბავია. ა-აქ კალატოზი კი არა, მებაღეა საჭირო.

ადამიანის დამოკიდებულება უზენაესთან აგებულია წინასწარ აღიარებულ უთანასწორობაზე. ბავშვებს ხომ თავში არ მოსდით, რომ მშობლებთან თანასწორობაზე ჰქონდეთ პრეტენზია!

— ეს ყველაფერი მართებულია მხოლოდ პატარა ბავშვებისათვის. როცა ბავშვი იზრდება, აუცილებლად ეჭვქვეშ დააყენებს მშობლის ავტორიტეტს, თუმცა ის მისთვის მაინც ჯერ კიდევ განუსაზღვრელად ბრძენი და ძლიერია. ბუნებრივია, ეს კარგია, უამისოდ ადამიანი სამუდამოდ ბავშვად დარჩება.

ვიცვამ ჩემს ჩექმებს, ათ წელიწადში შავიდან მოწითალოდ რომ იქცა და ცეცხლში თავს ისე ვგრძნობ, როგორც ქალის ფეხსაცმელში სარკესავით პარკეტზე.

განა ღირს იმით გაოცება, რომ ნამდვილი ძალაუფლება ჰარამხანას ეკუთვნის და არა მის მფლობელს?

— ერთი ადამიანი თავიდანვე არაა მეორის თანასწორი და აქ ვეღარაფერს გახდები. დემოკრატიული პრინციპი ზღუდავს იმათ უფლებებს, ვინც უფრო ჭკვიანია, ტ-ტალანტიანი, მშრომელი. მათ სულელების, უნიჭოებისა და ზარმაცების ბრმა ნების ტყვეობაში ამყოფებს. იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი ყოველთვის მეტნი არიან საზოგადოებაში. მოდი, ჯერ ჩემი და თქვენი თანამემამულეები ღორობას გადაეჩვიონ, მ-მოქალაქის სახელის ტარების უფლება მოიპოვონ და აი, მერე ვიფიქროთ პარლამენტზე.

ბევრის მნდომი ცოტასაც დაკარგავსო.

ეტყობა, ჯერ კიდევ იუნკრობისას აუხსნეს უფროსმა მეგობრებმა, რომ სასიყვარულო ვიქტორია ორი გზით მიიღწევა — ან კავალერიის შეტევით, ანდა თანაგრძნობას დახარბებული ქალის გულისკენ აპროშების გაჭრით.

— გული თუ გაგიტყდა, ოცი წლისაც მოხუცად იქცევი.

ჩვენი ძმა რუსი კიდევ განტევების ვაცია, — ჯიქანს უცარიელებენ, ცხვირს კი უბზუებენ.

ეტყობა, მართალს ამბობენ ფრანგები, საუკეთესო საფუარი — დიდებაა.

ჯილდოს მოლოდინი დროის გატარების ყველაზე სასიამოვნო საშუალებაა.

იდაყვი ახლოა, მაგრამ ვერ უკბენ.

დასავლეთის უბედურება ისაა, რომ აგდებულად ეკიდება აღმოსავლურ სიბრძნეს.

არსებობს სენტიმენტებზე უფრო მნიშვნელოვანი ფასეულობები.
— არ შემიძლია, საკუთარ თავს სერიოზული სიყვარულის უფლება მივცე, ეს დაუშვებელი და სახიფათო ფუფუნება იქნებოდა.

—თუ ყველაფერს დიად მიზანს უმორჩილებ, მაშინ ახლობლების მსხვერპლად შეწირვა გიწევს.

— მე გადარჩენას რევოლუციაში კი არა, ევოლუციაში ვხედავ. ოღონდ ევოლუცია სწორი მიმართულებით უნდა წარმართო, უნდა მიეხმარო.

— იცით თუ არა, რა არის გამბიტი? არა? გამბიტი ჰქვია ჭადრაკის პარტიის ისეთ დასაწყისს, რომელშიც მოწინააღმდეგეს ფიგურას სწირავენ სტრატეგიული უპირატესობის მისაღწევად.

ლიტერატურა სათამაშოა, ნორმალურ ქვეყანაში შეუძლებელია მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში