გაბრიელ გარსია მარკესი - ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს

მორალი დროის საქმეა.

-ამქვეყნად ერთადერთი ქალწულები თქვენ ხართ, აგვისტოს თვეში ამ ნიშნით დაბადებულები.

-აღმაფრენა წინასწარ არაფერს გითანხმებს, - ვთქვი მე, მაგრამ მოცდა შეუძლია.

ფლორინა სილამაზით დაეჯილდოებინა ღმერთს, საუცხოოდ უკრავდა მოცარტს, იყო პოლიგლოტი და გარიბალდელი და რაც მთავარია, მთელ ქალაქში გამოირჩეოდა ერთი განსაკუთრებული ნიშნით: იგი ჩემი დედა იყო.

საერთოდ, თუკი რამ ზედმეტი მეჩვენა პირადად ჩემთვის, ყველაფრის გაყიდვას მივყავი ხელი. ზედმეტი კი ჯერჯერობით თითქმის ყველაფერი აღმოჩნდა წიგნებისა და ლილვაკებიანი პიანოლის გარდა.

გამიგონია, კაცი რომ დროთა განმავლობაში მამას ემსგავსება, სწორედ ეს არის სიბერის ნიშანიო.

ერთხელაც მეორედ ვისაუზმე, თუმცა ახალი ნასაუზმევი კი ვიყავი.

სიცოცხლის დღესასწაულიც სწორედ ის არის, რომ მოხუცების მეხსიერება დიდხანს არ იჩერებს გონებაში ნაკლებად არსებით ამბავს და მხოლოდ ძალზე იშვიათად გვღალატობს იგი მართლაც რაღაც მნიშვნელოვანის დროს.

თავად ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად იმის გამო, რომ ის შეურაცხვყავი.

- მძღ...რო, - ვუთხარი ორეულს, - აი, დარდი, თუ არ გიყვარვარ!

უსიყვარულო სიყვარულობანას ვთამაშობდით უმეტეს შემთხვევაში.

საწოლის გარდიგარდმო იწვა ხელებგაშლილი თავისი სიქალწულის სრულუფლებიანი დიასახლისი.

სხეული ჩაცმულიც ისეთივე მაცდუნებელი ჰქონდა, როგორიც შიშველი.

ცხოველების გვერდით ცხოვრება ნამდვილად არ მიზიდავდა, არც იმ ბავშვების გვერდით, ლაპარაკი რომ არ ჰქონდათ დაწყებული. ვფიქრობ, მათ მუნჯი სული აქვთ.

არაბუნებრივად მეჩვენება, როცა კაცს თავისი ძაღლი უფრო უგებს, ვიდრე ცოლი.

ვეფხვი საჭმელს შორს არ ეძებს.

ასაკი ის კი არ არის, რამდენი წლის ხარ, არამედ ის, როგორ გრძნობ ამ წლებს.

ეზოში ბნელოდა, მაგრამ ფანჯრებში სიცოცხლე ენთო.

გულუხვი ვჩანვარ, სინამდვილეში საკუთარი მეწვრილმანეობის დაფარვას ვცდილობ; ფრთხილი კაცის სახელი მაქვს, სინამდვილეში ავ ზრახვებს ვმალავ; ბუნებით კი არ ვარ მშვიდი, შიშის გამო ვარ მშვიდი, ვაითუ ჩემი სიცოფე გამომჟღავნდეს-მეთქი; პუნქტუალურიც მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ვერავინ შემამჩნიოს, სხვის დროს პატივს რომ არ ვცემ, და ბოლოს ისიც აღმოვაჩინე, რომ სიყვარული სულიერი მდგომარეობა კი არა, ზოდიაქოს ნიშანია.

უსიყვარულო სექსი იმათთვის არის ნუგეში, ვისაც სიყვარული არ სტუმრებია.

მეზარება ეს ხელოვნური ცეცხლები, სულელური საშობაო სიმღერები და ქაღალდის გირლანდები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ორი ათას ხუთასი წლის წინათ უბადრუკ ბაგაში დაბადებულ ყრმასთან.

სიყვარულმა ძალიან გვიან მასწავლა, რომ ადამიანი ყოველთვის ვიღაცისთვის ირთვება, იკაზმება, იფრქვევს სუნამოს, მე კი არასოდეს მყოლია ეს ვიღაც.

მთელი დღეები ვრეკავდი და ვრეკავდი, ვიდრე არ დავრწმუნდი, რომ ამ ტელეფონს გული არ აქვს.

ფიქრებში ეს სურათი შევადარე სხვა სურათს, სადაც მე ოცდაათი წლის ვარ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანები უფრო მეტად და უარესად ბერდებიან ფოტოსურათებზე, ვიდრე სინამდვილეში.

ეჭვიანობამ მეტი იცის, ვიდრე სიმართლემ.

შეუძლებელია, ბოლოს და ბოლოს არ გახდე ის, რადაც მიაჩნიხარ სხვებს.

-წარმოგიდგენია? ნახევარი საუკუნის მერე პირველად გმასპინძლობ ულოგინოდ.

მხოლოდ გარეშე თვალისთვის არის შესამჩნევი სხვისი სიბერე.

ყველა უბედურებაზე დიდი უბედურება მარტოობაში სიკვდილია.

-მადლობა ღმერთს, დროზე გავთხოვდი ვიღაც გადამთიელზე. ეს იგივეა, ცოლად გავყოლოდი ნეკათითს, მაგრამ სამაგიეროდ ვიცი, რომ ის მხოლოდ ჩემია.

ისე ნუ მოკვდები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ გამოსცადო ერთი საოცრება: დაწვე იმასთან, ვინც გიყვარს.

ვკოცნიდი შუაღამიდან მამლის ყივილამდე. ეს იყო პირობა ხანგრძლივი, სამარადისო მონანიებისა

ივლისის თვეში ცხადად ვიგრძენი სიკვდილსა და ჩემს შორის ჩამდგარი მანძილი

ქალები, განთიადამდე რომ ვაჭრობდნენ საკუთარი სხეულით, დილის თერთმეტიდან იწყებდნენ ოჯახური ცხოვრებით ცხოვრებას.

ცხოვრება უნიკალურ შანსსაც გაძლევს, ცეცხლზე ცალი გვერდით შებრაწვის შემდეგ გადაბრუნდე და ახლა მეორე გვერდი - კიდევ ოთხმოცდაათი წელი მიუფიცხო შესაწვავად.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში