ჰაინრიხ ბიოლი - ჩემი ნაღვლიანი სახე

ვინმეს რომ ეთქვა სურვილი ჩაიფიქრეო, ვისურვებდი, მქონოდა პური მისი ნამცეცებით ეს თოლიები რომ გამომეკვება და მათი ქაოსური ფრენის მიზნად თეთრი წერტილი განმესაზღვრა, მიზანი მიმეცა; ამ ჩხავილიანი უსასოო ფარფატისათვის პურის ნატეხის გადაგდებით გზა გამეკვალა, შევჭრილიყავი ქაოსში და წესრიგი შემეტანა მასში.

იგი იმ ზაქს წააგავდა, ათწლეულები მხოლოდ თავისი მოვალეობების შესრულებით რომ საზრდოობს.

,,მიზეზი საკმარისია”, თქვა მან, ,,თქვენი ნაღვლიანი სახე.”

მეჩვენებოდა, რომ ამ ბინძურ წუმპეში ეულად დახრჩობა სჯობდა, სადღაც, მიყრუებულ ეზოში ჯალათის ხელით სულის ამოხდას ან გისოსებს მიღმა თავის ამოყოფას.

,,არსებობს კანონი, რომელიც გავალდებულებთ, რომ იყოთ ბედნიერი.”

მხოლოდ ახლა ვიგრძენი, რომ ციოდა და მე კი ქურთუკიც არ მქონდა, მხოლოდ ახლა შემაწუხა შიმშილმა და შევნიშნე, თუ როგორ ბუყბუყებდა შიმშილისგან ჩემი მუცელი, ახლა მივხვდი, რომ ჭუჭყიანი და გაუპარსავი ყიყავი, ჩამოფხრეწილი ტანსაცმელი მეცვა და გამახსენდა, რომ არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ამხანაგი სუფთა, გაპარსული, ბედნიერი და მაძღარი უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, აუცილებლად იპოვიდნენ ჩემი დაპატიმრების მიზეზს, ნაღველი შემომაწვა.

მხოლოდ ცა და ჰაერიღა იყო უწინდებური, ზუსტად ისეთი, როგორც იმ დროს, როცა გული ჯერ კიდევ აღვსილი იყო ოცნებებით.

კანონი მათ სიხარულის გამოხატვას ავალდებულებდა.

მოხუცმა გვერდის ავლა ვეღარ შეძლო, ის ჯერ წესისამებრ მიესალმა პოლიციელს (მან სრული მორჩილების ნიშნად ხელისგული სამჯერ დაირტყა თავზე), შემდეგ კი შეეცადა თავისი ვალდებულების შესრულებას, სახეში სამჯერ შემომაფურთხა და ასეთი შემთხვევებისათვის სავალდებულო სიტყვებით შემამკო: ,,ბინძურო მოღალატევ!”

ამჟამინდელი სახელმწიფოს მეთაურის დევიზის: ,,ბედნიერება და საპონი” თანახმად ყოველი მომუშავე ვალდებული იყო კარგად დაებანა.

სახელმწიფო კანონში # 1 კი ნათქვამია: ,,ყოველი პოლიციელი უფლებამოსილია და ვალდებულია დასაჯოს ყველა, ვისაც კანონის დარღვევაში ედება ბრალი. არავინ არ სარგებლობს დაუსჯელობით, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ დაუსჯელობის შესაძლებლობა.”

-მაშინდელი დანაშაული?
-ბედნიერი სახე.
პოლიციელმა და გამომძიებელმა კვლავ ერთმანეთს გადახედეს.
-უფრო ზუსტად, თქვა გამომძიებელმა.
,,მაშინ“, მივუგე მე, ,,ერთ მშვენიერ დღეს პოლიციელის ყურადღება ჩემმა ბედნიერმა სახემ მიიპყრო, ვინაიდან უმაღლესი ხელისუფალის გარდაცვალების გამო საყოველთაო გლოვა იყო გამოცხადებული.“

უმცროსი გამომძიებელი ადგა, მოვიდა ჩემთან და ერთი დარტყმით წინა სამი კბილი ჩამომამტვრია ნიშნად იმისა, რომ მე, როგორც რეციდივისტი, განსაკუთრებულად დაღდასმული უნდა ვყოფილიყავი.

ათი წელი საყოველთაო ბედნიერებასა და საპნის სიუხვეს ცოცხალი თუ გადავურჩი, ვეცდები, საერთოდ არ მქონდეს არანაირი სახე...

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში