ერნესტო ჩე გევარა - მოტოციკლისტის დღიური

ეს არის წუთიერი შთაბეჭდილება გარკვეული დროით პარალელურად მორბენალი ორი სიცოცხლისა, აღვსილი მსგავსი იმედებითა და ოცნებებით.

ამ ჩანაწერების ავტორი, გარდაიცვალა იმ მომენტში, როდესაც მან ფეხი კვლავ არგენტინის მიწაზე დადგა, ყოველ შემთხვევაში, მე აღარ ვიყავი ის პიროვნება, რომლადაც აქამდე მიმაჩნდა თავი. ამ მოგზაურობამ იმაზე მეტად შემცვალა, ვიდრე წარმომედგინა.

ალბერტოს მსგავსად მეც მომიწია საქმისათვის თავის დანებება, მაგრამ მისგან განსხვავებით ამით ბედნიერი ვიყავი. თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან სულით მეოცნებე, გაწამებული ვიყავი სამედიცინო სკოლით, საავადმყოფოებითა და გამოცდებით.

ჩვენ ბეჭედი დავსვით შეთანხმებაზე - ოცნების ახდენამდე არ დავნებებულიყავით.

ზღვას ყოველთვის ვენდობოდი. ის ჩემი მეგობარი იყო, მეგობარი, რომელსაც საიდუმლოს გაანდობდი, ის კი არასდროს გაგთქვამდა; ამასთანავე გაძლევდა საუკეთესო რჩევებს - მის მიერ გამოცემულ აზრიან ხმებს, რომელთა ინტერპრეტირება საკუთარი სურვილისამებრ შეგეძლო.

პირველი ცნება, ყველა კარგი მკვლევარისათვის მდგომარეობს შემდეგში: ექსპედიციას ორი მხარე აქვს - განშორება და დაბრუნება.

მოგზაურობა ვირტუალური სივრცეა, რომელიც სრულდება მაშინ, როცა სრულდება. ასევე არსებობს მრავალი სხვადასხვა გზა და საშუალება მოგზაურობის დასრულებისა. გზებს დასასრული არ აქვთ.

რადიკალების მხარდაჭერა არასდროს წარმოადგენდა ჩემს მყარ პოლიტიკურ პოზიციას.

პურის გემო გვაფრთხილებდა: ”მალე მე აღარ ვიქნები ხელმისაწვდომი!” და ჩვენც უფრო მეტი ენთუზიაზმით ვყლაპავდით მას.

მოუპირკეთებელ გზაზე ჩვენი პირველი გამოცდილება საგანგაშო იყო - ცხრა ავარია ერთ დღეს.

თავგადასავლით გაჟღენთილი მსუბუქი ჰაერით უფრო თავისუფლად ვსუნთქავდით.

უზარმაზარი ხეების ჩრდილში, იქ სადაც ველურ ბუნებას ცივილიზაცია ჰყავდა შეპყრობილი, ჩვენი მოგზაურობის დასასრულს ლაბორატორიის აშენებას გვეგმავდით.

თითქმის ფატალისტური ფაქტების შესაბამისად, ახლა მე ვიცი, რომ ჩემი ბედი მოგზაურობაა, უფრო სწორად ჩვენი ბედისწერაა, რადგან ალბერტოც ამავეს გრძნობს.

დედამწის გარშემო სიარულით დაღლილი, ერთ დღეს არგენტინაში დავბრუნდები და ანდებში, რომელიმე ტბასთან დავსახლდები. სამუდამოდ თუ არა დროებით მაინც, იქამდე, სანამ სამყაროს ერთი გაგება მეორეთი არ შემეცვლება.

იმ მომენტამდე მიყვარდა, სანამ არ გავაანალიზე, რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი.

ჩილეს მოსახლეობა, მეგობრული ხალხი, სადაც არ უნდა წავსულიყავით თბილად გვიღებდა.

ქალაქში ხეტიალისას, ადგილობრივი გაზეთის - ”ვალდივიას ფოსტას” რედაქციაში მივედით, მათ ჩვენზე სტატია დაწერეს.

ნელა ვიცვამდი, რადგან ამოცანა საკმაოდ მარტივი მქონდა - ერთადერთი განსხვავება ჩვენს ყოველდღიურსა და ღამის სამოსს შორის ის იყო, რომ დღისით ფეხსაცმელები გვეცვა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში