პროსპერ მერიმე - მატეო ფალკონე

თავისი მაღალი ხელოვნების წყალობით მატეო ფალკონემ დიდი სახელი მოიხვეჭა. ისევე ნაღდ მეგობრად ითვლებოდა, როგორც საშიშ მტრად;

მატეოს გასროლილად სთვლიდნენ იმ ტყვიას, რომელმაც მოულოდნელად მისი მოქიშპე განგმირა, როცა იგი წვერს ფანჯარასთან იპარსავდა. როგორც კი ეს საქმე მიყუჩდა, მატეო დაქორწინდა.

- არა, შენ მატეო ფალკონეს შვილი არა ხარ! ნუთუ ჩემს თავს შენი სახლის წინ დააჭერინებ?
ფორტუნატო, ცოტა არ იყოს, შეკრთა.
- რას მომცემ, რომ დაგმალო? - თქვა მან და ჯიანეტოს მიუახლოვდა.
ვერცხლის ფულის დანახვაზე ფორტუნატომ გაიღიმა, ბრჭყვიალა ლითონს ხელი სტაცა და ჯიანეტოს წასჩურჩულა:
- ნუ გეშინია.

ყოველი კორსიკელის ბინა ერთ ოთახს შეიცავს. მთელი მისი მოწყობილობა ერთი მაგიდასა, ორიოდე სკამისა, ზანდუკებისა და თოფ-იარაღისაგან შედგება.

ფორტუნატომ ალმარეცად შეხედა ძვირფას ნივთს, როგორც კატამ, რომელსაც ეშინია ბრჭყალებით შეეხოს გემრიელ ლუკმას და პირს არიდებს მას, თითქოს პატრონს ეუბნებოდეს, რა სასტიკია შენი ხუმრობაო!

ბავშვს სახეზე ეხატებოდა ბრძოლა, რომელიც მის სულში წარმოებდა საათის მიღების მძაფრ სურვილსა და სტუმართმოყვარეობის ვალდებულებას შორის.

ბავშმა უკან გადაუგდო ვერცხლის ფული, რადგან იფიქრა, არ დამიმსახურებიაო, მაგრამ ფირალმა ამას, როგორც ეტყობა, არავითარი ყურადღება არ მიაქცია.

დედაკაცი ქედმოხრილი მოდიოდა, ზურგზე უზარმაზარი, წაბლით სავსე ტომარა მოეკიდებინა. ქმარი კი მსუბუქად მოაბიჯებდა; ერთი თოფი ხელში ეჭირა, ხოლო მეორე მხარზე ეკიდა, რადგანაც ვაჟკაცს არ შეჰფერის რაიმე ტვირთი ზიდოს, გარდა თოფ-იარაღისა.

კორსიკელ მთიელებს შორის კი იშვიათია ისეთი ვაჟკაცი, რომელსაც წარსულში რაიმე პაწია ცოდვა არ ჩაედინოს, ვისმესთვის თოფი არ ესროლოს ან სატევარი არ ჩაეცეს.

ბრძოლის დროს კარგი დიაცის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ქმარს თოფი დაუტენოს.

მხოლოდ სასიკვდილოდ განწირული კაცი თუ გაბედავდა მატეოსთვის გამცემელი ეწოდებინა.

ფირალმა წყალი მიიღო იმ ადამიანის ხელიდან, რომელიც ცოტა ხნის წინათ ცხელ ტყვიებს სთავაზობდა.

- ფორტუნატო, გაჩერდი იმ დიდი ლოდის მახლობლად!
ბავშვმა ბრძანება შეასრულა, შემდეგ მუხლებზე დაეცა.
- ლოცვები წაიკითხე!
- მამა, მამა, ნუ მომკლავ!

მატეოს წინ ცოლი გადაეღობა, სროლის ხმას შეეშფოთებინა.
- რა ჩაიდინე? - შეჰბღავლა ქალმა.
- მართლმსაჯულება შევასრულე დამნაშავის მიმართ.
- სად არის?
- ხრამის პირას, ახლავე დავასაფლავებ. მოკვდა როგორც ქრისტიანი.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში