კრისტი ბრაუნი - ირლანდიელი მარცხენა ფეხით
კრისტი ბრაუნი - ცერებრალური დამბლით დაავადებული ირლანდიელი მწერალი, მხატვარი და პოეტი, რომელიც ხატვასა და წერას მარცხენა ფეხით ახერხებდა.
დაიბადა 1932 წლის 15 ივნისს. 1972 წლის 5 ოქტომბერს საკუთარ მომვლელზე - მერი ქარზე დაქორწინდა.
ცნობილია ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით - ”ჩემი მარცხენა ფეხი”, რომელიც ბესტსელერად იქცა, 14 ენაზე ითარგმნა და ჯიმ შერიდანის ამავე სახელწოდების ფილმმა - დენიელ დეი ლუისის მონაწილეობით, კინოაკადემიის ჯილდოც მოიპოვა.
ირლანდიური გამოცემის - Irish Times - ის მიმომხილველმა, ბერნარდ შეარმა ნაწარმოებს უწოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიური რომანი ჯოისის ულისეს შემდეგ.
ბრაუნმა გამოსცა ლექსების სამი კრებული, მათ შორის - Come Softly to My Wake, Background Music and Of Snails and Skylarks და პროზაული ნაწარმოებები - Down All The Days, A Shadow on Summer, Wild Grow the Lilies.
კრისტი ბრაუნი გარდაიცვალა 1981 წლის 7 სექტემბერს, 49 წლის ასაკში.

დენიელ დეი ლუისის სიტყვა კინოაკადემიის რიგით 62 ცერემონიალზე.






