შტეფან ცვაიგი - ლევ ტოლსტოი


სიცოცხლის უკანასკნელ წელს, მეგობრებთან მშვიდად მჯდომ ტოლსტოისთან მსახურს წერილი შემოაქვს, მწერალი ხსნის და კითხულობს:

”არა, ლევ ნიკოლოზის ძევ, მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ადამიანთა ურთიერთობა მარტოოდენ სიყვარულით შეიძლება გამოსწორდეს. ასე შეუძლიათ იმსჯელომ მხოლოდ კარგად აღზრდილმა და მუდამ მაძღარმა ადამიანებმა. მაგრამ რა ვუთხრათ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან შიმშილობს და მთელი სიცოცხლე ტირანების უღელ ქვეშ იტანჯება? ის იბრძოლებს მათთან და შეეცდება მონობიდან განთავისუფლდეს.

და აი სწორედ თქვენი სიკვდილის წინ გეუბნებით, ლევ ნიკოლოზის ძევ, რომ მსოფლიო კიდევ ჩაიხრჩობა სისხლში და არაერთხელ დასცხებს და გაჟლეტს არა მხოლოდ ბატონებს, კაცებისა და ქალების განურჩევლად, არამედ მათ ბალღებსაც, რათა მათგანაც არ იწვნიოს სიავე.

ვნანობ, რომ ვერ მოესწრებით ამ დროს, რათა თვალნათლივ დარწმუნდეთ თქვენს შეცდომაში.

გისურვებთ ბედნიერ სიკვდილს.”

არავინ იცის ვინ დაჭერა ეს ელჭექის მომასწავებელი წერილი - ტროცკი იყო ეს, ლენინი, თუ რომელიმე უცნობი რევოლუციონერი, მაგრამ შეიძლება იმ დროს ტოლსტოიმ უკვე იცოდა, რომ მისი მოძღვრება ფუჭი და ამაო იყო სინამდვილის წინაშე.

ტოლსტოი შენიშნავს, რომ ჟურნალისტმა მოწყალების გაღებისას სურათი გადაუღო. ისევ ეღრუბლება სახე:

“ასე გამომსახავენ მე, ტოლსტოის, კეთილს, გლეხებთან მყოფს, მოწყალების გამცემს, კეთილშობილს, შემწეობის აღმომჩენს. ვინმეს რო შეეძლოს ჩემს გულში ჩაიხედოს, შეიტყობდა, რომ არსადროს კეთილი არ ვყოფილვარ, მე მხოლოდ და მხოლოდ ვცდილობდი მესწავლა, როგორ შეიძლება კეთილი იყო.

ისე კი, მარტოოდენ ჩემი თავით ვიყავი გართული. არავის არ დავხმარებივარ, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ღარიბებისათვის იმის ნახევარიც არ მიჩუქნია, რამდენიც უწინ მოსკოვში ერთ ღამეში წამიგია ქაღალდის თამაშში.

არასდროს აზრად არ მომსვლია დოსტოევსკისათვის ის ორასი მანეთი გამეგზავნა, რომელიც ერთი თვით იხსნიდა. ანდა, შესაძლოა, სულაც გადაარჩენდა, თუმცა ვიცოდი, შიმშილობდა.

და მაინც ვითმენ, რომ მაქებენ და მადიდებენ, როგორც უკეთილშობილეს ადამიანს, თუმცა გულში მშვენივრად ვიცი, რომ მხოლოდ დასაწყისის სათავეში ვდგავარ.”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში