მიგელ დე სერვანტესი - ორი მეგობარი

დრო, რომლის მსახვრალ ხელს ვერავინ დაემალება, გეტყვის უფრო მეტს, ვიდრე თავად ვისურვებდი მეთქვა.

დრო, ჩვენდა სამწუხაროდ, ისედაც ამხელს ჩვენი გულის ყველაზე ფარულ საიდუმლოებას.

მღვდელი ვერ დაიცვა წმინდა წოდებამ, მონაზონი - განმარტოებამ, ბერიკაცი - საპატივცემულო ჭაღარამ, ჭაბუკი - ახალგაზრდულმა სიკასკასემ, ჩვილი ყრმა - სიწმინდემ და უმანკოებამ.

ქალიშვილის სილამაზეს უზომო მოკრძალება უწევდა მეტოქეობას და რასაც ერთი აღვივებდა, მეორე მაშინვე ანელებდა; თუკი სილამაზე ზეცამდე ამაღლებდა, დარბაისლური მოკრძალება მიწას აახლოებდა.

იმედი კვერთხია, რომელსაც ხან მაღლა ავყავართ, ხან უფსკრულისაკენ დაგვაქანებს.

წარმოიდგინეთ, რა უნდა მეგრძნო, როდესაც კეთილგონიერება ერთის გაკეთებას მოითხოვდა, გრძნობა კი მაიძულებდა სხვა გზას გავყოლოდი.

არც ერთ მოკვდავს არ ძალუძს იმ ავადმყოფობის განკურნება, რომელზეც არაფერი იცის და არც ვალდებულია იცოდეს.

ყველაზე უბიწო ქალწულსაც კი, რომელიც თავის პატიოსნებას მკაცრად დარაჯობს, სწყურია იმის გაგება, რომ იგი უყვართ, ეს რწმენას მატებს მას. თუ იგი დარწმუნდება, რომ მასზე არავინ ოხრავს, მაშინ რწმენაც ქრება.

ნუ ჩქარობ განაჩენზე ხელის მოწერას, თუკი იგი ჯერ მოსამართლეს არ გამოუტანია.

სიხარული ხომ არასდროს არ არის სრული, რაიმე მუდამ აკლია.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში