ანატოლ ფრანსი - კრენკებილი

მართმსაჯულების სიდიადე გამოსახულია ყოველ განაჩენში, რომელსაც კი , მბრძანებელი ხალხის სახელით მოსამართლე წარმოთქვამს.

სახარების ქრისტე მეამბოხე იყო და დასაჯეს კიდეც, სწორედ  ამას  ათასცხრაასი წლის განმავლობაში, ყველა ქრისტიანი ხალხი სასამართლოს უდიდეს შეცდომად უთვლის.

კრენკებილს სინდისი ეუბნებოდა, დამნაშავე არ ხარო, მაგრამ გრძნობდა, რა მცირე მნიშვნელობა ჰქონდა ვიღაც მემწვანილის სინდისს კანონის სიმბოლოთა და საზოგადოებრივი მისაგებლის აღმასრულებელთა წინაშე.

ახლა იგი განსაკუთრებულ მდგომარეობაში მოექცა - მოვალეობასა და უფლებას შორის.

დაპატიმრებამ დააკმაყოფილა ბრბო, რომელიც მდაბალ და სასტიკ სანახაობას ეწაფება.

ჩვენს შეცდომებს უამრავი საფუძველი აქვს. გრძნობათა აღქმანი და გონების მსჯელობანი არიან ილუზიის წყარო და დაურწმუნებლობის მიზეზი.

ადამიანის ჩვენებას არ უნდა ვენდოთ, ნომერს კი შეიძლება ვერწმუნოთ. ჩინტომონტელ ბასტიენ მატრას, შეუძლია შეცდომა დაუშვას, მაგრამ # 64 პოლიციელი, თავის ადამიანურ არსებას მოცილებული, არ ცდება.

როდესაც ადამიანი, რომელიც მოწმედ გამოდის, ხმლით არის შეიარაღებული, ხმალს უნდა მოუსმინონ და არა ადამიანს. ადამიანი უღირსად მისაჩნევია და შეიძლება შეცდეს, ხმალი პატივსაცემია და ყოველთვის მართალია.

საზოგადოება ძალას ემყარება და ძალა პატივცემული უნდა იქნას, როგორც საზოგადოების მბრძანებელი საფუძველი, მართლმსაჯულება არის ძალის მმართველობა.
თავმჯდომარე ბურიშმა იცის, რომ # 64 პოლიციელი, უზენაესი ხელისუფლების მცირე ნაწილია. ყოველი სახელმწიფო მსახური უზენაესი ხელისუფლების მატარებელია. # 64 პოლიციელის ავტორიტეტის შერყევა, სახელმწიფოს დასუსტებას ნიშნავს.

სახელმწიფოს ყველა მახვილი მიმართულია ერთ მხარეს. ვინც მათ ერთმანეთს დაუპირისპირებს, იგი რესპუბლიკას დამხობით  ემუქრება.

უჟანდარმებოდ მოსამართლე მხოლოდ საბრალო  მეოცნებე იქნებოდა.

მართლმსაჯულება დამკვიდრებული უსამართლობის მოწონებაა. ვის და როდის უნახავს, რომ მართლმსაჯულება დამპყრობლებს და უზურპატორებს ეწინააღმდეგებოდა? როდესაც უკანონო ხელისუფლება მკვიდრდება, მართლმსაჯულებას მხოლოდ ისღა დარჩენია, კანონიერი გახადოს.

განა არ შეიძლება, ყოველ მდგომარეობაში იყო პატიოსანი?

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში