გი დე მოპასანი - მოთხრობები • ემილ ზოლა - წისქვილის დარბევა

შეშლილი ქალი

რაკი სიკვდილი ერთხელ შემოიჭრება სახლში, აღარ მოგეშვება.

ტყვეები

სიბერემ დედაბერი მშიშარა გახადა.

ორი მეგობარი

ზოგჯერ მთელ დღეს ერთმანეთს სიტყვას არ ეტყოდნენ, ზოგჯერ კი ტკბილად საუბრობდნენ; მაგრამ სიტყვის უთქმელადაც, ერთმანეთს ძალიან ეწყობოდნენ.

იშვიათ სიხარულს გრძნობდნენ, იმ სიხარულს, რომელსაც ადამიანი ეძლევა, როდესაც დიდხანს მოკლებულ, საყვარელ სიამოვნებას ხელახლა განიცდის.

სროლას სროლა მოსდევდა, ყოველ წუთში მთა ისროდა სიკვდილის სუნთქვას და რძისფერ ბოლს ანთხევდა.

-ადამიანი მხეცზე უარესია!
- უნდა ითქვას, რომ სულ ასე იქნება, სანამ მთავრობები იარსებებენ.

მეგობრები ერთ რამეში შეთანხმდნენ - ადამიანი თავისუფალი არასდროს იქნებაო.

პოლკოვნიკის აზრები

ქალისათვის ყოველგვარ სიგიჟეს ჩავიდენთ, სანამ საფრანგეთი ევროპის რუკაზე იქნება, ხოლო თუ საფრანგეთს გააქრობენ, ჩვენ მაშინაც კი ფრანგებად დავრჩებით.

ქალის წინაშე, ლამაზი ქალის წინაშე, თავს ყოვლისშემძლედ ვგრძნობ.

ემილ ზოლა - წისქვილის დარბევა

მოფარდახებული ფიცრული ისე ძველი ჩანდა, როგორც თვით ქვეყანა.

ბორბალი კრუსუნით ტრიალებდა, ხველება უტყდებოდა, როგორც ოჯახში დაბერებულ ერთგულ მსახურს.

ახალგაზრდობას სიყვარულივით არაფერი აძლევს მხნეობას.

დროგამოშვებით, წისქვილის ძველი, ძილმორეული ბორბალი თითქოს სიზმარს ხედავსო, ძილში მყეფარე ნაგაზივით, მორელის ჩანჩქერით დარწეული ჭრიჭინებდა, თავის თავს ესაუბრებოდა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში