ანატოლ ფრანსი - ბალთაზარი • ბატონი პიჟონო • კონტი მორენი


ბალთაზარი

- ადამიანი არ იღლება ბუნების მშვენიერების ჭვრეტით, - იტყოდა სემბობიტისი.
- მართალი ბრძანებაა, - უპასუხებდა ბალთაზარი, - თუმცა ბუნებაში არსებობს სხვა რამ, უფრო მშვენიერი, ვიდრე პალმები და ნიანგებია.

- არსებობს ისეთი რამ, რისი ახსნაც შეუძლებელია.
- რა? - იკითხა სემბობიტისმა.
- ქალის ღალატი, - მიუგო მეფემ.

ჭეშმარიტი მხოლოდ ისაა, რაც ღვთაებრივია, ხოლო ღვთაებრივი ჩვენთვის მიუწვდომელია.

სემბობიტისი ვერ ხედავდა ვარსკვლავს, რამეთუ არ სურდა დანახვა მისი; ხანდაზმული და განსწავლული იყო და არ უყვარდა არავითარი სიახლე.

ბატონი პიჟონო

ჯერ ისევ ვთრთი და ვკანკალებ, როცა წარმოვიდგენ იმ უძირო უფსკრულს, საითაც მიბიძგებდა ჩემი ხიფათის მოყვარული გონება.

თვით უნორჩეს სახეებზედაც კი მკაცრი გამომეტყველება აღბეჭდილიყო, თითქოს ჩემი სიტყვის თილისმას ყველას გონება ერთბაშად მოემწიფებინა.

აბა როგორ აგიხსნათ, რა მოხდა მაშინ, თუკი თავადაც ვერაფერი გავიგე?

მათ მომილოცეს და ამ მოლოცვათა გულწრფელობა მსურს დავიჯერო.

ზარის ბაწრის რხევაში იყო რაღაც ისეთი გამოუცნობი, ახირებული და მბრძანებლური, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ნამდვილად ავღელდი.

მართლაც შემაძრწუნებელია, რა სწრაფად ეფლობა პატიოსანი კაცი გარყვნილების წუმპეში.

კონტი მორენი

ყოველთვის ვენდობი იმას, ვინც მარწმუნებს - ცდებიო.

საქმე ის კი არაა, რას აძლევ, გააჩნია, როგორ მისცემო!

ზოგჯერ რა ძნელი ყოფილა არ ჩატოპო გუბეში.

სასწრაფოდ გავცილდი იქაურობას, რათა ხელმეორედ მადლობის თქმა აღარ დასჭირვებოდა და არ შეწუხებულიყო.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში