ალბერ კამიუ - სტუმარი
შავ დაფაზე ფერადი ცარცით დახატული საფრანგეთის ოთხი მდინარე უკვე სამი დღეა მიედინებოდა თავთავიანთი შესართავებისაკენ.
ირგვლივ ისეთი სიღატაკე სუფევდა, ისე ჭირდა ცხოვრება, რომ დარუს ნამდვილ მებატონედ წარმოედგინა თავი: ჭერი მაინც ხომ ეხურა თავზე.
დარუ აქ დაიბადა და სხვაგან რომ ეცხოვრა, გადასახლებაში ეგონებოდა თავი.
-ომის დროს კაცი ყველა ხელობას მისდევს.
-ომი ჯერ ხომ არ დაწყებულა?
-მართალია, მარამ ბრძანება ბრძანებაა და უნდა დამორჩილდე.
-ჩვენი მტერია?
-არა მგონია; თუმცა დანამდვილებით ვის შეუძლია იცოდეს?!
-დარტყმული ხარ, ამიტომაც მიყვარხარ.
უკვე რა ხანია ვმუშაობ და კაცის გათოკვას მაინც ვერ შევეჩვიე... მრცხვენია ხოლმე, დიახ, მრცხვენია, მაგრამ თავის ნებაზეც ხომ ვერ მივუშვებ!
სიჩუმე, ომის შემდეგ აუტანლად ეჩვენა.
როცა ადამიანებს ერთ ჭერქვეშ უხდებათ დაძინება, ჯარისკაცები იქნებიან, თუ პატიმრები, რა ზნეც არ უნდა სჭირდეთ, რაკი იარაღს აიყრიან, ტანსაცმელსაც გაიძრობენ და ერთნაერად დაქანცულები ერთნაირ სიზმრებში ჩაესახლებიან, უცნაური ძალით უკავშირდებიან ერთმანეთს.