სომერსეტ მოემი - სიგიჟე ერთი ღამისა

სიყვარულისთვის არ გათხოვდეთ. ეს შეცდომაა. აირჩიეთ მდგომარეობა და მეგობარი.

-კაცებს სიყვარული ასულელებთ.

უხეშობაში სინაზეს ფარავდა, დამცინავ ბუნებაში კი სითბოს.

-დროა ამ მომღერალს მოვუსმინოთ. მართლაც განსაცვიფრებელი, მართლაც დიდებულია, სულ მთლად მაკარონი და გრძნობაა.

-თქვენისთანა მზეთუნახავი მე ჯერ არ შემხვედრია, - გადაულაპარაკა ფლინტმა.
-რამდენი ქალისთვის გითქვამთ ეგ?
-ბევრისთვის, მაგრამ როცა თქვენც გეუბნებით, ამით ჩემს სიტყვებს ჩეშმარიტება არ აკლდება.

განა შეიძლება გაამტყუნოთ ახალგაზრდა, რომ გაზაფხულზე სიყვარულზე იოცნებოს?

ერთხელ ვცხოვრობ და ჩემს ჭკუაზე უნდა ვიცხოვრო. მე თავდავიწყებით მიყვარს სიცოცხლე. ბედნიერი ვარ და საშუალება მაქვს ცხოვრებისათვის ვიცხოვრო. სულელი ვიქნები, იღბალი რომ არ გამოვწურო.

თქვენ ჯერ ახალგაზრდა ხართ და ცხოვრებას კარს ვერ გამოუკეტავთ.

-რა ფასი აქვს ახალგაზრდობას, თუ იღბალი არ ახლავს. მე ციხეში ვცხოვრობ და თავდასაღწევი გზა არა მაქვს.

დაე მომავალმა თავის თავს თვითონ მიხედოს.

მიყვარს ხიფათთან თამაში, მინდა ცხოვრების ყველანაირი მღელვარება გამოვცადო.

-ჩვენთვის კარგია, რომ მთელ მსოფლიოს უყვარს შეყვარებულები.

თუ ქალი ხარ, მსახიობობას შეძლებ.

თავისიანებზე ეშმაკსაც თვალი უჭირავს.

ზოგჯერ იღბალი ხელს უწვდის ბოროტმოქმედს.

მდგომარეობა ყველაფერი არ არის.

როცა კაცი ვულკანის პირას იმყოფება, იგი გონივრულად ვერ იაზროვნებს.

ედგარი მონა იყო თავისი პატიოსნებისა.

შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრე.

-საყვარელო, ცხოვრებაც ესაა მხოლოდ. ხიფათს უნდა გაეთამაშო!

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში