კამილო ხოსე სელა - მოთხრობები

კარაბინერის დანაშაული

ანდერძი გახსნეს და პიოს ფულმა წმინდა მამებთან გადაინაცვლა, თვითონ პიო კი სემინარიაში ჩაირიცხა.

დედაბრებმა, თავიანთ უმანკოებას მხდალი კურდღელივით რომ დაჰკანკალებდნენ, თამბაქოს სუნი იყნოსეს თუ არა, პირჯვრის წერას მოჰყვნენ, ხოლო მამაკაცის დანახვაზე ისეთი წივილ-კივილით მოკურცხლეს, თითქოს ვინმე ყელს ჭრიდა.

იმ საღამოს შემდეგ კი, როცა ორივე კარტის თამაშის დროს თაღლითობდნენ და ერთმანეთი გამოიჭირეს, მათი მეგობრობა ყველაზე საიმედო დუღაბით შეიკრა - მხილების შიშით.

გაზაფხულის ბრალია

თითქოს ყველამ ერთად პირი შეკრა, სიცოცხლის სიხარული უფრო ძალუმად გამოეხატათ.

ქრისტინა უბრალოდ ბაძავდა გულის ძახილს.

ჭრიჭინები მთელი ღამე ჭრიჭინებენ, მაგრამ ისე თანაბრად და ერთფეროვნად, რომ ადამიანი ეჩვევა და თითქმის აღარ ესმის ეს ხმა, თითქოს თვით სიჩუმე ხმიანობსო.

განთიადმა შეყვარებულის მკლავებში მოუსწრო.

მესიათა კლუბი

ადამიანმა ყველაფერში კარგი მხარე უნდა დაინახოს.

დაუვიწყარია ეს მზერა, კეთილს რომ არაფერს გიქადის.

ირლანდიელი იყო, თვით ბახუსზე უფრო ლოთი და ისეთივე მოღალატე, როგორც იუდა.

დამშვიდებული სინდისი ზოგჯერ უბედურებას გადაგყრის.

ვის არ განუცდია სისუსტის წუთები?

ჩვენ, ესპანელები და ჩინელები, ფრანგები და იაპონელები, იტალიელები და ინდოელები, როცა არ ვიცით, რა გავაკეთოთ და ვის ვებრძოლოთ, მოწყენილები ვართ და ვითმენთ, მაგრამ ახალ რელიგიებს არ ვაყალიბებთ.

ფორთოხალი ზამთრის ხილია

ქარიც ისე, გასართობად, სამრეკლოს რუხ ქვებს აცლის და ეს ქვები წყევლა-კრულვასავით მიფრინავენ ვიღაცის სახურავისკენ, ლეწავენ კრამიტებს, რომლებსაც ამიერიდან აღარასოდეს აღარავინ გაასწორებს.

პიკატელი ისე მიდიოდა, როგორც ვნებისაგან ატაცებული მამალი, როგორც სურვილის შხამით მოწამლული სულთანი, შიშველ მონაქალთა უშველებელ ბრბოში რომ აღიგზნო თავი.


საიდუმლო მკვლელობა ბლანშარის ქუჩაზე

ნაღვლიან ადგილებში, თავად მოგეხსენებათ, ფიქრებიც მძიმე, ნაღვლიანი იცის, სადაცაა გაგსრესს, გაგანადგურებს.

არც ისე უხიფათოა სანაგვეზე საკუთარი ხორცის ნაჭერი დატოვო.

ზოგიერთი ფიქრი ალერსიანი ძაღლივით აგედევნება. ზოგი კი აგედევნება და აუტანელი აჩრდილივით გტანჯავს.

იმაზე უარესი არაფერია, როდესაც ადამიანი თანდათანობით რწმუნდება თავის უმაქნისობაში, თუ უცბათ დარწმუნდა, ნუ გეშინიათ, მაშინვე დაავიწყდება. მაგრამ თუ ამას მიხვდა ნელ-ნელა, თანდათანობით, მაშინ საქმე ცუდადაა.

რობერტიტოს მოწოდება

საიდუმლო პლანეტა, სადაც ყოველი ადამიანის მოწოდება იბადება - თავის ამოხსნას ელის. საიდუმლო პლანეტა, სადაც ყოველი ადამიანის მოწოდება იბადება - კარდაღშული, შეუღწეველი, თვალით უხილავი სამყაროა, სადაც გაუთვალისწინებელი გაკვეთილებითა და აღმოჩენებით აღსავსე საოცარი ცხოვრება ჩქეფს.

რობერტიტო გამოუთქმელად ბედნიერია, როცა დილდილობით თავისუფლება ეწვევა ხოლმე, მაგრამ მისი ბედნიერება უნაზესი მინისაა: სულ ცოტა ჰყოფნის, რომ დაიმსხვრეს.

პიო ბაროხა სამოცდათვრამეტი წლის მიჯნაზე

პიო ბაროხა ზედგამოჭრილი პიო ბაროხაა.

ერთხელ ლონდონში ჩარლი ჩაპლინის ორეულების კონკურსი მოაწყვეს და თვითონ ჩაპლინმა მესამე პრემია მიიღო. პიო ბაროხას ეს არასოდეს დაემართებოდა.

ყველას უნდა ცხოვრება.

-ლიტერატურაში ეშმაკმა უწყის რა ხდება.

-როდენი კი ნიჭიერი კაცია, თითქმის გენიოსია. ეტყობა, ქანდაკებისთვის ეს ცოტაა.

ისევ რეკავს საათი, კიდევ ერთი საათი გავიდა. სხვა საათმა დაიგვიანა, თითქოს დროის ახალი კბენისა შეეშინდაო.

”ყოველი საათი გვკოდავს, უკანასკნელი - გვკლავს”.

ჰო, ასეა თუ ისეა, დედამიწა ბრუნავს.

ბავშვობა დაკარგული სამოთხეა

ბავშვობა დაკარგული სამოთხეა, მაგრამ ჩვენ ვბრუნდებით ხოლმე ამ სამოთხეში.

ცუდი საქციელი უფროსების პრივილეგიაა, ბავშვებისთვის იგი უცნობია; უცნობია იგი მოხუცებისთვისაც, რომლებიც ხრახნიდან ამოვარდნილი ჭანჭიკივით მხიარულ და სულელურ ბავშვობას უბრუნდებიან.

ბოშებისა და მხატვრების მსგავსად, ბავშვებმა არ იციან კერძო საკუთრება. ისინი ისევე იოლად იპარავენ, როგორც გააჩუქებენ.

ბავშვები ხომ სამოთხეში ცხოვრობენ, მოხუცები კი უბრუნდებიან სამოთხეს - კარი მაგრად არის დაკეტილი. მისი გაღება შეუძლია ცხოვრების დასასრულს მოპოვებული უმანკოების უმცირეს ქროლას.

შერეკილი მარია მხატვარი

შერეკილი მარია არ იკაზმება, რადგან მეხოტბე არავინაა.

მარია თვლის, რომ ცხოვრება გაღვივებული ნაღვერდალია, ან ღამით ატყორცნილი ფეიერვერკი, ან სულაც არნახული ჩიტის ფრენა - უფრთო ჩიტის ფრენა, ზეცას რომ მეტი სიხარულით გააბრწყინებს, ვიდრე მამაკაცის ღიმილი ან სულელი კრუხის კრიახი.

ბავშვობაში ხომ ყველას გამოგვიყვია ენა, როცა წონასწორობის შენარჩუნება გვინდოდა.

ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ მთელი სამყარო, უზარმაზარი და მრავალსახოვანი და შესაძლოა - გავამართლოთ კიდეც...

ოჰ, ეს თხები

ნუნიეს დე არსესა და დონ რამონ დე კამპოამორის გულითადმა მეგობარმა, თავისი ტანის სამი მეოთხედი - ღმერთო, როგორ ფრთხილად! - უკვე სავარძლის ზურგზე ჩამოსდო.

დონია კონჩა

დონია კონჩა აღსავსეა დაუხარჯავი სინაზით, როგორც ცაზე მობორიალე ღრუბელი - ნესტით.

დონია კონჩას სამყაროს სახილველად სამი ფანჯარა აქვს, სამი პატარა, ოთხკუთხა, კარნიზებიანი ფანჯარა.

ხვალ ისევ გათენდება დღე.

სახალხო სეირნობა

დრო კი, ეს ზლაზნია, მაგრამ დაუნდობელი დრო გავიდა.

გზაზე ღამე ჩამოწვა. ბნელი, უმთვარო ღამე. ეული და მშიშარა, როგორც მთებში მოხეტიალე შეშლილი მგლოვიარე ქალი.

ბავშვები იმ ასაკში, როდესაც მთელი მათი ძალა სიმაღლის მომატებაზე იხარჯება, ძალიან მგრძნობიარენი არიან. მათ ბუნდოვნად სურთ, რომ ქვეყნად სიკეთე სუფევდეს და არ ესმით რა ხდება გარშემო.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში