გაბრიელ გარსია მარკესი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

 ქედმაღლობითაც შეიძლება სიყვარულს მისწვდე - ჟილ ვისენტე

დივინა ფლორს კი სუნთქვა ისე გახშირებოდა, თითქოს საკუთარი მოწიფული ხორცი უხუთავდა სულს.

— ყოველთვის მიცვალებულის მხარეზე უნდა დადგე!

„მამათმავალივით გამოიყურებოდა, არადა, დაგენანებოდა, ისეთი ლამაზი იყო, კრემი რომ მოგესხა, შეჭამდი“.

— სიყვარულის სწავლაც შეიძლება.

ანხელა ვიკარიოს ფატა და გვირგვინი აღარ ედგა თავს, ფარჩის კაბა ოფლისგან დასველებოდა და უცბად დამსგავსებოდა გათხოვილ ქალს.

- მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ ყველაფერი მოიმოქმედონ.

მარია ალეხანდრინა სერვანტესმა დაუსვა წერტილი ჩემი თაობის ყმაწვილკაცების უბიწოებას. მან უფრო მეტი რამ გვასწავლა, ვიდრე უნდა გვცოდნოდა, მაგრამ, რაც მთავარია, მისი მეოხებით ჩავიჭედეთ თავში, რომ ცარიელი საწოლივით ნაღვლიანი სანახავი არაფერი იყო ამქვეყნად.

არ მინდოდა მერწმუნა, რომ ცხოვრება ბოლოს და ბოლოს ემსგავსება სუსტ ლიტერატურულ ნაწარმოებს.

გამომძიებელს განსაკუთრებით აოცებდა, არ სჯეროდა, რომ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს ამდენი შემთხვევითობა, რაც ლიტერატურაში მიუღებელია და მოხდეს იმისათვის, რომ ხელი არავინ შეუშალოს ასე საქვეყნოდ წინასწარ გამოცხადებულ სიკვდილს.

მომეცით ცრურწმენა და მთელ ქვეყანას გადავაბრუნებ!

-როდის იყო მთვრალი კაცი საკუთარ განავალს ჭამდა.

- მკვდრები არ ისვრიან!

ბედისწერა უხილავს გვხდის.

სანტიაგო ნასარი ისე დაიბნა, რომ ყუთი ხელიდან გაუვარდა და უსიყვარულო წერილებიც იატაკზე მიმოიფანტა.

სისხლსაც მისი სუნი ასდიოდა.

სასიკვდილოდ დაჭრილი სანტიაგო ნასარი კვლავ ძმებისკენ შემობრუნდა და დედამისის კარს ზურგით მიეყრდნო. წინააღმდეგობას აღარ უწევდა, პირიქით, თითქოს თვითონვე გადაწყვიტა, დახმარებოდა ძმებს თანაბრად გაეყოთ მისი სიკვდილი.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში