Posts

Showing posts from December, 2011

ივანე ტურგენევი - ზედმეტი ადამიანის დღიური

Image
ვითომ რითია თოთხმეტი დღე უფრო ნაკლები თოთხმეტ წელიწადზე? ან თოთხმეტ საუკუნეზე; ამბობენ, მარადისობის წინაშე ყველაფერი უმნიშვნელოა, დიახ თუ ასეა, მაშინ თავად მარადისობაც უმნიშვნელო რამ ყოფილა. წესიერი ადამიანი საკუთარ ავადმყოფობაზე არ ლაპარაკობს. მხოლოდ ერთხელ ვიხილე დედა სრულად დამშვიდებული, კერძოდ, მისი გარდაცვალების დღეს, კუბოში. ოჰ ბუნებავ! როგორ მიყვარხარ. მეც შენი წიაღიდან გამოვედი ცხოვრებისათვის ასეთი უნიათო. ბავშვები იმიტომ არსებობენ, რომ მშობლებმა არ მოიწყინონ. ადამიანი ვერ გრძნობს საკუთარ სიცოცხლეს, იგი, როგორც ბგერა, გარკვეული ხდება რამდენიმ ხნის შემდეგ. სიკვდილის წინ მგონი მეპატიება ასეთი სურვილი, გავიგო, საერთოდ ვინ ვიყავი. კარგად რომ ჩავუფიქრდი ამ მნიშვნელოვან საკითხს და თანაც ჩავთვალე, რომ არავითარი საჭიროება არ მქონია, დიდი სიმკაცრით მემსჯელა ჩემ თავზე, როგორც ამას საკუთარ ღირსებაში მეტად დარწმუნებულნი სჩადიან, გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ მე გახლდით სრულიად ზედმეტი ადამიანი მთელს ქვეყანაზე, უფრო სწორად უცხო ვინმე. ადამიანები არიან ბოროტები, კეთილები, ჭკ...

გაბრიელ გარსია მარკესი - მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი

Image
მე არ მწამს ღმერთის ,მაგრამ მეშინია მისი. ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი. ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! ორი ცოლი უნდა ჰყავდეს კაცს: ერთი სიყვარულისათვის და ერთიც იმისთვის, რომ ღილები დაუკეროს. თუ გინდა სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას. გახსოვდეთ, რომ ქორწინებაში მთავარი სტაბილურობაა და არა ბედნიერება. ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. მე არ ვარ მდიდარი. მე ვარ ღარიბი კაცი, რომელსაც აქვს ფული, ეს ორი ცნება კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზოგიერთები გამოიკეტებიან მარტოობაში, სიყვარულში და ამ სიყვარულის მარტოობაში, ხოლო მათი სიყვარული ამ სიყვარულშივეა ჩაძირული და ჩაფერფლილი და ცხოვრობენ ერთ დიდ, უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარულია ერთადერთი და მარადიული რელობა და ერთ არსებად ქცეულნი ნელ-ნელა იძირებიან მარტოობაში. მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ რომ შენ ხარ, ...

თამაზ ჭილაძე - ნადირობის სეზონი

Image
პერსონაჟები: ია, ალე, ”უფლისწული”, მონადირე I სიბნელე. ტელეფონის ზარი. საწოლთან, ტუმბოზე, ნათურა ინთება. ია- (იღებს ყურმილს. გაღიზიანებული, გაბრაზებული. როგორც ჩანს, ტელეფონის ზარი არ ასვენებს). გისმენთ? ალო ! გისმენთ-მეთქი! ალო! ახეთქებს ყურმილს. აქრობს ნათურას. პაუზა ია საწოლიდან დგება. შუქს ანთბს, საშინაო ხალათს იცვამს, ფანჯარასთან მიდის. ქუჩაში იხედება. მერე სამზარეულოში გადის. ონკანიდან პეშვით სვამს წყალს. მაგიდასთან ჯდება. სიგარეტს უკიდებს. პაუზა რეკავს ტელეფონი. ია აუჩქარებლად ბრუნდება საწოლ ოთახში. იღებს ყურმილს. ჩუმად უსმენს. დებს ყურმილს. ისევ ფანჯარასთან ბრუნდება. სიგარეტს ეწევა. მოტრიალდება. ავანსცენისაკენ წამოვა. სიგარეტს საფერფლეში ჩაჭყლეტს. სკამს შემოატრიალებს. ჩამოჯდება. იდაყვებს საზურგეზე დააწყობს. ზედ თავს დაასვენებს. პაუზა მოულოდნელად თავს წამოსწევს, თითქოს რაღაც შემოესმაო. ცოტა ხანს ასეა მიყურადებული, დაძაბული. უეცრად ხმამაღალი სიცილი აუვარდება. იცინის გულიანად, დიდხანს. ია - მოჩვენება ვიყო და თანაც ბრმა?! თუ გაგიგონიათ ან თუ გინახავთ სად...

მიშელ უელბეკი - ბრძოლის ველის განვრცობა

Image
ჩემს თავს ზემოთ, კედელზე, ჭორიკნების სილუეტები ჩინური ჩრდილებივით ისახებოდა. მარსელებს შორის დავეხეტებოდი და სულ უფრო მეძალებოდა განცდა, რომ ყელში ამომივიდა მანქანებიც და, საერთოდ ამა ქვეყნის ყველა ნივთი. ცხოვრებას ვერავინ მასწავლის, კარგად ვიცი მისი ავან-ჩავანი. თავი და თავი ის არის, რომ წესიერად ცხოვრება ბევრს ვერაფერს შველის. მართლაც, შეიძლება ახერხებ (ზოგჯერ ერთობ გაჭირვებით, მაგრამ მაინც) წესიერად იცხოვრო: იხდი გადასახადებს, დროულად ისტუმრებ ვალებს, პირადობის მოწმობაც მუდამ თან დაგაქვს (პატარა ჯიბეც გაქვს შარვალზე, მეტროს ბილეთისათვის)... და მაინც, მიუხედავად ყოველივე ამისა, მეგობრები არ გყავს... და მაინც, რჩება თავისუფალი დრო. რა უნდა აკეთო? რაში მოიხმარ? მოყვასის სამსახურად გადაეგები? მაგრამ, მოდი, ნუ ვიცრუებთ, მოყვასი ხომ ფეხებზე გკიდია. სახლში ჩირთი-ფირთობა, ამ ცნების ფართო გაგებით, შეიძლება საქმეს წაადგეს. მაგრამ, ვერაფერი აღუდგება წინ სულ უფრო ხშირ განცდას წუთისა, როდესაც აბსოლუტური სიმარტოვე, სრული სიცარიელე და წინათგრძნობა უცილობელი უბედურებისა, რომლისკენაც მი...

ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში

Image
ცხოვრება მართლაც თამაშია, ყმაწვილო, ისეთი თამაშია, სადაც ყველა წესი უნდა დაიცვა. ხალხს ჰგონია, რასაც იტყვის, ყველაფერი მართალია. მეც რა მენაღვლება, ეგონოთ... საერთოდ ვერაფერსაც ვერ ხედავს ხალხი.(ჰოლდენი) შტერს რომ გადაეყრები, შენც შტერულად უნდა ილაპარაკო.(ჰოლდენი) ეს მსპობს, გაიცნობ კაცს და უსათუოდ უნდა უთხრა – "სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა", თუნდაც სულაც არ იყოს სასიამოვნო! რას იზამ, სიცოცხლე თუ გინდა, ამისთანა სისულელეები უნდა როშო. (ჰოლდენი) ღმერთო რა საშინელებაა, როცა სადმე მიდიხარ და – "გზა მშვიდობისაო!", მოგაძახებენ.(ჰოლდენი) ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული." ერთხელ თუ დაარწმუნე თავი, ჭკვიანიაო, სიცოცხლე ჯოჯოხეთად გადაგექცევა. – აბა, რას ეუბნება ხოლმე ერთი კედელი მეორეს?.. – კუთხეში შევხვდეთ ერთმანეთსო! ყველანი პირუტყვები ვართ, კარგად თუ განსჯი, ყველანი პირუტყვები ვართ. ერთმანეთშია არეული სურვილი და მახსოვრობა! ...რაც ნაკლებს იღელვებ, მეტს იცოცხლებ. ცოტა–ცოტა ყველას გვეჩქარება. ადამიანი სიტყვით ა...

ხულიო კორტასარი - მიტაცებული სახლი

Image
სახლი ჩვენ მოგვწონდა.იგი ფართოც იყო და ძველიც(რასაც იშვიათად შეხვდებით ახლა,როცა ძველ სახლებს გამორჩენის თვალით უყურებენ).მაგრამ მთავარი მაინც ის იყო ,რომ იგი ინახავდა ჩვენი წინაპრების ხსოვნას,პაპაჩემისას -მამის მხრიდან,დედაჩემის,მამაჩემის და ბავშვების ხსოვნას. მე და ირენე მარტო ყოფნას მივეჩვიეთ.თუმცა,რასაკვირველია ,ეს სისულელე იყო,-ჩვენს სახლში ბარე რვა კაცი დაეტეოდა.შვიდ საათზე ვდგებოდით,იქაურობას ვალაგებდით,დაახლოებით თერთმეტ სააათზე მე ქურასთან ვიწყებდი ტრიალს,დარჩენილ ორ-სამ ოთახს კი მისალაგებლად დას ვუტოვებდი.ზუსტად შუადღისას ვსაუზმობდით,ამის მერე ჭურჭლის დარეცხვის გარდა საქმე აღარაფერი გვქონდა.მაგიდასთან შემომსხდრებს გვიყვარდა ჩვენს დიდსა და მყუდრო სახლზე ფიქრი,ფიქრი იმაზე,სხვის დაუხმარებლად როგორ მშვენივრად ვუძღვებოდით აქაურობას .ხანდახან გვეგონა,რომ სწორედ ამ სახლის გადამკიდენი დავრჩით მარტონი. ირენემ სრულიად უმიზეზოდ უთხრა უარი ორ საქმროს,ჩემი მარია ესთერი კი დაწინდვამდე გარდაიცვალა.ორივენი ორმოცს ვიყავით მიტანებულნი და თითოეულს ჩვენდათავად გვჯეროდა, და-ძმის უშფოთველი დ...