შარლ ბოდლერი ეჟენ დელაკრუაზე

”ყველაზე თანამედროვე მხატვარი მხატვართა შორის”.

”დელაკრუა არის ბრწყინვალე მხატვარი და კოლორისტი, კომპოზიციების დიდოსტატი. მან შეძლო იმ სანუკვარი გრძნობის გამოხატვა, რაც მხოლოდ დაგესიზმრება, მოგევლინება მედიტაციის დროს ან გონების დაბნელების წუთებში”.

”ბევრჯერ ყოფილა, ეს ფართო სურათი (”სარდანაპალის სიკვდილი”) ძილში მთელი ბრწყინვალებით წარმომსახვია, ისეთივე დიდებული, როგორიც სიზმარია. სარდანაპალი ჩემს ახალგაზრდობასთან ხელმეორედ შეხვედრაა”.

”სარდანაპალის სიკვდილი”
”ეს (”ალჟირელი ქალები”) არის პატარა პოემა, აღსავსე სიჩუმითა და სიმშვიდით”. 

”ალჟირელი ქალები”
ბოდლერი დელაკრუას პორტრეტებზე - ”პორტრეტი, თითქოს მარტივი, უბრალო ჟანრი, მხატვრისგან დიდ ნიჭსა და მოთმინებას მოითხოვს. როდესაც კარგ პორტრეტს ვუყურებ, ვხვდები და მაოცებს, რამხელა ძალისხმევა დასჭირდებოდა მხატვარს, რომ დაენახა და წარმოეჩინა ის, რაც უნდა ეჩვენებინა და რაც უნდა დაემალა... თუ კარგად დავუკვირდებით, პორტრეტში უმნიშვნელოს ვერაფერს დავინახავთ: ჟესტი, გამომეტყველება, ტანისამოსი, გარემო - ყველაფერი ეს ქმნის იმის პირობას, რომ გამოჩნდეს პერსონაჟის ხასიათი”.
ავტოპორტრეტი
”მულაი აბდერაჰმანი მაროკოს სულთანი” – ”წუთი ღია ცის ქვეშ, ბუნებაში; ეს არის კამკამა ჰაერი ზაფხულში, როცა მზე გაფანტავს მტვრის ღრუბლებს და ყოველ საგანს გააკრიალებს”.
”მულაი აბდერაჰმანი მაროკოს სულთანი”
”დელაკრუას ნახატები ყვავილების თაიგულს ჰგავს, რომელსაც თუ შორიდან შეჰყურებ, უფრო გიმძაფრდება ზებუნებრიობის საამო შეგრძნება”.

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში