კლოდ მონე 1840-1926 - ჩანაწერები და ნახატები

”იმპრესიონიზმი თვით მონეა, ტრიუმფალური, სასწაულმოქმედი და განმარტოებული თავისი გენიალურობით” - რემი დე გურმონი

”ბევრს ვმუშაობ, რომ მივაღწიო იმას, რასაც ვეძებ, ფერწერაში ვეძებ მყისიერი შთაბეჭდილებების განცდას”.

”ჩემი ერთადერთი მიზანია, შემოგთავაზოთ მხოლოდ ისეთი ფერწერული ტილოები, რომლებითაც თავად ვიქნები კმაყოფილი”. (პოლ დიურან-რიეულს)

”სამწუხაროდ, რაც უფრო შორს მივდივარ, მით მეტად მიჭირს იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი; ამიტომ ჩემს თავს ვეუბნები: ის ვინც ამბობს რომ დაასრულა ტილოზე მუშაობა, დიდი ამპარტავანია. დასრულება უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მხატვარმა მიაღწია ჭეშმარიტ სრულყოფას”.

”ბუდენს უნდა ვუმადლოდე, რომ მხატვარი გავხდი”.

”სინათლისა და ფერების შთაბეჭდილებები, რომლებიც ალჟირში მივიღე, მოგვიანებით დალაგდა მეხსიერებაში. ჩემი შემდგომი ძიების საწყისი უეჭველად ეს იყო”.

”რაც უნდა ძლიერი იყოს კაცი, მაინც შეპყრობილია იმით, რასაც პარიზში ხედავს და ისმენს. აქ იმას მაინც შევძლებ, რომ არავის დავემსგავსო. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია”.

”დროთა განმავლობაში, როგორც იქნა, თვალი ამეხილა და ვისწავლე ბუნების აღქმა და სიყვარული”.

”მე ვიცი მხოლოდ ის, რომ იმას ვაკეთებ, რაზეც ვფიქრობ, რათა გამოვხატო ის, რასაც განვიცდი; ამ დროს მხატვრობის სრულიად ელემენტარულ წესებს ვარღვევ, თუკი ისინი საერთოდ არსებობს”.

”შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა” - 1872
”ამგვარად, ერთ დღეს, როცა აღმოვჩნდი იმ სულთმობრძავი ადამიანის სასიკვდილო სარეცელთან, რომელიც იყო და მუდამ დარჩება ჩემს უძვირფასეს არსებად, ძლიერ გამაოცა იმის ხილვამ, თუ როგორ აქრობს ფერებს მოახლოებული სიკვდილი, რომელიც ნელ-ნელა ეუფლება უძრავ სახეს”.

”მიზეზი ჩემთვის მეორეხარისხოვანია,ის, რისი გადმოცემაც მე მსურს, მიზეზსა და ჩემ შორის არის”.

”საშინლად ვიტანჯები რევმატიზმის ძლიერი შეტევით... ყველაზე მეტად მაღონებს იმაზე ფიქრი, რომ უარი უნდა ვთქვა მუხლმოუხრელად შრომაზე, აღარ ვიმუშაო ღია ცის ქვეშ ან მხოლოდ კარგ ამინდში. ღმერთო, რა უბადრუკია ცხოვრება”.

”ბუნებას ფეხდაფეხ მივყვები, მაგრამ არ ძალმიძს მისი დაჭერა”.
”ქალი ქოლგით” - 1886
”სასოწარკვეთილებაში მაგდებს ეს საყოველთაო სიჩუმე და მისი (ედუარდ მანე) ტალანტისა და ხსოვნისადმი უსამართლო დამოკიდებულება”.

”რაც უფრო შორს მივდივარ, მით მიჭირს იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი. ჩემს თავს ვეუბნები: ვინც ამბობს, რომ დაამთავრა ტილოებზე მუშაობა, დიდი ამპარტავანია”.


”უფრო და უფრო მეტი გაშმაგებით ვცდილობ იმის გადმოცემას, რაც არის ჩემი ექსპერიმენტის საგანი. ვფიცავ, აღარ ვიყო არაკომპეტენტური, რადგან ვგრძნობ, რომ უკვე შემიძლია დიდი პროგრესის მიღწევა”.

”ამჟამად მხოლოდ ჩემს ტილოზე (საუზმე ბალახზე 1865-1866) ვფიქრობ და თუ გამიფუჭდა, ალბათ გავგიჟდები”. (ბაზილს)

”აქ იმდენი საინტერესო თემაა, მათ ხატვას მთელი სიცოცხლე დასჭირდება”. (ზაანდემში ჩასული მონე პისაროს)

”წისქვილები ზაანდემთან”-1871
”თითქმის შეუძლებელი რაღაცის ხატვა დავიწყე: წყალი და მცენარეები, რომლებიც მის ფსკერზე ირწევა... ვიცი, სიგიჟეა ამის დახატვის სურვილი”.

”ეს ცნობილი საკათედრო ტაძარი ძალიან ძნელი დასახატია”.
”რუანის საკათედრო ტაძარი” - 1893
”მინდა ვხატო ნისლი მდინარე ტემზაზე”.
”ლონდონი,პარლამენტის შენობა”- 1904
”ატმოსფეროში გამოჩნდა ის ფერი,რომელიც გუშინ ვიპოვე და ვცდილობ, ახლავე, რაც შეიძლება სწრაფად დავიჭირო, მაგრამ, სამწუხაროდ, იმავ წუთს ქრება, რომ ადგილი დაუთმოს ახალ ფერს”.
”ცისფერი დუმფარები” - 1916-1919

”არტანჟეს რეგატა” - 1872

”სენ-ლაზარის სადგური” - 1886

”კაპუცინების ბულვარი” - 1873

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში