პიერ ოგიუსტ რენუარი 1841-1919 - ჩანაწერები და ნახატები

”რომ არ ვერთობოდე, არც დავხატავდი”.

”ხელები სულაც არ არის აუცილებელი რომ ხატო”.

”მხატვრობა ოცნება როდია, ის, უპირველეს ყოვლისა, ხელით შრომაა, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, როგორც კარგმა მუშამ”.

”ხომ შეიძლება ინტელექტუალთა ოჯახში დავბადებულიყავი? რამდენი წელი დამჭირდებოდა მათი იდეებისგან გასათავისუფლებლად და საგნების ისე დასანახავად, როგორებიც სინამდვილეში არიან”.

”მინდა წითელი მჟღერი იყოს და ზარივით რეკდეს. თუ სასურველ ფერს ერთბაშად ვერ მივიღებ, წითელსა და სხვა ფერებს ვუმატებ, სანამ ჩემსას არ მივაღწევ. სხვა რა შემიძლია? მე არც წესი მაქვს და არც მეთოდი”.

”ნახატი სასიამოვნო, მხიარული და ლამაზი უნდა იყოს; დიახ, ლამაზი! ამქვეყნად ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ არის, კიდევ სხვა რომ მოვინდომოთ”.

”თითქმის ყოველდღე დავდივარ მონესთან, ანუ ვმეგობრობთ... ყოველდღე ვერ ვახერხებთ ჭამას, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან იგი კარგი კომპანიონია ხატვაში” - წერს რენუარი ბაზილს.

”ალბათ ყველაფერს თავს დავანებებდი, ჩემს ძვირფას მეგობარ მონეს, ზურგზე ხელის დარტყმით რომ არ გავემხნევებინე ხოლმე”.

”პისაროსთან, გოგენსა და გიიომენთან ერთად გამოფენაში მონაწილეობა იგივეა, რომელიმე სოციალურ დაჯგუფებასთან ერთად გამოფინო ნამუშევრები. მნახველს არ უყვარს ის, რასაც პოლიტიკის სუნი ასდის და ამ ასაკში რევოლუციონერობა ნამდვილად არ მსურს”.

”სკოლის მოწაფეს ვგავარ. სუფთა ფურცელზე ლამაზად უნდა დაიწეროს, მაგრამ უჰ, მელნის ლაქა! 40 წლისა ვარ და ჯერ კიდევ ვდღაბნი”.

”1883 წელს ჩემს შემოქმედებაში თითქოს ბზარი გაჩნდა. იმპრესიონიზმის ბოლოში გასულმა დავასკვენი, რომ არც ფერებისა გამეგებოდა რამე და არც ხატვა ვიცოდი, ერთი სიტყვით, ჩიხში მოვექეცი”.

”ბუნება ვერ იტანს რეგულარობას. ყველა დიდი ოსტატი ცდილობდა არ დაერღვია ეს ”ძირითადი კანონი”. ირრეგულარისტმა უნდა იცოდეს, რომ წრე არასოდეს უნდა იყოს წრიული”.

”არადა, რა კარგია ხატვა ბატინიოლში” - რენუარი გოგენის ტაიტიზე გამგზავრების შესახებ.

”ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, უშნო მგონია და ვერ გამოვფენ”.

”ჩემი არსებობა სრული წინააღმდეგობა იყო იმისა, რაც უნდა ყოფილიყო. რევოლუციონერად გამომაცხადეს, მე კი უძველესი მანერის მხატვრებს ვეკუთვნი”.


”შემიძლია ნებისმიერი რამ დავხატო, მხოლოდ ხელის მოწერაც კმარა”.

”თუ არა განსაკუთრებული შემთხვევა, ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია ხატვის გარეშე”.

”ხელოვნების ნიმუშმა უნდა დაგატყვევოს, მოგნუსხოს, გაგიტაცოს. ამ გზით გადმოსცემს ხელოვანი თავის გრძნობას. ესაა მიმდინარეობა, რომელიც ასხივებს, გიტაცებს”.

”შატუში ვარ და მენიჩბეებს ვხატავ, რაც ამდენი ხანია მინდოდა. ზოგჯერ ისიც უნდა სცადო, რაც შენს ძალას აღემატება”.

”მგონი რაღაც გამეგება ამ საქმეში”.


”ზურგიდან დანახული წამოწოლილი ნიუ” - 1909


”რენუარი სიცოცხლეს ანიჭებს ყოველივეს, რასაც ხედავს, განსაკუთრებულ გამომსახველობას სძენს მას, რაც ერთდროულად გულუბრყვილოცაა და რაფინირებულიც, სიმშვიდით სავსეც და ამაღელვებელიც” - ტეოდორ დე ვიზა

”საჭყუმპალაო” - 1869
”რენუარი ძალიან მორცხვი კაცი იყო. არ უყვარდა, დაენახათ, რა გრძნობა ეუფლებოდა ყვავილების, ქალების, ცაში ღრუბლების ხილვისას. იგი იტალიური რენესანსის ბერს მოგვაგონებდა” - ჟან რენუარი

”მთიბავები” - 1873

”მაღალ ბალახში გამავალი გზა” - 1874

”რენუარი იშვიათადაა კმაყოფილი” - ედმონდ მეტრი

”მენიჩბეთა საუზმე” - 1880-1881
”შესაძლოა რენუარი ერთადერთი დიდი მხატვარია, რომელიც არასდროს ხატავს სევდიან ტილოს” - მირბო.

”ტორსი, მზის ეფექტი” - 1875
”შეეცადეთ აუხსნათ ბატონ რენუარს, რომ ქალის ტორსი გვამის სრული გახრწნის დამადასტურებელი მწვანე და მოიისფრო ლაქებით დაფარული ხორცის მასა არ არის” – ”ფიგაროს” გავლენიანი კრიტიკოსი ალბერ ვოლფი

”ცეკვა ქალაქში” - სუზან ვალადონი, 17 წლის მკერავი, მორის უტრილოს მომავალი დედა

ედუარდ მანე - ”რიგი საყასბოსთან”

”ქოლგები” - 1881-1886
”რენუარი არის კატა, რომელიც ძაფის მორგვით თამაშობს” - ედგარ დეგა

”გოგონები პიანინოსთან” - 1892
”სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ როგორც ყოველთვის, საოცარი ძალის მქონე და კარგ გუნებაზე. ორი კაცის დაუხმარებლად ვერ დადის. რა სატანჯველია! თანაც ძველებურად კარგ ხასიათზეა და ბედნიერია როცა ხატავს” - დიურან-რიუელი.

”მობანავე ქალი თმის დავარცხნისას” - 1893
”მისი ქალები ჯადოსნურია. ერთი მათგანიც რომ წაიყვანოთ შინ, იგი იქნება უკანასკნელი, შინიდან გასვლისას რომ დაემშვიდობებით, და პირველი, შინ დაბრუნებული რომ მიესალმებით. იგი დიდ ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში” - დიურე.

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში