ედგარ დეგა - მანე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ჩვენ გვეგონა


ალბერტ ვოლფი, ”ლე ფიგარო” – ”წავიდა ედუარდ მანე, ჩვენი დროის ერთ-ერთი საინტერესო შემოქმედებითი პერსონა. რამდენიმე სრულყოფილი ნამუშევარი, რომელიც არ შეუსრულებია თავისი მოხვეული რევოლუციური იდეებით, ისტორიას დარჩბა. მანეს სულაც არ სჭირდებოდა თავისი ნამუშევრები ლუქსემბურგის სასახლეში ეხილა. მას მომავალი მიაგებს გადატანილი წყენის საფასურს: მისი ”ლუდის კათხა” და ”ბიჭი დაშნით” ლუვრში განთავსდება”.

ჟიულ კონტი, ”ილუსტრასიონი” – ”მას ბევრი რამ ეპატიება, რადგან ბევრი რამ გაბედა! რაც შეეხება შედეგებს, ისინი სამწუხაროა - თეორიტიკოსმა, რომელიც დაუსრულებლად მსჯელობდა ბუნებაზე, ტილოზე სულ მანეკენებს ხატავდა, ერთხელაც კი ვერ შეძლო ნამდვილი სახის დახატვა”.

”ლე მონდი” - იმის მიხედვით, როგორი ხმაური მოაქვს ადამიანის გარდაცვალებას, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რა ადგილი ეჭირა მას ცხოვრებაში. მანეს გარდაცვალებიდან მეორე დღესვე პრესა ამ მოვლენას ეხმაურებოდა. აი, უკვე მერვე დღეა... მისი სიკვდილით გამოწვეული ღელვა კი ჯერ არ ჩამცხრალა”.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში